"მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
"მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 939
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 167, 22/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.033.016085
  • Word
939
21/12/2010
სსმ, 167, 22/12/2010
140010000.22.033.016085
"მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №939

2010 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს 669 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს 669 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005 წ., 91, მუხ. 1035) დამტკიცებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესში“ (დანართი 2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ეტაპები

1. სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას ახორციელებს სამართალსუბიექტის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ წერილობითი სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. სააგენტო განცხადების წარმოდგენას ადასტურებს ელექტრონული ან ქაღალდზე შესრულებული ვერსიის განცხადების რეგისტრაციის წიგნში რეგისტრაციით და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით.

2. განცხადება მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს;

ბ) ინფორმაციას მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახელწოდებისა და მიზნობრივი დანიშნულების შესახებ.

3. განცხადებას მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის შესახებ თან უნდა ერთვოდეს:

ა) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუში გაყალბებისაგან დამცავი ყველა ნიშნის აღნიშვნით;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასკვნა მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშის (პროექტების) შეთანხმების თაობაზე, შესაბამის ნიმუშთან (პროექტთან) ერთად;

გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. განცხადება მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით წარედგინება მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველ კომისიას.

4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე სააგენტო, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში რეგისტრაციაში ატარებს მკაცრი აღრიცხვის ფორმას ან კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოტივირებულ უარს ამბობს რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, მათ შორის, შეიძლება გახდეს წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დამცავი ნიშნების არასაკმარისი რაოდენობა, მათი რეგისტრაციაში გატარების და, შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში შეტანის მიზანშეუწონლობა (კერძოდ, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებისაგან თავის არიდება).

5. სააგენტო წერილობით (შესაძლებელია ელექტრონული გზით) აცნობებს განმცხადებელს მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

6. სააგენტოში წარმოდგენილ და სააგენტოს მიერ გაცემულ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს მატერიალური დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარება და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება ხდება სპეციალურ (მათ შორის – ელექტრონული ფორმით წარმოებულ) ჟურნალში, რომელსაც უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:

ა) ჩანაწერის რიგითი ნომერი;

ბ) ფორმის დასახელება;

გ) სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი;

დ) რეგისტრაციის თარიღი;

ე) ფორმის კატეგორია;

ვ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი;

ზ) სამართალსუბიექტის დასახელება;

თ) შენიშვნა.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმება, ხელახალი რეგისტრაცია

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებია:

ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხიდან ამოღება;

ბ) რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმაში ცვლილებების შეტანა (ხელახალი რეგისტრაცია);

გ) სხვა გარემოებების წარმოშობისას მიღებული გადაწყვეტილება მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრციის გაუქმების თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სამართალსუბიექტი ვალდებულია განცხადებით მიმართოს სააგენტოს მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

4. რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმაში ცვლილებების (გარკვეული რეკვიზიტების, ფორმის, ზომის, დამცავი ნიშნების რაოდენობის და სხვა) შეტანის შემთხვევაში სააგენტო აუქმებს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის წინა რეგისტრაციას (გარდა მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) და წინამდებარე წესის საფუძველზე ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ხელახალ რეგისტრაციას..

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ბაინდურაშვილი