„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 23/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 390.050.020.10.003.000.689
  • Word
48
13/03/2007
სსმ, 40, 23/03/2007
390.050.020.10.003.000.689
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №48

2007 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის    11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხ. 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-4 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი:

„41. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ობიექტი არის სახელმწიფო ტყის ფონდის განსაზღვრული უბანი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენილი საანგარიშო ტყეკაფით.“;

ბ) მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მისაღებად გამართულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს მე-4 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად მასზე დამაგრებული რესურსის რაოდენობის ტყეკაფის გამოყოფის სამუშაოს განხორციელება.“;

გ) მე-9 მუხლს დაემატოს მე-6 და მე-7 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აუქციონში გამარჯვებული ტყეკაფის გამოყოფის სამუშაოების განხორციელების შემდეგ შესაბამის მასალებს შესათანხმებლად წარუდგენს სატყეო დეპარტამენტს. სატყეო დეპარტამენტი (ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს გამარჯვებულის მიერ ტყეკაფის გამოყოფის მიზნით შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის დადგენას კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და საჭიროების შემთხვევაში შეაქვს სათანადო კორექტივები, რის შემდეგაც ახორციელებს ტყეკაფის გამოყოფას.

7. ხე-ტყის დამზადება აკრძალულია ტყეკაფის გამოყოფის გარეშე, თუ ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი