დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებებეის შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 568 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 78, 12/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.010.000.22.033.008.737 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.008.737
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №568
2006 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებულ ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხაში“ (სსმ III, 03.08.2005 წ., №91, მუხ. 1035) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-2 პუნქტის ,,ჰ.ჰ.დ“ და ,,ჰ.ჰ.ყ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჰ.ჰ.დ) ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის აღრიცხვის წიგნი;“
,,ჰ.ჰ.ყ) ავტოპარკირების ქვითარი;“
ბ) ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტის ,,ჰ.ც“, ,,ჰ.ძ“, ,,ჰ.ჭ“, ,,ჰ.ჰ.ა“, ,,ჰ.ჰ.ბ“, ,,ჰ.ჰ.ზ“ და ,,ჰ.ჰ.პ“ ქვეპუნქტები.
გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ე“ ქვეპუნქტი:
,,ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს მიწერილობა“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები