დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1283-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.05.001.102953 |
|
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი: „72. სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით წარმოებული მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი.“. 2. 61 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 63 მუხლი: „მუხლი 63. სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით წარმოებული მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი 1. სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით წარმოებული მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელია სამშენებლო ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა ან უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა. 2. სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით წარმოებული მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესსა და ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. 3. სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით წარმოებული მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1283-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები