ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1401
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 21-22, 14/06/1998
სარეგისტრაციო კოდი 210.020.010.05.001.000.360
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1401
29/05/1998
პარლამენტის უწყებანი, 21-22, 14/06/1998
210.020.010.05.001.000.360
ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (02/11/2022 - 15/12/2023)

საქართველოს კანონი

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

 

ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციისა და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ადგილობრივი მოსაკრებლის ცნება

ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3503 -სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ. 259

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241 -სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ. 392

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6971 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 2. კანონმდებლობა ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ შედგება „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისაგან, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241 -სსმ I, № 50, 30.12.2006 წ., მუხ. 392

 

თავი II. ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები, მათი შემოღებისა და გადახდევინების წესი

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241 -სსმ I, № 50, 30.12.2006 წ., მუხ. 392

      მუხლი 3. ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

1. ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით.

2. ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

21. მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება არ გაავრცელოს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით  განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე.

22. მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ადგილობრივი მოსაკრებელი მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე.

3. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება წინასწარ, მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე. გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს ან ამ ორგანოს მიერ უფლებამოსილ პირს.

4. მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით.

41. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ორგანომ შემოიღოს ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლისაგან განსხვავებული ან დამატებითი სხვა ტარიფი, გადასახდელი ან მომსახურების საფასური იმ საქმიანობის განხორციელებისათვის ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ იმ მომსახურების გაწევისათვის, გარდა დაჩქარებული მომსახურებისა, რომლისთვისაც უკვე დადგენილია მოსაკრებელი.

5. სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით.

51. მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე დაადგინოს ადგილობრივი მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობა, გადახდის პერიოდულობა და ვადა.

6. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად.

7.  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული მოსაკრებლები მთლიანად ჩაირიცხება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

8. მუნიციპალიტეტის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ პირს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება.

საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1623 -სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ. 22

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2333-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.204

საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1300-სსმ I, №4, 05.03.2002წ., მუხ.26

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3503-სსმ I, №35, 03.08.2006წ., მუხ.259

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.392

საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5096 - ვებგვერდი, 03.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №380 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 28 ივნისის კანონი №799 – ვებგვერდი, 15.07.2013წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6971 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

     მუხლი 4. შეღავათები ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე

1. შეღავათები ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე დგინდება ამ კანონით.

2. ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე საკრებულოს მიერ შეღავათების დადგენა (გადახდისაგან სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება) დაიშვება გადამხდელთა კატეგორიების მიხედვით.

3. დაუშვებელია ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე ინდივიდუალური სახის შეღავათების დადგენა.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.392

    მუხლი 5. ადგილობრივი მოსაკრებლები

1. ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლები :

) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) ნებართვისათვის ;

) (ამოღებულია);

2. (ამოღებულია).

3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის .

4. სათამაშო ბიზნესის (გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილისა) მოსაკრებელი.

5. (ამოღებულია - 20.07.2018, №3214).

6. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი.

7. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სა ნებართვ პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი.

8. (ამოღებულია - 20.07.2018, №3214).

9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებელი არ გადაიხდება, თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.392 

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4253-სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.404

საქართველოს 2007 წლის 13 აპრილის კანონი №4621 -სსმ I, № 14,18.04.2007 წ; მუხ. 115

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4929 -სსმ I, № 23, 21.06.2007 წ., მუხ. 214

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2209 -სსმ I, № 42, 10.12.2009 წ., მუხ. 313

საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3736-სსმ I, №56, 20.10.2010წ., მუხ.365

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5296 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6543 - ვებგვერდი, 26.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3214 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1197 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

    მუხლი 6. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი .

2. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის არ უნდა აღემატებოდეს:

ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის − 4 ლარს;

ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის − 11 ლარს;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, ყველა სხვა მშენებლობისთვის − 10 ლარს.

21. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს 1 ლარს.

22. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარს, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარს.

3. საკრებულოს გადაწყვეტილებით მოსაკრებლის გადახდისაგან შეიძლება განთავისუფლდეს ან შეღავათი დაუწესდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას .

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.392

საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2517 – ვებგვერდი, 27.06.2018წ.

საქართველოს 2022 წლის 2 ნოემბრის კანონი №1980 – ვებგვერდი, 14.11.2022წ.

    მუხლი 61 . მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სა ნებართვ პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობადასრულებული ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა.

2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესსა და ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.

3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სა ნებართვ პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი არ უნდა აღემატებოდეს 4500 ლარს.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5296 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6971 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 62. (ამოღებულია)

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6543 - ვებგვერდი, 26.06.2012წ. 

საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3214 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

    მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2333-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.204

საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1300-სსმ I, №4, 05.03.2002წ., მუხ.26

საქართველოს 2002 წლის 10 ოქტომბრის კანონი №1696-სსმ I, №28, 28.10.2002წ., მუხ.130

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.392

    მუხლი 8.     (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2333-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.204

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.392

    მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2333-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.204

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.392

    მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №382-სსმ I, №23, 23.06.2004წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.392

საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3736-სსმ I, №56, 20.10.2010წ., მუხ.365

    მუხლი 11.   (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.392

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2333-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.204

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.392

    მუხლი 121. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის

1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას.

2. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წარმოქმნიან ნარჩენებს.

3. (ამოღებულია).

4. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში, ხოლოიურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის – 25 ლარს ერთ კუბურ მეტრნარჩენებზე. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრულიოდენობა განისაზღვროს 4 სულით.

5. ნარჩენების წარმომქმნელმა შეიძლება მოახდინოს მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.

51. ფიზიკური პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა დიფერენცირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი  ოჯახებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკისზღვრის მაჩვენებლების შესაბამისად.

6. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს.

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3503 -სსმ I, № 35, 03.08.2006 წ., მუხ. 259

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241 -სსმ I, № 50,30.12.2006 წ., მუხ. 392

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4128-სსმ I,№71,21.12.2010წ., მუხ.425

საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №380 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №2999 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6971 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 122. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 13 აპრილის კანონი №4621 -სსმ I, №14, 18.04.2007 წ., მუხ. 115

საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3214 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

 

თავი III. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს 199 8 წლის 9 დეკემბრის კანონი №1727 -სსმ I, №7, 31.12.1998 წ., მუხ. 55

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61 -სსმ I, №47(54), 26.11.1999 წ., მუხ. 240

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1389 -სსმ I, № 22, 18.05.2005 წ., მუხ. 152

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241 -სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ. 392

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2209 -სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ. 313

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3545-სსმ I, №46. 04.08.2010წ., მუხ.292

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3547-სსმ I, №46. 04.08.2010წ., მუხ.294

    მუხლი 131. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი

1. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებლის გადამხდელია კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის განხორციელების ვადით.

2. მოსაკრებლის ოდენობა საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული შენობა-ნაგებობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება არა უმეტეს 1,5 ლარით თვეში.

3. შენობა-ნაგებობის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ დადგენილ ვადაში მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ ამ დავალიანების ჯამი შეადგენს 3 თვის გადასახდელი თანხის ოდენობას, დავალიანების წარმოქმნის დღიდან მას ეკისრება საურავი ყოველ გადაცილებულ დღეზე მოსაკრებლის 0,07 პროცენტის ოდენობით.

4. თუ საურავის დარიცხვის ვალდებულების დადგომის შემდეგ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) გადაიხდის მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის ნაწილს, გადახდის მომდევნო დღიდან საურავის დარიცხვა გაგრძელდება მოსაკრებლის თანხის ფაქტობრივად დარჩენილ ნაწილზე, საურავის ნაწილის გარდა.

5. თუ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) საურავის დაკისრებიდან 6 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს მოსაკრებლის ან/და მასზე დარიცხული საურავის გადახდას, მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მესაკუთრისათვის (კანონიერი მოსარგებლისათვის) მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნით.

6. მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება:

ა) სარეაბილიტაციო არეალში განთავსებული ინფრასტრუქტურის მომსახურებისათვის განკუთვნილი ნაგებობები;

ბ) სარეაბილიტაციო არეალში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, გარდა იმ შენობა-ნაგებობებისა, რომლებიც  ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოიყენება.

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4929 -სსმ I, № 23, 21.06.2007 წ., მუხ. 214

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6971 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 14. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

  პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 15. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი

1. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან.

3. უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლების სახით გადახდილი თანხა გადამხდელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უბრუნდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთი თვის ვადაში.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241 -სსმ I, №50, 30. 12. 2006 წ., მუხ. 392

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6971 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი IV. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 16.   ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

ამ კანონთან დაკავშირებით მიღებულ უნდა იქნეს:

ა) საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

ბ) საქართველოს კანონი საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

გ) საქართველოს კანონი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ";

დ) საქართველოს კანონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

    მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი №4241 -სსმ I, № 50, 30.12.2006 წ., მუხ. 392

    მუხლი 171. (ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1736 -სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ. 135

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241 - სსმ I, №50, 30. 12. 2006 წ., მუხ. 392

    მუხლი 172 . შეთანხმება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით

1. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, ქალაქ თბილისში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას უფლება აქვს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის დროულად დასრულების, ქალაქის განვითარებისა და მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან მოსაკრებლის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე დადოს შეთანხმება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდის განაწილვადების თაობაზე, თუ მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაცემულია 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული განცხადებით მოსაკრებლის გადამხდელი კისრულობს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების უფლებამოსილი ორგანოსთვის მოსაკრებლის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა, წარდგენისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულებას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში იმავე პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება გა ქმდება და მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი შეთანხმების გაუქმებიდან 1 თვის ვადაში.

საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6506 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 27 ივნისის კანონი №3818 – ვებგვერდი, 03.07.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1112 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.

საქართველოს 2022 წლის 7 ივნისის კანონი №1617 – ვებგვერდი, 20.06.2022წ.

    მუხლი 173. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლება

ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დავალიანების გადახდისაგან.

საქართველოს 2013 წლის  28 ივნისის კანონი № 799 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ.

    მუხლი 174. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელი თავისუფლდება ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისაგან, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) ობიექტის მშენებლობის ნებართვა 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით გაიცა ან საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით შეთანხმებული იყო, ხოლო მშენებლობის ნებართვა შემდეგ გაიცა;

ბ) ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2020 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;

გ) ობიექტი მთლიანად ან ობიექტის არანაკლებ 60%-ისა განკუთვნილია საცხოვრებლად.

საქართველოს 2015 წლის 27 ივნისის კანონი №3818 – ვებგვერდი, 03.07.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1112 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.

    მუხლი 175. დაუმთავრებელ მშენებლობაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

1. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელი თავისუფლდება ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისაგან, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) ობიექტი დაუმთავრებელ მშენებლობად ითვლება;

ბ) ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის ობიექტი დაუმთავრებელ მშენებლობად ითვლება, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ პირობებს.

საქართველოს 2020 წლის 10 ივნისის კანონი №6076 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

     მუხლი 176. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა 2025 წლამდე

1. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე არ უნდა აღემატებოდეს 7 ლარს, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე − 9 ლარს.

2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე არ უნდა აღემატებოდეს 6 ლარს, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე − 8 ლარს.

საქართველოს 2022 წლის 2 ნოემბრის კანონი №1980 – ვებგვერდი, 14.11.2022წ.

 

თავი V. დასკვნითი დებულება

    მუხლი 18. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. მოსაკრებლების გადამხდელებს უფლება მიეცეთ ამ კანონით დაწესებული და კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული ორგანოების მიერ შემოღებული 1998 წლის მოსაკრებლები გადაიხადონ 1999 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 29 მაისი.

№1401–IIს

37. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 4028-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 36. 02/11/2022 - საქართველოს კანონი - 1980-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/11/2022 35. 07/06/2022 - საქართველოს კანონი - 1617-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/06/2022 34. 22/12/2021 - საქართველოს კანონი - 1197-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2021 33. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6971-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 32. 10/06/2020 - საქართველოს კანონი - 6076-IIს - ვებგვერდი, 19/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3214-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 30. 13/06/2018 - საქართველოს კანონი - 2517-IIს - ვებგვერდი, 27/06/2018 29. 28/06/2017 - საქართველოს კანონი - 1112-IIს - ვებგვერდი, 10/07/2017 28. 27/06/2015 - საქართველოს კანონი - 3818-რს - ვებგვერდი, 03/07/2015 27. 26/12/2014 - საქართველოს კანონი - 2999-რს - ვებგვერდი, 12/01/2015 26. 28/06/2013 - საქართველოს კანონი - 799-IIს - ვებგვერდი, 15/07/2013 25. 22/03/2013 - საქართველოს კანონი - 380-IIს - ვებგვერდი, 04/04/2013 24. 19/06/2012 - საქართველოს კანონი - 6506-Iს - ვებგვერდი, 28/06/2012 23. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6543-Iს - ვებგვერდი, 26/06/2012 22. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5296-IIს - ვებგვერდი, 111205021, 05/12/2011 21. 11/10/2011 - საქართველოს კანონი - 5096-IIს - ვებგვერდი, 111103008, 03/11/2011 20. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4128-რს - სსმ, 71, 21/12/2010 19. 15/10/2010 - საქართველოს კანონი - 3736-IIს - სსმ, 56, 20/10/2010 18. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3547 - სსმ, 46, 04/08/2010 17. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3545 - სსმ, 46, 04/08/2010 16. 01/12/2009 - საქართველოს კანონი - 2209 - სსმ, 42, 10/12/2009 15. 08/06/2007 - საქართველოს კანონი - 4929 - სსმ, 4929, 21/06/2007 14. 13/04/2007 - საქართველოს კანონი - 4621 - სსმ, 14, 18/04/2007 13. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4253 - სსმ, 50, 30/12/2006 12. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4241 - სსმ, 50, 30/12/2006 11. 24/07/2006 - საქართველოს კანონი - 3503 - სსმ, 35, 03/08/2006 10. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1389 - სსმ, 22, 18/05/2005 9. 13/08/2004 - საქართველოს კანონი - 382 - სსმ, 23, 23/06/2000 8. 19/11/2002 - საქართველოს კანონი - 1736 - სსმ, 31, 10/12/2002 7. 10/10/2002 - საქართველოს კანონი - 1696 - სსმ, 28, 28/10/2002 6. 10/05/2002 - საქართველოს კანონი - 1399 - სსმ, 10, 13/05/2002 5. 15/02/2002 - საქართველოს კანონი - 1300 - სსმ, 4, 05/03/2002 4. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 61 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 23/07/1999 - საქართველოს კანონი - 2333 - სსმ, 40(47), 11/08/1999 2. 09/12/1998 - საქართველოს კანონი - 1727 - სსმ, 7, 31/12/1998 1. 13/10/1998 - საქართველოს კანონი - 1623 - სსმ, 2, 26/10/1998