დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2333 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/07/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40(47), 11/08/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.010.05.001.000.662 |
საქართველოს კანონი
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტში სიტყვის „ჩაირიცხება“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „შესაბამის“.
2. მე-7–9 და მე-12 მუხლების მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის საკრებულოს, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 23 ივლისი.
№2333–რს
დოკუმენტის კომენტარები