დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 25/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №49
2010 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. დებულების მე-2 მუხლის 44 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„44. ამ მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული მერქნული რესურსი, ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მოჭრილი მერქნული რესურსი, აგრეთვე, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის – ლიცენზიანტი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდგომი რეალიზაციისათვის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).“.
2. დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე პუნქტი:
„21. ამ დებულების 21 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2011 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის პირველი პუნქტი – „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები