დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “მკაცრი აღრიცხვის (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 11/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.010.000.22.033.008.008 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.008.008
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №13
2006 წლის 5 იანვარი
ქ. თბილისი
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-13 მუხლების შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე”. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში (სსმ III., 2005 წ., №91, მუხ.1035) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.
დანართი №1-ით დამტკიცებული ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის” მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს განეკუთვნება შემდეგი ბლანკები და დოკუმენტები:
ა) ვიზა;
ბ) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;
გ) ლტოლვილთა მოწმობა;
დ) დევნილთა მოწმობა;
ე) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ვ) კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ზ) სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერტიფიკატი;
თ) სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ი) საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის (გადასახადის გადამხდელის) მოწმობა;
კ) ნულოვანი განაკვეთის სარეგისტრაციო სერტიფიკატი;
ლ) დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატი;
მ) სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნები;
ნ) შიდა საბაჟო ტრანზიტის ფორმა №1;
ო) შიდა საბაჟო ტრანზიტის ფორმა №2;
პ) შიდა საბაჟო ტრანზიტის ფორმა №3;
ჟ) ანგარიშ-ფაქტურა საბაჟო პროცედურების სმ-1;
რ) საბაჟო გადამზიდველის სალიცენზიო მოწმობა;
ს) საბაჟო ბროკერის სალიცენზიო მოწმობა;
ტ) საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობა;
უ) უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის სანებართვო მოწმობა;
ფ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების სანებართვო მოწმობა;
ქ) საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების სანებართვო მოწმობა;
ღ) დროებითი შენახვის საწყობის სანებართვო მოწმობა;
ყ) ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელების, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზის და საპოხი საშუალებების (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენის ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), თამბაქოს ნაწარმის სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია;
შ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიისა და ნებართვის ფორმები;
ჩ) ტყით სარგებლობის ბილეთი (ხე-ტყის დამზადებისთვის);
ც) ტყით სარგებლობის ბილეთი (არამერქნული რესურსებით სარგებლობისთვის);
ძ) ტყით სარგებლობის ბილეთი (ტყის მერქნიანი მცენარეების, პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადებისათვის);
წ) ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ჭ) ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ხ) ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ჯ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ჰ) დაბადების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;
ჰ.ა) მამობის დადგენის მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;
ჰ.ბ) ქორწინების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;
ჰ.გ) განქორწინების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;
ჰ.დ) შვილად აყვანის მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;
ჰ.ე) გარდაცვალების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;
ჰ.ვ) სახელის, მამის, გვარის შეცვლის მოწმობა, სააქტო ჩანაწერი;
ჰ.ზ) პასპორტი;
ჰ.თ) პირადობის მოწმობა;
ჰ.ი) ჩანართი;
ჰ.კ) სამედიცინო დაწესებულებების სალიცენზიო მოწმობა;
ჰ.ლ) ფარმაცევტული საქმიანობის სალიცენზიო მოწმობა და სალიცენზიო მოწმობის დანართის ფორმები;
ჰ.მ) სამკურნალო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობა და სარეგისტრაციო მოწმობის დანართის ფორმები;
ჰ.ნ) ნასამართლეობის ან ძებნის ბლანკი;
ჰ.ო) ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ჰ.პ) ცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისა და მათში დაშავებული პირთა შესახებ;
ჰ.ჟ) ადმინისტრაციული დაკავების ოქმი;
ჰ.რ) პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმი;
ჰ.ს) ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის ოქმი;
ჰ.ტ) მძღოლის მოწმობის პლასტიკური ყდა;
ჰ.უ) მძღოლის მოწმობის ბლანკი;
ჰ.ფ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის პლასტიკური ყდა;
ჰ.ქ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ბლანკი;
ჰ.ღ) სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი ფირნიში;
ჰ.ყ) საბანკო ლიცენზია;
ჰ.შ) საბანკო ფილიალის გახსნის შესახებ თანხმობა;
ჰ.ჩ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე (საკრედიტო კავშირები, ვალუტის გადამცველი პუნქტები) გასაცემი სალიცენზიო მოწმობა;
ჰ.ც) საკასო კვანძის (კვანძგარეთა სალაროს) შესახებ პასპორტი;
ჰ.ძ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მზადყოფნის შესახებ პასპორტი;
ჰ.წ) თანხმობა საინკასაციო მომსახურების შესახებ;
ჰ.ჭ) ბანკომატით სალაროს ოპერაციების წარმოების შესახებ პასპორტი;
ჰ.ხ) მოწმობა ნაღდ ფულთან მუშაობის კვალიფიკაციის შესახებ;
ჰ.ჯ) მოწმობა ინკასატორის კვალიფიკაციის შესახებ;
ჰ.ჰ) საფულე ჩეკი;
ჰ.ჰ.ა) შიდა საბანკო გასავლის ორდერი;
ჰ.ჰ.ბ) შიდა საბანკო შემოსავლის ორდერი;
ჰ.ჰ.გ) სარეზერვო ფონდების აღრიცხვის წიგნი;
ჰ.ჰ.დ) ნაღდი ფულისა და ფასეულობის აღრიცხვის წიგნი;
ჰ.ჰ.ე) ნაღდი ფულის კუპიურული აღრიცხვის წიგნი;
ჰ.ჰ.ვ) საცავის გაღება-დაკეტვისა და დალუქვაზე დასაშვებ პირთა საკონტროლო დავთარი;
ჰ.ჰ.ზ) დანაკლისის, ზედმეტობისა და საეჭვო ფულის გამოვლენის აქტი;
ჰ.ჰ.თ) ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვის შესახებ დავალების აღრიცხვის წიგნი;
ჰ.ჰ.ი) ქვითრების წიგნი №0402004;
ჰ.ჰ.კ) უმაღლესი, საშუალო, დაწყებითი, საბაზო ან სპეციალური განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ატესტატი, სერტიფიკატი;
ჰ.ჰ.ლ) სამგზავრო ავიაბილეთები;
ჰ.ჰ.მ) საბარგო ქვითრები (ავიაგადაზიდვისთვის);
ჰ.ჰ.ნ) სტფ-2 საქალაქთაშორისო სატელეფონო სატელეფონო საუბრის ტალონი;
ჰ.ჰ.ო) სტფ-3 ტალონის ბარათი;
ჰ.ჰ.პ) სტფ-4 შეკვეთა;
ჰ.ჰ.ჟ) სტფ-5 შეკვეთა – კატეგორია შეღავათიანი ტარიფი;
ჰ.ჰ.რ) ფორმა №5 შეკვეთა;
ჰ.ჰ.ს) სტფ-7 ტრანზიტი;
ჰ.ჰ.ტ) სოფლის მეურნეობის სამინისტროს სანაშენე მოწმობა (სერტიფიკატი);
ჰ.ჰ.უ) წყლის რეგისტრაციისათვის ადგილწარმოშობის დასკვნის ფორმა;
ჰ.ჰ.ფ) წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკი;
ჰ.ჰ.ქ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ექსპორტზე;
ჰ.ჰ.ღ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი რეექსპორტზე;
ჰ.ჰ.ყ) ავტოსადგომების ქვითრები;
ჰ.ჰ.შ) ლატარიის ბილეთები.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები