,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 341
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 22/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 22/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.08.
  • Word
341
22/06/2009
სსმ, 76, 22/06/2009
120.340.000.08.
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №341

2009 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ.73) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თავი III. სავალდებულო ვადიანი სამსახურის რიგითების (მატროსების), სერჟანტებისა (ზემდეგების) და ზემდეგების (მიჩმანების) სამსახურებრივი მივლინებები“;

ბ) ამოღებულ იქნეს III თავის მე-3 პუნქტი.

გ) VI თავის 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,81. თუ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით და კონტრაქტი ვადამდე შეუწყდა თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით:

ა) მისი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, იგი ჩაირიცხება სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ამ შემთხვევაში მისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევიდან საკონტრაქტო სამსახურში ნამსახურობისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ვადების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს მისი გაწვევისას კანონით სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილ 12 ან 18-თვიან ვადას;

ბ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის თაობაზე მისი ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, იგი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება და სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანება ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში იგი დაექვემდებარება კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი სრული ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას;

გ) იგი დაითხოვება სამხედრო სამსახურიდან და ჩაირიცხება რეზერვში, თუ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი გაწვევიდან კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტამდე გასულია მისი გაწვევისას კანონით სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი 12 ან 18-თვიანი ვადა.“;

დ) XIV თავს დაემატოს 42 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,42. სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს:

ა) სამხედრო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს;

ბ) სამხედრო შეკრებებზე ყოფნის პერიოდს (მათ შორის სარეზერვო სამსახურის გავლის ხანგრძლივობას);

გ) საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს (კურსანტი, მსმენელი), აგრეთვე სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდს;

დ) სსრკ-ის ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე;

ე) სხვა უწყებაში სპეციალური სამსახურის გავლის პერიოდს, თუ სპეციალური წოდება გათანაბრდა სამხედრო წოდებასთან და სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ჩაითვალა სამხედრო სამსახურის სტაჟში;

ვ) სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდს უწყებებში (ორგანიზაციებში), რომლებშიც სამსახურის გავლა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება/ითვლებოდა სამხედრო სამსახურად;

ზ) სამხედრო მოსამსახურის შვებულებაში (მათ შორის, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო) ყოფნის პერიოდს;

თ) კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდს, მაგრამ კადრების განკარგულებაში თითოეული გადაყვანისას არა უმეტეს 4 თვის პერიოდისა.“;

ე) XIV თავის მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურის სტაციონარულ და ამბულატორულ მკურნალობას, აგრეთვე სამკურნალო დაწესებულებამდე და უკან ტრანსპორტირებას საკუთარი ხარჯებით და საშუალებებით. თუ შეუძლებელია სამხედრო მოსამსახურის მკურნალობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშუალებებით სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში, სამხედრო მოსამსახურის მკურნალობისა და ტრანსპორტირების (მათ შორის, უცხო ქვეყანაში) ხარჯებს ანაზღაურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში. მკურნალობით უზრუნველყოფა მოიცავს აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების მიერ პირის ნორმირებული კვებით უზრუნველყოფას.“;

ვ) XV თავის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. კადრების განკარგულებაში ყოფნისას სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დაევალოს თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის ან ვაკანტურ სამხედრო თანამდებობაზე მოვალეობის შესრულება არა უმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით. დროებით მოვალეობის შესრულების პერიოდში მას მიეცემა აღნიშნული თანამდებობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ანაზღაურება.

8. სამხედრო მოსამსახურის შვებულებაში, მივლინებაში ან სხვა კანონიერი საფუძვლით თანამდებობაზე დროებით არყოფნისას ან ვაკანტურ სამხედრო თანამდებობაზე, ამ თანამდებობის მოვალეობანი შეიძლება დაეკისროს სხვა სამხედრო მოსამსახურეს. მას მიეცემა არმყოფი მოსამსახურის ან ვაკანტური თანამდებობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ანაზღაურება, თუ ეს უკანასკნელი აღემატება მის ანაზღაურებას.“;

ზ) XVI თავის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ამ თავის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის ,,ა.ა.“ ქვეპუნქტის, აგრეთვე გადახდის გადავადებისა და განაწილვადების მიზნებისათვის – ჯარიმის, პირგასამტეხლოს, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის, სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხის კომპენსაციის ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხების გადახდის ვალდებულება;

ბ) ამ დებულების XVII თავის მე-2 პუნქტის, ამ თავის მე-2 პუნქტის ,,ა.ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე ფინანსური პასუხისმგებლობის შემცირების მიზნებისათვის – ჯარიმის, პირგასამტეხლოს, სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხის კომპენსაციის ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხების გადახდის ვალდებულება.“;

თ) XVII თავს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,3. თუ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდიდა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, კონტრაქტი ვადამდე შეუწყდა თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 22 ივნისამდე:

ა) სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვალოს, თუ:

ა.ა.) იგი ჩაირიცხა სავალდებულო სამხედრო სამსახურში და მისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევიდან საკონტრაქტო სამსახურში ნამსახურობისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ვადების ჯამი არანაკლებია მისი გაწვევისას კანონით სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილ 12 ან 18-თვიანი ვადისა;

ა.ბ) იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან და ჩაირიცხა რეზერვში, თუ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი გაწვევიდან კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტამდე გასულია მისი გაწვევისას კანონით სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი 12 ან 18-თვიანი ვადა;

ბ) აყვნილ იქნეს სამხედრო აღრიცხვაზე ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად და დაექვემდებაროს კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი სრული ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, თუ იგი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი გაწვევიდან კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტამდე მისი გაწვევისას კანონით სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი 12 ან 18-თვიანი ვადის გასვლამდე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი