ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 132
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 94, 12/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 390.050.020.10.003.000.266
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
132
11/08/2005
სსმ, 94, 12/08/2005
390.050.020.10.003.000.266
ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/08/2005 - 21/09/2005)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №132

2005 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

დებულება

ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი

ეს დებულება განსაზღვრავს ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის (შემდგომში – გენერალური ლიცენზია), სამონადირეო მეურნეობისა და ხე-ტყის დამზადების მიზნით სპეციალური ლიცენზიების (შემდგომში – სპეციალური ლიცენზია), გაცემის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. გენერალური ლიცენზია

1. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს სამონადირეო მეურნეობისა და ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიებს.

2. ერთ-ერთი სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად გენერალური ლიცენზიის მოპოვება სავალდებულო არ არის.

    მუხლი 3. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

1. გენერალურ და სპეციალურ ლიცენზიებს გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

2. ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება სამინისტრომ შეიძლება მიანიჭოს თავის ტერიტორიულ ორგანოებს.

3. ლიცენზიის გამცემი სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 4. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გაცემის წესი

1. გენერალური და სპეციალური ლიცენზიები გაიცემა აუქციონის წესით.

2. აუქციონი ცხადდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

3. მე-2 პუნქტში განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სამინისტრო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ან სამინისტროს გადაწყვეტილება.

4. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე სამინისტრო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

5. აუქციონის გამართვამდე სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს დასამზადებელი ხე-ტყის (ხე-ტყის დამზადების ადგილმდებარეობა, მერქნიანი მცენარეების ჯიშები, დამზადების მოცულობა, სარგებლობის კონკრეტულ წესი, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნები და ა.შ.), ასევე სამონადირეო მეურნეობის მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც ყოველი თითოეული შემთხვევისათვის მტკიცდება მინისტრის ცალკე სამართლებრივი აქტით.

6. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს სამინისტრო.

    მუხლი 5. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები

1. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას – დააკმაყოფილონ სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 15 დღისა.

4. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

5. ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდისა და ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 6. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე  

1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:

ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;

ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია;

გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.

2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

    მუხლი 7. საწყისი ფასი

აუქციონზე გამოტანილი გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს მინისტრი.

    მუხლი 8. სალიცენზიო პირობები

საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სალიცენზიო პირობების გარდა მაძიებელს შეიძლება განესაზღვროს შემდეგი დამატებითი სალიცენზიო პირობები:

ა) გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების მიზნით ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისას:

ა.ა) ოც წლამდე ვადით ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისას იურიდიული პირების მიერ ლიცენზიით გამოყოფილ ტერიტორიაზე ტყეთმოწყობის პროექტით გათვალისწინებული ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის სამუშაოების უზრუნველყოფის ვალდებულების აღება;

ა.ბ) მოვლითი და სპეციალური ჭრების განხორციელების ვალდებულების აღება და ამ საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილება;

ა.გ) ხე-ტყის ტრანსპორტირებისას იქონიოს და ექსპორტირებისას საბაჟო ორგანოებს წარუდგინოს მისი კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა ფორმასა და გაცემის წესს ადგენს მინისტრი. აგრეთვე აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს რესურსის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი);

ა.დ) ხე-ტყის რეალიზაციისას მყიდველს გაყიდულ ხე-ტყესთან ერთად გადასცეს „ა.გ” ქვეპუნქტში განსაზღვრული დოკუმენტაცია და რესურსის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) ასლი;

ა.ე) ლიცენზიის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში წარადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასება;

ბ) სამინისტროს მიერ გენერალური ლიცენზიის ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის აუქციონით გაცემამდე წინასწარ სრულდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები, სამონადირეო სავარგულების გამოყოფისათვის საჭირო წინასწარი დასკვნების მომზადების, დამტკიცებისა და ტერიტორიების მესაკუთრეთა თანხმობის წარდგენის ჩათვლით.

    მუხლი 9. გარდამავალი დებულება

1. ხე-ტყის დამზადების (ტყით სარგებლობის) უფლების მინიჭების მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს საქართველოს „ტყის კოდექსითა“ და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე (სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე სავარგულის გამოყოფისათვის მიწის მესაკუთრეთა თანხმობის წარდგენის ჩათვლით) უნდა დასრულდეს „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი საკონკურსო წესით.

3. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სპეციალური ლიცენზიის ფორმები მტკიცდება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

4. სამინისტრო ვალდებულია პოტენციურ სალიცენზიო ობიექტებზე არ დაუშვას მოვლითი და სპეციალური ჭრების განხორციელება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე დასმული საკითხის განხილვის გარეშე.

