დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 910 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 30/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.010.000.22.033.014.046 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.014.046
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №910
2009 წელი 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
“მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. “მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში (სსმ III, 03.08.2005წ., №91, მუხ. 1035) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე”.
2. ბრძანების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 1.
დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა (დანართი №1).
მუხლი 2.
დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესი (დანართი №2).
მუხლი 3.
დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა (დანართი №3).”.
3. ბრძანებით დამტკიცებული “მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის” (დანართი №1):
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა”.
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. ამ ნუსხით განსაზღვრულია მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთა მიმართ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გავრცელდეს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.”.
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“3. სამართალსუბიექტებს უფლება აქვთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) რეგისტრაციისათვის წარუდგინონ სხვა განსაზღვრული შინაარსის, ფორმისა და ზომის ბლანკი, ბილეთი ან საბუთი, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების, ანგარიშგების, იურიდიული ან სხვა ფაქტის დაფიქსირებისათვის. სააგენტოს მიერ აღნიშნული ფორმების რეგისტრაციის შემთხვევაში ისინი აისახება წინამდებარე ნუსხაში.”.
დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის “31” პუნქტი:
“31. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში შეტანა და ნუსხიდან ამოღება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სააგენტოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე.”.
4. ბრძანებით დამტკიცებული “მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესი” (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე ახორციელებს სააგენტო.
2. სამართალსუბიექტები ვალდებულნი არიან რეგისტრაციისათვის სააგენტოს წარუდგინონ მათ მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ენის სისწორის თვალსაზრისით შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები).
მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ეტაპები
1. სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას ახორციელებს სამართალსუბიექტის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს;
ბ) ინფორმაციას მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახელწოდებისა და მიზნობრივი დანიშნულების შესახებ.
2. განცხადებას მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის შესახებ თან უნდა ერთვოდეს:
ა) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის აღწერილობა გაყალბებისაგან დამცავი ყველა ნიშნის აღნიშვნით;
ბ) დოკუმენტი სამართალსუბიექტის მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოსაყენებლად შემოღების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და მისი ნიმუშის (პროექტის) დამტკიცების შესახებ;
3. განცხადება მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით წარედგინება მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველ კომისიას.
4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე სააგენტო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს მკაცრი აღრიცხვის ფორმას ან კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოტივირებულ უარს ამბობს რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი მათ შორის შეიძლება გახდეს წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დამცავი ნიშნების არასაკმარისი რაოდენობა, მათი რეგისტრაციაში გატარების და შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში შეტანის მიზანშეუწონლობა (კერძოდ, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებისაგან თავის არიდება).
5. სააგენტო წერილობით აცნობებს განმცხადებელს მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ნომერი
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ფორმას ანიჭებს რეგისტრაციის ნომერს.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარება და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება ხდება სპეციალურ ჟურნალში, რომელსაც უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) ჩანაწერის რიგითი ნომერი;
ბ) ფორმის დასახელება;
გ) სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი;
დ) რეგისტრაციის თარიღი;
ე) ფორმის კატეგორია;
ვ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი;
ზ) სამართალსუბიექტის რეკვიზიტები;
თ) შენიშვნა.
3. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ნომერში აისახება მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი, რასაც ტირეს შემდეგ მოსდევს რეგისტრაციის ოთხნიშნა რიგითი ნომერი მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის შესაბამისად.
4. სააგენტოში რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე, პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს რეგისტრაციის ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები - ,,სფს".
მუხლი 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმება, ხელახალი რეგისტრაცია
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძლებია:
ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნუსხიდან ამოღება;
ბ) სამართალსუბიექტის წერილობითი განცხადება;
გ) რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმაში ცვლილებების შეტანა.
3. რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმაში ცვლილებების (გარკვეული რეკვიზიტების, ფორმის, ზომის, დამცავი ნიშნების რაოდენობის და სხვა) შეტანის შემთხვევაში სააგენტო აუქმებს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის წინა რეგისტრაციას (გარდა მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) და წინამდებარე წესის საფუძველზე ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ხელახალ რეგისტრაციას.”.
5. ბრძანებით დამტკიცებული “მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა” (დანართი №3) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“დანართი №3
მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა
| რიგითი № | ფორმის დასახელება | რეგისტრაციის ნომერი | რეგისტრაციის თარიღი | ფორმის კატეგორია | ოქმის ნომერი | სამართალ სუბიექტის რეკვიზიტები | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები