დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 171 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110415015, 15/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390050020.10.003.016331 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №171
2011 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანხმობით) ან სამთავრობო დაწესებულებების მომართვის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, ლიცენზიის გარეშე გამოყოს ტყეკაფი შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებისათვის, ან მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის, ან მათ მიერ დასახელებული პირისათვის, შესაბამისი ვადით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები