„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 244
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 24/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
244
20/08/2010
სსმ, 103, 24/08/2010
000000000.00.000.000000
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №244

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად “ტყით სარგებ­ლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დე­ბუ­ლების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

„41. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწისათვის სპეციალური და­ნიშ­ნულების კატეგორიის მინიჭებისა და სპეციალური მიზნით ტყითსარ­გებლობისათვის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილებას დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმების საფუძველზე იღებს სა­ქარ­თველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინის­ტრი, ხოლო სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის მიჩენის მიზნით ტყითსარგებლობისათვის გამოყოფის თაო­ბაზე გადაწყვეტილება მიიღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოყოს ტყე­კაფი და მისი ათვისება დაასრულოს ტყეკაფის გამოყოფიდან 2 წლის ვადის ამოწურვისთანავე;“.

3. მე-9 მუხლიდან ამოღებულ იქნეს: პირველი, მე-2, 21, მე-4, მე-5, მე-6, მე-10, მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტები.

    მუხლი 2.

დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხ­ლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხო­ლო პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს „საქარ­თვე­ლოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შე­სახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური