მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე

  • Word
მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 669
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 03/08/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.007.593
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
669
02/08/2005
სსმ, 91, 03/08/2005
140.010.000.22.033.007.593
მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/08/2005 - 05/01/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.007.593

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №669

2005 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-13 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხა (დანართი №1).

    მუხლი 2.

დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესი (დანართი №2).

    მუხლი 3.

დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა (დანართი №3).

    მუხლი 4.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

დანართი №1

მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხა

1. წინამდებარე ნუსხით განსაზღვრულია მკაცრი აღრიცხვის ფორმები (დოკუმენტები), რომელთა მიმართ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გავრცელდეს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს განეკუთვნება შემდეგი ბლანკები და დოკუმენტები:

– სალაროს შემოსავლის ორდერი;

– სალაროს გასავლის ორდერი;

– საწყობის შემოსავლის ფაქტურა;

– საწყობის გასავლის ფაქტურა;

– ვიზა;

– საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;

– ლტოლვილთა მოწმობა;

– დევნილთა მოწმობა;

– საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

– კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

– სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერტიფიკატი;

– ნულოვანი განაკვეთის სარეგისტრაციო სერტიფიკატი;

– დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატი;

– სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნები;

– შიდა საბაჟო ტრანზიტის ფორმა №1;

– შიდა საბაჟო ტრანზიტის ფორმა №2;

– შიდა საბაჟო ტრანზიტის ფორმა №3;

– ანგარიშ-ფაქტურა საბაჟო პროცედურების სმ-1;

– საბაჟო გადამზიდველის სალიცენზიო მოწმობა;

– საბაჟო ბროკერის სალიცენზიო მოწმობა;

– საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობა;

– უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის სანებართვო მოწმობა;

– საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების სანებართვო მოწმობა;

– საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების სანებართვო მოწმობა;

– დროებითი შენახვის საწყობის სანებართვო მოწმობა;

– ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელების, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზის და საპოხი საშუალებების (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენის ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), თამბაქოს ნაწარმის სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია;

– საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიისა და ნებართვის ფორმები.

– ტყით სარგებლობის ბილეთი (ხე-ტყის დამზადებისთვის);

– ტყით სარგებლობის ბილეთი (არამერქნული რესურსებით სარგებლობისთვის);

– ტყით სარგებლობის ბილეთი (ტყის მერქნიანი მცენარეების, პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადებისათვის);

– ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;

– ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი;

– დაბადების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;

– მამობის დადგენის მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;

– ქორწინების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;

– განქორწინების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;

– შვილად აყვანის მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;

– გარდაცვალების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;

– სახელის, მამის, გვარის შეცვლის მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;

– პასპორტი;

– პირადობის მოწმობა;

– ჩანართი;

– სამედიცინო დაწესებულებების სალიცენზიო მოწმობა;

– ფარმაცევტული საქმიანობის სალიცენზიო მოწმობა და სალიცენზიო მოწმობის დანართის ფორმები;

– სამკურნალო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობა და სარეგისტრაციო მოწმობის დანართის ფორმები;

– ნასამართლეობის ან ძებნის ბლანკი;

– ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

– ცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისა და მათში დაშავებულ პირთა შესახებ;

– ადმინისტრაციული დაკავების ოქმი;

– პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმი;

– ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის ოქმი;

– მძღოლის მოწმობის პლასტიკური ყდა;

– მძღოლის მოწმობის ბლანკი;

– ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის პლასტიკური ყდა;

– ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ბლანკი;

– სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი ფირნიში;

– საბანკო ლიცენზია;

– საბანკო ფილიალის გახსნის შესახებ თანხმობა;

– არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე (საკრედიტო კავშირები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები) გასაცემი სალიცენზიო მოწმობა;

– საკასო კვანძის (კვანძგარეთა სალაროს) შესახებ პასპორტი;

– ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მზადყოფნის შესახებ პასპორტი;

– თანხმობა საინკასაციო მომსახურების შესახებ;

– ბანკომატით სალაროს ოპერაციების წარმოების შესახებ პასპორტი;

– მოწმობა ნაღდ ფულთან მუშაობის კვალიფიკაციის შესახებ;

– მოწმობა ინკასატორის კვალიფიკაციის შესახებ;

– საფულე ჩეკი;

– შიდა საბანკო გასავლის ორდერი;

– შიდა საბანკო შემოსავლის ორდერი;

– სარეზერვო ფონდების აღრიცხვის წიგნი;

– ნაღდი ფულისა და ფასეულობის აღრიცხვის წიგნი;

– ნაღდი ფულის კუპიურული აღრიცხვის წიგნი;

– საცავის გაღება-დაკეტვისა და დალუქვაზე დასაშვებ პირთა საკონტროლო დავთარი;

– დანაკლისის, ზედმეტობისა და საეჭვო ფულის გამოვლენის აქტი;

– ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვის შესახებ დავალების აღრიცხვის წიგნი;

– ქვითრების წიგნი №0402004;

– უმაღლესი, საშუალო, დაწყებითი, საბაზო ან სპეციალური განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ატესტატი, სერტიფიკატი;

– სამგზავრო ავიაბილეთები;

– საბარგო ქვითარები (ავიაგადაზიდვისთვის);

– სტფ-2 საქალაქთაშორისო სატელეფონო საუბრის ტალონი;

– სტფ-3 ტალონის ბარათი;

– სტფ-4 შეკვეთა;

– სტფ-5 შეკვეთა – კატეგორია შეღავათიანი ტარიფი;

– ფორმა №5 შეკვეთა;

– სტფ-7 ტრანზიტი;

– სოფლის მეურნეობის სამინისტროს სანაშენე მოწმობა (სერტიფიკატი);

– წყლის რეგისტრაციისათვის ადგილწარმოშობის დასკვნის ფორმა;

– წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკი;

– ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ექსპორტზე;

– ფიტოსანიტარული სერტიფიკატი რეექსპორტზე;

– ავტოსადგომების ქვითრები;

– ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

– ფინანსური პოლიციის ბლანკი;

– ფინანსური პოლიციის ბრძანების ბლანკი;

– ლატარიის ბილეთები.

3. იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ თავიანთი შეხედულებისამებრ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგისტრაციისათვის წარუდგინონ სხვა განსაზღვრული შინარსის, ფორმისა და ზომის ბლანკი, ბილეთი ან საბუთი, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების, ანგარიშგების, იურიდიული ან სხვა ფაქტის დაფიქსირებისათვის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აღნიშნული ფორმების რეგისტრაციის შემთხვევაში ისინი აისახება წინამდებარე ნუსხაში.

დანართი №2

მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2. სამართალსუბიექტები განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ვალდებულნი არიან რეგისტრაციისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მათ მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები) დამოწმებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ენის სახელმწიფო პალატის მიერ.

    მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ეტაპები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას ახორციელებს სამართალსუბიექტების მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს;

ბ) ინფორმაციას მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახელწოდებისა და მიზნობრივი დანიშნულების შესახებ.

2. განცხადებას მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის შესახებ თან უნდა ერთვოდეს:

ა) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის აღწერილობა გაყალბებისაგან დამცავი ყველა ნიშნის აღნიშვნით;

ბ) დოკუმენტი სამართალსუბიექტის მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოსაყენებლად შემოღების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და მისი ნიმუშის (პროექტის) დამტკიცების შესახებ.

3. განცხადება მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით წარედგინება მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველ კომისიას.

