დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 608 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 22/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.010.000.22.033.012.045 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.012.045
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №608
2008 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005 წ., №91, მუხ. 1035) დამტკიცებულ ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის“ (დანართი №1) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ.ი1“ და ,,ჰ.ი2“ ქვეპუნქტები:
,,ჰ.ი1) საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობა;
ჰ.ი2) საქართველოში დროებით მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობა;“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები