დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №166 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 246 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 183, 25/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.160.070.10.003.001190 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №246
2008 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი
,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №166 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №166 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წ., №109, მუხლი 1209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. გარდამავალი დებულება
2009 წლის 5 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გა-მოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ,,ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 2 მარტიდან.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პირველი ვიცე-პრემიერი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები