„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 249
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110628026, 29/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 390050020.10.003.016411
  • Word
249
21/06/2011
ვებგვერდი, 110628026, 29/06/2011
390050020.10.003.016411
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 249

2011 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

 ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

     მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებ­ლო­ბის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებუ­ლე­ბის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგ­ვისტოს №132 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1066) შე­ტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება და დადგენილებით დამ­ტკიცებული დებულების:

1. 11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ტყითსარგებლობის გეგმა – კომპლექსური დო­კუ­მენ­ტი, რო­­მელიც შემუშავებულია მომავალი 10-წლიანი პე­რი­ოდისათვის ტყე­­თმოწყობის მასალების საფუძველზე და შე­იცავს: ზოგად მონა­ცე­მებს არსებულ მდგომარეობის შესახებ, ტყის დაცვის, აღდგენისა და ტყითსარგებლობის დაპროექ­ტებულ ღონისძიებათა ცხრილებს, ცხო­ველთა სამ­ყაროს ობიექტების დაცვის ღონისძიებებს. ტყით­სარ­გებ­ლო­ბის გეგმის შემუ­შავებისა და დამტკიცების წესს ნორ­მა­ტიული ად­მინი­სტ­რაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკი­ცებს საქართვე­ლოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რე­სურსების მინისტრი (შემ­დ­გომ­ში – მინისტრი).“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა – დოკუ­მენტი, რო­მელიც შედგენილია მომავალი 10-წლიანი პერი­ოდისათვის და შე­იცავს: სამონადირეო მეურნეობის ფარგ­ლებ­ში გარეულ ცხოველთა აღ­წერის, დაცვის, აღწარმოების, მდგრადი სარგებლობისა და მათი სა­­ბინადრო გარემოს გაუმ­ჯობესების ღონისძიებებს, არსებული ჰა­ბი­ტატების ტი­პებს, მათი ფართობების განსაზღვრას, აღწერასა და და­ხა­სიათებას, ბიომრავალფეროვნების, მათ შორის, ტყის დაცვის ღო­­ნის­ძიებებს; გეგმას თან ახლავს სამონადირეო მეურ­ნეო­ბის ტერი­ტო­რიის GIS ფორმატის, პროფესიული კარტოგრა­ფიული სტან­დარ­ტე­ბის შესაბამისად მომზადებული ფერადი რუკა. სამო­ნადირეო მე­ურ­ნეობის მართვის გეგმის შემუ­შავებისა და დამ­ტკიცების წესს ნორ­მა­ტიული ადმინისტრა­ციულ-სამართ­ლებ­რივი აქტით ამტკიცებს მი­ნის­ტრი.“.

2. მე-2 მუხლის 32, 33, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. 22 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო საქართვე­ლოს წითელი ნუსხისა და წი­თე­ლი წიგნის შესახებ საქართვე­ლოს კანონის 24-ე მუხლის 22 პუნ­ქტით გათვალისწინებული ტყე­­­ის მდგომარეობის გა­ჯან­სა­ღე­ბი­სა­თვის გადაშენების საფრთხის წი­ნა­შე მყოფი ველური მცე­ნა­რე­ე­ბის სანიტარიული ჭრებით გარემოდან ამ­­ღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინფორ­მა­ცი­ას აწვდის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სა­მინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომ­ში – ბუნებრივი რესურსების სააგენტო), რაც წარმოადგენს ხე-ტყის დამ­­ზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით ად­მი­ნის­ტრა­­­ცი­უ­ლი წარმოების დაწყების საფუძველს.“;

ბ) მე‑5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლი­ცენ­ზიის საწყისი ფასი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება სა­ქარ­თველოს მთავრობასთან შეთან­ხმებით.“.

4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გამ­ცე­­მი ადმინისტრაციული ორგანო

1. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გამცემი ად­მი­­ნისტრაციული ორგანოა ბუნებრივი რესურსების სააგენტო.

2. ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება ბუნებრივი რესურ­სე­ბის სააგენტომ შე­იძლება მიანიჭოს თავის ტერიტორიულ ორ­გა­ნო­ებს.“.

5. მე-4 მუხლის:

ა) მე-2, მე-3, მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

2. ბუნებრივი რესურსების სააგენტო აუქციონს აცხადებს შე­სა­ბამისი ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქ­ცი­ონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ადმინისტრა­ცი­­ლი აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რო­მელ­საც ბუნებრივი რესურსების სააგენტო იხილავს საჯარო ადმი­ნის­­რა­ციული წარმოების წესით, ან ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გა­და­წვე­ტილება.

4. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე ბუნებრივი რე­სურსების სააგენტო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გა­მართვამდე არა უგ­ვიანეს ერთი თვისა.“;

ბ) მე-6, 61 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

6. აუქციონის გამართვამდე ბუნებრივი რესურსების სააგენ­ტომ შეიძლება დაად­გინოს დასამზადებელი ხეტყის (ხეტყის დამ­ზა­დების ადგილმდე­ბა­რეობა, მერქნიანი მცენარეების ჯიშები, დამ­ზა­დების მოცულობა, სარ­გებლობის კონკრეტული წესი, საქმიანობის სუ­ბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნები და ა.შ.), ასევე სა­მო­ნა­დი­რეო მეურ­ნეობის მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექ­ტე­ბით სარგებ­ლობის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზ­­­რული ნორ­მები და წესები, რომლებიც მტკიცდება ბუნებრივი რე­სურ­სების სააგენტოს უფროსის ინდივი­დუალური ადმინისტრა­ცი­ულ-სამართლებრივი აქტით.

61. სანიტარული ჭრით ხე-ტყის დამზადების სპეციალუ­რი ლი­ცენ­ზიის გაცემის უზრუნველსაყოფად აუქციონის გა­მართვამდე ბუ­ნებრივი რესურსების სააგენტომ შეიძლება დაადგინოს ხე-ტყის დამ­­ზადების ადგილმდებარეობა, მერქნიანი მცენარეების ჯიშები, სარ­გებლობის კონკრეტული წესი, საქმიანობის სუბიექტისად­მი სა­ვალ­დებულო მოთხოვნები და სხვ.

7. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შე­საბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს სამი­ნის­ტრო.“.

6. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

3. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადება მიიღება აუქ­ციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. გან­­ცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემ­თ­­ვევაში ადგენს ბუნებრივი რესურსების სააგენტო.“.

7. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცებამდე ლიცენ­ზიით გან­საზღვრულ ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების სააგენ­ტო­საგან ეტაპობ­რივად, თითოეული კვარტლის მიხედვით, ჩაიბაროს ტე­რიტორია მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიატი და ბუნებრივი რე­სურსების სააგენტოს წარ­მო­მადგენლები ლიცენზიით განსაზღვ­­ულ ტერიტორიაზე ერ­თობ­ლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებსა და სხვა დარღვე­ვა-ნაკ­ლო­ვანებებს, რაც შესაბამისად აისახება მიღება-ჩა­ბარე­ბის აქტ­ში. მიღება-ჩაბარების განხორციელების წესსა და ფორ­მას ამ­ტკიცებს მინისტრი ბრძანებით ტყით სარგებლობის გენერა­ლუ­რი ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენ­ზი­ით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზ­­­რული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორ­მის შესახებ;“;

ბ) „ბ.გ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

ბ.გ) შეიმუშაოს ლიცენზიით განსაზ­ღვ­რუ­ლი ტერიტო­რიის დაც­ვის მექანიზმები და შესაბა­მისი ინფორ­მა­ცია წა­რადგინოს ბუ­ნებ­რი­ვი რესურსების სააგენტოში ლიცენზიის მი­ღე­ბიდან არა უგვიანეს 30 დღისა. აღნიშნული დაცვის მექანიზმები შემ­დგომში ხდება ტყით­სარგებლობის გეგმის განუყო­ფელი ნაწი­ლი და მასში ცვლი­ლე­ბე­ბის შეტანა შესაძლებელია ტერიტო­რიის მიღება-ჩაბარების დას­რუ­ლებისას, ტყითსარგებ­ლობის გეგმის დამტკიცებისას (განახ­ლე­ბი­სას), ტყეთმოწყობის მონა­ცემების განახლებისას და/ან კანონმდებ­ლო­ბით გათვა­ლისწი­ნებული შემოწმების შედეგების შესაბამისად უკ­ანონო ქმედე­ბათა გაზრდილი შემთხვევებისა და სხვა ახალი გა­რე­მოე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემთხვევაში, ბუნებრივი რესურსების საა­გენ­ტოს მოთხოვნის სა­ფუძ­ველზე;

