„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.033.016387
  • Word
224
06/07/2012
ვებგვერდი, 09/07/2012
140010000.22.033.016387
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №224

2012 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში (სსმ III, 03.08.2005წ., №91, მუხ.1035) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი №1):

1. მე-2 პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ჯ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და ქ. თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა);“.

2. მე-2 პუნქტის:

ა) „ჰ.თ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.თ4“ ქვეპუნქტი:

„ჰ.თ4) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა;“;

ბ) „ჰ.ჰ.კ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.ჰ.კ2“ ქვეპუნქტი:

„ჰ.ჰ.კ2) ხონის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე