„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 02 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 396
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2018
ძალაში შესვლის თარიღი 02/11/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.033.017141
396
18/10/2018
ვებგვერდი, 18/10/2018
140010000.22.033.017141
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 02 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №396

2018 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005 წ., №91, მუხ.1035) დამტკიცებულ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ელექტრონული ფორმისა, ქ.თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა);”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 2 ნოემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი