დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 214 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140010000.22.033.016895 |
|
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005წ., №91, მუხ.1035) დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი №1) მე-2 პუნქტის „ჰ.ჰ.კ“ და „ჰ.ჰ.კ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ.ჰ.კ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი; მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი (გარდა სერტიფიკატის დანართისა); პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – პროფესიული დიპლომი; სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი; საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი; სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი; ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი; ჰ.ჰ.კ1) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დუბლიკატი; მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის (გარდა სერტიფიკატის დანართისა) დუბლიკატი; საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის დუბლიკატი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული დიპლომის დუბლიკატი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები