„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1696
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/10/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 28/10/2002
სარეგისტრაციო კოდი 210.020.010.05.001.001.140
  • Word
1696
10/10/2002
სსმ, 28, 28/10/2002
210.020.010.05.001.001.140
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში

(პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და

ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს სიტყვის „მოსაკრებელი“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „გარე“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 7. მოსაკრებელი გარე ვაჭრობის ნებართვისათვის

1. გარე ვაჭრობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც შესაბამის ტერიტორიაზე ეწევა გარე ვაჭრობას.

2. გარე ვაჭრობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის საკრებულოს, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში.

3. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ერთ სავაჭრო ადგილზე არ უნდა აღემატებოდეს დღეში 2 ლარს.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 10 ოქტომბერი

№1696-Iს