„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 400
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050020.10.003.022955
400
10/08/2021
ვებგვერდი, 12/08/2021
390050020.10.003.022955
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №400

2021 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (სსმ, 94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. 21 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11.  სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემისას გათვალისწინებული უნდა იყოს „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილების მოთხოვნები.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. მაძიებლის განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან, მაძიებლის განცხადების საფუძველზე აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) ტერიტორიის ზოგადი დახასიათება, მოთხოვნილი ტერიტორიის შეიპფაილები (Shp);

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან;

გ)  იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ტერიტორია მოქცეულია ტყის საზღვრებში, საქართველოს ტყის კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) და ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან და სხვ.) შესახებ ინფორმაცია (სამონადირეო მეურნეობის საზღვრები წარმოდგენილი უნდა იყოს სატყეო კვარტალების საზღვრების ფარგლებში);

დ)  ლიცენზიის მოქმედების მოთხოვნილი ვადა, შესაბამისი დასაბუთებით;

ე) სალიცენზიო ფართობის წინასწარი შესწავლის/კვლევის ანგარიში, რაც უნდა მოიცავდეს საველე გასვლების საფუძველზე მომზადებულ ინფორმაციას (კვლევის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის თანდართვით) მოთხოვნილ ტერიტორიაზე გავრცელებული  მცენარეთა და ცხოველთა შესახებ, სახეობების ქართული და სამეცნიერო (ლათინური) დასახელებების მითითებით, მათ შორის, ნადირობის ობიექტები, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები, სხვა მაღალი საკონსერვაციო ღირებულების სახეობები; მათი არსებული მდგომარეობის შეფასება, რიცხოვნობა; ტერიტორიაზე არსებული ძირითადი ჰაბიტატებისა და მათი მდგომარეობის შესახებ; საჭიროებისამებრ, სხვა დამატებითი ინფორმაცია;

ვ) სალიცენზიო ფართობის წინასწარი შესწავლის ჩატარების მეთოდის აღწერა და კვლევის განმახორციელებელი სპეციალისტის/სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია;

ზ) ინფორმაცია მეურნეობის მართვის გეგმის კონცეფციის, მათ შორის, დაცვისა და შემდგომი განვითარების გეგმების შესახებ;

თ) ინფორმაცია დაგეგმილი ინვესტიციის შესახებ.“.

3. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ლიცენზიის აღებიდან არაუგვიანეს 12 თვისა სამინისტროში წარადგინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელმა, რომლის დამტკიცებულ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას ამოეწურა კანონმდებლობით დადგენილი მოქმედების ვადა, უნდა წარმოადგინოს მართვის გეგმის ახალი პროექტი ამ ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 3 თვისა.   სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტის კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვის შემდეგ, სამინისტროს მიერ ლიცენზიის მფლობელისთვის შენიშვნების გაგზავნიდან (ჩაბარებიდან) სამი თვის ვადაში, სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს შენიშვნების სრულად გათვალისწინებით გადამუშავებული სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი;“.

4. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) მართვის გეგმის დამტკიცებამდე აკრძალულია სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება, გარდა ტერიტორიის დაცვის ვალდებულებისა და აუცილებელი ორგანიზაციული ხასიათის ღონისძიებებისა;“.

5. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ტერიტორიაზე არსებული ფაუნის წარმომადგენლების ზუსტი რაოდენობების დადგენის მიზნით,  ყოველწლიურად, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ცხოველთა სამყაროს ობიექტების ინვენტარიზაციის/აღრიცხვის მასალები, მათ შორის, ცხოველთა სამყაროს მოპოვებული ობიექტების აღრიცხვის მასალები, აღრიცხვის, ასევე კვოტების განსაზღვრის მეთოდის აღწერითა და ცხოველთა სახეობების მიხედვით მოპოვების შეთავაზებული ოდენობების (კვოტების) მითითებით, რომელსაც თან უნდა ახლდეს ფოტომასალა ან/და ვიდეომასალა GPS-კოორდინატების აღნიშვნით (დროისა და თარიღის მითითებით),  რომელთა განხილვის შემდეგ ლიცენზიის გამცემი ამტკიცებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის კვოტას;“.

6.  მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „რ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ1) სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე, აღნიშნულ ორგანოს, ასევე ხე-ტყის ნარჩენებისგან ბიოსაწვავის წარმოებით დაინტერესებულ პირს (რომელსაც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებისა და „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე სახელმწიფო ტყის  მართვის ორგანოსთან დადებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება), ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული ხე-ტყის ნარჩენების გამოტანაში, ასევე სტიქიური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი, მოთხრილი ან/და მოტეხილი მერქნული რესურსის დამზადებაში. სახელმწიფო ტყის  მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, აღნიშნული რესურსი განკარგოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

7. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს ხელი არ შეუშალოს სათბობი შეშის მოპოვების მიზნით სოციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფასა და ამ ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადება-გაცემაში (ეს პირობა ვრცელდება 2021 წლამდე გაცემული ლიცენზიების მფლობელებზე);“.

8. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ1“ ქვეპუნქტი:

„ყ1) ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს ხელი არ შეუშალოს სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების (მათ შორის, სამეურნეო ჭრის) განხორციელებაში. სამეურნეო ჭრა არ დაიშვება სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრული შეზღუდვის არეალებში (აღკვეთილი და აღწარმოების უბანი) (ეს პირობა ვრცელდება 2021 წლიდან გაცემული ლიცენზიების მფლობელებზე);“.

9. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 81. ლიცენზიის გაუქმება

1. ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, ამ  დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ ლიცენზიის გაუქმების საფუძველი.

3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, თუ ლიცენზიატი წარმოადგენს ამ  დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას, რომელიც არ არის გადამუშავებული შენიშვნების სრულად გათვალისწინებით და ამის გამო შეუძლებელია მისი დამტკიცება, ეს შეიძლება, გახდეს ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ ლიცენზიის გაუქმების საფუძველი.“.

10. მე-9 მუხლის  მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:

„161. ამ  დებულების 81 მუხლით განსაზღვრული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები ასევე გავრცელდეს, როგორც 2009 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელებზე, მათ შორის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიების მფლობელებზე.“.

11. მე-9 მუხლის 24-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე და 26-ე პუნქტები:

„25. ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2021 წლიდან გაცემულ ლიცენზიებზე.

26. 2021 წლამდე გაცემულ ლიცენზიებზე ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ მართვის გეგმის ახალი პროექტის წარმოდგენის ნაწილში და ამავე მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. ამ თარიღის დადგომამდე ლიცენზიატები იმოქმედებენ მანამდე მოქმედი წესით.“.

 

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ლიცენზიატებს, რომელთაც არ წარმოუდგენიათ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა, აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად დამატებით განესაზღვროთ 6-თვიანი ვადა. ამ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ ლიცენზიის გაუქმების საფუძველი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი