„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2012
ძალაში შესვლის თარიღი 20/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 390050020.10.003.016743
  • Word
70
29/02/2012
ვებგვერდი, 05/03/2012
390050020.10.003.016743
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 70

2012 წლის 29 თებერვალი

. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლი­ცენ­ზი­ების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თა­ობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 და­­გე­ნილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1066) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლს 31 პუნქტი ჩა­მოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. 2011 წლის 1 ოქტომბრამდე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპე­ცია­ლურ ლიცენზიასა და მის საფუძველზე დამტკიცებულ ტყით სარ­­გებ­ლობის გეგმით ან/და შესაბამისი ტყის ინვენტარიზაციის მა­სა­ლე­ბით და­დგენილ ტყის ფაქტობრივ მდგომარეობას შორის (ლიცენზიით გან­­სა­ზღ­ვრული მოსაჭრელი მერქნული რესურსის სახეობასთან, ჭრის სა­ხე­­­თან, ლიცენზიით განსაზღვრული შესაბამისი სატყეო უბნ(ებ)ის სა­ტყეო კვარ­ტალ(ებ)ის ფარგლებში საერთო ფართობთან, მათ შორის, ტყით და­­ფა­რულ ფართობსა და საექსპლუატაციო ფართობთან მიმართებაში) გან­სხვა­ვების არსებობისას, ლიცენზიის მფლობელის განცხადების სა­ფუძ­­ველ­ზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, შე­­საძ­ლე­ბელია შესაბამის ლიცენზიაში ცვლილებების შეტანა ლიცენზიის გამ­­ცე­მი ორგანოს მიერ. ამასთან, ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭ­რე­ლი მერ­ქნული რესურსის საერთო ოდენობის ფარგლებში ლიცენზიით დამ­­ზა­დებას დაქვემდებარებული ხის მერქნიანი სახეობის (ჯიშის) შეც­­ლა სა­ქართველოს კანონმდებლობით ჭრას დაქვემდებარებული ტყის მერ­­­­­­­ნი (გარდა წითელი ნუსხით გათვალისწინებულისა) სახეობით (ჯი­­ით) შესაძლებელია, თუ ტყის ფაქტობრივი მდგომარეობა დად­გე­ნი­ლი წე­­ით არ იძლევა ლიცენზიით განსაზღვრული მოსაჭრელი შესაბა­მი­სი მერ­­ნული რესურსის ათვისების საშუალებას.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 20 თებერვ­ლი­დან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური