დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 357 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390050020.10.003.017030 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №357
2012 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (სსმ, 2005 წ., მუხ. 1066) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების 22 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ 1. სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე, საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 ან მე-16 მუხლებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს მიერ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული ტყის სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სანიტარიული ჭრით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომში – ბუნებრივი რესურსების სააგენტო) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი .მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები