„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 222
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 96, 04/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
222
04/08/2010
სსმ, 96, 04/08/2010
000000000.00.000.000000
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 222

2010 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი მოხმარების მიზნით საშეშე და სამასალე მერქნის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, იღებენ სსიპ – სატყეო სააგენტო, სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები, შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, ან მისი ტერიტორიული ორგანო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო სამმართველოს შესაბამისი ორგანოები, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ამ პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების აუცილებელ რაოდენობას და შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მეშვეობით თავად ახორციელებენ მათ ტირაჟირებას.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „თ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.ა) მასალები შესათანხმებლად წარადგინოს სსიპ – სატყეო სააგენტოში და ჭრები განახორციელოს ტყეკაფის მასალების მასთან შეთანხმებისა და ტყეკაფის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;“;

ბ) პირველი პუნქტის „თ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი:

„ც) განახორციელოს ტყეკაფის ათვისება ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან ტყით სარგებლობის გეგმით განსაზღვრული ყოველწლიურად მოსაჭრელი ხე-ტყის მოცულობის ფარგლებში.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აუქციონში გამარჯვებული ტყეკაფის გამოყოფის სამუშაოების განხორციელების შემდეგ შესაბამის მასალებს შესათანხმებლად წარუდგენს სსიპ – სატყეო სააგენტოს. სსიპ – სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს გამარჯვებულის მიერ ტყეკაფის გამოყოფის მიზნით შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის დადგენას კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს სათანადო კორექტივები, რის შემდეგაც ახორციელებს ტყეკაფის გამოყოფას.“;

ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიანტები ვალდებული არიან მათ მიერ დამზადებული სამასალე მერქნის 15 (თხუთმეტი) პროცენტი სსიპ – სატყეო სააგენტოსთან ერთად გადასცენ სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებს დადგენილების №2 დანართის შესაბამისად.“;

გ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელები, რომლებსაც ტყეკაფები დამაგრებული აქვთ 2009 წლის 11 აგვისტომდე, უფლებამოსილი არიან განაგრძონ ტყეკაფების ათვისება 2010 წლის 1 დეკემბრამდე.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ნ. გილაური