დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1401 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/05/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 21-22, 14/06/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.010.05.001.000.360 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (21/07/2010 - 21/07/2010)
კანონი
ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ
ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციისა და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ადგილობრივი მოსაკრებლის ცნება
ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი № 3503 -სსმ I, № 35 , 03 . 08 . 2006 წ; მუხ. 259
საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი № 4241 -სსმ I, № 50 , 30 . 12 . 2006 წ; მუხ. 392
მუხლი 2. კანონმდებლობა ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ შედგება „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისაგან, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი № 4241 -სსმ I, № 50 , 30 . 12 . 2006 წ; მუხ. 392
თავი II.
ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები, მათი შემოღებისა და გადახდევინების წესი
საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი № 4241 -სსმ I, № 50 , 30 . 12 . 2006 წ; მუხ. 392
მუხლი 3. ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
1. ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს.
2. ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება წინასწარ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე. გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით.
5. სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით.
6. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად.
7. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული მოსაკრებლები მთლიანად ჩაირიცხება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
8. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება.
საქართველოს 199 8 წლის 13 ოქტომბრის კანონი № 1623 -სსმ I, №2, 26 . 1 0.199 8 წ; მუხ. 2 2
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2333-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ; მუხ.204
საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1300-სსმ I, №4, 05.03.2002წ; მუხ.26
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3503-სსმ I, №35, 03.08.2006წ; მუხ.259
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392
მუხლი 4. შეღავათები ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე
1. შეღავათები ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე დგინდება ამ კანონით.
2. ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე საკრებულოს მიერ შეღავათების დადგენა (გადახდისაგან სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება) დაიშვება გადამხდელთა კატეგორიების მიხედვით.
3. დაუშვებელია ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე ინდივიდუალური სახის შეღავათების დადგენა.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392
მუხლი 5. ადგილობრივი მოსაკრებლები
1. ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლები:
ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
ბ) მოსაკრებელი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის.
2. ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი. (ამოღებულია 2010 წლის 1 სექტემბრიდან).
3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
5. მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის.
6. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4253-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.404
საქართველოს 2007 წლის 13 აპრილის კანონი № 4621 -სსმ I, № 14 , 18 . 04 . 2007 წ; მუხ. 115
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი № 4929 -სსმ I, № 23 , 21 . 06 . 2007 წ; მუხ. 214
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი № 2209 -სსმ I, № 42. 10 . 12 . 2009 წ; მუხ. 313
მუხლი 6. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
2. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს ერთ ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – ხუთ ლარს.
3. საკრებულოს გადაწყვეტილებით მოსაკრებლის გადახდისაგან შეიძლება განთავისუფლდეს ან შეღავათი დაუწესდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392
მუხლი 7. (ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2333-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ; მუხ.204
საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1300-სსმ I, №4, 05.03.2002წ; მუხ.26
საქართველოს 2002 წლის 10 ოქტომბრის კანონი №1696-სსმ I, №28, 28.10.2002წ; მუხ.130
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392
მუხლი 8. (ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2333-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ; მუხ.204
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392
მუხლი 9. (ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2333-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ; მუხ.204
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392
მუხლი 10. მოსაკრებელი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის
1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდე-ლია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
2. მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და მარშრუტების მიხედვით განსაზღვრავს საკრებულო.
3. საკრებულოს მიერ განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე თვეზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს ორას ლარს.
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №382-სსმ I, №23, 23.06.2004წ; მუხ.116
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392
მუხლი 11. (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392
მუხლი 12. (ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2333-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ; მუხ.204
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392
მუხლი 121. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის
1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლებას და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
2. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
3. (ამოღებულია).
4. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 1,5 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.
5. მოსაკრებლის ოდენობა შეიძლება დიფერენცირებული იყოს ნარჩენების წარმომქმნელის მიერ, დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
6. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს.
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი № 3503 -სსმ I, № 35 , 03 . 08 . 2006 წ; მუხ. 259
საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი № 4241 -სსმ I, № 50 , 30 . 12 . 2006 წ; მუხ. 392
მუხლი 122. მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის
1. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით მიიღო სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, რომელიც განსაზღვრულია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით ორგანოს.
3. მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება ფორმულით:
L
X= — (K 2 1 – K 2 )S
K 2
სადაც:
ა) x არის მოსაკრებლის ოდენობა;
ბ) L არის 1კვ.მ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი;
გ) K 2 1 არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;
დ) K 2 არის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;
ე) S არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი.
4. მოსაკრებლის ოდენობა ნამატი სამშენებლო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს.
5. მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას.
საქართველოს 2007 წლის 13 აპრილის კანონი № 4621 -სსმ I, № 14 , 18 . 04 . 2007 წ; მუხ. 115
თავი III
პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
მუხლი 13. სატენდერო მოსაკრებელი (ამოღებულია 2010 წლის 1 სექტემბრიდან).
1. ადგილობრივ სატენდერო მოსაკრებელს იხდის ის პრეტენდენტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას იღებს სატენდერო დოკუმენტაციას.
2. (ამოღებულია).
3. საკრებულოს მიერ დაწესებული სატენდერო მოსაკრებლის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 150 ლარს.
საქართველოს 199 8 წლის 9 დეკემბრის კანონი № 1727 -სსმ I, № 7 , 31 . 12 .199 8 წ; მუხ. 55
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი № 61 -სსმ I, № 47(54) , 26 . 11 .199 9 წ; მუხ. 240
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი № 1389 -სსმ I, № 22 , 18 . 05 . 2005 წ; მუხ. 152
საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი № 4241 -სსმ I, № 50 , 30 . 12 . 2006 წ; მუხ. 392
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი № 2209 -სსმ I, № 42. 10 . 12 . 2009 წ; მუხ. 313
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3545-სსმ I, №46. 04.08.2010წ; მუხ.292
მუხლი 131. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი
1. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებლის გადამხდელია კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის განხორციელების ვადით.
2. მოსაკრებლის ოდენობა საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული შენობა-ნაგებობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება არა უმეტეს 1,5 ლარით თვეში.
3. შენობა-ნაგებობის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ დადგენილ ვადაში მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ ამ დავალიანების ჯამი შეადგენს 3 თვის გადასახდელი თანხის ოდენობას, დავალიანების წარმოქმნის დღიდან მას ეკისრება საურავი ყოველ გადაცილებულ დღეზე მოსაკრებლის 0,07 პროცენტის ოდენობით.
4. თუ საურავის დარიცხვის ვალდებულების დადგომის შემდეგ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) გადაიხდის მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის ნაწილს, გადახდის მომდევნო დღიდან საურავის დარიცხვა გაგრძელდება მოსაკრებლის თანხის ფაქტობრივად დარჩენილ ნაწილზე, საურავის ნაწილის გარდა.
5. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) საურავის დაკისრებიდან 6 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს მოსაკრებლის ან/და მასზე დარიცხული საურავის გადახდას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მესაკუთრისათვის (კანონიერი მოსარგებლისათვის) მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნით.
6. მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება:
ა) სარეაბილიტაციო არეალში განთავსებული ინფრასტრუქტურის მომსახურებისათვის განკუთვნილი ნაგებობები;
ბ) სარეაბილიტაციო არეალში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, გარდა იმ შენობა-ნაგებობებისა, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი № 4929 -სსმ I, № 23 , 21 . 06 . 2007 წ; მუხ. 214
მუხლი 14. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი
1. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან.
3. უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლების სახით გადახდილი თანხა გადამხდელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უბრუნდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი № 4241 -სსმ I, № 50 , 30 . 12 . 2006 წ; მუხ. 392
თავი IV
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 16. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
ამ კანონთან დაკავშირებით მიღებულ უნდა იქნეს:
ა) საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “;
ბ) საქართველოს კანონი „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “;
გ) საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ";
დ) საქართველოს კანონი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “.
მუხლი 17. (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი № 4241 -სსმ I, № 50 , 30 . 12 . 2006 წ; მუხ. 392
მუხლი 171. (ამოღებულია)
საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი № 1736 -სსმ I, № 31 , 10 . 12 . 2002 წ; მუხ. 135
საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი № 4241 -სსმ I, № 50 , 30 . 12 . 2006 წ; მუხ. 392
თავი V
დასკვნითი დებულება
მუხლი 18. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. მოსაკრებლების გადამხდელებს უფლება მიეცეთ ამ კანონით დაწესებული და კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული ორგანოების მიერ შემოღებული 1998 წლის მოსაკრებლები გადაიხადონ 1999 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 29 მაისი.
№1401–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1 . საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1623 -სსმ I, №2, 26 .1 0.1998 წ; მუხ.2 2
2. საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი №1727 -სსმ I, №7 , 31 .12 .1998 წ; მუხ.55
3. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2333 -სსმ I, №40(47) , 11 .08 .1999 წ; მუხ.204
4. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61 -სსმ I, №47(54) , 26 .11 .1999 წ; მუხ.240
5. საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1300 -სსმ I, №4 , 05 .03 .2002 წ; მუხ.26
6. საქართველოს 2002 წლის 10 მაისის კანონი №1399 -სსმ I, №10 , 13 .05 .2002 წ; მუხ.44
7. საქართველოს 2002 წლის 10 ოქტომბრის კანონი №1696 -სსმ I, №28 , 28 .10 .2002 წ; მუხ.130
8. საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1736 -სსმ I, №31 , 10 .12 .2002 წ; მუხ.135
9. საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №382 -სსმ I, №23 , 23 .06 .2004 წ; მუხ.116
10. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1389 -სსმ I, №22 , 18 .05 .2005 წ; მუხ.152
11. საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3503 -სსმ I, №35 , 03 .08 .2006 წ; მუხ.259
12. საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი №4241 -სსმ I, №50 , 30 .12 .2006 წ; მუხ.392
13. საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი №42 53-სსმ I, №50 , 30 .12 .2006 წ; მუხ.404
14. საქართველოს 2007 წლის 13 აპრილის კანონი №4621 -სსმ I, №14 , 18 .04 .2007 წ; მუხ.115
15. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4929 -სსმ I, №23 , 21 .06 .2007 წ; მუხ.214
16. საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2209 -სსმ I, №42. 10 .12 .2009 წ; მუხ.313
17. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3545 -სსმ I, №46. 04 .08 .2010 წ; მუხ.292
დოკუმენტის კომენტარები