71. 29/09/2025 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 431 - ვებგვერდი, 30/09/2025 70. 12/07/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 364 - ვებგვერდი, 14/07/2022 69. 10/08/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 400 - ვებგვერდი, 12/08/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 68. 15/05/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 224 - ვებგვერდი, 16/05/2019 67. 05/04/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 181 - ვებგვერდი, 11/04/2019 66. 16/07/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 351 - ვებგვერდი, 17/07/2015 65. 31/10/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 608 - ვებგვერდი, 04/11/2014 64. 26/03/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 251 - ვებგვერდი, 26/03/2014 63. 29/01/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 12 - ვებგვერდი, 30/01/2013 62. 05/09/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 357 - ვებგვერდი, 05/09/2012 61. 22/08/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 336 - ვებგვერდი, 22/08/2012 60. 13/07/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 257 - ვებგვერდი, 13/07/2012 59. 05/07/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 235 - ვებგვერდი, 06/07/2012 58. 24/05/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 184 - ვებგვერდი, 28/05/2012 57. 23/03/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 108 - ვებგვერდი, 29/03/2012 56. 07/03/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 87 - ვებგვერდი, 12/03/2012 55. 29/02/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 70 - ვებგვერდი, 05/03/2012 54. 18/11/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 433 - ვებგვერდი, 111125011, 25/11/2011 53. 21/10/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 397 - ვებგვერდი, 111024023, 25/10/2011 52. 08/10/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 385 - ვებგვერდი, 111012023, 13/10/2011 51. 23/09/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 351 - ვებგვერდი, 110927004, 28/09/2011 50. 21/06/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 249 - ვებგვერდი, 110628026, 29/06/2011 49. 01/06/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 229 - ვებგვერდი, 110603016, 03/06/2011 48. 13/05/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 200 - ვებგვერდი, 110517006, 17/05/2011 47. 12/04/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 171 - ვებგვერდი, 110415015, 15/04/2011 46. 31/03/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 145 - ვებგვერდი, 110401028, 04/04/2011 45. 11/03/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 122 - ვებგვერდი, 110317006, 18/03/2011 44. 21/01/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 25 - ვებგვერდი, 270111, 27/01/2011 43. 05/01/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 060111, 06/01/2011 42. 28/12/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 409 - სსმ, 172, 31/12/2010 41. 08/12/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 376 - სსმ, 162, 13/12/2010 40. 13/10/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 311 - სსმ, 134, 19/10/2010 39. 20/08/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 244 - სსმ, 103, 24/08/2010 38. 10/08/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 233 - სსმ, 98, 12/08/2010 37. 04/08/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 222 - სსმ, 96, 04/08/2010 36. 10/03/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 74 - სსმ, 27, 12/03/2010 35. 19/02/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 49 - სსმ, 22, 25/02/2010 34. 29/12/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 244 - სსმ, 159, 30/12/2009 33. 29/12/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 243 - სსმ, 159, 30/12/2009 32. 18/11/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 211 - სსმ, 143, 20/11/2009 31. 03/11/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 198 - სსმ, 137, 06/11/2009 30. 21/08/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 153 - სსმ, 105, 25/08/2009 29. 11/08/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 142 - სსმ, 100, 11/08/2009 28. 23/06/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 114 - სსმ, 78, 26/06/2009 27. 28/05/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 100 - სსმ, 66, 01/06/2009 26. 24/03/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 63 - სსმ, 38, 27/03/2009 25. 26/02/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 34 - სსმ, 22, 27/02/2009 24. 23/12/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 246 - სსმ, 183, 25/12/2008 23. 03/12/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 236 - სსმ, 174, 05/12/2008 22. 12/11/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 220 - სსმ, 163, 14/11/2008 21. 24/09/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 192 - სსმ, 142, 26/09/2008 20. 30/07/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 166 - სსმ, 109, 31/07/2008 19. 15/05/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 129 - სსმ, 75, 23/05/2008 18. 08/05/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 120 - სსმ, 71, 13/05/2008 17. 12/04/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 96 - სსმ, 56, 14/04/2008 16. 03/04/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 81 - სსმ, 55, 11/04/2008 15. 17/03/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 64 - სსმ, 41, 19/03/2008 14. 09/01/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 6 - სსმ, 4, 14/01/2008 13. 24/09/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 203 - სსმ, 134, 26/09/2007 12. 31/07/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 164 - სსმ, 112, 10/08/2007 11. 27/07/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 152 - სსმ, 118, 21/08/2007 10. 16/06/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 117 - სსმ, 83, 19/06/2007 9. 13/03/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 48 - სსმ, 40, 23/03/2007 8. 26/08/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 165 - სსმ, 118, 01/09/2006 7. 11/08/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 149 - სსმ, 108, 15/08/2006 6. 28/06/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 124 - სსმ, 89, 03/07/2006 5. 16/06/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 112 - სსმ, 82, 20/06/2006 4. 30/03/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 68 - სსმ, 46, 05/04/2006 3. 03/11/2005 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 200 - სსმ, 129, 03/11/2005 2. 23/09/2005 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 168 - სსმ, 114, 28/09/2005 1. 21/09/2005 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 161 - სსმ, 113, 27/09/2005