გ) ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 12 თვისა ბუნებრივი რე­სურსების სააგენტოში დასამტკიცებლად წარადგინოს მოქმედი კა­ნონ­მდებ­ლობის საფუძველზე შედგენილი ტყითსარგებლობის გეგ­­მა, რომელსაც უნდა ერთოდეს მოკლე ანოტაცია. ტყითსარგებ­ლო­ბის გეგმის დამტკიცებამდე ლიცენზიით განსაზღვ­რულ ტერი­ტო­რიაზე ნებადართულია მხოლოდ საქმიანობა ტყის დაც­ვის მიზ­ნით და არ დაიშვება ლიცენზიატის მიერ ხე-ტყის მო­პო­ვება და სხვა სა­ტყეო-სამეურნეო ღონისძიებათა განხორ­ცი­ელება;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას ლი­ცენ­ზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა მოახდინონ შე­საბამისი ფართობის გადაბარება მიღება-ჩაბარე­ბის აქტით. ლი­ცენ­ზი­ით განსაზღვრული ტერიტორიის გადაბარებამდე ლი­ცენ­ზიის გამ­სხვისებელმა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უნდა წარუ­დგი­­­­ნოს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ. მიღე­ბა-ჩაბა­რე­ბის აქტის გაფორმებამდე ლიცენზიით გან­საზღვრული ტე­რი­ტორი­ის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკის­რება ლიცენ­ზიის გამ­სხვი­სე­­ელს;“;

დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოყოს ტყე­კაფი და მისი ათვისება დაასრულოს ტყეკაფის გამოყოფიდან 2 წლის ვა­დის ამოწურვისთანავე, თუ ამ დადგენილებით სხვა ვადა არ არის გან­საზღვრული;“;

ე) „“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ცი­ით:

ჟ) განახორციელოს ტყის მოვლის, მავნებელ-დაავადე­ბე­ბის და ხანძრებისაგან დაცვისა და ტყის აღდგენის ღო­ნის­ძიებები, რო­მელ­თა უზ­რუნველსაყოფადაც განახორციელოს მუდ­მივი მონი­ტო­რ­ინ­გი. მავ­ნებელ-დაავადებათა მასობრივად გავრ­ცელე­ბის ან/და ტყის ხან­­­რის შემთხვევაში ინფორმაცია ოპე­რატი­ულად მიაწოდოს ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურსების სააგენტოს;

რ) მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას ლი­ცენ­ზი­ატი ვალდებულია დაასაბუთოს მათი გამოყენების აუცი­ლებ­ლო­ბა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოში შესათანხმებლად წარა­დ­გი­ნოს და­სა­ხუ­ლი ღონისძიებების გეგმა. მცენარეთა დაცვის ქი­მი­­რი საშუალებების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და დო­კუ­­მენ­ტირებული;“;

ვ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

უ) ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექ­ტე­ბის გა­მოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სა­ქარ­თ­­ველოს კულ­ტურისა და ძეგლთა დაცვის სამი­ნისტ­როს და ბუნებრივი რე­სურ­სების სააგენტოს და უზრუნველყოს სატყეო-სამეურ­ნეო საქ­მი­­­ობის შე­დეგად მათი დაზიანებისაგან დაცვა;“.

8. მე-8 მუხლის 11 პუნქტის „–ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

ბ) ტყეკაფების გამოყოფის დაწყებამდე ლიცენზიით გან­სა­­­­რულ ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების სააგენტოსაგან ეტა­­­­­­რივად, თითოეული კვარტლის მიხედვით, ჩაიბაროს ტერი­ტო­რია მი­­ღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიატი და ბუნებრივი რესურ­სებ­­ის სა­აგენტოს წარ­მომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტე­რი­ტო­რი­აზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებსა და სხვა დარ­ღ­ვე­ვა-ნაკლოვანებებს, რაც შესაბამისად აისა­ხება მიღება-ჩა­ბა­რე­ბის აქ­­ში. მიღება-ჩაბარება ხორცი­ელ­დება ამ მუხლის პირველი პუნ­­ქტის ქვეპუნქტით გა­თვალისწინებული მინი­სტ­რის კანონ­ქვე­­­დებარე ნორ­მა­ტიული აქტის შესაბამისად;

გ) შეიმუშაოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტო­რიის დაც­ვის მექანიზმები და ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღი­სა შესაბამისი ინფორმაცია წარადგინოს ბუნებრივი რესურსების სა­აგენტოში. მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ტერი­ტო­რი­ის მიღება-ჩაბარების დასრულებისას ან/და კანონ­მდებლობით გათ­ვა­ლის­წინებული შემოწმების შედეგების შე­სა­ბამისად უკანონო ქმე­დე­ბათა გაზრდილი შემთხვევებისა და სხვა ახალ გარემოებათა გა­მოვ­ლენისას, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მოთხოვნის სა­ფუძ­ველ­ზე;

დ) ტყეკაფების გამოყოფის სამუშაოების დაწყებამდე ბუნებ­რი­ვი რესურსების სააგენტოში წარადგინოს საექსპლუატაციო ტყის ფონ­დის ათვისების პერსპექტიული გეგმა და ინფორმაცია მოსა­­ყო­ბი ინფრასტრუქტურის შესახებ;

ე) ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას ლიცენ­ზი­ის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა მოახდინონ შე­სა­ბამისი ფართობის გადაბარება მიღება-ჩაბა­რების აქტით. ლიცენ­ზი­ით განსაზღვრული ტერიტორიის გადაბარე­ბამდე ლიცენზიის გამ­სხვისებელმა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უნდა წა­რუდ­გი­ნოს ანგარიში შესრულებული სა­მუშაოების შესახებ. მიღება-ჩაბა­რე­ბის აქტის გაფორმებამდე ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტო­რი­ის დაცვისათვის პა­სუ­­ხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის გამსხვი­სე­­ელს;

ვ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლი­ცენზია­ტე­ბი ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წარადგენენ საექს­პლუ­­ტაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიულ განახლებულ გეგ­მას და ინფორმაციას მოსაწყობი ინფრასტრუქტურის შესახებ.“.

9. მე-8 მუხლის 12 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

10. მე-8 მუხლის 13 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა ლიცენ­ზიით გან­საზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონ­დის მართვის უფ­ლების მქონე ორგანოსაგან ეტაპობრივად, თითოეული კვარ­ტა­ლის მიხედვით, ჩაიბაროს ტერიტორია მი­ღება-ჩაბარების აქტით. ლი­ცენზიატი და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქო­ნე ორგანოს წარმომად­გენ­ლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტე­რი­ტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებსა და სხვა დარ­ღვევა-ნაკლოვა­ნებებს, რაც შესაბამისად აისახება მიღება-ჩა­ბა­რე­ბის აქტში. მიღება-ჩაბარების განხორციელების წესსა და ფორმას ამ­­კი­ცებს მინისტრი ბრძანებით ტყით სარგებლობის გენერალუ­რი ლი­ცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენ­ზიით ან სა­მო­ნადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფარ­თობის მიღება-ჩაბარების განხორციელე­ბის წესისა და ფორმის შე­სახებ;“;

ბ) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი­ით:

მ) განახორციელოს მავნებელ-დაავადებებისა და ხანძრები­სა­გან დაცვის და ტყის აღდგენის ღონისძიებები, რომელთა უზრუნ­ველ­­სა­ყო­ფა­დაც განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი. მავ­ნე­ბელ-და­­ვად­ე­ბათა მასობრივად გავრცელების ან/და ტყის ხანძრის შემ­თხ­ვე­ვაში ინ­ფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს ბუნებრივი რესურ­სე­ბის სა­ა­გენ­ტოს;

ნ) მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას ლი­ცენ­ზი­­ტი ვალდებულია დაასაბუთოს მათი გამოყენების აუ­ცი­ლებლობა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოში შესათანხმებლად წარად­გი­ნოს დასახული ღონისძიებების გეგმა. მცენარეთა დაცვის ქიმიური სა­შუალებების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთე­ბული და დო­კუ­მენ­ტი­რებული;“;

გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

პ) ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გა­მოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საქარ­თველოს კულ­­ტურისა და ძეგლთა დაცვის სამინის­ტროს და ბუნებრივი რე­სურ­სე­ბის სააგენტოს და უზრუნველყოს სატყეო-სამეურნეო საქ­მი­­ნო­­ბის შე­დეგად მათი დაზიანებისაგან დაცვა;“.

11. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის დამტკი­ცე­ბა­მდე ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურ­სე­ბის სააგენტოსაგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტლის მი­ხედ­ვით, ჩაიბაროს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიატი და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს წარმომადგენლები ლიცენ­ზი­ით განსაზღვ­რულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკ­­­ონო ჭრებს და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც შესაბამისად აის­ახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარების განხორცი­ელ­­­ის წესსა და ფორმას ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით ტყით სარ­გებ­ლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპე­ცი­­ლუ­რი ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეცი­ა­ლური ლი­ცენ­ზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბა­რე­ბის განხორცი­­­ების წესისა და ფორმის შესახებ;“;

ბ) „ბ.გ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

ბ.გ) შეიმუშაოს ლიცენზიით განსაზღვ­რული ტერი­ტო­რიის დაც­ვის მექანიზმები და შესა­ბამისი ინფორ­მაცია წა­რად­გინოს ბუნებ­რი­ვი რესურსების სააგენტოში ლიცენზიის მიღებიდან არა უგვი­ანეს 30 დღისა. აღნიშნული დაცვის მექა­ნიზმები შემდ­გომ­ში ხდება სა­მო­ნა­დირეო მეურნეობის მართვის გეგმის განუ­ყო­ფელი ნაწილი და მას­ში ცვლილებების შეტანა შესა­ძლებელია ტერიტორიის მიღება-ჩა­ბა­რე­ბის დასრულებისას, სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის დამ­ტკიცებისას (გა­ნახლებისას) და/ან კანონმდებლობით გათვალის­წი­ნებული შე­მო­წმების შე­დეგების შესაბამისად უკანონო ქმედებათა გა­ზრ­დი­­ლი შემთხვე­ვებისა და სხვა ახალი გარემოებების გამოვლე­ნის შემთ­­ხვე­ვაში, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მოთხოვნის სა­ფუძ­ველზე;

გ) ლიცენზიის აღებიდან არა უგვიანეს 12 თვისა ბუნებრივი რე­სურსების სააგენტოში წარადგინოს მოქმედი კანონმდებლობის სა­ფუძ­ველ­ზე შედგენილი სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგ­მა;“;

გ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

ე) ყოველწლიურად ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წა­რა­დგინოს ცხოველ­თა სამყაროს ობიექტების ინვენტარიზაციის მა­სა­ლე­ბი, მათ შორის, ცხოველთა სამყაროს მოპოვებული ობიექტების აღ­­რი­ცხვის მასალები, რომელთა განხილვის შემდეგ ბუნებრივი რე­სურ­სების სააგენტო დად­გე­ნი­ლი წესით ადგენს ცხო­ველთა სამყაროს ობიექტებით სარ­გებ­ლობის კვო­ტას. სამონა­დირეო მეურნეობის ფარ­გლებში ცხოველ­თა სამყა­როს ობიექ­ტების ინვენტარიზაციის ჩატა­რებისა და მათი მო­პოვების კვო­­ტების დადგენის წესს ნორმატიული ადმინისტრა­ცი­ულ-სა­მარ­თ­ლებ­რივი აქტით ამტკიცებს მინისტრი;

ვ) დაიცვას დადგენილი წესები, კვო­ტები და ვადები;“;

დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გარეული ცხოველებით სარ­გებ­ლობა მათი მდგომარეობისა და საბინადრო პირობების გაუა­რე­სე­ბისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშრო­ების წარმოქ­­ნის შემთხვევაში, რის შესახებაც უნდა აცნობოს ბუნებრივი რესურ­სე­ბის სააგენტოს; მიი­ღოს ზომები გარეულ ცხოველებსა და მათ სა­ბი­ნადრო გარე­მოზე უარყოფითი ზეგავლენის ასაცილებლად;“;

ე) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლ) ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას ლი­ცენ­ზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა მოახდინონ შე­საბამისი ფართობის გადაბარება მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენ­ზი­ით განსაზღვრული ტერიტორიის გადაბა­რებამდე ლიცენზიის გა­­სხვისებელმა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უნდა წარუდ­გი­ნოს ანგარიში გაწეული სამუშაოების შესახებ. მი­ღება-ჩაბარების აქ­ტის გაფორმებამდე ლიცენზიით განსაზღვ­რული ტერიტორიის დაც­ვი­სათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის გამსხვისებელს;“;

ვ) „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი­ით:

ჟ) განახორციელოს ტყის მოვლის, მავნებელ-დაავადე­ბები­სა­გან დაცვის ღონისძიებები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც განა­ხორ­­ცი­­­ოს მუდმივი მონიტორინგი. მავნებელ-დაავადე­ბების მა­სო­ბ­­რივად გავ­რცელების შემთხვევაში ინფორმაცია ოპერატი­ულად მი­აწოდოს ბუ­ნებრივი რესურსების სააგენტოს;

რ) მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას ლი­ცენ­ზი­ატი ვალდებულია დაასაბუთოს მათი გამოყენების აუც­ილ­ებ­ლო­ბა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოში შესათანხმებლად წარა­დ­გი­­ნოს დასახული ღონისძიებების გეგმა. მცენარეთა დაცვის ქი­მი­­რი საშუალებების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და დოკუ­­ენ­ტირებული;“;

ზ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

უ) ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექ­ტების გა­მოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სა­ქართ­ველოს კულ­ტურისა და ძეგლთა დაცვის სამი­ნისტროს და ბუნებრივი რე­სურ­­სე­ბის სააგენტოს და უზრუნველყოს სატყეო-სამეურ­ნეო საქმია­ნო­ბის შე­­დეგად მათი დაზიანებისაგან დაცვა;“.

12. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ცი­ით:

4. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეს­­რულების კონტროლს ახორციელებს ბუნებრივი რესურსების სა­­გენ­ტო.“.

13. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 81. ლიცენზიის გაუქმება

იცენზიის გაუქმება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კა­ნონმდებლობის შესაბამისად..

14. 82 მუხლი ამოღებულ იქნეს.

15. მე-9 მუხლის:

ა) მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ხეტყის დამზადების სპე­ციალური ლიცენზიის მფლობელები, რომლებსაც ტყეკაფები და­მაგ­რებული აქვთ 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 11 აგვის­ტომ­დე, უფ­ლებამოსილნი არიან განაგრძონ ტყეკაფების ათვისება 2011 წლის 31 დეკემბრამდე..

16. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23ე პუნქტი:

23. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლო­ბე­­­ბი უფლებამოსილნი არიან 2011 წლის 1 ივლისიდან დად­გენილი წესით უზრუნველყონ ტყეკაფის მონიშვნის ღონის­ძი­ებ­ებ­ის განხორ­ციელება და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესა­ბა­მის ორგა­ნოში შესათანხმებლად წარდგენა მათთვის განსაზღვ­რუ­ლი ხე-ტყის მოპოვების წლიური მოცულობის ფარგლებში და მა­თი ათვისება განახორციელონ 2011 წლის 31 დეკემბრამდე..

17. დებულების პირველი და მე-2 დანართი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2. გარდამავალი დებულება

ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში, მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-11 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში მი­თი­თე­ბუ­­ლი სამართლებრივი აქტების გამოცემამდე იურიდიულ ძალას ინ­არჩუნებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სე­ბის სამინისტროს მიერ გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქ­ტები.

    მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისი­დან.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური