„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1300
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/02/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 05/03/2002
სარეგისტრაციო კოდი 210.020.010.05.001.001.039
  • Word
1300
15/02/2002
სსმ, 4, 05/03/2002
210.020.010.05.001.001.039
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტში სიტყვა „სახელმწიფო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს“;

ბ) მე-6 პუნქტში სიტყვები „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და საგადასახადო დეპარტამენტთან“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივ საფინანსო ორგანოსთან და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან“, ხოლო სიტყვას „ორგანოს“ წინ დაემატოს სიტყვა „წარმომადგენლობითი“.

2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს სიტყვის „ნებართვისათვის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ერთ სავაჭრო ობიექტზე“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 15 თებერვალი.

1300II