დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 365 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140010000.22.033.017257 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005წ., №91, მუხ.1035) დამტკიცებულ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის ,,ჰ.ჰ.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ.ჰ.კ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატი; მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი (გარდა სერტიფიკატის დანართისა); პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – პროფესიული დიპლომი; სახელობო განათლების სერტიფიკატის დუბლიკატი; საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი; სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი; ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი;“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები