“მკაცრი აღრიცხვის დორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკციების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ"

  • Word
“მკაცრი აღრიცხვის დორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკციების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 20/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.008.276
  • Word
196
15/03/2006
სსმ, 36, 20/03/2006
140.010.000.22.033.008.276
“მკაცრი აღრიცხვის დორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკციების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
“მკაცრი აღრიცხვის დორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკციების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.008.276

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №196

2006 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-13 მუხლების შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №91, მუხ.1035) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტები:

,,ჰ.ჰ.ჩ)

ღია ნავთობპროდუქტის გადასაგზავნი ზედნადები (გუ №27დს);

ჰ.ჰ.ც)

მუქი ნავთობპროდუქტების გადასაგზავნი ზედნადები (გუ №27დტ);

ჰ.ჰ.ძ)

ცარიელი ვაგონების გადასაგზავნი ზედნადები (გუ 27-სპ);

ჰ.ჰ.წ)

ტვირთის გადაზიდვის საგზაო უწყისი (გუ-29);

ჰ.ჰ.ჭ)

ცარიელი სპეციალური მოძრავი შემადგენლობის გადასაგზავნი უწყისი (გუ-33);

ჰ.ჰ.ხ)

საგზაო უწყისი მარშუტზე ან ვაგონთა ჯგუფზე (გუ-29ბ);

ჰ.ჰ.ჯ)

კომბინირებული ქვითარი (გუ-57);

ჰ.ჰ.ჰ)

სამგზავრო პარკის ვაგონების გარბენაზე საგზაო უწყისი (მგ. №12-ვგ);

ჰ.ჰ.ჰ.ა)

საბარგო ქვითარი (მგ. №12-ბ);

ჰ.ჰ.ჰ.ბ)

ტვირთბარგის ქვითარი (მგ. №12-ტბ);

ჰ.ჰ.ჰ.გ)

კომერციული აქტი (კა);

ჰ.ჰ.ჰ.დ)

სსმშ-მცირე სიჩქარის ზედნადები;

ჰ.ჰ.ჰ.ე)

კომბინირებული სამგზავრო დოკუმენტი (შიფრი 11);

ჰ.ჰ.ჰ.ვ)

საბავშო კომბინირებული დოკუმენტი (შიფრი 12);

ჰ.ჰ.ჰ.ზ)

შეღავათიანი სამგზავრო 50% დოკუმენტი (შიფრი 21);

ჰ.ჰ.ჰ.თ)

საერთო კომბინირებული სამგზავრო დოკუმენტი (შიფრი 301);

ჰ.ჰ.ჰ.ი)

თეთრეულის ტალონი;

ჰ.ჰ.ჰ.კ)

სამგზავრო მუყაოს დოკუმენტი (ს/ჩ – საერთო ჩქარი);

ჰ.ჰ.ჰ.ლ)

სამგზავრო მუყაოს დოკუმენტი (პ/ჩ – პლაცკარტ ჩქარი);

ჰ.ჰ.ჰ.მ)

სამგზავრო მუყაოს დოკუმენტი (კ/ჩ – კუპე ჩქარი);

ჰ.ჰ.ჰ.ნ)

სამგზავრო მუყაოს დოკუმენტი (რ/ს – რბილი სამგზავრო);

ჰ.ჰ.ჰ.ო)

სამგზავრო მუყაოს დოკუმენტი (პ პლაცკარტ სამგზავრო);

ჰ.ჰ.ჰ.პ)

სამგზავრო მუყაოს დოკუმენტი (კ კუპე სამგზავრო);

ჰ.ჰ.ჰ.ჟ)

სამგზავრო მუყაოს დოკუმენტი (ს – საერთო);

ჰ.ჰ.ჰ.რ)

ელექტრომატარებლის სამგზავრო საბუთი;

ჰ.ჰ.ჰ.ს)

ავტომატიზირებული სისტემის ,,სამგზავრო დოკუმენტი”;

ჰ.ჰ.ჰ.ტ)

,,ექსპრესი” სამგზავრო დოკუმენტი;

ჰ.ჰ.ჰ.უ)

კომპიუტერული სამგზავრო დოკუმენტი;

ჰ.ჰ.ჰ.ფ)

შპს ,,საქართველოს რკინიგზის” მოწმობა;

ჰ.ჰ.ჰ.ქ)

შპს ,,საქართველოს რკინიგზის” სერტიფიკატი;

ჰ.ჰ.ჰ.ღ)

საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ჰ.ჰ.ჰ.ყ)

იმედი L lnternational“-ის სალაროს შემოსავლის ორდერი;

ჰ.ჰ.ჰ.შ)

„„იმედი L lnternational“-ის სალაროს გასავლის ორდერი;

ჰ.ჰ.ჰ.ჩ)

,,ჯორჯიან ეარვეისის” სხვადასხვა მოსაკრებლის ქვითარი;

ჰ.ჰ.ჰ.ც)

,,ჯორჯიან ეარვეისის” ზენორმატიული ბარგის ქვითარი;

ჰ.ჰ.ჰ.ძ)

სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის საერთო რეესტრი;

ჰ.ჰ.ჰ.წ)

სამემკვიდრეო საქმეთა საერთო რეესტრი;

ჰ.ჰ.ჰ.ჭ)

ანდერძების საერთო რეესტრი;

ჰ.ჰ.ჰ.ხ)

თამასუქებისა და ჩეკების გაპროტესტების რეესტრი;

ჰ.ჰ.ჰ.ჯ)

ფულისა და სხვა ფასიანი ქაღალდებიის რეესტრი;

ჰ.ჰ.ჰ.ჰ)

შპს ,,საქართველოს ფოსტის” საქვითრო რვეული ფ. №1 (მიღებული საფოსტო ამანათების, ფასგამოცხადებული, შეკვეთილი წერილებისა და ბანდეროლების ჩასაწერად (20 და 50 ქვითრიანი))

ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ა)

შპს ,,საქართველოს ფოსტის” საქვითრო რვეული ფ. №2 (სხვადასხვა სახის მომსახურების ჩასაწერად (20 და 50 ქვითრიანი))

ჰ.ჰ.ჰ.ჰ.ბ)

შპს ,,საქართველოს ფოსტის” საქვითრო რვეული ფ. №3 (ელ.ენერგიის, წყლის, გაზის და სხვა გადასახადებისათვის (20 და 100 ქვითრიანი))

ჰ.ჰ.ჰ.ჰ.გ)

შპს ,,საქართველოს ფოსტის” საქვითრო რვეული ფ. №4 (რეალიზებული საფოსტო ნიშნების ჩასაწერად (20 ქვითრიანი))

ჰ.ჰ.ჰ.ჰ.დ)

შპს ,,საქართველოს ფოსტის” საქვითრო რვეული ფ. №5 (მიღებული ფულადი გზავნილების ჩასაწერად (4 და 20 ქვითრიანი))

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. სამართალსუბიექტებს უფლება აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგისტრაციისათვის წარუდგინონ სხვა განსაზღვრული შინაარსის, ფორმისა და ზომის ბლანკი, ბილეთი ან საბუთი, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების, ანგარიშგების, იურიდიული ან სხვა ფაქტის დაფიქსირებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აღნიშნული ფორმების რეგისტრაციის შემთხვევაში ისინი აისახება წინამდებარე ნუსხაში.“

გ) ბრძანებით დამტკიცებული ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხას“ (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის განცხადებას (წერილს) ნაღდი ფულით ანგარიშწორების ფაქტის დამადასტურებელი ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის თაობაზე, გარდა ამავე ბრძანებით დამტკიცებული ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის“ (დანართი №2) მე-2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, თან უნდა დაერთოს წერილობითი დასაბუთება. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სათანადო არგუმენტაციას, თუ რატომ ვერ გამოიყენებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი საკონტროლო-სალარო აპარატს;

ბ) შესაბამის დასაბუთებას, თუ რატომ უნდა იქნას წარმოდგენილი ნიმუში მიკუთვნებული მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე.“

2. ბრძანებით დამტკიცებული ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესში“ (დანართი №2) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.“

ბ) მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. განცხადება მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით წარედგინება მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველ კომისიას.

4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს მკაცრი აღრიცხვის ფორმას ან კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოტივირებულ უარს ამბობს რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი მათ შორის შეიძლება გახდეს წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დამცავი ნიშნების არასაკმარისი რაოდენობა, მათი რეგისტრაციაში გატარების და შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში შეტანის მიზანშეუწონლობა (კერძოდ, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებისაგან თავის არიდება).“

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე.“

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი