„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 385
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111012023, 13/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 390050020.10.003.016545
  • Word
385
08/10/2011
ვებგვერდი, 111012023, 13/10/2011
390050020.10.003.016545
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №385

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლი­ცენ­ზი­ების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თა­ობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დად­გე­ნილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1066) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დად­გენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მონიშნოს ტყეკაფები და ტყეკაფის მონიშვნის მასალები დადგენილი წესით წარუდგინოს ბუ­ნებ­რივი რესურსების სააგენტოს, ამასთან, შესაბამისი ხე-ტყის დამზა­დე­ბის სპეციალური ლიცენზიის მოქმედების ვადებში:

თ.ა) ყოველწლიურად შესაძლებელია მოპოვებულ იქნეს ხე-ტყის დამ­ზადების სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე, ტყითსარგებლობის გე­გმით განსაზღვრული, ყოველწლიურად მოსაჭრელი და წინა წლების აუთ­ვისებელი მერქნული რესურსის ოდენობა (მოცულობა) ლიცენზიით გან­საზღვრული საერთო ოდენობის ფარგლებში;

თ.ბ) თითოეული წლის მოსაჭრელი მერქნული რესურსის ათ­ვი­სე­ბა დაწყებული უნდა იქნეს წინა წლებში გამოყოფილი აუთვისებელი ტყე­კაფ(ებ)ით და მხოლოდ მათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრუ­ლად ათვისების შემდეგ განხორციელდეს ახალი ტყეკაფ(ებ)ის ათვისება დად­გენილი წესით. ამასთან, ლიცენზიანტი ვალდებულია ბუნებრივი რე­სურ­სების სააგენტოში წარადგინოს ინფორმაცია ტყეკაფ(ებ)ის ათვისების თა­ობაზე (მათ შორის – ტყეკაფ(ებ)ის ათვისების დაწყებისა და დამთავ­რე­ბის თარიღების მითითებით);“;

ბ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) განახორციელოს ტყეკაფის სრულად ათვისება ხე-ტყის დამ­ზა­დე­ბის სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე, ტყითსარგებლობის გეგ­მით განსაზღვრული ყოველწლიურად მოსაჭრელი ხე-ტყის მოცულობის ფარ­გლებში, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა შემთ­ხ­ვე­ვებისა.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) 11 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სალიცენ­ზიო პირობები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.გ“, „გ“, „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ც“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა;“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ტყეკაფების მონიშვნის სამუშაოების დაწყებამდე ბუნებრივი რე­სურსების სააგენტოში შესათანხმებლად წარადგინოს საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათ­ვისების პერსპექტიული გეგმა და ინფორმაცია მოსაწყობი ინფრასტ­რ­უქ­ტურის შესახებ;“;

ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზიანტები ბუ­ნებრივი რესურსების სააგენტოში შესათანხმებლად წარადგენენ საექს­პ­ლუატაციო ტყის ფონ­დის ათვისების პერსპექტიულ განახლებულ გე­გ­მას და ინფორმაციას მო­საწყობი ინფრასტრუქტურის შესახებ;“;

ბ) 11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვე­პუნ­ქტე­ბი:

„ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მონიშნოს ტყეკაფები და ტყეკაფის მონიშვნის მასალები დადგენილი წესით წარუდგინოს ბუ­ნებ­რივი რესურსების სააგენტოს, ამასთან, შესაბამისი ხე-ტყის დამზა­დე­ბის სპეციალური ლიცენზიის მოქმედების ვადებში:

ზ.ა) ყოველწლიურად შესაძლებელია მოპოვებულ იქნეს ხე-ტყის დამ­ზადების სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე, საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიული გეგმით განსაზღვრული ყო­ველ­წლიურად მოსაჭრელი და წინა წლების აუთვისებელი მერქნული რე­სურ­სის ოდენობა (მოცულობა) ლიცენზიით განსაზღვრული საერთო ოდ­ე­ნ­ობის ფარგლებში;

ზ.ბ) თითოეული წლის მოსაჭრელი მერქნული რესურსის ათვი­სე­ბა დაწყებული უნდა იქნეს წინა წლებში გამოყოფილი აუთვისებელი ტყე­კაფ(ებ)ით და მხოლოდ მათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრუ­ლად ათვისების შემდეგ განხორციელდეს ახალი ტყეკაფ(ებ)ის ათვისება დად­გენილი წესით. ამასთან, ლიცენზიანტი ვალდებულია ბუნებრივი რე­სურ­სების სააგენტოში წარადგინოს ინფორმაცია ტყეკაფ(ებ)ის ათვისების თა­ობაზე (მათ შორის – ტყეკაფ(ებ)ის ათვისების დაწყებისა და დამთავ­რე­ბის თარიღების მითითებით);

თ) განახორციელოს ტყეკაფის სრულად ათვისება ხე-ტყის დამზა­დ­ე­ბის სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე, საექსპლუატაციო ტყის ფონ­დის ათვისების პერსპექტიული გეგმით განსაზღვრული ყოველ­წლი­უ­რად მოსაჭრელი ხე-ტყის მოცულობის ფარგლებში, გარდა ამ დად­გე­ნი­ლე­ბით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.“.

3. მე-9 მუხლის მე-20 და 23-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ­‑მინისტრი                                                                                                                ნ. გილაური