„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6506-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 210020010.05.001.016829
  • Word
6506-Iს
19/06/2012
ვებგვერდი, 28/06/2012
210020010.05.001.016829
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) დაემატოს შემდეგი შინაარსის 172  მუხლი:

     „მუხლი 172 . შეთანხმება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით

1. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილ ორგანო (ხოლო ქალაქ თბილისში − ქალაქ თბილისის მთავრობას) უფლება აქვს, მშენებლობის დროულად დასრულების, ქალაქის განვითარებისა და მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის აქვს ამ მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, წერილობითი განცხადების საფუძველზე დადოს შეთანხმება გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობის შემცირების, მისი გადახდისგან სრულად გათავისუფლების ან/და მოსაკრებლის გადახდის შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებამდე გადავადების შესახებ. ამ შეთანხმების დადებისას მოსაკრებლის გადამხდელმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე განცხადებას წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 201 5 წლის 1 იანვრისა, და რომ შენობა-ნაგებობა დააკმაყოფილებს ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში იმავე პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება გა ქმდება და მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი შეთანხმების გაუქმებიდან 1 თვის ვადაში.“.

მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 19 ივნისი.

№6506- I