დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 530 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 02/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 158, 03/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.08.002.004. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №530
2008 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ. 73) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) VI თავის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ კაპრალის/სერჟანტის თანამდებობაზე მიიღებიან:
ა) რეზერვის რიგითები, ეფრეიტორები, კაპრალები და სერჟანტები;
ბ) სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირები;
გ) წვევამდელები 18 წლის ასაკიდან;
დ) ქალები 18 წლის ასაკიდან.“;
ბ) VI თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 და 23 პუნქტები:
„22. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურში ჩარიცხვამდე ამ თავის 21 პუნქტში აღნიშნული პირები გადიან შერჩევას, ხოლო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის შემდეგ – სპეციალურ კურსს/კურსებს. ამ პუნქტით გათვალისწინებული შერჩევა და სპეციალური კურსის/კურსების გავლა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი პროგრამის შესაბამისად. სპეციალური კურსის/კურსების გავლას არ ექვემდებარებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული კატეგორიის პირები.
23. ამ თავის 21 პუნქტში აღნიშნული პირი, შერჩევის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ჩაირიცხება საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში და ინიშნება თავისი წოდების შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, თავისი თანხმობით, დაბალ თანამდებობაზე.“;
გ) VI თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, აიყვანება სამხედრო აღრიცხვაზე და, სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში, დაექვემდებარება კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები