დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1980-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/11/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020010.05.001.020651 |
|
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის არ უნდა აღემატებოდეს: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის − 4 ლარს; ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის − 11 ლარს; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, ყველა სხვა მშენებლობისთვის − 10 ლარს.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 176 მუხლი: „მუხლი 176. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა 2025 წლამდე 1. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე არ უნდა აღემატებოდეს 7 ლარს, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე − 9 ლარს. 2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე არ უნდა აღემატებოდეს 6 ლარს, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე − 8 ლარს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 2 ნოემბერი 2022 წ. N1980-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები