დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 494 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/11/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140010000.22.033.016487 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005წ., №91, მუხ.1035) დამტკიცებულ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი №1) მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ამოღებულ იქნეს „ჰ.ჰ.ჩ“-„ჰ.ჰ.ჰ.უ“ ქვეპუნქტები. |
2.
ამოღებულ იქნეს „ჰ.ჰ.ჰ.უ2“ ქვეპუნქტი. |
3.
დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.ჰ.ჰ.უ3“ - „ჰ.ჰ.ჰ.უ29“ ქვეპუნქტები:
„ჰ.ჰ.ჰ.უ3) სს „საქართველოს რკინიგზის“ ღია ნავთობპროდუქტების გადასაგზავნი ზედნადები (გუ-27დს); ჰ.ჰ.ჰ.უ4) სს „საქართველოს რკინიგზის“ მუქი ნავთობპროდუქტების გადასაგზავნი ზედნადები (გუ-27დტ); ჰ.ჰ.ჰ.უ5) სს „საქართველოს რკინიგზის“ ცარიელი ვაგონების გადასაგზავნი ზედნადები (გუ-27სპ); ჰ.ჰ.ჰ.უ6) სს „საქართველოს რკინიგზის“ ტვირთის გადაზიდვის საგზაო უწყისი (გუ-29); ჰ.ჰ.ჰ.უ7) სს „საქართველოს რკინიგზის“ საგზაო უწყისი მარშრუტზე ან ვაგონთა ჯგუფზე (გუ-29ბ); ჰ.ჰ.ჰ.უ8) სს „საქართველოს რკინიგზის“ კომბინირებული ქვითარი (გუ-57); ჰ.ჰ.ჰ.უ9) სს „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო პარკის ვაგონების გარბენაზე საგზაო უწყისი (მგ№12-ვგ); ჰ.ჰ.ჰ.უ10) სს „საქართველოს რკინიგზის“ საბარგო ქვითარი (მგ№12-ბ); ჰ.ჰ.ჰ.უ11) სს „საქართველოს რკინიგზის“ ტვირთბარგის ქვითარი (მგ№12-ტბ); ჰ.ჰ.ჰ.უ12) სს „საქართველოს რკინიგზის“ კომერციული აქტი (კა); ჰ.ჰ.ჰ.უ13) სს „საქართველოს რკინიგზის“ კომბინირებული სამგზავრო დოკუმენტი (შიფრი 11); ჰ.ჰ.ჰ.უ14) სს „საქართველოს რკინიგზის“ საბავშვო კომბინირებული დოკუმენტი (შიფრი 12); ჰ.ჰ.ჰ.უ15) სს „საქართველოს რკინიგზის“ შეღავათიანი სამგზავრო 50% დოკუმენტი (შიფრი 21); ჰ.ჰ.ჰ.უ16) სს „საქართველოს რკინიგზის“ საერთო კომბინირებული სამგზავრო დოკუმენტი (შიფრი 301); ჰ.ჰ.ჰ.უ17) სს „საქართველოს რკინიგზის“ ავტომატიზებული სისტემის სამგზავრო დოკუმენტი; ჰ.ჰ.ჰ.უ18) სს „საქართველოს რკინიგზის“ საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტი; ჰ.ჰ.ჰ.უ19) სს „საქართველოს რკინიგზის“ მოწმობა; ჰ.ჰ.ჰ.უ20) სს „საქართველოს რკინიგზის“ ელექტრომატარებლის მუყაოს სამგზავრო დოკუმენტი; ჰ.ჰ.ჰ.უ21) სს „საქართველოს რკინიგზის“ ელექტრომატარებლის ბლანკის სამგზავრო დოკუმენტი; ჰ.ჰ.ჰ.უ22) სს „საქართველოს რკინიგზის“ საბავშვო რკინიგზის მგზავრობის საბუთი; ჰ.ჰ.ჰ.უ23) სს „საქართველოს რკინიგზის“ ქვითარი (გუ-57ა); ჰ.ჰ.ჰ.უ24) სს „საქართველოს რკინიგზის“ მივლინების მოწმობა (ფორმა №12); ჰ.ჰ.ჰ.უ25) სს „საქართველოს რკინიგზის“ გადასაგზავნი უწყისი (გუ-33); ჰ.ჰ.ჰ.უ26) სს „საქართველოს რკინიგზის“ მცირე სიჩქარის ზედდებული (სმგს); ჰ.ჰ.ჰ.უ27) სს „საქართველოს რკინიგზის“ საშვი (გუ-43); ჰ.ჰ.ჰ.უ28) სს „საქართველოს რკინიგზის“ სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო (გუ-45); ჰ.ჰ.ჰ.უ29) სს „საქართველოს რკინიგზის“ საერთო ფორმის აქტი (გუ-23);“. |
4.
ამოღებულ იქნეს „ჰ.ჰ.ჰ.ფ“ და „ჰ.ჰ.ჰ.ქ“ ქვეპუნქტები. |
5.
დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ლ1“ ქვეპუნქტი:
„ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ლ1) „შპს ჩირაღდანი - XXI საუკუნის“ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) აქტი;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები