„ტყითსარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ტყითსარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 257
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 390050020.10.003.016930
  • Word
257
13/07/2012
ვებგვერდი, 13/07/2012
390050020.10.003.016930
„ტყითსარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება №25 7

2012 წლის 13 ივისი

ქ. თბილისი

„ტყითსარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყითსარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1066) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანხმობით) ან სამთავრობო დაწესებულებების მომართვის საფუძველზე და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თანხმობის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის გარეშე, გამოყოს ტყეკაფი შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებისათვის ან მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ან მათ მიერ დასახელებული პირისათვის, შესაბამისი ვადით.“.

2. 22 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

3. მე-8 მუხლის:

ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. 2011 წლის 1 ოქტომბრამდე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიასა და მის საფუძველზე დამტკიცებული ტყითსარგებლობის გეგმით ან/და შესაბამისი ტყის ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილ ტყის ფაქტობრივ მდგომარეობას შორის (ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი მერქნული რესურსის სახეობასთან, ჭრის სახესთან, ლიცენზიით განსაზღვრული შესაბამისი სატყეო უბნ(ებ)ის სატყეო კვარტალ(ებ)ის ფარგლებში საერთო ფართობთან, მათ შორის, ტყით დაფარულ ფართობსა და საექსპლუატაციო ფართობთან მიმართებაში) განსხვავების არსებობისას, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე, სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად, შესაძლებელია შესაბამის ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ. ამასთან, ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი მერქნული რესურსის საერთო ოდენობის ფარგლებში ლიცენზიით დამზადებას დაქვემდებარებული ხის მერქნიანი სახეობის (ჯიშის) შეცვლა საქართველოს კანონმდებლობით ჭრას დაქვემდებარებული ტყის მერქნიანი (გარდა „წითელი ნუსხით“ გათვალისწინებულისა) სახეობით (ჯიშით) შესაძლებელია, თუ ტყის ფაქტობრივი მდგომარეობა დადგენილი წესით არ იძლევა ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი შესაბამისი მერქნული რესურსის ათვისების საშუალებას.“;

ბ) 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის თანხმობით, შესაძლებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო ფართობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლა სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდენობის მერქნული რესურსის მოპოვება (თუ სამინისტროს მიერ არ იქნა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება).“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი  ი . მერაბიშვილი