4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს მკაცრი აღრიცხვის ფორმას ან კანონმდებლობის მოთხოვნიდან გამომდინარე მოტივირებულ უარს ამბობს რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დამცავი ნიშნების არასაკმარისი რაოდენობა.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წერილობით აცნობებს განმცხადებელს მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

    მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ნომერი

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მკაცრი აღრიცხვის ფორმას (ბლანკს) ანიჭებს რეგისტრაციის ნომერს.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარება და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება ხდება სპეციალურ ჟურნალში, რომელსაც უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:

ა) ჩანაწერის რიგითი ნომერი;

ბ) ფორმის დასახელება;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი;

დ) რეგისტრაციის თარიღი;

ე) ფორმის კატეგორია;

ვ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი;

ზ) სამართალსუბიექტის რეკვიზიტები;

თ) შენიშვნა.

3. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ნომერში აისახება მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი, რასაც ტირეს შემდეგ მოსდევს რეგისტრაციის ოთხნიშნა რიგითი ნომერი მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის შესაბამისად.

4. ფინანსთა სამინისტროში რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე, პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს რეგისტრაციის ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს“.

    მუხლი 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმება, ხელახალი რეგისტრაცია

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძლებია:

ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნუსხიდან ამოღება;

ბ) სამართალსუბიექტის წერილობითი განცხადება;

გ) რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმაში ცვლილებების შეტანა.

2. რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმაში ცვლილებების (გარკვეული რეკვიზიტების, ფორმის, ზომის, დამცავი ნიშნების რაოდენობის და სხვა) შეტანის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აუქმებს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის წინა რეგისტრაციას და წინამდებარე წესის საფუძველზე ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ხელახალ რეგისტრაციას.


(დანართი №3)

რიგითი    #

ფორმის დასახელება

რეგისტრაციის ნომერი

რეგისტრაციის თარიღი

ფორმის კატეგორია

ოქმის ნომერი

სამართალ სუბიექტის რეკვიზიტები

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

85. 03/09/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 222 - ვებგვერდი, 04/09/2020 84. 15/01/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 18 - ვებგვერდი, 16/01/2020 83. 02/12/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 365 - ვებგვერდი, 03/12/2019 82. 08/10/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 304 - ვებგვერდი, 10/10/2019 81. 15/03/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 74 - ვებგვერდი, 18/03/2019 80. 07/02/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 37 - ვებგვერდი, 08/02/2019 79. 21/12/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 462 - ვებგვერდი, 24/12/2018 78. 18/10/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 396 - ვებგვერდი, 18/10/2018 77. 20/08/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 311 - ვებგვერდი, 22/08/2018 76. 14/09/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 316 - ვებგვერდი, 18/09/2017 75. 18/08/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 280 - ვებგვერდი, 23/08/2017 74. 07/04/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 117 - ვებგვერდი, 07/04/2017 73. 02/03/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 75 - ვებგვერდი, 09/03/2017 72. 07/10/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 249 - ვებგვერდი, 10/10/2016 71. 08/09/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 214 - ვებგვერდი, 12/09/2016 70. 08/04/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 72 - ვებგვერდი, 11/04/2016 69. 11/11/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 360 - ვებგვერდი, 12/11/2015 68. 16/07/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 220 - ვებგვერდი, 17/07/2015 67. 10/06/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 165 - ვებგვერდი, 11/06/2015 66. 30/12/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 417 - ვებგვერდი, 31/12/2014 65. 28/11/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 349 - ვებგვერდი, 01/12/2014 64. 30/09/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 290 - ვებგვერდი, 30/09/2014 63. 08/09/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 268 - ვებგვერდი, 08/09/2014 62. 22/05/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 157 - ვებგვერდი, 23/05/2014 61. 02/04/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 104 - ვებგვერდი, 04/04/2014 60. 07/03/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 70 - ვებგვერდი, 10/03/2014 59. 27/12/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 434 - ვებგვერდი, 30/12/2013 58. 23/10/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 357 - ვებგვერდი, 25/10/2013 57. 12/06/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 191 - ვებგვერდი, 12/06/2013 56. 07/02/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 40 - ვებგვერდი, 12/02/2013 55. 27/11/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 494 - ვებგვერდი, 28/11/2012 54. 03/09/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 374 - ვებგვერდი, 04/09/2012 53. 13/08/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 334 - ვებგვერდი, 17/08/2012 52. 13/08/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 333 - ვებგვერდი, 17/08/2012 51. 02/08/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 307 - ვებგვერდი, 03/08/2012 50. 25/07/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 282 - ვებგვერდი, 25/07/2012 49. 18/07/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 262 - ვებგვერდი, 20/07/2012 48. 06/07/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 224 - ვებგვერდი, 09/07/2012 47. 27/03/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 96 - ვებგვერდი, 28/03/2012 46. 14/12/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 608 - ვებგვერდი, 111214015, 16/12/2011 45. 28/09/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 512 - ვებგვერდი, 110929007, 30/09/2011 44. 05/09/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 466 - ვებგვერდი, 110905024, 06/09/2011 43. 15/07/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 398 - ვებგვერდი, 110719015, 21/07/2011 42. 14/06/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 335 - ვებგვერდი, 110614012, 15/06/2011 41. 27/04/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 252 - ვებგვერდი, 110427015, 27/04/2011 40. 06/04/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 199 - ვებგვერდი, 110407013, 08/04/2011 39. 11/03/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 134 - ვებგვერდი, 110311013, 15/03/2011 38. 04/02/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 47 - ვებგვერდი, 080211, 08/02/2011 37. 31/12/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 998 - სსმ, 172, 31/12/2010 36. 30/12/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 979 - სსმ, 172, 31/12/2010 35. 21/12/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 939 - სსმ, 167, 22/12/2010 34. 08/12/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 899 - სსმ, 161, 09/12/2010 33. 06/10/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 769 - სსმ, 129, 08/10/2010 32. 02/09/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 697 - სსმ, 110, 03/09/2010 31. 06/07/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 554 - სსმ, 82, 08/07/2010 30. 23/06/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 497 - სსმ, 74, 23/06/2010 29. 28/05/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 428 - სსმ, 60, 28/05/2010 28. 05/03/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 156 - სსმ, 25, 10/03/2010 27. 11/02/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 84 - სსმ, 17, 12/02/2010 26. 09/02/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 72 - სსმ, 15, 10/02/2010 25. 30/12/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 910 - სსმ, 159, 30/12/2009 24. 17/09/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 598 - სსმ, 115, 22/09/2009 23. 10/08/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 522 - სსმ, 99, 10/08/2009 22. 27/04/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 258 - სსმ, 51, 28/04/2009 21. 30/03/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 196 - სსმ, 40, 31/03/2009 20. 29/01/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 35 - სსმ, 13, 05/02/2009 19. 30/10/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 821 - სსმ, 158, 03/11/2008 18. 17/07/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 608 - სსმ, 103, 22/07/2008 17. 27/05/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 457 - სსმ, 78, 02/06/2008 16. 12/03/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 243 - სსმ, 41, 19/03/2008 15. 08/01/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 4 - სსმ, 5, 15/01/2008 14. 08/01/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 6 - სსმ, 4, 14/01/2008 13. 21/12/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1304 - სსმ, 183, 25/12/2007 12. 05/12/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1268 - სსმ, 174, 10/12/2007 11. 19/10/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1160 - სსმ, 148, 23/10/2007 10. 02/08/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 959 - სსმ, 109, 02/08/2007 9. 14/02/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 117 - სსმ, 23, 20/02/2007 8. 08/02/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 101 - სსმ, 19, 12/02/2007 7. 24/01/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 35 - სსმ, 10, 26/01/2007 6. 25/12/2006 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1824 - სსმ, 174, 26/12/2006 5. 09/10/2006 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1236 - სსმ, 139, 11/10/2006 4. 05/06/2006 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 568 - სსმ, 78, 12/06/2006 3. 17/03/2006 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 218 - სსმ, 41, 27/03/2006 2. 15/03/2006 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 196 - სსმ, 36, 20/03/2006 1. 05/01/2006 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 13 - სსმ, 4, 11/01/2006