დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1727 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/12/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 31/12/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.010.05.001.000.460 |
საქართველოს კანონი
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. სატენდერო მოსაკრებელი.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:
„მუხლი 13. სატენდერო მოსაკრებელი
1. სატენდერო მოსაკრებელს იხდის ის პრეტენდენტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას იღებს სატენდერო დოკუმენტაციას.
2. სატენდერო მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს რაიონის და/ან იმ ქალაქის საკრებულოს, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში.
3. საკრებულოს მიერ დაწესებული სატენდერო მოსაკრებელი არ უნდა აღემატებოდეს:
ა) ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში – 500 ლარს;
ბ) დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში – 150 ლარს.“.
3. მე-13 მუხლი ჩაითვალოს მე-14 მუხლად და შესაბამისად შეიცვალოს მომდევნო მუხლების ნუმერაცია.
II. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 9 დეკემბერი.
№1727–Iს
დოკუმენტის კომენტარები