დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140010000.22.033.017185 |
|
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005 წ., №91, მუხ.1035) დამტკიცებულ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-2 პუნქტის: |
1.
„ჰ.კ“ და ,,ჰ.ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ.კ) სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობა, სალიცენზიო მოწმობის დანართი; ჰ.ლ) ავტორიზებული აფთიაქის/ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებების, გარდა ნარკოტიკულისა) სანებართვო მოწმობა, ავტორიზებული აფთიაქის/ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებების, გარდა ნარკოტიკულისა) სანებართვო მოწმობის დანართი;“. |
2.
„ჰ.კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ჰ.კ1“ ქვეპუნქტი:
„ჰ.კ1) სტაციონარული დაწესებულების სანებართვო მოწმობა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო მოწმობის დანართი;“. |
3.
,,ჰ.ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ჰ.ლ1“ ქვეპუნქტი:
„ჰ.ლ1) ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობა, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის დანართი;“. |
4.
„ჰ.მ2“ - ,,ჰ.მ4“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ.მ2) სარეზიდენტო/რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი მოწმობა (პროფესიული განვითარების საბჭოს მოწმობა); ჰ.მ3 ) სუბსპეციალობის მოწმობა; ჰ.მ4 ) ფარმაცევტული პროდუქტის სარეგისტრაციო მოწმობა;“. |
5.
„ჰ.ჰ.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ.ჰ.კ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი; მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი (გარდა სერტიფიკატის დანართისა); პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – პროფესიული დიპლომი; სახელობო განათლების სერტიფიკატის დუბლიკატი; საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი; სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი; ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი;“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები