დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1736 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/11/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 10/12/2002 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.010.05.001.001.144 |
საქართველოს კანონი
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998) III თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:
„მუხლი 171. მოსაკრებელი ვაჭრობის ნებართვისათვის
1. 2002 წლის 1 ნოემბრიდან 2003 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული გარე ვაჭრობის ნებართვისათვის მოსაკრებლის ნაცვლად დაწესდეს მოსაკრებელი ვაჭრობის ნებართვისათვის.
2. ვაჭრობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც ეწევა სავაჭრო საქმიანობას შესაბამის ტერიტორიაზე.
3. მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის საკრებულოს, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში.
4. მოსაკრებლის ოდენობას ადგენს საკრებულო გასაყიდი საქონლის სახეობის, სავაჭრო ობიექტის ფართობისა და ადგილმდებარეობის (ზონის) მიხედვით.
5. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) ვაჭრობის წლიური ნებართვისათვის – ერთ სავაჭრო ობიექტზე 500 ლარს;
ბ) გარე ვაჭრობისათვის (ვაჭრობა დროებითი სადგომიდან, ავტომანქანიდან, შენობის გარეთ განლაგებული დახლიდან) – ერთ სავაჭრო ადგილზე ყოველ დღეზე 2 ლარს;
გ) ალკოჰოლიანი სასმელებით (გარდა საკუთარი წარმოებისა), თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობისათვის – ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოსაკრებლის გაორმაგებულ ოდენობას.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2002 წლის 19 ნოემბერი.
№1736–Iს
დოკუმენტის კომენტარები