„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4929
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4929, 21/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 210.020.010.05.001.002.887
  • Word
4929
08/06/2007
სსმ, 4929, 21/06/2007
210.020.010.05.001.002.887
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

     „მუხლი 131. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი

1. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებლის გადამხდელია კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის განხორციელების ვადით.

2. მოსაკრებლის ოდენობა საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული შენობა-ნაგებობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება არა უმეტეს 1,5 ლარით თვეში.

3. შენობა-ნაგებობის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ დადგენილ ვადაში მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ ამ დავალიანების ჯამი შეადგენს 3 თვის გადასახდელი თანხის ოდენობას, დავალიანების წარმოქმნის დღიდან მას ეკისრება საურავი ყოველ გადაცილებულ დღეზე მოსაკრებლის 0,07 პროცენტის ოდენობით.

4. თუ საურავის დარიცხვის ვალდებულების დადგომის შემდეგ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) გადაიხდის მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის ნაწილს, გადახდის მომდევნო დღიდან საურავის დარიცხვა გაგრძელდება მოსაკრებლის თანხის ფაქტობრივად დარჩენილ ნაწილზე, საურავის ნაწილის გარდა.

5. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) საურავის დაკისრებიდან 6 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს მოსაკრებლის ან/და მასზე დარიცხული საურავის გადახდას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მესაკუთრისათვის (კანონიერი მოსარგებლისათვის) მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნით.

6. მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება:

ა) სარეაბილიტაციო არეალში განთავსებული ინფრასტრუქტურის მომსახურებისათვის განკუთვნილი ნაგებობები;

ბ) სარეაბილიტაციო არეალში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, გარდა იმ შენობა-ნაგებობებისა, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 8 ივნისი.

№4929–Iს