,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 142
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 100, 11/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
142
11/08/2009
სსმ, 100, 11/08/2009
000000000.00(0).000.000000
,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №142

2009 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი

    მუხლი 11. ტერმინთა განმარტებები

1. ტყით სარგებლობის გეგმა – კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია მომავალი 10-წლიანი პერიოდისათვის ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე და შეიცავს: ზოგად მონაცემებს არსებულ მდგომარეობაზე, ტყის დაცვის, აღდგენისა და ტყით სარგებლობის დაპროექტებულ ღონისძიებათა ცხრილებს, ტაქსაციურ და საგეგმო-კარტო-გრაფიულ მასალებს.

2. სატყეო კვარტალი – ტყის ფონდის ნაწილი ადგილზე (ნატურაში) შემოფარგლული ბუნებრივი მიჯნებით ან შემოსაზღვრული ტყეში გაჭრილი არანაკლებ 0,5 მ სიგანის ზოლით; მუდმივი სააღრიცხვო და სამეურნეო ერთეული.

3. ტყეკაფის ათვისება – ხე-ტყის დამზადება, ნარჩენებისაგან ტყეკაფის გაწმენდა და დამზადებული ხე-ტყის ტყის ფონდიდან გამოზიდვა.

4. ხე-ტყის დამზადება – ხეების მოჭრა, სამანქანე გზამდე მოთრევა და დახარისხება.

5. მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყე:

ა) ტყეები, სადაც აღინიშნება ბიომრავალფეროვნების ელემენტების მაღალი კონცენტრაცია გლობალურ, რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე (ქვეყნის კანონმდებლობით დაცული სახეობები, IUCN-ის „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები და ერთზე მეტი ენდემური სახეობა). მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მინიმალური ჩარევა. არ დაიშვება ხე-ტყის დამზადება და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ბუნებრივი ლანდშაფტის წარმომქმნელი (მათ შორის სუბალპური) ტყეები. მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ლანდშაფტისა და მნიშვნელოვანი ბუნებრივი ელემენტების შენარჩუნება. არ დაიშვება მთავარი სარგებლობის და სპეციალური ჭრები;

გ) ტყეები, რომლებიც მოიცავენ იშვიათ ან საფრთხის ქვეშ მყოფ ეკოსისტემებს (ეკოსისტემები, რომლებიც მაღალი ანთროპოგენული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება). მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კონსერვაცია აქტიური მენეჯმენტის გზით. არ დაიშვება მთავარი სარგებლობის და სპეციალური ჭრები;

დ) ტყეები, რომლებიც ასრულებენ უმნიშვნელოვანეს ეკოლოგიურ ფუნქციებს (35 გრადუსზე მეტი დაქანების მქონე ფერდობებზე განლაგებული ტყეები; ტყეები, რომლებიც მოიცავენ სასმელად გამოსაყენებელ სულ ცოტა ერთ წყაროს; მდინარეების გასწვრივ 200 მეტრის სიგანის ზოლში მდებარე ტყეები, მწვანე ზონის ან საკურორტო ტყეები და სხვა). მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მინიმალური ჩარევა. არ დაიშვება ხე-ტყის დამზადება და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება;

ე) ტყეები, რომლებიც ასრულებენ სასიცოცხლო ფუნქციებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის (საშეშე და სამასალე მერქანი, სათიბები და საძოვრები, არამერქნითი პროდუქტები, მეფუტკრეობა და სამკურნალო მცენარეები). მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ლანდშაფტისა და მნიშვნელოვანი ბუნებრივი ელემენტების შენარჩუნება. არ დაიშვება მთავარი სარგებლობის ჭრები;

ვ) ტყეები, რომლებსაც აქვთ უაღრესად დიდი მნიშვნელობა რელიგიური და/ან კულტურული იდენტურობის შენარჩუნებისათვის. მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბუნებრივი და კულტურული ღირებულებების შენარჩუნება. არ დაიშვება მთავარი სარგებლობის და სპეციალური ჭრები.“.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

    მუხლი 21. ტყით სარგებლობის განხორციელების ზოგადი მოთხოვნები

1. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის (გარდა სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიისა) გაცემა ხდება სახელმწიფო ტყის ფონდის მხოლოდ იმ ფართობებზე, რომლებზეც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებულია ტყეთმოწყობა.

2. ტყეთმოწყობის განხორციელებას უზრუნველ-ყოფენ საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოები, რაც მტკიცდება ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ტყეთმოწყობის განხორციელება ფინანსდება შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან. ამ მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახსრებიც.

4. ტყეთმოწყობის მასალები წარმოადგენენ ტყით სარგებლობის გეგმის საფუძველს. ტყით სარგებლობის გეგმისა და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

5. ტყის მართვის უფლების მქონე სახელმწიფო ორგანო იწყებს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას გრძელვადიანი ტყით სარგებლობისათვის წინასწარ შერჩეული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ფართობების ადგილმდებარეობისა და მოსაჭრელი მერქნული რესურსების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ; აღნიშნული ინფორმაცია ასევე ექვემდებარება ტყის მართვის უფლების მქონე სახელმწიფო ორგანოს ვებგვერდზე განთავსებას.“.

3. დებულების მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი (შემდგომში – ლიცენზიატი) ვალდებულია დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ტყით სარგებლობის გეგმის დამტკიცებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტალის მიხედვით, ჩაიბაროს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიატი და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებსა და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც შესაბამისად აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარების განხორციელების წესსა და ფორმას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბრძანებით ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ“;

ბ) განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვა:

ბ.ა) დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია უკანონო ტყით სარგებლობისაგან;

ბ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო საქმიანობისა და სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ;

ბ.გ) შეიმუშაოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვის მექანიზმები და შესაბამისი ინფორმაცია წარადგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. აღნიშნული დაცვის მექანიზმები შემდგომში ხდება ტყით სარგებლობის გეგმის განუყოფელი ნაწილი და მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ტერიტორიის მიღება-ჩაბარების დასრულებისას, ტყით სარგებლობის გეგმის დამტკიცებისას (განახლებისას), ტყეთმოწყობის მონაცემების განახლებისას და/ან კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმების შედეგების შესაბამისად უკანონო ქმედებათა გაზრდილი შემთხვევებისა და სხვა ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე;

გ) ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 12 თვისა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დასამტკიცებლად წარადგინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი ტყით სარგებლობის გეგმა, რომელსაც უნდა ერთვოდეს მოკლე ანოტაცია. ტყით სარგებლობის გეგმის დამტკიცებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ნებადართულია მხოლოდ საქმიანობა ტყის დაცვის მიზნით და არ დაიშვება ლიცენზიატის მიერ ხე-ტყის მოპოვება და სხვა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა განხორციელება;

დ) უზრუნველყოს დამტკიცებული ტყით სარგებლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება;

ე) ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას ლიცენზიის გასასხვისებელი ნაწილით განსაზღვრული ტერიტორია არ უნდა იწვევდეს ტყის მასივის (კორომის) დანაწევრებას და არ უნდა არღვევდეს სატყეო კვარტალების საზღვრებს;

ვ) ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას ტყით სარგებლობის ახალი გეგმის (გეგმების) დამტკიცებამდე ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა მოახდინონ შესაბამისი ფართობის გადაბარება მიღება-ჩაბარების აქტით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით. ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის გადაბარებამდე ლიცენზიის გამსხვისებელმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოს დაცვის ინსპექციას უნდა წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის გამსხვისებელს;

ზ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზიატები წარმოადგენენ ახალ ტყით სარგებლობის გეგმას (გეგმებს). ახალი ტყით სარგებლობის გეგმის (გეგმების) დამტკიცებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე ხე-ტყის დამზადება და სხვა სატყეო-სამეურნეო საქმიანობა არ დაიშვება;

თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოყოს ტყეკაფები:

თ.ა) მასალები შესათანხმებლად წარადგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის რეგიონალურ სატყეო სამმართველოში და ჭრები განახორციელოს ტყეკაფის მასალების მასთან შეთანხმებისა და ტყეკაფის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;

თ.ბ) ტყეკაფის ათვისების ვადად განისაზღვრება კალენდარული პერიოდი ტყეკაფის ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უმეტეს 2 წელიწადისა;

თ.გ) მომდევნო ტყეკაფების ათვისება დასაშვებია მხოლოდ წინა პერიოდში გამოყოფილი ტყეკაფის ათვისებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ათვისების თაობაზე ინფორმაციის წარდგენის შემდეგ;

ი) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის ღონისძიებების განხორციელება;

კ) ტყეში სამუშაოების ჩატარებისას გამოიყენოს ეკოლოგიური თვალსაზრისით მისაღები მანქანა-იარაღები და ტექნოლოგიები;

ლ) უზრუნველყოს ბიომრავალფეროვნების დაცვა და შექმნას მისი მდგრადი გამოყენების პირობები:

ლ.ა) დაიცვას ბიომრავალფეროვნება საქმიანობის შედეგად გამოწვეული დაბინძურებისაგან;

ლ.ბ) არ დაუშვას უცხო (ინვაზიური) სახეობებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების გავრცელება და/ან გამოყენება ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საქმიანობის დროს;

ლ.გ) საქმიანობამ არ უნდა გამოიწვიოს ეკოსისტემის ფრაგმენტაცია, ტყეების ბუნებრივი იერსახის ცვლილება, სახეობრივი მრავალფეროვნების გაღარიბება;

ლ.დ) არ დაუშვას გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების გაუარესება;

მ) სამასალე ხე-ტყის პირველადი გადამუშავება (პროცესი, რომლის შედეგადაც მიიღება შემდეგი პროდუქცია: ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, დაპობილი სათბობი შეშა, შავად ნამზადი დეტალი) სრულად განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე;

ნ) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული იშვიათი, საფრთხის ქვეშ და გადაშენების პირას მყოფი, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ენდემური და რელიქტური სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს დაცვის ღონისძიებები;

ო) დაიცვას წყალდაცვითი ზოლის რეჟიმი;

პ) უზრუნველყოს მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვა. მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების მდგრადი მართვისა და დაცვის გზით უნდა შენარჩუნდეს ან გაუმჯობესდეს აღნიშნული ტყეების ძირითადი მახასიათებლები. ლიცენზიატის მიერ უნდა იყოს დოკუმენტირებული, თუ როგორ ხდება მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვის უზრუნველყოფა;

ჟ) განახორციელოს ტყის მოვლის, მავნებელ-დაავადებების და ხანძრებისაგან დაცვისა და ტყის აღდგენის ღონისძიებები, რის უზრუნველსაყოფადაც განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი. მავნებელდაავადებათა მასობრივად გავრცელების ან/და ტყის ხანძრის შემთხვევაში ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს;

რ) მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას ლიცენზიატი ვალდებულია დაასაბუთოს მათი გამოყენების აუცილებლობა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინოს დასახული ღონისძიებების გეგმა. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და დოკუმენტირებული;

ს) პესტიციდების ნარჩენები არ შეიძლება განთავსებულ იქნეს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე;

ტ) ხელი არ შეუშალოს მოსახლეობას (სამასალე და საშეშე მერქნის გარდა), უსასყიდლოდ მოაგროვოს ხილ-კენკროვნები, თხილი, სოკო, სამკურნალო მცენარეები და ტყის სხვა პროდუქტები, გარდა „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობებისა), ასევე ტურისტულ-რეკრეაციული მიზნებისათვის მოსახლეობის ყოფნას ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სხვა ტრადიციული ღონისძიებების განხორციელებას;

უ) ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და უზრუნველყოს სატყეო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მათი დაზიანებისაგან დაცვა;

ფ) ხელი არ შეუშალოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელებას;

ქ) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების (მაგისტრალური გაზსადენი, მაღალი ძაბვის გადამცემი ანძები და სხვა) განხორციელებასა და ფუნქციონირებას;

ღ) ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოებულ სატყეო-სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებული პერსონალის არანაკლებ 80%-ს უნდა წარმოადგენდეს ადგილობრივი მოსახლეობა (იმ ტერიტორიული ერთეულების _ მუნიციპალიტეტების, რომლებსაც მოიცავს ლიცენზია);

ყ) მომუშავე პერსონალთან (ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთან) გააფორმოს შრომითი ან/და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებები სამუშაოს აღწერილობით, დაქირავებულთა საცხოვრებელი ადგილის მითითებით. შემოწმებისას, მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემმოწმებელს;

შ) ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის ან დადგენილ ვადამდე ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ლიცენზიით სარგებლობაში გადაცემული ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით უბრუნდება ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურებით.

2. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის დამტკიცებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტალის მიხედვით, ჩაიბაროს ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით. ლიცენზიატი და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებს და სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებს, რაც შესაბამისად აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. მიღება-ჩაბარების განხორციელების წესსა და ფორმას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბრძანებით ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ“;

ბ) განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვა:

ბ.ა) დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია უკანონო ნადირობისა და ტყით სარგებლობისაგან;

ბ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღკვეთოს და შესაბამის ორგანოებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო საქმიანობისა და სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ;

ბ.გ) შეიმუშავოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვის მექანიზმები და შესაბამისი ინფორმაცია წარადგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. აღნიშნული დაცვის მექანიზმები შემდგომში ხდება სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის განუყოფელი ნაწილი და მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ტერიტორიის მიღება-ჩაბარების დასრულებისას, სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის დამტკიცებისას (განახლებისას) და/ან კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმების შედეგების შესაბამისად უკანონო ქმედებათა გაზრდილი შემთხვევებისა და სხვა ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე;

გ) ლიცენზიის აღებიდან არა უგვიანეს 12 თვისა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარადგინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა;

დ) უზრუნველყოს დამტკიცებული სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება;

ე) ყოველწლიურად სამინისტროში წარადგინოს ცხოველთა სამყაროს ობიექტების ინვენტარიზაციის მასალები, მათ შორის ცხოველთა სამყაროს მოპოვებული ობიექტების აღრიცხვის მასალები, რომლებსაც სამინისტრო უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და მისი თანხმობის საფუძველზე ადგენს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის კვოტას. სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში ცხოველთა სამყაროს ობიექტების ინვენტარიზაციის ჩატარებისა და მათი მოპოვების კვოტების დადგენის წესს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი;

ვ) დაიცვას სამინისტროს მიერ დადგენილი წესები, კვოტები და ვადები;

ზ) უზრუნველყოს სამონადირეო მეურნეობის ფარგლებში ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული, ბუნებრივად არსებული გარეული ცხოველების დაცვა და შენარჩუნება, არ დაუშვას გარეული ცხოველების საბინადრო გარემოს დარღვევა ან გაუარესება;

თ) უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში მიიღოს ზომები მის სალიკვიდაციოდ და საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სათანადო ორგანოებს;

ი) დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გარეული ცხოველებით სარგებლობა მათი მდგომარეობისა და საბინადრო პირობების გაუარესებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში, რის შესახებაც უნდა აცნობოს სამინისტროს; მიიღოს ზომები გარეულ ცხოველებსა და მათ საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ასაცილებლად;

კ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას ლიცენზიის გასასხვისებელი ნაწილით განსაზღვრული ტერიტორია არ უნდა იწვევდეს ტყის მასივის (კორომის) დანაწევრებას და არ უნდა არღვევდეს სატყეო კვარტალების საზღვრებს;

ლ) ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისებისას სამონადირეო მეურნეობის მართვის ახალი გეგმის (გეგმების) დამტკიცებამდე ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა მოახდინონ შესაბამისი ფართობის გადაბარება მიღება-ჩაბარების აქტით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით. ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის გადაბარებამდე ლიცენზიის გამსხვისებელმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოს დაცვის ინსპექციას უნდა წარუდგინოს ანგარიში გაწეული სამუშაოების შესახებ. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის გამსხვისებელს;

მ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზიატები დასამტკიცებლად წარადგენენ ახალ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას (გეგმებს);

ნ) უზრუნველყოს ბიომრავალფეროვნების დაცვა და შექმნას მისი მდგრადი გამოყენების პირობები:

ნ.ა) დაიცვას ბიომრავალფეროვნება საქმიანობის შედეგად გამოწვეული დაბინძურებისაგან;

ნ.ბ) არ დაუშვას უცხო (ინვაზიური) სახეობებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების გავრცელება და/ან გამოყენება ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საქმიანობის დროს;

ნ.გ) საქმიანობამ არ უნდა გამოიწვიოს ეკოსისტემის ფრაგმენტაცია, ტყეების ბუნებრივი იერსახის ცვლილება, სახეობრივი მრავალფეროვნების გაღარიბება;

ნ.დ) არ დაუშვას გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების გაუარესება;

ო) უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული იშვიათი, საფრთხის ქვეშ და გადაშენების პირას მყოფი, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ენდემური და რელიქტური სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს დაცვის ღონისძიებები;

პ) უზრუნველყოს მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვა. მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების მდგრადი მართვისა და დაცვის გზით უნდა შენარჩუნდეს ან გაუმჯობესდეს აღნიშნული ტყეებისათვის ძირითადი მახასიათებლები. ლიცენზიატის მიერ უნდა იყოს დოკუმენტირებული, თუ როგორ ხდება მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების დაცვის უზრუნველყოფა;

ჟ) განახორციელოს ტყის მოვლის, მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის ღონისძიებები, რის უზრუნველსაყოფადაც განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი. მავნებელი დაავადებების მასობრივად გავრცელების შემთხვევაში ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს;

რ) მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას ლიცენზიატი ვალდებულია დაასაბუთოს მათი გამოყენების აუცილებლობა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინოს დასახული ღონის-ძიებების გეგმა. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და დოკუმენტირებული;

ს) პესტიციდების ნარჩენები არ შეიძლება განთავსებულ იქნეს სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე;

ტ) ხელი არ შეუშალოს მოსახლეობას (სამასალე და საშეშე მერქნის გარდა), უსასყიდლოდ მოაგროვოს ხილ-კენკროვნები, თხილი, სოკო, სამკურნალო მცენარეები და ტყის სხვა პროდუქტები (გარდა „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობებისა), ასევე ტურისტულ-რეკრეაციული მიზნებისათვის მოსახლეობის ყოფნას ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სხვა ტრადიციული ღონისძიებების განხორციელებას;

უ) ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და უზრუნველყოს სატყეო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მათი დაზიანებისაგან დაცვა;

ფ) ხელი არ შეუშალოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელებას;

ქ) ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების (მაგისტრალური გაზსადენი, მაღალი ძაბვის გადამცემი ანძები და სხვა) განხორციელებასა და ფუნქციონირებას;

ღ) ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის ან დადგენილ ვადამდე ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ლიცენზიით სარგებლობაში გადაცემული ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტით უბრუნდება ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურებით.“.

4. დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16, მე-17, მე-18, მე-19 და მე-20 პუნქტები:

16. ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები ასევე გავრცელდეს 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელებზე, მათ შორის ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიების მფლობელებზე, ამ მუხლის მე-17, მე-18, მე-19 და მე-20 პუნქტებით დადგენილი გამონაკ-ლისების გათვალისწინებით.

17. 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელებმა, მათ შორის ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიების მფლობელებმა, რომლებსაც არა აქვთ განხორციელებული ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის მიღება-ჩაბარების პროცედურები, აღნიშნული სამუშაოების დასრულება უზრუნველყონ 2009 წლის 1 დეკემბრამდე.

18. 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ლიცენზიის მფლობელები, რომლებსაც დამტკიცებული აქვთ ტყით სარგებლობის ან სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმები, განაგრძობენ ტყით სარგებლობას დამტკიცებული ტყით სარგებლობის ან სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმების შესაბამისად.

19. 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ლიცენზიის მფლობელები, რომლებსაც არ წარმოუდგენიათ ტყით სარგებლობისა ან სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმები დასამტკიცებლად, ვალდებულნი არიან წარმოადგინონ გეგმები 2010 წლის 1 იანვრამდე.

20. 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელები, რომლებსაც ტყეკაფები გამოყოფილი აქვთ ამ დადგენილების ამოქმედებამდე, უფლებამოსილი არიან განაგრძონ გამოყოფილი ტყეკაფების ათვისება 2010 წლის 1 იანვრამდე.“.

    მუხლი 2. დადგენილების ამოქმედება

1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

 პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური