დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 959 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 109, 02/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.010.000.22.033.010.705 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.010.705
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №959
2007 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-13 მუხლების შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძელზე, ვბრძანებ:
1. ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005წ., №91, მუხ.1035) დამტკიცებულ ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის“ (დანართი №1) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტები:
,,ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ჟ) ავტობუსით მგზავრობის ერთჯერადი ბილეთი;
,,ჰ.ჰ.ჰ.ჰ.რ) ავტობუსით მგზავრობის ბარათი“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2008 წლის 1 ივნისამდე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები