„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 244
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
244
29/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
000000000.00(0).000.000000
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №244

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს      №132 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„17. 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელებმა, მათ შორის, ლიცენზიისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიების მფლობელებმა, რომელთაც არა აქვთ განხორციელებული ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის მიღება-ჩაბარების პროცედურები, აღნიშნული სამუშაოების დასრულება უზრუნველყონ 2010 წლის 1 ივლისამდე.“.

2. მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ლიცენზიის მფლობელები, რომელთაც არ წარმოუდგენიათ ტყით სარგებლობის ან სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმები დასამტკიცებლად, ვალდებული არიან, წარმოადგინონ გეგმები 2010 წლის 1 ივლისამდე.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური