დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 30/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016444 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (07/04/2021 - 24/06/2021)
|
ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ
|
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ლ“, „ი.თ“, „ნ.ა“, „ნ.გ“, „ნ.დ“, „ნ.ე“ და „ნ.ვ“ ქვეპუნქტების, 119-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს: ა) „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები“ (დანართი №1); ბ) „ანგარიშგების წესები“ (დანართი №2). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ამ დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესების“ ამოქმედებისთანავე „ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 22 ნოემბრის №28 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 29/11/2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016323); ბ) ამ დადგენილების დანართი №2-ით დამტკიცებული „ანგარიშგების წესების“ ამოქმედებისთანავე „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების დამტკიცების შესახებ“ საქართველის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტმებრის №23 დადგენილების (სსმ, №142, 26/09/2008 სარეგისტრაციო კოდი: 300.310.000.16.009.012.214) 21 პუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ანგარიშგების პირობები“ (დანართი №21). 3. ამ დადგენილების: ა) დანართი №1-ით დამტკიცებული „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე; ბ) დანართი №2-ით დამტკიცებული „ანგარიშგების წესები“ ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან. |
|
დანართი №1
|
ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები
თავი I ზოგადი დებულებები |
მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო
1. ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესების (შემდგომში – წესები) მიზანია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის მარეგულირებელი ეფექტიანი მექანიზმების შექმნის, ბაზრისა და სისტემის ოპერატორების ეფექტიანი რეგულირების და რეგიონულ დონეზე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრირებისა და ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. 2. წესები ასევე მიზნად ისახავს ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს №D/2018/10/MC-EnC გადაწყვეტილებით, ადაპტირებული სახით დამტკიცებული “საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მთლიანობისა და გამჭვირვალობის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს №1227/2011 (EC) რეგულაციის მოთხოვნებისა და პრინციპების დანერგვას. 3. ეს წესები ვრცელდება ენერგეტიკულ საწარმოებსა და საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეებზე. 4. წყალმომარაგების ლიცენზიატებზე ვრცელდება მხოლოდ ამ წესების პირველი, მე-4, მე-7 მუხლები, II - IV და VI თავის მოთხოვნები. 5. ეს წესები განსაზღვრავს: ა) ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის ღონისძიებებსა და კომისიის უფლებამოსილებებს; ბ) ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის: ბ.ა) შესაბამისი ბაზრის განსაზღვრისა და ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიურ საფუძვლებს; ბ.ბ) დომინანტური მდგომარეობის განსაზღვრის წესსა და კრიტერიუმებს; ბ.გ) ბაზრის კვლევის განხორციელების წესს; ბ.დ) კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესს; ბ.ე) თანამშრომლობის პროგრამის გავრცელებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამოყენების წესს; გ) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მთლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. მუხლი 2. ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ხელმძღვანელობს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-6−მე-9 მუხლებით, მე-11 მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით, 111 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6−მე-12 პუნქტებითა და 27-ე, 31-ე, 33-ე და 331 მუხლებით, კანონით, ამ წესებითა და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 3. საწარმოთა და საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეთა საქმიანობის ძირითადი პირობები 1. დაუშვებელია საწარმოს ან საწარმოთა ჯგუფის მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. 2. დაუშვებელია კონცენტრაცია, რომელიც ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს, მისი ნაწილის ან ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ენერგეტიკულ ბაზარზე. 3. დაუშვებელია საწარმოებს შორის კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება, რომლის მიზანია ან შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა. 4. ამ წესებით განსაზღვრული შიდა ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაუყოვნებლივ. 5. ენერგეტიკულ ბაზართან დაკავშირებით კანონმდებლობით სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა იყოს გამჭვირვალე და ბაზრის ყველა მონაწილისათვის თანაბარად ხელმისაწვდომი. 6. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. 7. ტრანზაქციებთან პროფესიულად დაკავშირებული პირები, რომლებიც ახორციელებენ სავაჭრო პლატფორმების ოპერირებას, უნდა დააკვირდნენ საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა ქმედებებს და საეჭვო ქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ კომისიას. 8. საწარმომ ხელი უნდა შეუწყოს კომისიას ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვასა და ჯეროვან ფუნქციონირებაში. მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბაზრის სტრუქტურა - ბაზრისთვის დამახასიათებელი კონკურენციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ბაზრის ზომას, ბაზრის მონაწილეების რაოდენობას, მათ საბაზრო წილებს, ბაზარზე კონცენტრაციის დონეს, ენერგეტიკული სისტემის და მისი ელემენტების გამოყენების და სხვა მაჩვენებლებს; ბ) ენერგეტიკული ბირჟა - ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი; გ) ენერგეტიკული გაერთიანება - ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი ორგანიზაცია; დ) ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო – ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების V კარის, V თავის საფუძველზე შექმნილი ენერგეტიკული გაერთიანების ინსტიტუტი; ე) ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭო – ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების V კარის III თავის საფუძველზე შექმნილი ენერგეტიკული გაერთიანების ინსტიტუტი; ვ) ეფექტიანი კონკურენცია - ბაზრის სტრუქტურისა და საწარმოთა საბაზრო ქმედებათა ისეთი ოპტიმალური კომბინაცია, როდესაც ბაზრის შედეგიანობა შესაძლებლად მაღალია; ზ) ვერტიკალური კონცენტრაცია – ისეთ საწარმოთა კონცენტრაცია, რომლებიც მოქმედებენ მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა დონეზე; თ) თანამშრომლობის პროგრამა − „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის, ამავე კანონის 331 მუხლის შესაბამისად ჯარიმისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების სპეციალური წესი; ი) თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი - პირისათვის პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის შეღავათის პირობითი იმუნიტეტის მინიჭება; კ) კანონი - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი; ლ) კონკურენცია – შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ კონკურენტ საწარმოებს შორის მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად; მ) კონგლომერატული კონცენტრაცია - ისეთი საწარმოების კონცენტრაცია, რომლებიც არც ვერტიკალურ და არც ჰორიზონტალურ დამოკიდებულებაში არ არიან ერთმანეთთან; ნ) კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებული სენსიტიური ინფორმაცია - „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სასიცოცხლო ობიექტთან დაკავშირებული ფაქტები, რომლებიც, გამჟღავნების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებული იყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოწყობილობების მოშლის ან განადგურების ან აღნიშნულის დაგეგმვის მიზნით; ო) მიწოდების ჯაჭვი - ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორებში კანონით განსაზღვრულ საქმიანობათა ერთობლიობა, რომელთა საშუალებითაც ხდება ელექტროენერგიის ან ბუნებრივის გაზის მიწოდება წარმოებიდან საბოლოო მომხმარებლამდე; პ) მოხმარების ოდენობა - საბოლოო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მოხმარება რომელიც მოიცავს ამ მომხმარებლის, როგორც ერთი ეკონომიკური სუბიექტის ჯამურ მოხმარებას, მისი საწარმოო შესაძლებლობების სრული გამოყენების გათვალისწინებით, რამდენადაც, აღნიშნული მოხმარება ხორციელდება ბაზრებზე ურთიერთდაკავშირებული საბითუმო ფასებით. შენიშვნა: ამ განმარტების მიზნებისთვის არ გაითვალისწინება ერთი ეკონომიკური სუბიექტის კონტროლის ქვეშ მყოფი მოხმარების ინდივიდუალური ობიექტები, რომელთა მოხმარების ოდენობა წელიწადში 600 გვტ.სთ-ზე ნაკლებია, რამდენადაც აღნიშნული მოხმარების ობიექტები ერთობლივად ზეგავლენას ვერ ახდენენ საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის ფასებზე, ბაზრის სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობის გამო; ჟ) მშობელი საწარმო – სუბიექტი, რომელიც ერთ ან რამდენიმე შვილობილ საწარმოზე ახორციელებს კონტროლს; რ) პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი; ს) პოტენციური კონკურენტი საწარმო - დაინტერესებული საწარმო, რომელსაც აქვს დასაბუთებული განზრახვა შესაბამის ბაზარზე შესასვლელად; ტ) პროდუქტი/მომსახურება – ენერგეტიკულ ბაზარზე კანონმდებლობით დადგენილი ვაჭრობის საგანი ან სისტემის ოპერატორებისათვის შესაბამისი ქსელის მართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურებები; უ) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე – ნებისმიერი პირი, მათ შორის, ენერგეტიკული საწარმო ან საბოლოო მომხმარებელი, რომელიც დებს გარიგებებს, მათ შორის, ათავსებს განაცხადებს ან/და სატენდერო წინადადებებს ერთ ან მეტ საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობის მიზნით; ფ) საბითუმო ენერგოპროდუქტი – ხელშეკრულებები, მიუხედავად იმისა, თუ სად ან რა ფორმით ხდება ვაჭრობა, კერძოდ: ფ.ა) ხელშეკრულებები ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ, როდესაც მიწოდება ხორციელდება ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე; ფ.ბ) ხელშეკრულებები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. შენიშვნა: იმ საბოლოო მომხმარებლის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების და განაწილების ხელშეკრულებები, რომელთა მოხმარების ოდენობა აღემატება ამ მუხლის „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ზღვარს, მიიჩნევა საბითუმო ენერგოპროდუქტად; ქ) საბითუმო ენერგეტიკული ბაზარი – ნებისმიერი ბაზარი, სადაც ხდება საბითუმო ენერგოპროდუქტებით ვაჭრობა; ღ) საწარმო – ყველა სახის ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას; ყ) სააგენტო - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო; შ) ტრანზაქციებთან პროფესიულად დაკავშირებული პირი - პირი, რომელიც საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეებს ეხმარება საბითუმო ენერგოპროდუქტებზე გარიგებების დადებაში და უზრუნველყოფს შესაბამისი სავაჭრო პლატფორმის ოპერირებას; ჩ) ურთიერთჩანაცვლებადი პროდუქტი/მომსახურება – პროდუქტი/მომსახურება ან/და პროდუქტების/მომსახურებების ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი ფუნქციური დანიშნულების, გამოყენების, მოთხოვნის არსებითად დაკმაყოფილების ან სხვა მახასიათებლების მიხედვით, შეიძლება მეორით ჩანაცვლდეს მოხმარების ან/და საწარმოო პროცესში; ც) ურთიერთჩანაცვლების კრიტერიუმები – პროდუქტების/მომსახურების სამომხმარებლო-ფუნქციური მახასიათებლების გამოყენებით განსაზღვრული რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც ფასდება პროდუქტების/მომსახურების ურთიერთჩანაცვლებადობა; ძ) შესაბამისი ბაზარი – პროდუქტის/მომსახურების, ურთიერთჩანაცვლებადი პროდუქტის/მომსახურების მიმოქცევის სფერო გარკვეულ ტერიტორიაზე, რომლის საზღვრებიც დგინდება პროდუქტის/მომსახურების შეძენის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით და შეიძლება მოიცავდეს საქართველოს მთელ ტერიტორიას, საქართველოს ტერიტორიის ნაწილს ან საქართველოს მთელ ტერიტორიას ან მის ნაწილს სხვა ქვეყნის ტერიტორიასთან ან მის ნაწილთან ერთად; წ) ხელშემკვრელი მხარე – ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ხელშემკვრელი მხარე; ჭ) ჰორიზონტალური კონცენტრაცია – ერთსა და იმავე შესაბამის ბაზარზე მოქმედ საწარმოთა კონცენტრაცია. 2. ამ წესებში გამოყენებული ყველა სხვა ტერმინი განმარტებული და გამოყენებული უნდა იყოს კანონისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ წესებში გამოყენებული ცალკეული ტერმინის კანონსა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში სხვადასხვაგვარი შინაარსით გამოყენების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება კანონით განსაზღვრულ შინაარსს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ წესებში შესაბამისი ტერმინის გამოყენება ხდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების აღსრულების მიზნით. მუხლი 5. ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის ღონისძიებები ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის ღონისძიებებია: ა) ზედამხედველობა, მათ შორის: ა.ა) საწარმოთა და საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეთა მიერ ენერგეტიკულ ბაზარზე განხორციელებულ საქმიანობებსა და კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე; ა.ბ) ენერგეტიკული ბაზრის გახსნის დონესა და ეფექტიანობაზე, აგრეთვე ენერგეტიკულ ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე; ა.გ) ენერგეტიკული ბაზრის გამჭვირვალობაზე, მათ შორის, საბითუმო და საცალო ფასების გამჭვირვალობის დონეზე; ბ) ანგარიშგების წესებით განსაზღვრული, ასევე სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და წყაროებიდან მიღებული მონაცემების რეგულარული შესწავლა, რა დროსაც, სხვა გარემოებებთან ერთად, შესაძლოა გაანალიზდეს ენერგეტიკულ ბაზარზე: ბ.ა) კონკურენციის დონე და კონკურენციის კანონმდებლობისა და ამ წესების დარღვევის სავარაუდო ფაქტები; ბ.ბ) გამჭვირვალობის დონე; ბ.გ) ბაზარზე შესვლის ბარიერები; ბ.დ) საწარმოს ან საწარმოთა ჯგუფის საბაზრო წილები; ბ.ე) კონცენტრაციის დონე; გ) კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტების კვლევა; დ) კონცენტრაციის კონტროლი; ე) საწარმოთა და საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეთა მიერ ინფორმაციის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა; ვ) წელიწადში ერთხელ მაინც მიწოდების ფასების კანონთან და კანონქვემდებარე სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე რეკომენდაციების გამოქვეყნება და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული რეკომენდაციების სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის მიწოდება; ზ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანალიზის შედეგად გამოვლენილი ტენდენციების, ხარვეზების და შესაბამისი რეკომენდაციების ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშებში ასახვა; თ) ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშების და რეკომენდაციების გამოქვეყნება და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული რეკომენდაციების სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის მიწოდება; ი) ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგთან, მათ შორის, კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. მუხლი 6. კომისიის უფლებამოსილებები ამ წესების მე-5 მუხლით განსაზღვრული ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, კომისია უფლებამოსილია: ა) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში წამოიწყოს და ჩაატაროს კვლევა საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მიიღოს გადაწყვეტილება და გამოიყენოს ნებისმიერი საჭირო და პროპორციული ზომა კონკურენციის წახალისებისა და ენერგეტიკული ბაზრის გამართული ფუნქციონირებისთვის; ბ) დასკვნის წარმოდგენის ან/და კონსულტაციების მიზნით მოიწვიოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები ან/და ტრანზაქციებთან პროფესიულად დაკავშირებული პირები; გ) განმცხადებლის მიერ ბაზრის კვლევის განცხადებაზე უარის თქმის შემთხვევაშიც გააგრძელოს ბაზრის კვლევა/განცხადების პირველადი შესწავლა, თუ არსებობს გონივრული ეჭვი კონკურენციის კანონმდებლობის ან საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მთლიანობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული მოთხოვნების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით; დ) განახორციელოს საწარმოებისა და საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეების ადგილზე შემოწმება, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე; ე) მოითხოვოს საწარმოებისგან, საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეებისგან და სხვა შესაბამისი პირებისგან ნებისმიერი ინფორმაცია და ნებისმიერი ფორმით ჰქონდეს წვდომა შესაბამის დოკუმენტაციაზე, ასევე, მიიღოს მათი ასლები; ვ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა საჯარო დაწესებულებებისგან მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია; ზ) საწარმოსგან, საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილისგან და სხვა შესაბამისი პირისგან მოთხოვნილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუღებლობის შემთხვევაში, სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ამ საწარმოსგან, საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილისგან ან სხვა შესაბამისი პირისგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ; თ) შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში საწარმოს, საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეს ან/და ტრანზაქციებთან პროფესიულად დაკავშირებულ პირებს მოსთხოვოს ზეპირი ახსნა-განმარტების მიცემა; ი) მიმართოს სხვა სახელმწიფო ორგანოს საწარმოს ან საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილის საქმიანობის შემოწმების წინადადებით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში; კ) მოსთხოვოს საწარმოს ან საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეს ბაზარზე ისეთი ქმედებების განხორციელების შეწყვეტა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს; ლ) დომინანტური მდგომარეობის მქონე საწარმოს მიერ შესაბამისი კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესების არაერთგზის დარღვევისას სასამართლოს წინაშე დასვას მისი იძულებით დაყოფის საკითხი, თუ საწარმოს დაყოფა (საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევება) შესაძლებელია; მ) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კონცენტრაციის მონაწილის მიერ შეთავაზებულ სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებაზე; ნ) მოსთხოვოს კონცენტრაციაში მონაწილეს კონცენტრაციის გაუქმება, შერწყმის გაუქმების ან შეძენილი წილების ან აქტივების გასხვისების გზით ისე, რომ აღდგეს კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობა; ო) მიიღოს ნებისმიერი სხვა შესაბამისი ზომა კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებულ მდგომარეობაში შეძლებისდაგვარად დასაბრუნებლად, თუ კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა მისი გაუქმების გზით შეუძლებელია; პ) კონცენტრაციაში მონაწილეს მოსთხოვოს ნებისმიერი სხვა ზომის მიღება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება კონცენტრაციაში მონაწილის მიერ კონცენტრაციის გაუქმება ან კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა; ჟ) მოსთხოვოს საწარმოს ან საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეს სატელეფონო და მონაცემთა მიმოცვლის (data traffic) ჩანაწერები; რ) ამ წესების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოს ან საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა. მუხლი 7. ინფორმაციის მიწოდება 1. საწარმომ, საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილემ და სხვა შესაბამისმა პირმა, ამ წესების მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისიას, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში უნდა მიაწოდონ სრული და უტყუარი ინფორმაცია. 2. თუ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება ამ წესების თანახმად დაკავშირებულია ვადის ათვლასთან ან/და განახლებასთან, შესაბამისი ვადა აითვლება/განახლდება ინფორმაციის კომისიის მიერ მიღების მომდევნო სამუშაო დღიდან. მუხლი 8. ენერგეტიკული ბაზრის შესახებ კომისიის ანგარიში 1. ენერგეტიკული ბაზრის შესახებ ანგარიშს კომისია შეიმუშავებს და აქვეყნებს წლიურად. 2. საანგარიშო წლის ენერგეტიკული ბაზრის შესახებ ანგარიშს კომისია აქვეყნებს მომდევნო წლის 1 ივნისამდე. 3. ენერგეტიკული ბაზრის შესახებ წლიური ანგარიში სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა მოიცავდეს ენერგეტიკული ბაზრის გახსნის, ფუნქციონირებისა და ორგანიზების დეტალურ მიმოხილვას, ბაზრის მონაწილეების საქმიანობისა და საბაზრო ფასების ანალიზს, რეგულირებული ტარიფების გამოყენებას, საბოლოო მომხმარებლისთვის არსებულ ფასებს და ენერგეტიკული ბაზრის განვითარების არსებულ ტენდენციებსა და რეკომენდაციებს. 4. ენერგეტიკული ბაზრის შესახებ წლიური ანგარიში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების შესახებ შესაძლოა გამოქვეყნდეს განცალკევებულად. 5. ენერგეტიკული ბაზრის შესახებ კომისიის ანგარიში ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. მუხლი 9. ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის საკითხებზე თანამშრომლობა 1. კომისია ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან, ენერგეტიკულ გაერთიანებასთან, მათ შორის, საქართველოს და სხვა ქვეყნების ენერგეტიკული და ფინანსური სექტორების ეროვნულ მარეგულირებელ და კონკურენციის კანონმდებლობის აღმასრულებელ ორგანოებთან. 2. კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტის ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვისას კომისია უფლებამოსილია განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით საკითხის განხილვის თითოეულ ეტაპზე მიმართოს სააგენტოს. 3. სააგენტო საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს და გაეცნოს საქმის მასალებს; ბ) მონაწილეობა მიიღოს ამ წესების 25-ე მუხლით განსაზღვრულ ზეპირი ახსნა-განმარტებების პროცედურაში; გ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების პროექტზე; დ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს კომისიის მიერ პირისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობაზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ-დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარედგინება შესაბამისი პოზიციის დაფიქსირებამდე ან ქმედების განხორციელებამდე გონივრული ვადით ადრე. 5. კომისია უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სააგენტოს პოზიციას.
თავი II შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის მეთოდოლოგიური საფუძვლები მუხლი 10. შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის პარამეტრები 1. შესაბამისი ბაზრის განსაზღვრა ხდება შემდეგი პარამეტრების გამოყენებით: ა) პროდუქციული საზღვრები; ბ) გეოგრაფიული საზღვრები; გ) დროითი ჩარჩო. 2. შესაბამისი ბაზრის განსაზღვრა შესაძლოა გამოყენებული იყოს ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის, მათ შორის, ბაზრის კვლევისა და კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის პროცესში. მუხლი 11. შესაბამისი ბაზრის პროდუქციული საზღვრები 1. შესაბამისი ბაზრის პროდუქციულ საზღვრებში ექცევა ყველა ურთიერთჩანაცვლებადი პროდუქტი/მომსახურება. 2. შესაბამისი ბაზრის პროდუქციული საზღვრების დადგენისას პროდუქტის/მომსახურების ურთიერთჩანაცვლებადობის ანალიზი შესაძლოა განხორციელდეს, როგორც მომხმარებლების, ისე საწარმოების პერსპექტივიდან. 3. პროდუქციული საზღვრების დადგენისას, მომხმარებლების პესრპექტივიდან ურთიერთჩანაცვლების კრიტერიუმს წარმოადგენს მომხმარებლის არჩევანის განმსაზღვრელი პროდუქტის/მომსახურების მახასიათებლები, მათ შორის, სამომხმარებლო თვისებები, მოხმარების/მიღების პირობები, მიზნობრიობა და სიმარტივე, ფასი/საფასური და სხვა მახასიათებლები, რომლებიც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს მომხმარებლის მიერ პროდუქტთან/მომსახურებასთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთებისას. 4. პროდუქციული საზღვრების დადგენისას, საწარმოების პერსპექტივიდან ურთიერთჩანაცვლების კრიტერიუმს წარმოადგენს ერთი პროდუქტის/მომსახურების წარმოებიდან/მიწოდებიდან სხვა პროდუქტის/მომსახურების წარმოებაზე/მიწოდებაზე გადასვლის სიმარტივის ხარისხი, რომლის შემოწმების დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც მოქმედი, ასევე თავისუფალი საწარმოო სიმძლავრეები და წარმოების გაფართოების შესაძლებლობები. 5. ურთიერთჩანაცვლებადობის კრიტერიუმები განისაზღვრება საწარმოების მიერ კომისიასთან განხორციელებულ ანგარიშგებასა და კომისიაში არსებულ სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოკითხვებით, ბაზარზე დაკვირვებითა და სხვა საშუალებებით. 6. პროდუქციული საზღვრების დადგენის პროცესში მომხმარებლების მიერ პროდუქტის/მომსახურების მოხმარებასთან/მიღებასთან, ხოლო საწარმოების მიერ პროდუქტის/მომსახურების წარმოებასთან/მიწოდებასთან დაკავშირებული არჩევანის გაკეთებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მათი პრიორიტეტები, თუ რა მახასიათებლებს ენიჭება უპირატესობა მომხმარებლების/საწარმოების მიერ. მუხლი 12. შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები 1. შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიულ საზღვრებს წარმოადგენს ტერიტორია, რომელზეც მომხმარებელი ან/და მომხმარებლთა გარკვეული ჯგუფი იძენს/იღებს ან აქვს ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა სახის შესაძლებლობები, შეიძინოს/მიიღოს შესაბამისი პროდუქტი/მომსახურება, აგრეთვე საწარმო ან/და საწარმოთა გარკვეული ჯგუფი ყიდის/აწვდის ან აქვს ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა სახის შესაძლებლობები, გაყიდოს/მიაწოდოს შესაბამისი პროდუქტი/მომსახურება და რომელიც ხასიათდება ერთგვაროვანი კონკურენტული პირობებით. 2. შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენა ხორციელდება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის: ა) გეოგრაფიულ ტერიტორიებზე პროდუქტის/მომსახურების მიწოდებისა და მოთხოვნის, აგრეთვე თავისუფალი გადაცემის/მიწოდების შესაძლებლობა; ბ) სისტემის ოპერატორების ქსელთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური გარემოებები, მათ შორის, ქსელის ტოპოლოგია; გ) ენერგეტიკულ სისტემაზე მომხმარებლებისა და საწარმოების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობები; დ) გეოგრაფიული ტერიტორიის განსხვავებული თავისებურებები, როგორიცაა რელიეფი, კლიმატი, დასახლების სიმჭიდროვე და სხვა; ე) პროდუქტის/მომსახურების ფასების ერთგვაროვნება. მუხლი 13. შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩო 1. შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩო წარმოადგენს დროის იმ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ფუნქციონირებს ბაზარი კონკრეტული პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრების პირობებში. 2. შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩო არის ერთ პროდუქციულ და გეოგრაფიულ საზღვრებში მოქცეული ბაზრის დიფერენცირების კრიტერიუმი. 3. შესაბამისი ბაზრის დროითი ჩარჩოს დადგენა ხდება საწარმოების მიერ კომისიასთან განხორციელებულ ანგარიშგებაზე და კომისიაში არსებულ სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოკითხვებით, ბაზარზე დაკვირვებითა და სხვა საშუალებებით.
თავი III ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიური საფუძვლები მუხლი 14. ბაზრის ანალიზისას გამოსაყენებელი მახასიათებლები/პარამეტრები 1. შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, ბაზრის ანალიზი, კომისიის შეხედულებისამებრ, შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა მახასიათებლებზე/პარამეტრებზე დაყრდნობით, მათ შორის: ა) შესაბამისი ბაზრის მონაწილეები და მათი საბაზრო წილები; ბ) შესაბამისი ბაზრის ზომა; გ) შესაბამის ბაზარზე კონცენტრაციის დონე; დ) შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერები. 2. ბაზრის ანალიზისას გამოყენებული რაოდენობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის მეთოდები მოცემულია ამ წესების №1.1 დანართში. მუხლი 15. შესაბამისი ბაზრის მონაწილეები და მათი საბაზრო წილები 1. ბაზრის მონაწილეთა განსაზღვრისას ხდება საწარმოთა და მომხმარებელთა ჯგუფების დადგენა, საწარმოების მიერ კომისიასთან განხორციელებულ ანგარიშგებაზე და კომისიაში არსებულ სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოკითხვებით, ბაზარზე დაკვირვებითა და სხვა საშუალებებით. 2. შესაბამის ბაზარზე მოქმედ საწარმოთა საბაზრო წილი გაიანგარიშება პროცენტებში, შესაბამის ბაზარზე საწარმოს მიერ მიწოდებული და რეალიზებული პროდუქტის/მომსახურების რაოდენობის/ღირებულების შესაბამისი ბაზრის ზომასთან მიმართებით. 3. ბაზრის კვლევის დროს შესაბამის ბაზარზე მოქმედ საწარმოთა საბაზრო წილი გამოითვლება ბაზრის ფაქტობრივად ჩამოყალიბებული სტრუქტურის მიხედვით, პოტენციური კონკურენტი საწარმოების გათვალისწინების გარეშე. მუხლი 16. შესაბამისი ბაზრის ზომა შესაბამისი ბაზრის ზომა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში ამ ბაზრის მონაწილე საწარმოების მიერ მომხმარებლებისათვის მიწოდებული და რეალიზებული ურთიერთჩანაცვლებადი პროდუქტის/მომსახურების საერთო ჯამურ რაოდენობას ფულად ან ფიზიკურ ერთეულებში. მუხლი 17. შესაბამის ბაზარზე კონცენტრაციის დონე 1. შესაბამის ბაზარზე კონცენტრაციის დონე წარმოადგენს ხარისხობრივ მაჩვენებელს, რომელიც აფასებს საწარმოების წილების ურთიერთთანაფარდობასა და მათი გადანაწილების სიმჭიდროვეს ბაზარზე. 2. შესაბამის ბაზარზე კონცენტრაციის დონის გამოსათვლელად გამოიყენება ჰერფინდალ-ჰირშმანის (HHI) ინდექსი. 3. ჰერფინდალ-ჰირშმანის (HHI) ინდექსის გამოყენებით შესაძლებელია ბაზარზე კონცენტრაციის შემდეგი დონეების განსაზღვრა: ა) ბაზარი ნაკლებად კონცენტრირებულია, თუ HHI ინდექსის მნიშვნელობა არ აღემატება 1000-ს; ბ) ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია, თუ HHI ინდექსის მნიშვნელობა მოქცეულია 1000-დან და 2000-მდე საზღვრებში; გ) ბაზარი მაღალკონცენტრირებულია, თუ HHI ინდექსის მნიშვნელობა აღემატება 2000-ს. 4. შესაბამის ბაზარზე კონცენტრაციის დონის შესაფასებლად შესაძლოა გამოყენებული იყოს პრაქტიკაში დამკვიდრებული სხვა ინდექსები/მაჩვენებლები. მუხლი 18. შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერები 1. შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერები წარმოადგენს ისეთ ფაქტორებს, რომლებიც პოტენციურ კონკურენტ საწარმოებს ხელს უშლის შესაბამის ბაზარზე შესვლასა და ამ ბაზარზე საქმიანობის დაწყებაში. 2. შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერების შეფასებისას კომისია შეისწავლის ამ ბაზარზე ტექნიკური, ფინანსური და ინსტიტუციონალური ბარიერების არსებობის და წარმოქმნის შესაძლებლობას. 3. შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერების შეფასებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, კომისიის მიერ, შესაძლოა, ასევე გამოკვლეულ იქნეს: ა) შესაბამის ბაზარზე შესვლის და ამ ბაზრიდან გამოსვლის ბარიერების არსებობის შესაძლებლობა და მათი დაძლევის სირთულე; ბ) ბარიერების გადალახვასთან დაკავშირებული შესაძლო დანახარჯები და ვადები; გ) შესაბამის ბაზარზე კონკრეტული სახის ენერგეტიკული საქმიანობის განხორციელების ფაქტობრივი შესაძლებლობა; დ) შესაბამის ბაზარზე მოქმედი საწარმოების შესაძლებლობა გააფართოონ საქმიანობის მასშტაბები. 4. ფინანსურ-ტექნიკური ბარიერების შეფასებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, შესაძლოა, ასევე განხილულ იქნეს: ა) საწყისი კაპიტალდაბანდებების განხორციელების აუცილებლობა; ბ) პოტენციური კონკურენტი საწარმოებისთვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის შეზღუდულობა; გ) დამატებითი ფინანსების მოსაზიდად მაღალი დანახარჯების აუცილებლობა; დ) ენერგეტიკული საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში ბაზრიდან გასვლის ფინანსური დანაკარგები; ე) რესურსებზე წვდომასთან, ინტელექტუალური საკუთრების უფლების მოპოვებასთან, რეკლამასთან და საჭირო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული მაღალი დანახარჯები; ვ) ენერგეტიკულ სისტემაზე დაშვების შეზღუდვები; ზ) ეკონომიკურად გამართლებული მინიმალური წარმოების მოცულობის აუცილებლობა ერთეულ პროდუქტზე მაღალი დანახარჯების შესამცირებლად. 5. ინსტიტუციონალური ბარიერების შეფასებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, შესაძლოა, ასევე განხილულ იქნეს: ა) საწარმოთა რეგისტრაციის სირთულე; ბ) მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩოს ზემოქმედების, საჭიროებისა და გონივრულობის შეფასება; გ) საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარების ხარისხი. მუხლი 19. ბაზარზე საწარმოს ან საწარმოთა ჯგუფის დომინანტური მდგომარეობის განსაზღვრის წესი და კრიტერიუმები 1. დომინანტური მდგომარეობა წარმოადგენს შესაბამის ბაზარზე მოქმედი საწარმოს/საწარმოების ისეთ მდგომარეობას, რომელიც მას/მათ საშუალებას აძლევს, იმოქმედოს/იმოქმედონ კონკურენტი საწარმოებისგან, მიწოდების ჯაჭვის ზედა ან/და ქვედა დონეზე/დონეებზე მოქმედი ბაზრის მონაწილეებისა და საბოლოო მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს/მოახდინონ ბაზარზე პროდუქტის/მომსახურების მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია. 2. დომინანტური მდგომარეობა განისაზღვრება ბაზარზე საწარმოს საბაზრო წილის, აგრეთვე მისი კონკურენტი საწარმოების საბაზრო წილების, ბაზარზე შესვლის ბარიერების, საქმიანობის გაფართოების ბარიერების, რესურსებზე ხელმისაწვდომობის, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. 3. თუ სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, საწარმო ან საწარმოთა ჯგუფი არ ჩაითვლება/ჩაითვლებიან დომინანტური მდგომარეობის მქონედ/მქონეებად, თუ შესაბამის ბაზარზე მისი/მათი წილი არ აღემატება 40 პროცენტს. საწარმოთა ჯგუფში შემავალი თითოეული საწარმო ჩაითვლება დომინანტური მდგომარეობის მქონედ, თუ ისინი არ განიცდიან მნიშვნელოვან კონკურენციას აღნიშნული საწარმოთა ჯგუფის შიგნით და მის მიღმა ბაზარზე მოქმედი სხვა საწარმოებისგან მიწოდების ჯაჭვის ზედა ან/და ქვედა დონის ბაზარზე წვდომის შეზღუდული შესაძლებლობის, შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ამასთანავე: ა) არაუმეტეს სამი საწარმოს ერთობლივი წილი შესაბამის ბაზარზე არანაკლებ 50 პროცენტია, ამავდროულად, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია; ბ) არაუმეტეს ხუთი საწარმოს ერთობლივი წილი არანაკლებ 80 პროცენტია, ამავდროულად, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია.
თავი IV ბაზრის კვლევა მუხლი 20. ბაზრის კვლევის დაწყების საფუძვლები 1. კანონის 117-ე მუხლი პირველი პუნქტით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით კომისია იწყებს ბაზრის კვლევას საკუთარი ინიციატივით, საქართველოს მთავრობის, სამინისტროს, სააგენტოსა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოთხოვნის ან საწარმოს (განმცხადებლის) განცხადების საფუძველზე, თუ ამ უკანასკნელს ბაზრის შემზღუდველი ქმედების შედეგად ადგება უშუალო ქონებრივი ზიანი და აღნიშნულს ადასტურებს შესაბამისი მტკიცებულებებით. 2. ბაზრის შემზღუდველი სავარაუდო ქმედების შემთხვევაში ბაზრის კვლევის დაწყების მოთხოვნით საწარმომ კომისიას განცხადება უნდა წარუდგინოს ამ წესების №1.2 დანართის შესაბამისად. 3. კომისია 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს მიღებულ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს. 4. განცხადებაში ან/და თანდართულ დოკუმენტებში ამ მუხლის მე-2 პუნქტის ან კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, კომისია განმცხადებელს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით განუსაზღვრავს დამატებითი ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 5. თუ განცხადებაში მოყვანილი ბაზრის შემზღუდველი სავარაუდო ქმედების შესწავლის უფლებამოსილება, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აქვს სააგენტოს, კომისია უგზავნის მას მიღებულ განცხადებას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. 6. თუ განცხადებაში მოყვანილი ბაზრის შემზღუდველი სავარაუდო ქმედების შესწავლის უფლებამოსილების მქონე ორგანო ვერ დგინდება, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა გაიზრდება 30 კალენდარულ დღემდე, რათა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით კომისიასა და სააგენტოს შორის გაიმართოს კონსულტაციები. მუხლი 21. პირველადი შესწავლა 1. ბაზრის კვლევის დაწყების შესახებ მოთხოვნის/განცხადების პირველადი შესწავლა გულისხმობს კომისიის მიერ მოთხოვნის/განცხადების დასაშვებობის დადგენის მიზნით მასში მოცემული ფაქტების, გარემოებების და არგუმენტების წინასწარ შეფასებას. ასევე, მოთხოვნასთან/განცხადებასთან დაკავშირებული სხვა ისეთი ინფორმაციის მოძიებას და პირველად დამუშავებას, რომელიც, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს ბაზრის კვლევის დაწყების ან დაწყებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებას. 2. მოთხოვნის/განცხადების დასაშვებობის დადგენის მიზნით, შესაძლოა, მოთხოვნილ იქნეს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულებების წარდგენა და ამისათვის განისაზღვროს გონივრული ვადა. 3. ბაზრის კვლევის დაწყების შესახებ მოთხოვნის/განცხადების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში კომისია განსაზღვრავს შესაბამის საწარმოს/მოპასუხეს, აცნობებს მას მოთხოვნის/განცხადების შესახებ და აძლევს გონივრულ ვადას მტიცებულებების/მოსაზრებების წარმოსადგენად. 4. კომისია ბაზრის კვლევის დაწყების შესახებ მოთხოვნის/განცხადების პირველად შესწავლას ახორციელებს მოთხოვნის/განცხადების მიღებიდან არაუმეტეს 5 თვის ვადაში, რომელიც, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით. 5. პირველადი შესწავლა სრულდება ბაზრის კვლევის დაწყების ან დაწყებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით. მუხლი 22. ბაზრის კვლევის დაწყებაზე უარის თქმა 1. ბაზრის კვლევის დაწყებაზე უარის თქმის საფუძველია: ა) ამ წესებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა; ბ) იმავე საფუძვლით და იმავე საწარმოს მიმართ ბაზრის კვლევის შედეგად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებობა, იმ პირობით, რომ სახეზე არ არის არსებითი ხასიათის ახლად აღმოჩენილი გარემოება; გ) იმავე საფუძვლით და იმავე საწარმოს მიმართ ბაზრის კვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებობა, იმ პირობით, რომ არ არსებობს არსებითი ხასიათის ახლად აღმოჩენილი გარემოება; დ) იმავე დავის საგანზე სამართალწარმოების მიმდინარეობა ან იმავე დავის საგანზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების ან სხვა გადაწყვეტილების არსებობა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ. 2.კომისიის გადაწყვეტილება ბაზრის კვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ საჭიროებს სათანადოდ დასაბუთებას. მუხლი 23. განმცხადებლის და შესაბამისი საწარმოს/მოპასუხის უფლებები და ვალდებულებები 1. განმცხადებელს და ამ წესების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ შესაბამის საწარმოს/მოპასუხეს უფლება აქვს: ა) ჰყავდეს ადვოკატი ან/და წარმომადგენელი ბაზრის კვლევის პროცესში; ბ) კომისიას წარუდგინოს პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ბაზრის კვლევის ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ არაუგვიანეს ამ წესების 32-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციებისა და შესაბამისი დამატებითი ინფორმაციის/მტკიცებულებების წარმოდგენისათვის კომისიის მიერ განსაზღვრული ვადისა; გ) გაეცნოს საქმის მასალებს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით; დ) მოითხოვოს ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გახანგრძლივება; ე) განაცხადოს აცილება ბაზრის კვლევის სამუშაო ჯგუფის წევრის მიმართ, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე ამ წესების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. 2. განმცხადებელს უფლება აქვს ბაზრის კვლევის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას განცხადებაზე, რაც ბაზრის კვლევის შეწყვეტის საფუძველია, გარდა ამ წესების მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მუხლი 24. ბაზრის კვლევის სამუშაო ჯგუფი 1. ბაზრის კვლევის დაწყების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით კომისიის აპარატის თანამშრომელთაგან იქმნება სამუშაო ჯგუფი არანაკლებ 3 წევრის მონაწილეობით და ინიშნება სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2. ბაზრის კვლევის სამუშაო ჯგუფის წევრი შეიძლება აცილებულ იქნეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად. 3. დაუშვებელია აცილების მოთხოვნა ერთი და იგივე პირის მიერ, ერთსა და იმავე პირის მიმართ, ერთი და იგივე საფუძვლით, გარდა ახლადგამოვლენილი გარემოებების არსებობისა, რომელსაც უნდა ასაბუთებდეს აცილების ინიციატორი. მუხლი 25. ზეპირი ახსნა-განმარტება 1. ბაზრის კვლევისას, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით, შესაძლებელია ზეპირი ახსნა-განმარტების მისაღებად მოწვეულ იქნენ განმცხადებელი, შესაბამისი საწარმო/მოპასუხე ან/და დაინტერესებული მხარეები. 2. ზეპირი ახსნა-განმარტების მიღება ხდება ბაზრის კვლევის სამუშაო ჯგუფის მიერ. 3. ზეპირი ახსნა-განმარტებისათვის გამოძახებული პირები ვალდებული არიან გამოცხადნენ და მისცენ ახსნა-განმარტება. 4. ზეპირი ახსნა-განმარტების ჩამორთმევისას დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ახსნა-განმარტებაზე დამსწრე ბაზრის კვლევის სამუშაო ჯგუფის წევრები და ზეპირი ახსნა-განმარტების მიმცემი პირი/პირები. 5. თუ ზეპირი ახსნა-განმარტების მიმცემი პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, კვლევის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი თავად აწერს ოქმს ხელს და აკეთებს მითითებას პირის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ. 6. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, ზეპირი ახსნა-განმარტების მიმდინარეობა შეიძლება ჩაწერილ იქნეს ტექნიკური საშუალების გამოყენებით, რა დროსაც საოქმო ჩანაწერი ერთვის ზეპირი ახსნა-განმარტების ოქმს და ჩანაწერის შინაარსის წერილობითი ფორმით ოქმში ასახვა აღარ ხორციელდება. მუხლი 26. ადგილზე შემოწმება 1. ბაზრის კვლევის პროცესში წარმოშობილი საჭიროებიდან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილებით იქმნება ადგილზე შემოწმების ჯგუფი/ჯგუფები არანაკლებ 3 წევრის მონაწილეობით და ინიშნება სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2. ადგილზე შემოწმების ჯგუფის შემადგენლობაში კომისიის აპარატის თანამშრომლებთან ერთად შესაძლოა ასევე შედიოდნენ შესაბამისი კომპეტენციის მქონე მოწვეული პირები. 3. ადგილზე შემოწმება ხორციელდება სამუშაო საათებში. საჭიროების შემთხვევაში, შემოწმება შეიძლება გაგრძელდეს არასამუშაო დროსაც, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც. 4. შესაძლებელია განხორციელდეს იმ საწარმოს ადგილზე შემოწმება, რომლის მიმართ არ მიმდინარეობს ბაზრის კვლევა, თუმცა არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მასთან ინახება შესაბამისი საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები. 5. ადგილზე შემოწმება მოიცავს: ა) საწარმოს იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე შესვლას. ბ) საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტების გაცნობას, მათი კონფიდენციალურობის და შენახვის წესის მიუხედავად; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლების გაკეთებას; დ) ადგილზე ზეპირი ახსნა-განმარტებების მიღებას. მუხლი 27. ადგილზე შემოწმებაში მონაწილე პირთა ძირითადი უფლება-მოვალეობები 1. ადგილზე შემოწმების განმახორციელებელი ვალდებულია, საწარმოს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ადგილზე შემოწმება, შემოწმების დაწყებამდე წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კომისიის გადაწყვეტილება ადგილზე შემოწმების შესახებ, რასაც საწარმოს უფლებამოსილი პირი ადასტურებს შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით. თუ პირი უარს აცხადებს ხელმოწერაზე, ადგილზე შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი თავად აწერს ხელს და აკეთებს მითითებას პირის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ. 2. ადგილზე შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი საწარმოს უფლებამოსილ პირს გააცნობს შემოწმების პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს, პროცედურულ საკითხებს და აწვდის ინფორმაციას იმ შედეგების შესახებ, რომელიც მოჰყვება ადგილზე შემოწმების ჯგუფის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას, რასაც საწარმოს უფლებამოსილი პირი ადასტურებს შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით. თუ პირი უარს აცხადებს ხელმოწერაზე, ადგილზე შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი თავად აწერს ხელს და აკეთებს მითითებას პირის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ. 3. საწარმოს თანამშრომლები და წარმომადგენლები ვალდებული არიან ადგილზე შემოწმების დროს ითანამშრომლონ ადგილზე შემოწმების ჯგუფთან, მათ შორის: ა) დაუშვან ჯგუფის წევრები შემოწმების ადგილზე; ბ) არ შეუშალონ ხელი ჯგუფის წევრებს მოვალეობების შესრულებაში; გ) ჯგუფის წევრებს მიამაგრონ მათ წარმომადგენელი ან/და თანამშრომელი, რომელიც ადგილზე შემოწმების ჯგუფის წევრებს საჭიროებისამებრ მისცემს ზეპირ ახსნა-განმარტებას და გაუწევს დახმარებას ადგილზე შემოწმების პროცესის ეფექტიანად წარმართვაში, მათ შორის, საწარმოს თანამშრომლების ელექტრონული ფოსტების დროებით დაბლოკვასა და კომპიუტერების ქსელიდან დროებით გამორთვაში; დ) არ შეეხონ ნივთებს (კომპიუტერული მოწყობილობები, მატერიალური დოკუმენტები, ჩანაწერები და სხვა), რომლებთან დაკავშირებითაც მიიღებენ მითითებას ადგილზე შემოწმების ჯგუფის წევრებისგან. 4. საწარმოს უფლება აქვს შემოწმების პროცესში ყავდეს წარმომადგენელი. ასეთი პირების მონაწილეობა არ წარმოადგენს ადგილზე შემოწმების პროცესის კანონიერების პირობას. ამასთან, დაუშვებელია წარმომადგენლის მონაწილეობის საბაბით, ადგილზე შემოწმების პროცესის შეფერხება/ხელის შეშლა. მუხლი 28. ფართის ან/და დოკუმენტაციის დალუქვა ადგილზე შემოწმების დროს 1. ადგილზე შემოწმების ჯგუფს უფლება აქვს დალუქოს შესამოწმებელი ფართი სრულად ან ნაწილობრივ, ასევე საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები და კომპიუტერული ტექნიკა, იმ ხანგრძლივობითა და მოცულობით, რაც აუცილებელია ადგილზე შემოწმების მიზნებისთვის. 2. შესამოწმებელი ფართის ან მისი ნაწილის ან/და საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების და კომპიუტერული ტექნიკის დალუქვა შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პერიოდის განმავლობაში, თუმცა არაუმეტეს 72 საათისა. 3. შესამოწმებელი ფართის ან მისი ნაწილის ან/და საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების და კომპიუტერული ტექნიკის დალუქვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ადგილზე შემოწმების ჯგუფის წევრები. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს ლუქის მთლიანობა, იმ დრომდე, ვიდრე თავად ადგილზე შემოწმების ჯგუფი არ ახსნის მას. ლუქის ახსნის დროს დგება ოქმი, სადაც ფიქსირდება ლუქის მდგომარეობა. მუხლი 29. ზეპირი ახსნა-განმარტების მიღება ადგილზე შემოწმების დროს 1. ადგილზე შემოწმების დროს, ჯგუფის წევრის მიერ დასმულ შეკითხვაზე საწარმოს წარმომადგენლისგან ან/და საწარმოს თანამშრომლისგან მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტება შესაძლებელია ჩაწერილ იქნეს ნებისმიერი ფორმით კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილი ზეპირი ახსნა-განმარტების ჩანაწერის ასლი შესაბამის საწარმოს ეგზავნება ადგილზე შემოწმების დასრულების შემდეგ. მუხლი 30. ინფორმაციის მოპოვება ადგილზე შემოწმების დროს 1. ადგილზე შემოწმების დროს ჯგუფის წევრებს უფლება აქვთ შეამოწმონ შესაბამისი საწარმოს: ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემა, მათ შორის, სერვერები, პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, ტაბლეტები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები; ბ) ინფორმაციის შესანახი საშუალებები, მათ შორის, კომპაქტ-დისკები (CD-ROM), ინფორმაციის მატარებელი ციფრული ოპტიკური დისკები (DVD), უნივერსალური სერიული სალტეები (USB), გარე მყარი დისკები (external hard disks), სარეზერვო ასლები (backup tapes) და მონაცემთა “ღრუბლები” (clouds); გ) საწარმოს თანამშრომლების ან/და წარმომადგენლების პირადი ტექნიკა, მოწყობილობა და საშუალებები, რომელიც გამოიყენება სამსახურებრივი მიზნებისათვის, იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ადგილზე შემოწმების მიზნებისთვის. 2. ამ წესების მე-6 მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიის უფლებამოსილება მოიცავს ადგილზე შემოწმების ჯგუფის წევრის უფლებას, ადგილზე შემოწმების დროს გამოიყენოს არამხოლოდ საინფორმაციო სისტემაში ჩაშენებული/ინტეგრირებული საძიებო სისტემები, არამედ სხვა რელევანტური საშუალებები (Forensic IT tools). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციის შესანახ საშუალებათაგან შესამოწმებლად შერჩეული საშუალება უსაფრთხოების კონტროლის მიზნით, ადგილზე შემოწმების დასრულებამდე, შესაძლებელია გადავიდეს ადგილზე შემოწმების ჯგუფის დროებით მფლობელობაში, რასთან დაკავშირებითაც დგება ოქმი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესანახი საშუალება საწარმოს უბრუნდება ადგილზე შემოწმების დასრულების ან საშუალებაზე არსებული ინფორმაციის ასლის (forensic copy) გაკეთების შემდეგ. ასეთი ასლი ითვლება ინფორმაციის შესანახ ორიგინალ საშუალებაზე არსებული ინფორმაციის ავთენტურ დუბლიკატად. ავთენტური დუბლიკატის შემოწმება უტოლდება ინფორმაციის შესანახი ორიგინალ საშუალებაზე არსებული ინფორმაციის შემოწმებას. მუხლი 31. ადგილზე მოპოვებულ ინფორმაციასთან მოპყრობა 1. ადგილზე შემოწმების დასრულებისას, ადგილზე შემოწმების ჯგუფის მიერ შემოწმების დროს მოპოვებული ინფორმაციის გადატანა ხდება ინფორმაციის მატარებელზე და მზადდება სამი იდენტური ასლი, საიდანაც ერთი გადაეცემა საწარმოს, ხოლო ორი თან მიაქვს ადგილზე შემოწმების ჯგუფს. 2. ადგილზე შემოწმების დასრულებისას ორ ეგზემპლარად მზადდება შემოწმების ოქმი, რომელიც ასევე მოიცავს ადგილზე შემოწმებისას მოპოვებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ჩამონათვალს/სიას. ოქმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა საწარმოს. 3. ოქმის გაცნობისა და მისი ერთი ეგზემპლარის, ასევე ინფორმაციის მატარებლის გადაცემის ფაქტს საწარმოს უფლებამოსილი პირი ადასტურებს ხელმოწერით. თუ პირი უარს აცხადებს ხელმოწერაზე, ადგილზე შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი თავად აწერს ხელს და აკეთებს მითითებას პირის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ. 4. საწარმო უფლებამოსილია მოითხოვოს ადგილზე შემოწმების დროს, ადგილზე შემოწმების ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ და კომისიის მიერ დამტკიცებული “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესის” შესაბამისად. 5. ადგილზე შემოწმების დროს ადგილზე შემოწმების ჯგუფის მიერ მოპოვებული, კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაციის დაცვა ხდება კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის მიერ დამტკიცებული “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესის” შესაბამისად. მუხლი 32. ბაზრის კვლევის მიმდინარეობა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. ბაზრის კვლევა ხორციელდება კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით, კანონმდებლობისა და ენერგეტიკული გაერთიანების რეგულაციების ან/და რეკომენდაციების შესაბამისად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. 2. კომისია ბაზრის კვლევისას მართავს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ საჯარო კონსულტაციებს. კომისია აანალიზებს საჯარო კონსულტაციებისას მიღებულ კომენტარებსა და რეკომენდაციებს და კომისიის ვებგვერდზე აქვეყნებს მათ ერთიანი მიმოხილვის სახით შესაბამის განმარტებებთან ერთად. 3. ბაზრის კვლევისას კომისია შეზღუდული არ არის ბაზრის კვლევის დაწყების თაობაზე უფლებამოსილი სუბიექტის მოთხოვნით/განცხადებით. 4. ბაზრის კვლევის შედეგების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ბაზრის კვლევის დაწყების შესახებ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 7 თვის ვადაში. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადა, კომისიის მიერ სათანადოდ დასაბუთებული, გონივრული აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, გაგრძელდეს არაუმეტეს 4 თვით. 6. ბაზრის კვლევის ვადის გაგრძელების თაობაზე კომისია მოთხოვნის წარმდგენს/განმცხადებელს ატყობინებს გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე. 7. ბაზრის კვლევა სრულდება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებით, რომელშიც ასახული უნდა იყოს დასაბუთებული ინფორმაცია კანონმდებლობის დარღვევის, ასევე კანონით განსაზღვრული მარეგულირებელი ღონისძიების გამოყენების თაობაზე; 8. კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არანაკლებ 25 სამუშაო დღით ადრე მომთხოვნის წარმდგენს/განმცხადებელს და ამ წესების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ შესაბამის საწარმოს/მოპასუხეს უგზავნის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების პროექტს, კვლევის მასალებს და განუმარტავს, რომ უფლება აქვთ, წარმოადგინონ თავიანთი პოზიციები და შესაბამისი დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები და ამისათვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. 9. ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება წარედგინება საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს და ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე.
თავი V თანამშრომლობის პროგრამა მუხლი 33. თანამშრომლობის პროგრამის მიზანი თანამშრომლობის პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ბაზარზე კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების გამოვლენას. მუხლი 34. თანამშრომლობის პროგრამის არსი და სარგებლობის პირობები 1.თანამშრომლობის პროგრამა გულისხმობს კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნების დარღვევისთვის ჯარიმისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას, თუ საწარმოს მხრიდან დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ა) წერილობით აღიარებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას; ბ) კომისიას წერილობით წარუდგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის შესახებ მის ხელთ არსებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად, მანამ, სანამ ეს ინფორმაცია კომისიისთვის სხვა წყაროდან გახდება ცნობილი; გ) განცხადებაში დასმული საკითხების შესწავლის პროცესში უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლებს კომისიასთან; დ) შეწყვეტს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია მიიჩნევს, რომ პირის მიერ ამ შეთანხმებაში მონაწილეობის გაგრძელება განცხადებაში დასმული საკითხების შესწავლას ხელს შეუწყობს; ე) არ გაანადგურებს განცხადებაში დასმული საკითხების შესწავლისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტაციას და მტკიცებულებებს; ვ) არ გაამჟღავნებს ინფორმაციას თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება არ ვრცელდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების ერთადერთ ორგანიზატორზე ან/და ინიციატორზე, აგრეთვე იმ საწარმოებზე, რომელებმაც სხვა საწარმოებს აღნიშნულ შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულეს. მუხლი 35. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა 1. კომისიაში თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ხდება საწარმოს მიერ ინდივიდუალურად ამ წესების №1.4 დანართის შესაბამისად. 2. ორი ან მეტი საწარმოს მიერ კომისიაში თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განცხადების ერთობლივად წარდგენის შემთხვევაში, განცხადების წარმდგენ საწარმოებს ამ წესების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოთ მეორე ან მესამე კატეგორია. 3. კომისიაში თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენამდე საწარმოს უფლება აქვს ანონიმურად მიმართოს კომისიას და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამის შესახებ. 4. თუ თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს საწარმოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომისია საწარმოს წერილობით აცნობებს აღნიშნულის თაობაზე და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს წარმოდგენილი კომისიის მიერ განსაზღვრული ინფორმაცია და მტკიცებულებები. 5. თუ კომისია დაადგენს, რომ განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, იღებს გადაწყვეტილებას საწარმოსთვის თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსის მინიჭების შესახებ ამ წესების მოთხოვნების გათვალისწინებით და აღნიშნულის თაობაზე წერილობით ატყობინებს საწარმოს. 6. საწარმოს უფლება აქვს განცხადების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უკან გაიხმოს განცხადება. განცხადების უკან გახმობის მიუხედავად, კომისია იტოვებს საწარმოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და მტიცებულებებს ამ წესების მოთხოვნების დაცვით. მუხლი 36. თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათები და მათი გავრცელების პირობები 1. თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში კომისიის მიერ საწარმოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმისგან გათავისუფლება შეიძლება იყოს შემდეგი კატეგორიის: ა) პირველი კატეგორია – ჯარიმისგან 50%-დან 100%-მდე ოდენობით გათავისუფლება; ბ) მეორე კატეგორია – ჯარიმისგან 20%-დან 50%-მდე ოდენოებით გათავისუფლება; გ) მესამე კატეგორია – ჯარიმისგან 20%-მდე ოდენობით გათავისუფლება. 2. თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმისგან საწარმოს სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია განცხადებაში დასმული საკითხების შესწავლის დასრულებისთანავე, რისთვისაც კომისია აფასებს საწარმოს მიერ ამ წესებით დადგენილი პირობების შესრულებას. 3. საწარმოს ჯარიმის დაკისრებისგან გათავისუფლება კატეგორიების მიხედვით არის შემდეგი: ა) პირველი კატეგორია ენიჭება საწარმოს, რომელიც რიგით პირველი შეიტანს განცხადებას კომისიაში და აკმაყოფილებს ამ წესების 34-ე და 35-ე მუხლების მოთხოვნებს. ბ) მეორე კატეგორია ენიჭება საწარმოს, რომელიც რიგით მეორე შეიტანს განცხადებას კომისიაში და აკმაყოფილებს ამ წესების 34-ე და 35-ე მუხლების მოთხოვნებს და მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იქნება განცხადების შემომტანი რიგით პირველი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემავსებელი. გ) მესამე კატეგორია ენიჭება საწარმოს, თუ ის არის რიგით მესამე და აკმაყოფილებს ამ წესების 34-ე და 35-ე მუხლების მოთხოვნებს და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება უფრო ადრე გაცხადებული ინფორმაციის შემავსებელი. 4. საწარმოს თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი უუქმდება იმ შემთხვევაში, თუ კომისიისთვის აშკარა გახდა, რომ საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ან იგი არ აკმაყოფილებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს ან საწარმომ უკან გაიხმო თავისი განცხადება. 5. იმ საწარმოს კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი, რომელსაც მოეხსნა სტატუსი ან რომელმაც უკან გაიხმო განცხადი, მიენიჭება რიგში მის შემდგომ მყოფ საწარმოს. 6. თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მიღებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების კონფიდენციალურობა დაცულია კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის მიერ დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესის“ შესაბამისად. მუხლი 37. თანამშრომლობის პროგრამა ბაზარზე მანიპულაციისას ან ბაზარზე მანიპულაციის მცდელობისას ამ თავით გათვალისწინებული თანამშრომლობის პროგრამა ასევე ვრცელდება ამ წესების 55-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების კოორდინირებულ ქმედებებზე.
თავი VI კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენა და განხილვა მუხლი 38. კონცენტრაციის კონტროლის მიზანი კომისიის მიერ კონცენტრაციის კონტროლის მიზანია ისეთი კონცენტრაციის განხორციელების პრევენცია, რომელიც ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს, მისი ნაწილის ან/და ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ენერგეტიკულ ბაზარზე. მუხლი 39. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების ვალდებულების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და მათი გამოთვლა 1. კომისიისთვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე საწარომების/წყალმომარაგების ლიცენზიატების ერთობლივი წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე ან/და ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ტერიტორიაზე აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი საწარმოდან/წყალმომარაგების ლიცენზიატიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს. 2. ერთობლივი წლიური ბრუნვა გულისხმობს კონცენტრაციის მონაწილეთა შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მონაცემებით კანონით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალს. 3. იმ საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მონაწილეობით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც რეგისტრირებულია კონცენტრაციის განხორციელების წელს, მხედველობაში მიიღება მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის მომენტისათვის არსებული ბრუნვა. 4. თუ კონცენტრაცია ეხება ერთი ან რამდენიმე საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის ნაწილის ან ნაწილების შეძენას, მიუხედავად იმისა ისინი დამოუკიდებელი ერთეულები არიან თუ არა, კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი წლიური ბრუნვის გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ საწარმოთა/წყალმომარაგების ლიცენზიატთა კონცენტრაციას დაქვემდებარებული ნაწილის/ნაწილების შესაბამისი ბრუნვა, შესაბამისი ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიურ საფუძვლებზე დაყრდნობით. 5. კონცენტრაციის მონაწილეთა ბრუნვის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება შემდეგი საწარმოების/წყალმომარაგების ლიცენზიატების ერთობლივი წლიური ბრუნვა: ა) კონცენტრაციაში მონაწილე საწარმო/წყალმომარაგების ლიცენზიატი; ბ) კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოთა/წყალმომარაგების ლიცენზიატთა მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლირებადი ან კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოების/წყალმომარაგების ლიცენზიატების პირდაპირ ან არაპირდაპირ მაკონტროლებელი საწარმოები/წყალმომარაგების ლიცენზიატები; გ) სხვა საწარმოები/წყალმომარაგების ლიცენზიატები, რომელთაც აკონტროლებს საწარმო/წყალმომარაგების ლიცენზიატი, რომელიც ახორციელებს კონტროლს კონცენტრაციის მონაწილე საწარმოზე/წყალმომარაგების ლიცენზიატზე; დ) საწარმოები/წყალმომარაგების ლიცენზიატები, რომლებიც იმყოფებიან კონცენტრაციის მონაწილე საწარმოთა/წყალმომარაგების ლიცენზიატთა ერთობლივი კონტროლის ქვეშ. მუხლი 40. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულების წარმოშობა 1. კომისიისთვის კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების ვალდებულება წარმოიშობა შესაბამისი შეთანხმების ძალაში შესვლამდე ან/და კონცენტრაციის ფაქტობრივ განხორციელებამდე, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში“ რეგისტრაციამდე. 2. თუ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის მოპოვება ხდება ერთზე მეტი ტრანზაქციის საშუალებით უწყვეტი სამი კალენდარული წლის განმავლობაში, კონტროლის მომპოვებელ პირს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობა უშუალოდ იმ ტრანზაქციის განხორციელებამდე, რომლითაც ხდება კონტროლის მოპოვება. მუხლი 41. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება წყალმომარაგების სექტორში განხორციელებული ისეთი კონცენტრაციის მონაწილე წყალმომარაგების ლიცენზიატი, რომელიც თვითონ ან თავისი საქმიანობით პირდაპირ ან არაპირდაპირ არ არის დაკავშირებული ენერგეტიკული ბაზრის მონაწილესთან/ენერგეტიკულ საქმიანობასთან. მუხლი 42. კომისიის გვერდის ავლით ან კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად განხორციელებული კონცენტრაცია 1. აკრძალულია შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება, კომისიისთვის შეტყობინების გარეშე, ამ წესების 46-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ვადების ამოწურვამდე, ან/და კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. 2. კომისია უფლებამოსილია შეისწავლოს კომისიისთვის შეტყობინების გარეშე განხორციელებული კონცენტრაცია, განსაზღვროს, ექვემდებარებოდა თუ არა კონცენტრაცია კომისიისთვის შეტყობინების ვალდებულებას და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ღონისძიება. მუხლი 43. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარმდგენი პირი კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ეკისრება: ა) ფასიანი ქაღალდების ან წილის შეძენის, ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით კონტროლის მოპოვების შემთხვევაში - შემძენ ან/და კონტროლის მომპოვებელ პირს; ბ) შერწყმის/გაერთიანების შემთხვევაში - ტრანზაქციის ყველა მონაწილეს, ერთობლივი შეტყობინების წარდგენის გზით; გ) ერთობლივი საწარმოს შექმნის შემთხვევაში - ტრანზაქციის ყველა მონაწილეს, ერთობლივი შეტყობინების წარდგენის გზით. მუხლი 44. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენა და დასაშვებობის შეფასება 1. კომისიას კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს ამ წესების №1.3 დანართის შესაბამისად. 2. კომისია შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს მის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. კომისია აღნიშნულ ვადაში ასევე ამოწმებს, თუ რამდენად ექცევა წარდგენილი შეტყობინების განხილვა კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში. 3. თუ შეტყობინება წარმოდგენილი არ არის ამ წესებითა და სხვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, კომისია შეტყობინების წარმდგენს განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არანაკლებ 5 სამუშაო დღის ოდენობის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად და შეტყობინების წარმდგენს განუმარტავს ხარვეზის შინაარსს. 4. თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ იქნება აღმოფხვრილი შეტყობინება დარჩება განუხილველი. 5. შეტყობინების განხილვის ვადის ათვლა იწყება კომისიაში სრულყოფილი შეტყობინების წარმოდგენის მომენტიდან. 6. თუ შეტყობინების შესწავლის უფლებამოსილება, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აქვს სააგენტოს, კომისია მიღებულ შეტყობინებას უგზავნის სააგენტოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. 7. თუ შეტყობინების შესწავლის უფლებამოსილების მქონე ორგანო ვერ დგინდება, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა გაიზრდება 30 კალენდარულ დღემდე, რათა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით კომისიასა და სააგენტოს შორის გაიმართოს კონსულტაციები. 8. კომისია წარდგენილ შეტყობინებას არ განიხილავს ამ წესების 46-ე მუხლის შესაბამისად, თუ დაგეგმილი კონცენტრაცია არ ექცევა კანონის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესების რეგულირების სფეროში ან კომისიის კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 45. კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის და დაინტერესებული მხარის უფლებები და ვალდებულებები 1. კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს: ა) ჰყავდეს ადვოკატი ან/და წარმომადგენელი შეტყობინების განხილვის პროცესში; ბ) კომისიას წარუდგინოს პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში; გ) გაეცნოს საქმის მასალებს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით; დ) მიმართოს კომისიას ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ; ვ) კომისიას შესთავაზოს დაგეგმილი ტრანზაქციის ცვლილება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით. 2. კონცენტრაციაში მონაწილე საწარმო/წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა კომისიის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში და გამოცხადდეს ზეპირ ახსნა-განმარტებაზე. მუხლი 46. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვა და განხილვის შედეგები 1. თუ კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება ექცევა კანონის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და ამ წესების რეგულირების სფეროში, ასევე, კომისიის კომპეტენციის ფარგლებში და წარმოდგენილია №1.3 დანართის შესაბამისად, კომისია იწყებს მის განხილვას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების შესწავლის დაწყების შესახებ და დაინტერესებულ პირს აძლევს საკუთარი მოსაზრებების კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის შესაძლებლობას. აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისას დაცული უნდა იყოს კონცენტრაციის მონაწილე პირთა შესახებ მონაცემების კონფიდენციალურობა. ამასთანავე, ეს ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს მხარეთა ვინაობის/დასახელების, კონცენტრაციის საგნისა და ეკონომიკის სფეროს/ბაზრის თაობაზე, რომელსაც ეხება დაგეგმილი კონცენტრაცია. 3. კომისია უფლებამოსილია, შეტყობინების განხილვის პროცესში გაეცნოს დაინტერესებული პირების, კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოების/წყალმომარაგების ლიცენზიატების და დარგის ექსპერტების პოზიციებს დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით. 4. კომისია კონცენტრაციის შესახებ შეტყობინებას განიხილავს ამ წესების შესაბამისად სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 25 სამუშაო დღისა და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) დაგეგმილი კონცენტრაციის ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ; ბ) კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლებელია დაგეგმილი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადი არ იყოს ან თუ, საქმის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი საკითხის დამატებით შესწავლა. 5. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ 25 დღიან ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა მიიჩნევა დადებით პასუხად. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისია კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას განიხილავს კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. ამ ვადაში კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობა დადებით პასუხად მიიჩნევა. 7. კომისიას უფლება აქვს, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარმდგენ საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარმოდგენის ვადა, რაც ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების შეჩერების საფუძველია. 8. ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვამდე ან კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე კონცენტრაციის განხორციელება აკრძალულია. 9. იმ კონცენტრაციის რეგისტრაციისათვის, რომელთაც ამ წესების შესაბამისად ეკისრებათ შეტყობინების ვალდებულება, აუცილებელია დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენციული ეფექტის თაობაზე კომისიის დადებითი დასკვნა. კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულირებული საწარმოების შერწყმის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია. 10. თუ კომისია მიიჩნევს, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე, მიიღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ. 11. თუ კომისია მიიჩნევს, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე, მიიღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის დაუშვებლობის შესახებ. 12. თუ კონცენტრაცია იწვევს დომინანტური მდგომარეობის წარმოქმნას ან გაძლიერებას, ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონცენტრაციაში მონაწილე საწარმო/წყალმომარაგების ლიცენზიატი დაასაბუთებს საწინააღმდეგოს. 13. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონცენტრაციაში მონაწილე საწარმო/წყალმომარაგების ლიცენზიატი კომისიას დაუსაბუთებს, რომ დომინანტური მდგომარეობის წარმოქმნის ან გაძლიერების მიუხედავად, დაგეგმილი კონცენტრაცია არ შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და მოჰყვება მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტები, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ. 14. დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის ან დაგეგმილი კონცენტრაციის დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღნიშნული გადაწყვეტილება ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“. მუხლი 47. კონცენტრაციის შეფასების კრიტერიუმები 1. ჰორიზონტალური კონცენტრაციისას: ა) კონცეტრაცია არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას, თუ კონცენტრაციის შედეგად საქართველოს ან მის ნაწილში საწარმოთა ერთობლივი საბაზრო წილი არ აღემატება 25 პროცენტს. ბ) კონცენტრაცია არ იწვევს ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვას, თუ შესაბამის ბაზარზე კონცენტრაციის შედეგად HHI ინდექსის მნიშვნელობა არ აღემატება 1000-ს. გ) თუ შესაბამის ბაზარზე მოქმედ საწარმოთა კონცენტრაციის შედეგად HHI ინდექსის მნიშვნელობა 1000-დან 2000-მდეა და მისი ცვლილება არ აღემატება 250-ს ან HHI ინდექსის მნიშვნელობა მეტია 2000-ზე და მისი ცვლილება ნაკლებია 150-ზე, მაშინ ასეთი კონცენტრაცია არ იწვევს ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: გ.ა) კონცენტრაციაში მონაწილეობს პოტენციური კონკურენტი ან ბაზრის მცირე წილის მქონე საწარმო, რომელიც კონცენტრაციამდე ცოტა ხნით ადრე შემოვიდა ბაზარზე; გ.ბ) კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოთა ინოვაციური პოტენციალი კონცენტრაციის მომენტისათვის მოცემულ ბაზრის სტრუქტურაში ასახული არ არის; გ.გ) სახეზეა ბაზრის მონაწილე საწარმოებს შორის ჯვარედინი თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ერთმანეთის წილების/აქციების ფლობას; გ.დ) კონცენტრაციაში მონაწილე ერთ-ერთი საწარმოს საბაზრო წილი მინიმუმ 50 პროცენტია; გ.ე) სახეზეა ბაზრის მონაწილე საწარმოებს შორის წარსულში არსებული არაერთჯერადი ხასიათის შეთანხმებული მოქმედებების ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ნიშნები; გ.ვ) სახეზეა სხვა ისეთი მოცემულობა ბაზარზე, რომლის არსებობა, მიუხედავად საბაზრო სტრუქტურისა და საწარმოთა წილების მაჩვენებლებისა, მიუთითებს იმაზე, რომ კონცენტრაცია შეიძლება იწვევდეს ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვას. 2. თუ ვერტიკალური ან/და კონგლომერატული კონცენტრაციის შედეგად შექმნილი საწარმო შერწყმისთვის გაცხადებულ თითოეულ ბაზარზე, კონცენტრაციის შედეგად არ მოიპოვებს 30 პროზენტზე მეტ საბაზრო წილს და თითოეულ ასეთ ბაზარზე HHI ინდექსის მნიშვნელობა ნაკლებია 2000-ზე, ასეთი კონცენტრაცია არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას, გარდა იმ შემთხვევებისა თუ: ა) საბაზრო ძალაუფლების ან ინოვაციური პოტენციალის გამო მოსალოდნელია კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოთა საბაზრო წილის მნიშვნელოვანი ზრდა; ბ) ბაზრის მონაწილე საწარმოთა შორის არსებობს მნიშვნელოვანი ჯვარედინი თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ბაზრის მონაწილე საწარმოების მიერ ერთმანეთის მნიშვნელოვანი წილების/აქციების ოდენობის ფლობას; გ) სახეზეა ბაზრის მონაწილე საწამოთა შორის წარსულში არსებული არაერთჯერადი ხასიათის შეთანხმებული მოქმედებების ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ნიშნები; დ) სახეზეა სხვა ისეთი მოცემულობა ბაზარზე, რომლის არსებობა, მიუხედავად საბაზრო სტრუქტურისა და საწამოთა წილების მაჩვენებლებისა, მიუთითებს იმაზე, რომ კონცენტრაცია შეიძლება იწვევდეს ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვას. მუხლი 48. სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებები 1. თუ ამ წესების 46-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ რომელიმე ეტაპზე, კომისიას გაუჩნდა გონივრული ეჭვი, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია, შესაძლოა, არ იყოს თავსებადი კონკურენტულ გარემოსთან და შედეგად, მოსალოდნელია ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვა, ამის შესახებ წერილობით აცნობებს კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოებს/წყალმომარაგების ლიცენზიატებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოებს/წყალმომარაგების ლიცენზიატებს ეცნობებათ ყველა ის გარემოება, რაც აჩენს ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვის გონივრულ ეჭვს. საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატს ასევე განემარტება მისი უფლება-მოვალეობების შესახებ, მათ შორის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული ან/და ქცევით ხასიათის ღონისძიების სახით ტრანზაქციის ცვლილების შეთავაზების უფლების შესახებ. ამასთან, საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატს განესაზღვრება ვადა მოსაზრების და დამატებითი ინფორმაციის წარსადგენად, რაც ამ წესების 46-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია. 3. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ შესაძლოა კომისიისთვის შეთავაზებულ იქნეს ტრანზაქციის ცვლილება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით: ა) სტრუქტურული ხასიათის ღონისძიება წარმოადგენს საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რომლის განხორციელების შედეგად, იცვლება ბაზრის სტრუქტურა და ამ ბაზარზე შესაბამისი საწარმოს მდგომარეობა. სტრუქტურული ხასიათის ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს აქტივების ან წილის/აქციების გაყიდვის გზით, ასევე, სხვა იმგვარი საშუალებით, რომელიც გავლენას ახდენს ბაზრის სტრუქტურაზე. ბ) ქცევითი ხასიათის ღონისძიება წარმოადგენს საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც გულისხმობს მათ მიერ კონკრეტული ქმედების განხორციელებას ან კონკრეტული ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავებას, ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის შენარჩუნების მიზნით. 4. კომისია საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილი სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების განხილვისას სხვა საკითხებთან ერთად აანალიზებს, თუ რამდენად არის შეთავაზებული ღონისძიებები პროპორციული და საკმარისი იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვა. გარდა ამისა, კომისია აანალიზებს, თუ რამდენად განხორციელებადია შემოთავაზებული ღონისძიებები. 5. კომისია უფლებამოსილია, სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებებთან დაკავშირებით, საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მოთხოვნის შემთხვევაში ან საკუთარი ინიციატივით, ზეპირი ახსნა-განმარტების მისაღებად მოიწვიოს კონცენტრაციაში მონაწილეები. 6. თუ კომისია მიიჩნევს, რომ სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების განხორციელების შედეგად, კონცენტრაცია არ შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას ენერგეტიკულ ბაზარზე, იღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ. 7. თუ კომისია მიიჩნევს, რომ საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ შემოთავაზებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების მიუხედავად, დაგეგმილი კონცენტრაცია შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას ენერგეტიკულ ბაზარზე, იღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის დაუშვებლობის შესახებ. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიების თაობაზე, შესაბამისი ვადის მითითებით. 9. კომისია უფლებამოსილია, კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატს მოსთხოვოს ინფორმაციის მიწოდება განხორციელებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების თაობაზე, გარკვეული პერიოდულობით. მუხლი 49. სანქციები 1. კონკურენციის შემზღუდავი კონცენტრაცია, რომელსაც შესაბამის ვადაში არ მოყვა ამ წესების 48-ე მუხლით გათვალისწინებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიება, აგრეთვე კომისიისთვის კონცენტრაციის შეტყობინების წარუდგენლობა, კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელება ან/და შეტყობინების განხილვის ვადის ამოწურვამდე ან კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე კონცენტრაციის განხორციელება გამოიწვევს კონცენტრაციის მონაწილე საწარმოების\წყალმომარაგების ლიცენზიატების დაჯარიმებას „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის ჯარიმის დაკისრება პირს არ ათავისუფლებს კომისიისთვის კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან. ჯარიმის დაკისრების პარალელურად, შეტყობინების წარმოდგენის ვადას, ყველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს კომისია და იგი არ შეიძლება იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები. 3. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად ან/და ამ წესების 46-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ კონცენტრაციის განხორციელებისას, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისას, რასაც მოყვა უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება, კომისია, ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, მიმართავს კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების მოთხოვნით შერწყმის გაუქმების ან შეძენილი წილების ან აქტივების გასხვისების გზით. 4. თუ კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა მისი გაუქმების გზით შეუძლებელია, კომისიას უფლება აქვს, თავად მიიღოს ნებისმიერი სხვა შესაბამისი ზომა კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებულ მდგომარეობაში შეძლებისდაგვარად დასაბრუნებლად. 5. კომისია უფლებამოსილია საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატს მოსთხოვოს ნებისმიერი სხვა ზომის მიღება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ კონცენტრაციის გაუქმება ან კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. მუხლი 50. კომისიის გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის გადაწყვეტილება დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის ან დაგეგმილი კონცენტრაციის დაუშვებლობის შესახებ ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე.
თავი VII საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მთლიანობა და გამჭვირვალობა მუხლი 51. შიდა ინფორმაცია 1. შიდა ინფორმაცია არის ზუსტი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული ერთ ან მეტ საბითუმო ენერგოპროდუქტთან, არ არის საჯაროდ გამოქვეყნებული და მისმა გასაჯაროებამ, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ამ ენერგოპროდუქტების საბითუმო ფასებზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის ინფორმაციას წარმოადგენს: ა) ინფორმაცია, რომლის გამოქვეყნებაც მოთხოვნილია კანონმდებლობით, მათ შორის კანონით, მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით და ამ წესებით; ბ) ინფორმაცია, რომელიც ეხება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის წარმოების, შენახვის, მოხმარების ან გადაცემის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ტექნიკურ შესაძლებლობებს ან გამოყენებას, მათ შორის, ამ მოწყობილობების გეგმურ და არაგეგმურ ხელმიუწვდომლობას; გ) ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც მოთხოვნილია კანონმდებლობით, მათ შორის, ბაზრის წესებით, ამ წესებითა და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით, ხელშეკრულებებითა და საბაზრო პრაქტიკით, რამდენადაც ამ ინფორმაციამ, შეიძლება, მნიშვნელოვნად იმოქმედოს საბითუმო ენერგოპროდუქტების ფასებზე; დ) სხვა ინფორმაცია, რომელსაც საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის რაციონალური მონაწილე გონივრულ პირობებში გამოიყენებდა საბითუმო ენერგოპროდუქტებზე გარიგებების დადებასთან ან ვაჭრობისთვის განაცხადების ან/და სატენდერო წინადადებების განთავსებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. 3. ინფორმაცია მიიჩნევა ზუსტად, თუ იგი წარმოადგენს კონკრეტული გარემოებების ერთობლიობას, რომლებიც უკვე არსებობს ან შეიძლება წარმოიშვას, აგრეთვე, ქმედებას, რომელიც უკვე განხორციელდა ან მოსალოდნელია რომ განხორციელდეს და იძლევა დასკვნების გაკეთების საშუალებას საბითუმო ენერგოპროდუქტების ფასებზე შესაძლო ზეგავლენის შესახებ.
მუხლი 52. შიდა ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობის აკრძალვა 1. პირებს, რომლებიც ფლობენ საბითუმო ენერგოპროდუქტებზე შიდა ინფორმაციას, ეკრძალებათ: ა) შიდა ინფორმაციის გამოყენება პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით, საკუთარი ან სხვა პირის სასარგებლოდ, იმ საბითუმო ენერგოპროდუქტების შეძენის ან განკარგვის, აგრეთვე შეძენის ან განკარგვის მცდელობის მიზნით, რომლებსაც ეხება აღნიშნული ინფორმაცია; ბ) შიდა ინფორმაციის გამჟღავნება სხვა ნებისმიერი პირისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შიდა ინფორმაციის გამჟღავნება ხდება მათი სამსახურებრივი ან/და პროფესიული ვალდებულებების შესრულების დროს; გ) შიდა ინფორმაციის საფუძველზე სხვა პირისთვის ისეთი საბითუმო ენერგოპროდუქტების შეძენაზე ან განკარგვაზე რეკომენდაციის მიცემა ან წაქეზება, რომლებსაც ეს ინფორმაცია ეხება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აკრძალვა ეხება პირებს, რომლებიც ფლობენ შიდა ინფორმაციას საბითუმო ენერგოპროდუქტების შესახებ, კერძოდ: ა) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის მმართველ ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს; ბ) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის წილის/აქციებს მფლობელ პირებს; გ) პირებს, რომლებსაც აქვთ წვდომა ინფორმაციაზე მათი სამსახურებრივი ან პროფესიული ვალდებულებების შესრულებიდან გამომდინარე; დ) პირებს, რომლებმაც მოიპოვეს ასეთი ინფორმაცია უკანონო საქმიანობით; ე) პირებს, რომლებმაც იციან ან უნდა იცოდნენ, რომ აღნიშნული არის შიდა ინფორმაცია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება სისტემების ოპერატორებზე ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის შეძენისას, სისტემის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. 4. ეს მუხლი არ ვრცელდება: ა) გარიგებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც წამოიშვა საბითუმო ენერგოპროდუქტების ყიდვის/გაყიდვის ან სხვაგვარად განკარგვის შედეგად დადებული ხელშეკრულებიდან ან ვაჭრობის მიზნით განთავსებული განაცხადიდან/სატენდერო წინადადებიდან და შესაბამისი დაინტერესებული პირი მანამდე არ ფლობდა შიდა ინფორმაციას. ბ) ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მწარმოებლების, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერატორების მიერ განხორციელებულ გარიგებებზე, რომელთა ერთადერთი მიზანია არაგეგმური წყვეტებით უშუალოდ გამოწვეული მიუწოდებელი ენერგიის ჩანაცვლება, როდესაც ამგვარი ქმედების განუხორციელებლობა გამოიწვევდა საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობას ან, როდესაც ამგვარი ქმედება განხორციელდა სისტემის ოპერატორებთან შეთანხმებით, სისტემის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. ასეთ შემთხვევებში, განხორციელებულ გარიგებებთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა ეცნობოს კომისიას 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებისა და ამ წესების №1.5 დანართის შესაბამისად; გ) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეები, რომლებიც მოქმედებენ საგანგებო სიტუაციების მარეგულირებელი წესების შესაბამისად, რის საფუძველზეც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელდა ღონისძიებები ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად და საბაზრო მექანიზმები შეჩერებულია საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე. 5. როდესაც შიდა ინფორმაციის გავრცელება ხდება ჟურნალისტური ან სახელოვნებო მიზნებით, შიდა ინფორმაციის ამგვარი გავრცელება უნდა შეფასდეს მედიის თავისუფლების მომწესრიგებელი ნორმების გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეები პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებენ სარგებელს ამგვარი ინფორმაციის გავრცელებით; ბ) შიდა ინფორმაციის გამჟღავნება ან გავრცელება ხდება საბითუმო ენერგოპროდუქტების მიწოდებასთან, მოთხოვნასთან ან ფასთან დაკავშირებით ბაზრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მუხლი 53. შიდა ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება 1. საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილემ ეფექტიანად და დროულად უნდა გაასაჯაროოს მის ხელთ არსებული შიდა ინფორმაცია იმ სამეწარმეო საქმიანობებთან ან საწარმოო საშუალებებთან დაკავშირებით, რომელთაც ფლობს, აკონტროლებს ან/და რომლის საოპერაციო საკითხებზეც მთლიანად ან ნაწილობრივ ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნულ საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეს, მის მშობელ საწარმოს ან მასთან დაკავშირებულ საწარმოს. ასეთი გასაჯაროება ეხება ინფორმაციას ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის წარმოების, შენახვის, მოხმარებისა და გადაცემის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ტექნიკური შესაძლებლობებისა და მათი გამოყენების, მათ შორის, გეგმური და არაგეგმური ხელმიუწვდომლობის შესახებ. 2. საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილემ შეტყობინება შიდა ინფორმაციის გასაჯაროების დაყოვნების შესახებ კომისიას უნდა წარუდგინოს ამ წესების №1.7 დანართის შესაბამისად. 3. გამონაკლის შემთხვევებში, საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე უფლებამოსილია დააყოვნოს შიდა ინფორმაციის გასაჯაროება საკუთარი პასუხისმგებლობით, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს საზოგადოებრივ ინტერესს და ამ ქმედებით შეცდომაში არ იქნეს შეიყვანილი საზოგადოება, იმ პირობით, რომ საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე უზრუნველყოფს შიდა ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას და ამ ინფორმაციას არ გამოიყენებს საბითუმო ენერგოპროდუქტებით ვაჭრობისას გადაწყვეტილებების მისაღებად. ასეთ შემთხვევაში, საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილემ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია კომისიას, დროულად გასაჯაროების დაყოვნების დასაბუთებასთან ერთად. 4. იმ შემთხვევაში, როდესაც საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე გაამჟღავნებს შიდა ინფორმაციას საბითუმო ენერგოპროდუქტებთან დაკავშირებით, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი ინფორმაციის დროული, სრული და ეფექტიანი გასაჯაროება. 5. იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო წინასწარი განზრახვის გარეშე გაამჟღავნებს შიდა ინფორმაციას საბითუმო ენერგოპროდუქტებთან დაკავშირებით, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ასეთი ინფორმაციის დროული, სრული და ეფექტიანი გასაჯაროება წინასწარი განზრახვის გარეშე გამჟღავნების შემდეგ; 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები არ ვრცელდება ინფორმაციის მიმღებ პირზე, თუ მას აქვს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ამგვარი ვალდებულება გამომდინარეობს თუ არა კანონმდებლობის ან/და ხელშეკრულების მოთხოვნებიდან. 7. კანონის, მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების, ამ წესებისა და კომისიის მიერ მიღებული სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, შიდა ინფორმაციის გამოქვეყნება, მათ შორის, ჯამური ფორმით, გულისხმობს ერთდროულ, სრულ და ეფექტიან გასაჯაროებას. 8. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ინფორმაციის ეფექტიანი და დროული გამოქვეყნება წარმოადგენს საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეს ვალდებულებას, კანონის, მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების, ამ წესებისა და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 9. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე უფლებამოსილია დააყოვნოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და მათი დაცვის გაუმჯობესების საჭიროების შეფასებასთან დაკავშირებული სენსიტიური ინფორმაციის გამოქვეყნება, თუ აღნიშნული გათვალისწინებულია კანონმდებლობით. მუხლი 54. შიდა ინფორმაციის გამოქვეყნების ადგილი და ენა 1. საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეების მიერ ელექტროენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებული შიდა ინფორმაციის გასაჯაროება ხდება ენერგეტიკული ბირჟის ვებგვერდზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ენერგეტიკული ბირჟის ვებგვერდის გარდა, შიდა ინფორმაცია, შესაძლოა, დამატებით ასევე გასაჯაროვდეს საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის შესაბამისი მონაწილის ვებგვერდზე ან სხვა საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდზე. 3. შიდა ინფორმაცია ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. მუხლი 55. ბაზარზე მანიპულაცია 1. ბაზარზე მანიპულაცია გულისხმობს: ა) საბითუმო ენერგოპროდუქტებით ვაჭრობისას ნებისმიერი განაცხადის ან/და სატენდერო წინადადების განთავსებას ან გარიგების დადებას, რომელიც: ა.ა) იძლევა ან შესაძლოა გასცეს მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალები საბითუმო ენერგოპროდუქტების მიწოდების, მოთხოვნის ან ფასების შესახებ; ა.ბ) ადგენს (აფიქსირებს) ან ცდილობს დაადგინოს (დააფიქსიროს) ერთი ან რამდენიმე საბითუმო ენერგოპროდუქტის ფასი ხელოვნურ დონეზე, პირის ან პირების კოორდინირებული ქმედებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი, რომელმაც დადო გარიგება ან განათავსა განაცხადი ან/და სატენდერო წინადადება, ასაბუთებს მისი ქცევის მიზეზებს და რომ ამგვარი გარიგების დადება ან განაცხადის ან/და სატენდერო წინადადების განთავსება შეესაბამება საბითუმო ბაზარზე დასაშვებ საბაზრო პრაქტიკას. ა.გ) იყენებს ან ცდილობს გამოიყენოს ფიქტიური საშუალება ან შეცდომაში შეყვანის ნებისმიერი სხვა ფორმა, რომელიც იძლევა ან შესაძლოა გასცეს მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალები საბითუმო ენერგოპროდუქტების მიწოდების, მოთხოვნის ან ფასების შესახებ. ბ) მედიის, მათ შორის, ინტერნეტის ან ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენებით, ინფორმაციის, აგრეთვე მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიახლის გავრცელებას, რომელიც იძლევა ან შესაძლოა გასცეს მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალები საბითუმო ენერგოპროდუქტების მიწოდების, მოთხოვნის ან ფასების შესახებ და, როდესაც, ინფორმაციის გამავრცელებელმა პირმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ინფორმაცია იყო მცდარი და შეცდომაში შემყვანი. 2. როდესაც შიდა ინფორმაციის გავრცელება ხდება ჟურნალისტური ან სახელოვნებო მიზნებით, ინფორმაციის ამგვარი გავრცელება უნდა შეფასდეს მედიის თავისუფლების მომწესრიგებელი ნორმების გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს სარგებელს ამგვარი ინფორმაციის გავრცელებით; ბ) შიდა ინფორმაციის გამჟღავნება ან გავრცელება ხდება საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის მიერ საბითუმო ენერგოპროდუქტების მიწოდებასთან, მოთხოვნასთან ან ფასთან დაკავშირებით ბაზრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მუხლი 56. ბაზარზე მანიპულაციის მცდელობა 1. ბაზარზე მანიპულაციის მცდელობა გულისხმობს: ა) საბითუმო ენერგოპროდუქტებით ვაჭრობისას ნებისმიერი განაცხადის ან/და სატენდერო წინადადების განთავსებას ან გარიგების დადებას ან სხვა ქმედების განხორციელებას იმ მიზნით, რომ: ა.ა) გასცეს მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალები საბითუმო ენერგოპროდუქტების მიწოდების, მოთხოვნის ან ფასების შესახებ. ა.ბ) დადგინოს (დააფიქსიროს) ერთი ან რამდენიმე საბითუმო ენერგოპროდუქტის ფასი ხელოვნურ დონეზე, პირის ან პირების კოორდინირებული ქმედებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი, რომელმაც დადო გარიგება ან განათავსა განაცხადი ან/და სატენდერო წინადადება, ასაბუთებს მისი ქცევის მიზეზებს და რომ ამგვარი გარიგების დადება ან განაცხადის ან/და სატენდერო წინადადების განთავსება შეესაბამება საბითუმო ბაზარზე დასაშვებ საბაზრო პრაქტიკას. ა.გ) გასცეს ან შესაძლოა გასცეს მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალები საბითუმო ენერგოპროდუქტების მიწოდების, მოთხოვნის ან ფასების შესახებ, ფიქტიური საშუალების ან შეცდომაში შემყვანი ნებისმიერი სხვა ფორმის გამოყენებით. ბ) მედიის, მათ შორის, ინტერნეტის ან ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენებით, ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მიზნად ისახავს საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის მიერ მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალების გაცემას, საბითუმო ენერგოპროდუქტების მიწოდების, მოთხოვნის ან ფასების შესახებ. მუხლი 57. ბაზარზე მანიპულაციის ან მანიპულაციის მცდელობის აკრძალვა საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე მანიპულაცია ან მანიპულაციის მცდელობა აკრძალულია. მუხლი 58. საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა რეგისტრაცია 1. საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე, გარდა საბოლოო მომხმარებლისა, რომელიც დებს ან სურს, რომ დადოს გარიგება ვაჭრობის შესახებ განაცხადის ან/და სატენდერო წინადადების განთავსებით საქართველოში საბითუმო ენერგოპროდუქტებით ვაჭრობის მიზნით, ვალდებულია დარეგისტრირდეს კომისიაში. კომისიაში რეგისტრაციამდე ბაზრის მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ენერგეტიკულ სექტორში მოქმედ ლიცენზიატებს წარმოეშობათ ვაჭრობის შესახებ გარიგების დადებამდე ან განაცხადის ან/და სატენდერო წინადადების განთავსებამდე, ხოლო სხვა სახის ავტორიზაციის მქონე საწარმოებს - შეტყობინების წადგენისთანავე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციისთვის საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილემ კომისიაში უნდა წარმოადგინოს მონაცემები №1.8 დანართის შესაბამისად, ხოლო წარმოდგენილ მონაცემებში ცვლილებების შესახებ, აცნობოს კომისიას არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. 4. საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა რეესტრს აწარმოებს კომისია, სადაც ბაზრის თითოეულ მონაწილეს ენიჭება უნიკალური კოდი. საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა რეესტრი შეიცავს ბაზრის მონაწილის იდენტიფიცირებისთვის საკმარის ინფორმაციას, მათ შორის, საწარმოს დასახელებას, სამართლებრივ ფორმას, საიდენტიფიკაციო კოდს, საწარმოს რეგისტრაციის თარიღს და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას. 5. საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა რეესტრით გათვალისიწინებულ ინფორმაციას კომისია აწვდის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს. მუხლი 59. ტრანზაქციებთან პროფესიულად დაკავშირებული პირების ვალდებულებები 1. ტრანზაქციებთან პროფესიულად დაკავშირებული ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია გონივრული ეჭვი, რომ საბითუმო ენერგოპროდუქტებით ვაჭრობასთან დაკავშირებული გარიგება/გარიგებები ეწინააღმდეგება შიდა ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობისა და საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე მანიპულაციის ან მანიპულაციის მცდელობის აკრძალვის მოთხოვნებს, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვლებლივ აცნობოს კომისიას. 2. ტრანზაქციებთან პროფესიულად დაკავშირებული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ ეფექტიანი ზომების განხორციელება შიდა ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობისა და ენერგეტიკულ ბაზარზე მანიპულაციის ან მანიპულაციის მცდელობის აკრძალვის მოთხოვნების დარღვევების გამოსავლენად. მუხლი 60. ენერგეტიკულ გაერთიანებასთან თანამშრომლობა 1. კომისია, ამ წესებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს მეშვეობით თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან, მათ შორის, რეგიონულ დონეზე. 2. კომისია საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის ანგარიშს უგზავნის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. 3. გონივრული ეჭვის არსებობისას კომისია ვალდებულია მიაწოდოს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ საქართველოში, ან ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელ მხარეში ხორციელდება ან განხორციელდა ბაზრის შემზღუდველი ქმედება. 4. კომისიას უფლება აქვს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოსთხოვოს ხელშემკვრელი მხარის მიერ ბაზრის მთლიანობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა, თუკი ვარაუდობს, რომ ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ხორციელდება ქმედებები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ საქართველოს საბითუმო ენერგეტიკულ ბაზრებზე ან/და საბითუმო ენერგოპროდუქტების ფასებზე. 5. ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში კომისია: ა) კანონმდებლობის შესაბამისად აწვდის მას ნებისმიერ ინფორმაციას საბითუმო ელექტროენერგიის ბაზარზე სავარაუდო დარღვევის შესახებ; ბ) კანომდებლობის შესაბამისად იწყებს ბაზრის კვლევას და ახორციელებს ნებისმიერ ქმედებას აღმოჩენილი დარღვევის გამოსასწორებლად. 6. თუ კომისია ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოსგან მიიღებს მოთხოვნას ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იგი განახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია დაუყოვნებლივ აცნობებს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს შესაბამისი მიზეზების შესახებ. 7. კომისია უფლებამოსილია უარი თქვას ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოსგან ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიღებული მოთხოვნის შესრულებაზე, თუ: ა) ასეთი მოთხოვნის შესრულებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე; ბ) იმავე საფუძვლით და იმევე საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის მიმართ უკვე დაწყებულია სამართალწარმოება საქართველოს საერთო სასამართლოებში; გ) იმავე საფუძვლით და იმევე საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის მიმართ უკვე მიღებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში; დ) ამ პირებთან დაკავშირებით და იგივე ქმედებებისთვის უკვე მიღებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში. 8. კომისია ატყობინებს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების თაობაზე და მიაწოდებს მას შეძლებისდაგვარად დეტალურ ინფორმაციას ამგვარი სამართალებრივი წარმოებებისა და შედეგების შესახებ. 9. კომისია მონაწილეობას იღებს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს მიერ კოორდინირებულ საგამოძიებო ჯგუფში და უწევს მას დახმარებას. მუხლი 61. საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განცხადების წარდგენა და მისი შესწავლა 1. ამ თავის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით კომისიაში განცხადების წარდგენის უფლება აქვს საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება წარდგენილი უნდა იყოს ამ წესების №1.6 დანართის შესაბამისად. 3. საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლა, გარდა საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის რეგისტრაციის ვალდებულების დარღვევისა, ხდება ამ წესების IV თავით დადგენილი წესით, ამ თავით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით. მუხლი 62. სანქციები საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მთლიანობისა და გამჭვირვალობის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის დაჯარიმებას კანონის შესაბამისად. |
დანართი №2
|
ანგარიშგების წესები
თავი I ზოგადი დებულებები |
მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო
1. ამ წესების მიზანია ენერგეტიკული საწარმოების და წყალმომარაგების ლიცენზიატების საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან ანგარიშგების ერთიანი პირობების, პროცედურისა და ფორმების დადგენა. აგრეთვე, ანგარიშგების მიზნებისთვის ერთიანი ელექტრონული პორტალის შექმნა, რომელიც ენერგეტიკულ საწარმოებსა და წყალმომარაგების ლიცენზიატებს საშუალებას მისცემს ამ წესებითა და სხვა კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია კომისიას წარუდგინონ ელექტრონულად. 2. ეს წესები ვრცელდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ენერგეტიკულ საწარმოებსა და წყალმომარაგების ლიცენზიატებზე. 3. ეს წესები განსაზღვრავს: ა) ენერგეტიკული საწარმოებისა და წყალმომარაგების ლიცენზიატების მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ინფორმაციისა და ანგარიშგების წარმოდგენის წესს, პირობებსა და პროცედურებს; ბ) ენერგეტიკული საწარმოებისა და წყალმომარაგების ლიცენზიატების მიერ მონაცემების წარმოება-დამუშავების სტანდარტებს; გ) საწარმოთა ელექტრონული პორტალის შექმნის წესსა და ანგარიშგების ფორმებს; დ) ენერგეტიკული საწარმოებისა და წყალმომარაგების ლიცენზიატების ანგარიშგებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2. ანგარიშგების ძირითადი პირობები 1. ენერგეტიკული საწარმო და წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ანგარიშგება ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად. საწარმო პასუხისმგებელია წარმოდგენილი მონაცემების სიზუსტეზე. 2. კომისია უფლებამოსილია ანგარიშგებით წარმოდგენილი მონაცემების გადამოწმების მიზნით ენერგეტიკულ საწარმოსა და წყალმომარაგების ლიცენზიატს მოსთხოვოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა. 3. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე საწარმოს მიერ ანგარიშგებით წარმოდგენილი ყველა მონაცემი და შესაბამისი დოკუმენტაცია საწარმომ უნდა შეინახოს არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა: ა) ანგარიშგება – საწარმოს მიერ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობისა და ამ საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ მონაცემების კომისიისთვის წარმოდგენა; ბ) აქტიური მომხმარებელი - მომხმარებელი, რომელსაც საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება მოხმარება; გ) კომისია - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; დ) კანონი - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საწარმო - ყველა სახის ენერგეტიკული საწარმო, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზიატი, რომლის საქმიანობაც რეგულირდება კანონის მიხედვით და ექვემდებარება კომისიის მარეგულირებელ კომპეტენციას; ვ) საწარმოთა ელექტრონული პორტალი – კომისიაში არსებული ელექტრონული პლატფორმა, სადაც ამ წესების შესაბამისად ხდება საწარმოების რეგისტრაცია და ანგარიშგება, აგრეთვე კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენა; ზ) საანგარიშო დღე – პერიოდი დღის: ზ.ა) 00:00 საათიდან 24:00 საათამდე - ელექტოენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის. ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედ ორგანიზებული ბაზრის ოპერატორებისთვის საანგარიშო დღე განისაზღვრება ცენტრალური ევროპის დროით; ზ.ბ) 11:00 საათიდან მომდევნო დღის 11:00 საათამდე - ბუნებრივი გაზის სექტორში; თ) საანგარიშო თვე – პერიოდი თვის პირველი საანგარიშო დღიდან ბოლო საანგარიშო დღის ჩათვლით; ი) საანგარიშო კვარტალი - ყოველი წლის იანვრის თვის პირველი საანგარიშო დღიდან სამი საანგარიშო თვე; კ) საანგარიშო წელი – პერიოდი წლის პირველი საანგარიშო დღიდან ბოლო საანგარიშო დღის ჩათვლით; ლ) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე – ნებისმიერი პირი, მათ შორის, ენერგეტიკული საწარმო ან საბოლოო მომხმარებელი, რომელიც დებს გარიგებებს, მათ შორის, ათავსებს განაცხადებს ან/და სატენდერო წინადადებებს ერთ ან მეტ საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობის მიზნით. 2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.
თავი II ანგარიშგების წარდგენის პროცედურა მუხლი 4. ანგარიშგება 1. საწარმო ვალდებულია განახორციელოს კომისიასთან ანგარიშგება. 2. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ახორციელებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში ერთზე მეტ საქმიანობას, იგი ვალდებულია ანგარიშგება განახორციელოს თითოეული საქმიანობისთვის ცალ-ცალკე. 3. საწარმო ანგარიშგებას ახორციელებს ამ წესებით განსაზღვრული ანგარიშგების ფორმების შესაბამისად ელექტრონულად, კომისიაში არსებული საწარმოთა ელექტრონული პორტალის მეშვეობით. 4. ანგარიშგების ფარგლებში შევსებული მონაცემების სიზუსტე დასტურდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად საწარმოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. 5. საწარმოს მიერ კომისიასთან ანგარიშგება ხორციელდება შემდეგი პერიოდულობით: ა) საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება - საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე საწარმოს რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში; ბ) ყოველდღიური ანგარიშგება – საანგარიშო დღის დამთავრებიდან 12 საათის განმავლობაში; გ) ყოველთვიური ანგარიშგება – საანგარიშო თვის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში; დ) კვარტალური ანგარიშგება – საანგარიშო კვარტალის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში; ე) წლიური ანგარიშგება – საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 მაისამდე. 6. საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგების ფარგლებში წარმოდგენილ ინფორმაციაში ცვლილების შემთხვევაში, მონაცემები უნდა განახლდეს ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. 7. საწარმოს ანგარიშგების ვალდებულება წარმოეშობა შესაბამისი საქმიანობის დაწყების დღიდან, ხოლო ანგარიშგების შესაბამისი ფორმების კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება - საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე საწარმოს რეგისტრაციის დასრულებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. 8. საწარმოს მიერ შესაბამისი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, ანგარიშგება ხორციელდება შესაბამისი საქმიანობის შეწყვეტის თარიღის ჩათვლით, ანგარიშგების შესაბამისი პერიოდულობით. 9. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების წარდგენის ბოლო ვადა ემთხვევა კანონმდებლობით განსაზღვრულ დასვენების ან/და უქმე დღეს, ანგარიშგების წარდგენის ბოლო ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე. 10. დასაშვებია ანგარიშგების ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაცია დაზუსტების მიზნით დაუბრუნდეს საწარმოს შესაბამისი მითითებებით. საწარმო ვალდებულია, განსაზღვრულ ვადაში დააზუსტოს შესაბამისი მონაცემები და განაახლოს ანგარიშგება. 11. საწარმო ვალდებულია ენერგეტიკის ან/და წყალმომარაგების სექტორებში შესაბამისი საქმიანობის შესახებ კომისიისთვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმის კორექტირება განახორციელოს, გასული საანგარიშო დღის/თვის/კვარტლის/წლის კომისიისთვის წარდგენილ მონაცემებში საწარმოს მიერ უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში – შესაბამისი უზუსტობის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საწარმო ვალდებულია, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, კომისიას წარუდგინოს დასაბუთებული წერილობითი განმარტება კორექტირების გამომწვევი გარემოებების თაობაზე. 13. საწარმოს მიერ ანგარიშგების წარმოუდგენლობა ამ წესებით განსაზღვრულ ვადაში ან/და არასწორად ან არასრულყოფილად წარდგენა მიიჩნევა ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობად და კომისია უფლებამოსილია, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. მუხლი 5. საწარმოთა ელექტრონული პორტალი 1. საწარმოს რეგისტრაცია, ანგარიშგება, აგრეთვე კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონული ფორმით. 2. საწარმოთა ელექტრონული პორტალის შექმნას და განვითარებას უზრუნველყოფს კომისია. 3. საწარმოები ვალდებული არიან საქმიანობის დაწყების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, დარეგისტრირდნენ საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისთვის საჭიროა საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ინფორმაცია საწარმოს შესახებ: ა.ა) საწარმოს დასახელება; ა.ბ) სამართლებრივი ფორმა; ა.გ) საიდენტიფიკაციო კოდი; ა.დ) საწარმოს რეგისტრაციის თარიღი; ბ) შესაბამისი საქმიანობის სახე/სახეები; გ) ინფორმაცია საწარმოს ხელმძღვანელის შესახებ: გ.ა) სახელი, გვარი; გ.ბ) პირადი ნომერი; გ.გ) ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ.დ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. 5. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენლის რეგისტრაცია და საწარმოთა ელექტრონული პორტალის გამოყენება ხდება შემდეგი სტატუსის მქონე მომხმარებლის ანგარიშით: ა) თანამშრომელი – საწარმოს წარმომადგენელი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილია შეავსოს ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული მონაცემები საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე; ბ) ხელმძღვანელი – კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე არეგისტრირებს საწარმოს სხვა წარმომადგენლებს, უფლებამოსილია მონაცემების სიზუსტის დადასტურებაზე და კომისიასთან ანგარიშგების განხორციელებაზე, აგრეთვე, კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენაზე. 6. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე საწარმოს და საწარმოს ხელმძღვანელის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიის მიერ მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემები ეგზავნება რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 7. საწარმოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე დაარეგისტრიროს საწარმოს სხვა წარმომადგენლები თანამშრომლის სტატუსით. 8. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო შესაბამისი საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად აცნობებს კომისიას, კომისიას არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა შეაქვს შესაბამისი ცვლილებები საწარმოთა ელექტრონული პორტალზე. 9. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე მონაცემების შევსება შესაძლებელია: ა) ავტომატურად – თუ არსებობს ელექტრონული კავშირი საწარმოთა ელექტრონულ პორტალსა და საწარმოს მონაცემთა ბაზებს შორის; ბ) მექანიკურად – თუ არ არსებობს ელექტრონული კავშირი საწარმოთა ელექტრონულ პორტალსა და საწარმოს მონაცემთა ბაზებს შორის. 10. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე შესაძლებელი უნდა იყოს ანგარიშგების ფორმების შესაბამისი ველების შევსება და დროებით შენახვა შესაბამისი ანგარიშგების ფორმის წარმოდგენის ვადის გასვლამდე. 11. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობის შესახებ ანგარიშგების ფორმებს ენიჭებათ შემდეგი სტატუსები: ა) მიმდინარე – ანგარიშგების ფორმა, რომლის კომისიაში წარდგენის ვალდებულება გააჩნია საწარმოს მიმდინარე საანგარიშო პერიოდში; ბ) ვადაგადაცილებული – ანგარიშგების ფორმა, რომლის მონაცემთა ველების სრულად შევსება და კომისიაში გაგზავნა არ განხორციელდა ამ წესებით განსაზღვრულ ვადაში; გ) გასასწორებელი – გაგზავნილი ანგარიშგების ფორმა, რომელიც საწარმოს დაუბრუნდა უკან მონაცემების დასაზუსტებლად; დ) დასრულებული – ანგარიშგების ფორმა, რომლის წარდგენაც დადასტურებულია. ასეთ შემთხვევაში, საწარმოს მიერ შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად. მუხლი 6. მონაცემების წარმოება-დამუშავების სტანდარტები 1. ანგარიშგებისას საწარმო ვალდებულია მონაცემები აწარმოოს/დაამუშაოს შემდეგი სიზუსტით: ა) აქტიური ელექტროენერგია: ა.ა) კილოვატსაათი – მთელ რიცხვებში; ა.ბ) მეგავატსაათი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული; ა.გ) გიგავატსაათი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული; ა.დ) ტერავატსაათი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული. ბ) აქტიური სიმძლავრე: ბ.ა) კილოვატი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული; ბ.ბ) მეგავატი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული; ბ.გ) გიგავატი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული. გ) ბუნებრივი გაზი: გ.ა) კუბ.მ - მთელ რიცხვებში; გ.ბ) ათასი კუბ.მ - მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული; გ.გ) მლნ. კუბ.მ - მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული. დ) ფულადი ერთეულები: დ.ა) თეთრი – მძიმის შემდეგ ოთხ ნიშანზე დამრგვალებული; დ.ბ) ლარი – მთელ რიცხვებში; დ.გ) ათასი ლარი – მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული; დ.დ) მილიონი ლარი - მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული. ე) დრო: ე.ა) წამი – მთელ რიცხვებში; ე.ბ) წუთი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული; ე.გ) საათი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული. ვ) წონა: ვ.ა) გრამი – მთელ რიცხვებში; ვ.ბ) კილოგრამი - მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული; ვ.გ) ტონა – მძიმის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული. ზ) სიგრძე/მანძილი: ზ.ა) მეტრი - მთელ რიცხვებში; ზ.ბ) კილომეტრი - მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული. თ) სხვადასხვა: თ.ა) პროცენტი – მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული; თ.ბ) რაოდენობა/ერთეული – მთელ რიცხვებში; თ.გ) ტემპერატურა (ცელსიუსი) – მთელ რიცხვებში.
თავი III ელექტროენერგიის სექტორში საქმიანობის ანგარიშგების ფორმები მუხლი 7. ელექტროენერგიის წარმოება 1. ანგარიშგების მიზნებისთვის ელექტროსადგურები დადგმული სიმძლავრის შესაბამისად იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) პირველი კატეგორია: ელექტროსადგურები, რომელთა დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 2 მეგავატს; ბ) მეორე კატეგორია: ელექტროსადგურები, რომელთა დადგმული სიმძლავრე 2 მეგავატიდან 40 მეგავატამდეა; გ) მესამე კატეგორია: ელექტროსადგურები, რომელთა დადგმული სიმძლავრე აღემატება 40 მეგავატს. 2. ელექტროენერგიის მწარმოებლები ვალდებული არიან ანგარიშგება წარმოადგინონ თითოეული ელექტროსადგურისათვის ცალ-ცალკე. 3. ელექტროსადგურის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ელექტროსადგურის ძირითადი პარამეტრები: ა.ა) ელექტროსადგურის ტიპი პირველადი ენერგორესურსის მიხედვით; ა.ბ) პირველადი ენერგორესურსის დასახელება; ა.გ) ელექტროსადგურის სახეობა; ა.დ) დადგმული სიმძლავრე; ა.ე) აგრეგატების/ბლოკების რაოდენობა; ა.ვ) ექსპლუატაციაში გაშვების თარიღი; ა.ზ) სადგურის განთავსების ადგილი; ა.თ) სადგურის განთავსების საკადასტრო კოდები; ა.ი) მთავარი მდინარის დასახელება, რომლიდანაც ელექტროსადგური იღებს წყალს, ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში; ა.კ) ცალხაზოვანი სქემა მოწყობილობა-დანადგარების სპეციფიკაციით, დანართის სახით; ა.ლ) სიტუაციური სქემა, დანართის სახით; ა.მ) წლიური საპროექტო გამომუშავება; ა.ნ) ენერგორესურსის საპროექტო ხვედრითი ხარჯი გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე; ა.ო) მშენებლობის საპროექტო ხანგრძლივობა; ა.პ) მშენებლობის ფაქტობრივი ხანგრძლივობა; ა.ჟ) ინვესტიციის რაოდენობა; ა.რ) ინვესტიცია დაფინანსების წყაროს მიხედვით; ა.ს) საკუთარი წილი ინვესტიციაში; ა.ტ) სესხის წილი ინვესტიციაში; ა.უ) 1 კვტ დადგმული სიმძლავრის საპროექტო ღირებულება; ა.ფ) 1 კვტ.სთ-ის საპროექტო ღირებულება; ბ) ძალოვანი აქტივების (ტურბინა, გენერატორი) ძირითადი პარამეტრები; გ) ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მათი პარამეტრები, ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში; დ) თბოტექნიკური ნაგებობები და მათი პარამეტრები, თბოელექტროსადგურის შემთხვევაში; ე) მიერთების წერტილები მიერთების ადგილისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით; ვ) აღრიცხვის კვანძები მიერთების ადგილის, ძაბვის საფეხურებისა და ინფორმაციის გადაცემის ფორმის მიხედვით; ზ) საქსელო აქტივების ძირითადი პარამეტრები. 4. ელექტროსადგურის ყოველდღიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ელექტროენერგიის გაყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ, ხელშეკრულების ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღის, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროის, სახელშეკრულებო გადახრის კოეფიციენტისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ელექტროენერგიის ოდენობისა და ფასის მითითებით; ბ) ელექტროენერგიის შესყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ, ხელშეკრულების ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღის, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროის, სახელშეკრულებო გადახრის კოეფეციენტისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ელექტროენერგიის ოდენობისა და ფასის მითითებით; გ) წინა საანგარიშო პერიოდში გაფორმებული ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის ორმხრივ ხელშეკრულებებში ცვლილებების შესახებ. 5. ელექტროსადგურის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ელექტროსადგურის სალტიდან აქტიური ელექტროენერგიის ქსელში გაცემა და ქსელიდან მიღება შესაბამისი ძაბვის საფეხურებისა და ქსელის მფლობელების მიხედვით; ბ) აქტიური ელექტროენერგიის დანახარჯი, მათ შორის საკუთარი მოხმარება და სასადგურე დანაკარგი შესაბამისი ძაბვის საფეხურების მითითებით; გ) აქტიური ელექტროენერგიის ფაქტობრივი და გეგმური საათობრივი გამომუშავება; დ) აგრეგატის/ბლოკის მიხედვით: დ.ა) გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის ჯამური საათებისა და გამოუმუშავებული აქტიური ელექტროენეგრიის ოდენობა; დ.ბ) მუშა მდგომარეობაში ყოფნის ჯამური საათებისა და გამომუშავებული აქტიური ელექტროენერგიის ოდენობა; დ.გ) რესურის სიმცირის გამო გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის ჯამური საათების და გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა; დ.დ) რესურსის დაგროვების მიზნით გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის ჯამური საათებისა და გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა; დ.ე) რემონტში ყოფნის პერიოდში, გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის ჯამური საათებისა და გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა; დ.ვ) სისტემის ოპერატორის მითითებით გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის ჯამური საათებისა და გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა; დ.ზ) სხვა შემთხვევებში გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის ჯამური საათებისა და გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა. ე) ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში: ე.ა) წყლის ბუნებრივი მოდინება; ე.ბ) წყლის ჭარბი რესურსი; ე.გ) წყლის ფაქტობრივი ეკოლოგიური გაშვება; ე.დ) სისტემის ოპერატორის მოთხოვნით, ავარიის შედეგად ან ეკოლოგიური გაშვებისას დაღვრილი წყლის ხარჯი; ე.ე) წყლის ხარჯი ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის; ე.ვ) დადგმული სიმძლავრის გამოყენების ეფექტიანობა; ვ) თბოელექტროსადგურის შემთხვევაში: ვ.ა) ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის გამოყენებული საწვავი რესურსის რაოდენობა; ვ.ბ) საწვავი რესურსის საშუალო თბოუნარიანობა; ვ.გ) ტექნიკური წყლის ხარჯი; ვ.დ) დადგმული სიმძლავრის გამოყენების ეფექტიანობა; ზ) ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში: ზ.ა) ქარის საშუალო სიჩქარე; ზ.ბ) ქარის მინიმალური სიჩქარე; ზ.გ) ენერგიის სიმჭიდროვე; ზ.დ) დადგმული სიმძლავრის გამოყენების ეფექტიანობა. 6. ელექტროსადგურის კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) საწარმოო საშუალებებზე დასრულებული ავარიული და მიმდინარე რემონტები: ა.ა) საწარმოო საშუალების დასახელება; ა.ბ) რემონტის პერიოდში გაჩერებული სიმძლავრე; ა.გ) რემონტის დაწყების და დამთავრების თარიღები; ა.დ) რემონტის ფორმა, გეგმური რემონტის შემთხვევაში; ა.ე) რემონტის დროს გამომუშავების დანაკარგები; ა.ვ) სარემონტო სამუშაოების აღწერა და ღირებულება; ბ) განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესის მოთხოვნათა შესაბამისად (ყველა საჭირო დამასაბუთებელი/დამადასტურებელი დოკუმენტაციით); გ) გასაყიდი ელექტროენერგიის საპროგნოზო ოდენობა და ფასი დღგ-ის გარეშე მომდევნო საანგარიშო წლისთვის. 7. ელექტროსადგურის წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად; ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ საანგარიშო წლის მეორე კვარტლის შესაბამისი კვარტალური ანგარიშგებისას. 9. პირველი კატეგორიის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია წარმოადგინოს ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები. 10. მეორე კატეგორიის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია წარმოადგინოს ამ მუხლის შესაბამისი პუნქტებით განსაზღვრული მონაცემები, გარდა მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა. 11. მესამე კატეგორიის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია წარმოადგინოს ამ მუხლის შესაბამისი პუნქტებით განსაზღვრული მონაცემები. მუხლი 8. ელექტროენერგიის გადაცემა 1. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ხაზებთან დაკავშირებული მონაცემები: ა.ა) მეზობელი ქვეყანა; ა.ბ) დასახელება; ა.გ) ძაბვის საფეხური; ა.დ) სიგრძე საზღვრამდე; ა.ე) სრული გამტარუნარიანობა (TTC); ა.ვ) ექსპლუატაციაში შესვლის წელი; ა.ზ) მფლობელი; ა.თ) ფუნქციონირების სტატუსი; ა.ი) კავშირის ტიპი; ბ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთებული ელექტროსადგურების დასახელება, დადგმული სიმძლავრე, მიერთების ადგილისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით; გ) ელექტროენერგიის გადაცემის თითოეული ხელშეკრულების შესახებ, ხელშეკრულების ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღის, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაწილებული ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობის რაოდენობისა და მისი გამოყენების პერიოდების მითითებით; დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირებისა და დაბალანსების ჯგუფებში შემავალი სუბიექტების შესახებ ინფორმაცია. 2. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის ყოველდღიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) გამომუშვებული და სალტეზე გაცემული აქტიური ელექტროენერგიის საათობრივი ოდენობა ელექტროსადგურების მიხედვით; ბ) თითოეულ მიმწოდებელსა და საბითუმო ბაზარზე მოქმედ მსხვილ მომხმარებელზე მიწოდებული ელექტროენერგიის საათობრივი ოდენობა; გ) ექსპორტირებული და იმპორტირებული ელექტროენერგიის საათობრივი ოდენობა მეზობელი ქვეყნებისა და შესაბამისი ტრანსსასაზღვრო ხაზების მიხედვით; დ) ტრანზიტის მიზნით საქართველოში შემოსული და გასული ელექტროენერგიის საათობრივი ოდენობა მეზობელი ქვეყნებისა და შესაბამისი ტრანსსასაზღვრო ხაზების მიხედვით. 3. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ელექტრომომარაგების წყვეტები ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შესაბამისი ელემენტის, ძაბვის საფეხურის, წყვეტის ტიპის, დასაწყისისა და დასასრულის თარიღისა და დროის და მიუწოდებელი ელექტროენერგიის მითითებით; ბ) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელიდან მოსაზღვრე ქსელებში გაცემული ელექტროენერგია ძაბვის საფეხურების მიხედვით; გ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში მოსაზღვრე ქსელებიდან მიღებული ელექტროენერგია ძაბვის საფეხურების მიხედვით; დ) ელექტროენერგიის დანაკარგები ძაბვის საფეხურების მიხედვით; ე) ყოველდღური მაქსიმალური და მინიმალური დატვირთვა, მოხმარება და სიხშირე ძაბვის საფეხურების, გეოგრაფიული ტერიტორიებისა და გადამცემი ქსელის ელემენტების მიხედვით; ვ) ყოველდღური მაქსიმალური და მინიმალური ძაბვა 500 და 220 კვ ძაბვის საფეხურებზე; ზ) ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ხაზების გამტარუნარიანობები, NTC, ATC, ALC, NAC-ის, იმპორტის და ექსპორტის მიმართულებების მიხედვით; თ) ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ხაზების გამტარუნარიანობების განაწილება და ფაქტობრივი გამოყენება; ი) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთებული მომხმარებლების გეგმური და ფაქტობრივი საათობრივი მოხმარება, მომხმარებლებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით. 4. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესის მოთხოვნათა შესაბამისად (ყველა საჭირო დამასაბუთებელი/დამადასტურებელი დოკუმენტაციით); ბ) საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების სიგრძე, ხაზების, ანძების და სადენების რაოდენობა ძაბვის საფეხურების მიხედვით; გ) ქვესადგურების და ტრანსფორმატორების რაოდენობა და ნომინალური და ქონებული სიმძლავრე ძაბვის საფეხურების მიხედვით; დ) ამომრთველების რაოდენობა ძაბვის საფეხურების მიხედვით; ე) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ელექტროსადგურების, მომხმარებლების და მეზობელი ქვეყნების შესაბამისი ქსელის დასრულებული ახალი მიერთებები; ვ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ელექტროსადგურების, მომხმარებლების და მეზობელი ქვეყნების შესაბამისი ქსელის დასრულებული სიმძლავრის გაზრდის მონაცემები; ზ) ელექტროსადგურებზე დასრულებული ავარიული და მიმდინარე რემონტები: ზ.ა) საწარმოს და ელექტროსადგურის დასახელება; ზ.ბ) ელექტროსადგურის საწარმოო საშუალების დასახელება; ზ.გ) რემონტის პერიოდში გაჩერებული სიმძლავრე; ზ.დ) რემონტის დაწყების და დამთავრების თარიღები; ზ.ე) რემონტის ფორმა, გეგმური რემონტის შემთხვევაში; ზ.ვ) რემონტის დროს გამომუშავების დანაკარგები; ზ.ზ) სარემონტო სამუშაოების აღწერა და ღირებულება; თ) გადაცემული ელექტროენერგიის საპროგნოზო ოდენობა, შემოსავალი დღგ-ის გარეშე გადაცემისა და მიერთების/სიმძლავრის გაზრდის საქმიანობებიდან ძაბვის საფეხურების მიხედვით, ასევე სხვა შემოსავლები დღგ-ის გარეშე გადაცემის საქმიანობიდან მომდევნო საანგარიშო წლისთვის. 5. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად; ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ საანგარიშო წლის მეორე კვარტლის შესაბამისი კვარტალური ანგარიშგებისას. მუხლი 9. ელექტროენერგიის განაწილება 1. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული ელექტროსადგურები (მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გარდა), დადგმული სიმძლავრის, ენერგორესურსისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით; ბ) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები მიერთების თარიღის, გეოგრაფიული მდებარეობის, მომხმარებლის, ენერგორესურსისა და დადგმული სიმძლავრის მიხედვით; 2. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს: ა) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიღებული ელექტროენერგიის ოდენობა, ელექტროსადგურების, მათ შორის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების, ქსელის მფლობელებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით; ბ) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელიდან გაცემული და გატარებული ელექტროენერგიის ოდენობა, ელექტროსადგურების, ქსელის მფლობელებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით; გ) ყოველდღიური მაქსიმალური და მინიმალური დატვირთვა, მოხმარება და სიხშირე, ძაბვის საფეხურების, გეოგრაფიული ტერიტორიებისა და გამანაწილებელის ქსელის ელემენტების მიხედვით; დ) ელექტროენერგიის დანახარჯები (ტექნიკური და კომერციული და საკუთარი მოხმარება ქვესადგურებში) ძაბვის საფეხურების მიხედვით; ე) ელექტროენერგიის მოხმარება და აბონენტების რაოდენობა, მომხმარებელთა კატეგორიების, მუნიციპალიტეტებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით. 3. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს: ა) განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესის მოთხოვნათა შესაბამისად (ყველა საჭირო დამასაბუთებელი/დამადასტურებელი დოკუმენტაციით); ბ) ელექტროენერგიის ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრა, ანალიზატორების, ძაბვის საფეხურების, მინიმალური და მაქსიმალური სიდიდეებისა და პერიოდების მიხედვით; გ) საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების სიგრძე, ხაზების, ანძების და სადენების რაოდენობა ძაბვის საფეხურების მიხედვით; დ) ქვესადგურების და ტრანსფორმატორების რაოდენობა და ნომინალური და ქონებული სიმძლავრე ძაბვის საფეხურების მიხედვით; ე) ამომრთველების რაოდენობა ძაბვის საფეხურების მიხედვით; ვ) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან ელექტროსადგურებისა და მომხმარებლების შესაბამისი ქსელის დასრულებული ახალი მიერთებები; ზ) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან ელექტროსადგურებისა და მომხმარებლების შესაბამისი ქსელის დასრულებული სიმძლავრის გაზრდის შესახებ მონაცემები; თ) მესამე პირების მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელის ელემენტებისა და შესაბამისი მფლობელის, ასევე მათი ქსელით სარგებლობისათვის გატარების საფასურის/კომპენსაციის და შესაბამისი ხელშეკრულების შესახებ მონაცემები; ი) იჯარით გაცემული და აღებული გამანაწილებელი ქსელის ელემენტების შესახებ მონაცემები; კ) განაწილებული ელექტროენერგიის საპროგნოზო ოდენობა, შემოსავალი დღგ-ის გარეშე მიერთებისა და სიმძლავრის გაზრდის საქმიანობებიდან ძაბვის საფეხურების მიხედვით, ასევე სხვა შემოსავლები დღგ-ის გარეშე განაწილების საქმიანობიდან მომდევნო საანგარიშო წლისთვის. 4. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად; ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ საანგარიშო წლის მეორე კვარტლის შესაბამისი კვარტალური ანგარიშგებისას. მუხლი 10. ელექტროენერგიის მიწოდება 1. ელექტროენერგიის მიმწოდებელის ყოველდღიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს: ა) ელექტროენერგიის გაყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ, ხელშეკრულების ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღის, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროის, სახელშეკრულებო გადახრის კოეფეციენტისა (ასეთის არსებობების შემთხვევაში) და ელექტროენერგიის ოდენობისა და ფასის მითითებით; ბ) ელექტროენერგიის შესყიდვის თოთოეული ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ, ხელშეკრულების ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღის, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროის, სახელშეკრულებო გადახრის კოეფეციენტისა (ასეთის არსებობების შემთხვევაში) და ელექტროენერგიის ოდენობისა და ფასის მითითებით; გ) წინა საანგარიშო პერიოდში გაფორმებული ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის პირდაპირ ხელშეკრულებებში ცვლილებების შესახებ. 2. ელექტროენერგიის მიმწოდებელის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს: ა) ელექტროენერგიის მოხმარება და მომხმარებლების რაოდენობა, ელექტროენერგიის განაწილების სისტემის ოპერატორის, მომხმარებელთა კატეგორიების, მუნიციპალიტეტებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით; ბ) მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით, მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგიის მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით (ლარი/კვ.სთ); გ) მისაწოდებელი ელექტროენერგიისა და შესაბამისი შემოსავლის (დღგ-ის გარეშე, ლარი) საპროგნოზო ოდენობა და მიწოდების საქმიანობიდან მიღებული სხვა შემოსავლის მომდევნო წლის პროგნოზი ( დღგ-ის გარეშე, ლარი). 3. ელექტროენერგიის მიმწოდებლის წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად; ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. 4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება (6 თვის ჯამური მონაცემები) საანგარიშო წლის მე-6 და მე-12 თვის ყოველთვიური ანგარიშგებისას, ხოლო „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ საანგარიშო წლის მე-6 თვის ყოველთვიური ანგარიშგებისას. მუხლი 11. ელექტროენერგიით ვაჭრობა 1. ელექტროენერგიით ვაჭრობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ელექტროენერგიის გაყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ, ხელშეკრულების ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღის, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროის, სახელშეკრულებო გადახრის კოეფეციენტისა (ასეთის არსებობების შემთხვევაში) და ელექტროენერგიის ოდენობისა და ფასის მითითებით; ბ) ელექტროენერგიის შესყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ, ხელშეკრულების ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღის, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროის, სახელშეკრულებო გადახრის კოეფეციენტისა (ასეთის არსებობების შემთხვევაში) და ელექტროენერგიის ოდენობისა და ფასის მითითებით; გ) წინა საანგარიშო პერიოდში გაფორმებული ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის ორმხრივ ხელშეკრულებებში ცვლილებების შესახებ. 2. ელექტროენერგიით ვაჭრობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ელექტროენერგიით ტრანსასაზღვრო ვაჭრობის შემთხვევაში, ელექტროგადამცემი ხაზის მოპოვებული გამტარუნარიანობები შესაბამისი ხაზის, აუქციონისა და ღირებულების მიხედვით; ბ) მომდევნო საანგარიშო თვის შესასყიდი და გასაყიდი ელექტროენერგიის საპროგნოზო ოდენობა და ფასი შესაბამისი საწარმოებისა და მომხმარებლების მიხედვით; გ) ელექტროენერგიით ვაჭრობისა და შემოსავლის (დღგ-ის გარეშე, ლარი) საპროგნოზო ოდენობა მომდევნო საანგარიშო წლისთვის. აღნიშნული მონაცემები ივსება მხოლოდ მეექვსე საანგარიშო თვის ანგარიშგებისას. 3. ელექტროენერგიით ვაჭრობის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად; ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. მუხლი 12. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი 1. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება მოიცავს ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე რეგისტრირებული მონაწილეების შესახებ ინფორმაციას. 2. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის ყოველდღიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მონაწილეების მიერ განთავსებული განაცხადები თითოეული მონაწილის მიხედვით; ბ) დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგად დადგენილი საბაზრო ფასი და შესაბამისი ელექტროენერგიის ოდენობა, აგრეთვე, მონაწილეების განაცხადები, რომლებიც დაკმაყოფილდა, თითოეული მონაწილის მიხედვით; გ) დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შედეგად დადგენილი ფასი და შესაბამისი ელექტროენერგიის ოდენობა, აგრეთვე, მონაწილეების განაცხადები, რომლებიც დაკმაყოფილდა თითოეული მონაწილის მიხედვით. 3. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად; ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. მუხლი 13. ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი 1. ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება მოიცავს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების შესახებ მონაცემებს. 2. ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ყოველდღიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ წარდგენილი თოთოეული შიდაზონალური ნომინაცია; ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ წარდგენილი ტრანსსასაზღვრო ნომინაციები თითოეული ანგარიშსწორების პერიოდისთვის და შესაბამისი ტრანზაქციების გათვალისწინებით; გ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების უბალანსობის მოცულობები და ფასი დაბალანსების ჯგუფების მიხედვით; დ) სიხშირის შენარჩუნების რეზერვის, სიხშირის ავტომატური აღდგენისა და სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერები. აღნიშნული მონაცემების ანგარიშგება ხდება ტენდერების დამთავრებიდან მომდევნო დღეს. 3. ელექტროენერიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად; ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. მუხლი 14. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია 1. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები ელექტროსადგურების მიხედვით; ბ) განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდამჭერის სქემის მონაწილე მწარმოებლები და მათი ტექნიკური და ფინანსური მახასიათებლები. 2. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის ყოველდღიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) შესაბამის ბაზრებზე შესაბამისი ბაზრის მონაწილეების სახელით განთავსებული განაცხადები ან/და სატენდერო წინადადებები; ბ) შესაბამის ბაზრებზე ვაჭრობის შედეგები შესაბამისი ბაზრის თითოეულ მონაწილის მიხედვით. 3. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად; ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.
თავი IV ბუნებრვი გაზის სექტორში საქმიანობის ანგარიშგების ფორმები მუხლი 15. ბუნებრივი გაზით ვაჭრობა 1. ბუნებრივი გაზით ვაჭრობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) შესყიდული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ), სახელშეკრულებო ფასი (აშშ დოლარი/1000 კუბ.მ), მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით (ლარი/ კუბ.მ) და ბუნებრივი გაზის წმინდა ღირებულება დღგ-ის გარეშე (ლარი/კუბ.მ) წყაროებისა და ხელშეკრულებების მიხედვით; ბ) ტრეიდერებზე/მიმწოდებლებზე გაყიდული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ), სახელშეკრულებო ფასი (აშშ დოლარი/1000 კუბ.მ), მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით (ლარი/ კუბ.მ) და ბუნებრივი გაზის წმინდა ღირებულება დღგ-ის გარეშე (ლარი/კუბ.მ), წყაროებისა და ხელშეკრულებების მიხედვით; გ) გაყიდული ბუნებრივი გაზისა და შესაბამისი შემოსავლის (დღგ-ის გარეშე, ლარი) საპროგნოზო ოდენობა და ვაჭრობის საქმიანობიდან მიღებული სხვა შემოსავლის მომდევნო წლის პროგნოზი ( დღგ-ის გარეშე, ლარი). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება საანგარიშო წლის მხოლოდ მე-6 თვის ყოველთვიური ანგარიშგებისას. მუხლი 16. ბუნებრივი გაზის მიწოდება 1. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) შესყიდული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ), სახელშეკრულებო ფასი (აშშ დოლარი/1000 კუბ.მ), მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით (ლარი/ კუბ.მ) და ბუნებრივი გაზის წმინდა ღირებულება დღგ-ის გარეშე (ლარი/კუბ.მ) წყაროებისა და ხელშეკრულებების მიხედვით; ბ) აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა და მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა, სისტემის ოპერატორებისა და მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით; გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების რაოდენობა, მომხმარებლებისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ) და მიწოდებული ბუნებრივი გაზის მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით (ლარი/კუბ.მ) ეკონომიკური სექტორების მიხედვით; დ) საბოლოო მომხმარებლების რაოდენობა, მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ), მიწოდებული ბუნებრივი გაზის მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით (ლარი/კუბ.მ), მომხმარებელთა კატეგორიებისა და მოხმარების ზღვრების მიხედვით; ე) დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევების რაოდენობა და თანხა; ვ) მისაწოდებელი ბუნებრივი გაზისა და შესაბამისი შემოსავლის (დღგ-ის გარეშე, ლარი) საპროგნოზო ოდენობა და მიწოდების საქმიანობიდან მიღებული სხვა შემოსავლის მომდევნო წლის პროგნოზი (დღგ-ის გარეშე, ლარი). 2. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად; ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება (6 თვის ჯამური მონაცემები) საანგარიშო წლის მე-6 და მე-12 თვის ყოველთვიური ანგარიშგებისას, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ სააგნარიშო წლის მე-6 თვის ყოველთვიური ანგარიშგებისას. მუხლი 17. ბუნებრივი გაზის გადაცემა 1. ბუნებრივი გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) სისტემაში მიღებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მიღების პუნქტების, მიმწოდებლებისა და ტრეიდერების მიხედვით; ბ) ტრანსსასაზღვრო მიწოდების პუნქტებში მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მიწოდების პუნქტების, მიმწოდებლებისა და ტრეიდერების მიხედვით; გ) ქსელიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობა განაწილების სისტემის ოპერატორებისა და მიმწოდებლების მიხედვით; დ) საბოლოო მომხმარებლების რაოდენობა და მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მიმწოდებლების მიხედვით; ე) საბოლოო მომხმარებლების რაოდენობა და მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა ზღვრებისა და რეგიონების მიხედვით; ვ) მიღებული ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მონაცემები მიღების წერტილების მიხედვით; ზ) მილსადენში არსებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მიმწოდებლების მიხედვით; თ) გადაცემის სისტემის ოპერატორის საკუთარი მოხმარების და დანაკარგების ოდენობა. 2. ბუნებრივი გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორის კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს: ა) ქსელის შემადგენელი თითოეული მილსადენის ტექნიკური მონაცემები: ა.ა ) მილსადენის სიგრძე; ა.ბ) მაქსიმალური დასაშვები მუშა წნევა; ა.გ) მაქსიმალური დასაშვები საათური და დღიური დატვირთვა; ა.დ) გაზგამანაწილებელი სადგურების და აღრიცხვის წერტილების რაოდენობა; ა.ე) ჩამკეტი არმატურის რაოდენობა; ა.ვ) კონდესატშემკრებების რაოდენობა; ა.ზ) სადიაგნოსტიკო მოწყობილობის გამშვებ/მიმღები სადგურების რაოდენობა; ა.თ) კათოდური სადგურების რაოდენობა; ა.ი) იზოლირებული მონაკვეთის სიგრძე; ა.კ) ელექტროქიმიურად დაცული მონაკვეთის სიგრძე; ა.ლ) საკონტროლო საზომი პუნქტების რაოდენობა; ბ) ქსელის შემადგენელი თითოეული მილსადენის ფაქტობრივი მონაცემები: ბ.ა) მილსადენის ფაქტობრივი სიგრძე აშენების პერიოდის მიხედვით; ბ.ბ) მაქსიმალური ფაქტობრივი მუშა წნევა; ბ.გ) მაქსიმალური ფაქტობრივი საათური და დღიური დატვირთვა; ბ.დ) სიმძლავრის გამოყენება (%) (საათობრივი, დღიური); ბ.ე) საანგარიშო წელს დაფიქსირებული ავარიების რაოდენობა; ბ.ვ) საანგარიშო წელს დაფიქსირებული გაჟონვების რაოდენობა; ბ.ზ) ავარიების და გაჟონვების შედეგად გაფრქვეული გაზის ოდენობა; გ) მეზობელი გადაცემის სისტემებიდან ბუნებრივი გაზის მიღების/მიწოდების პუნქტების შესახებ ინფორმაცია: გ.ა) მაქსიმალური დასაშვები საათური და დღიური დატვირთვა; გ.ბ) პიკური ფაქტობრივი საათური და დღიური დატვირთვა; გ.გ) საშუალო ფაქტობრივი საათური და დღიური დატვირთვა; გ.დ) პიკური საშუალო თვიური დატვირთვა; გ.ე) მაქსიმალური დასაშვები მუშა წნევა; გ.ვ) საშუალო ფაქტობრივი მუშა წნევა; დ) მომსახურე პერსონალის შესახებ რაოდენობრივი ინფორმაცია: დ.ა) ადმინისტრაცია; დ.ბ) ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციის მიხედვით (უმაღლესი, პროფესიული, სერტიფიცირებული); დ.გ) საანგარიშო წლის განმავლობაში გადამზადებული სპეციალისტების რაოდენობა; დ.დ) საანგარიშო წლის განმავლობაში აყვანილი ახალი პერსონალის რაოდენობა; დ.ე) საანგარიშო წლის განმავლობაში თანამდებობიდან გათავისუფლებული პერსონალის რაოდენობა; დ.ვ) კადრების დენადობა (%). ე) საანგარიშო წლის განმავლობაში გადამცემ ქსელთან მიერთების განაცხადების შესახებ რაოდენობრივი ინფორმაცია (მიღებული, განხილვის პროცესში, დამტკიცებული განაცხადი, რომლის საფუძველზეც გადამცემ ქსელთან მიერთების ხელშეკრულება გაფორმდა); ვ) საანგარიშო წლისთვის გადამცემი სისტემის შესახებ ინფორმაცია: ვ.ა) შემოწმებული სისტემის სიგრძე, მიღებისა და მიწოდების პუნქტების რადოენობა; ვ.ბ) ავარიების და გაჟონვების რაოდენობა, მათ შორის აღმოფხვრილი ავარიებისა და გაჟონვების რაოდენობა; ვ.გ) ავარიების აღმოფხვრის საშუალო დრო; ზ) საანგარიშო წლისთვის ოდორიზაციის კვანძების მონიტორინგის შესახებ ინფორმაცია; ზ.ა) ოდორიზაციის კვანძების რაოდენობა; ზ.ბ) არაოდორიზებული გაზის მიწოდების შემთხვევების რაოდენობა; ზ.გ) არაოდორიზებული გაზის მიწოდების ჯამური ხანგრძლივობა; ზ.დ) მიწოდებული არაოდორიზებული გაზის ჯამური ოდენობა; თ) საანგარიშო წლისთვის გადაცემის სისტემის მომსახურებასთან დაკავშირებული წყვეტების შესახებ ინფორმაცია: თ.ა) წყვეტების/შეზღუდვების რაოდენობა; თ.ბ) წყვეტის საშუალო ხანგრძლივობა ერთ მიწოდების პუნქტზე (სისტემის ოპერატორი, საბოლოო მომხმარებელი); თ.გ) წყვეტების საშუალო სიხშირე ერთ მიწოდების პუნქტზე (სისტემის ოპერატორი, საბოლოო მომხმარებელი); თ.დ) იმ მიწოდების პუნქტების რაოდენობა, რომელთაც გეგმური სამუშაოების ვადების თაობაზე ეცნობათ კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების შესაბამისად (სისტემის ოპერატორი, საბოლოო მომხმარებელი); თ.ე) იმ მიწოდების პუნქტების რაოდენობა, რომელთაც გეგმური სამუშაოების ვადების თაობაზე არ ეცნობათ კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების შესაბამისად (სისტემის ოპერატორი, საბოლოო მომხმარებელი); თ.ვ) მიმწოდებლის მოთხოვნის შედეგად გათიშული მიწოდების პუნქტების რაოდენობა (სისტემის ოპერატორი, საბოლოო მომხმარებელი); ი) საანგარიშო წლისთვის გადაცემის მომსახურებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია: ი.ა) მომსახურების მიმღების დასახელება; ი.ბ) ხელშეკრულების თარიღი და ნომერი; ი.გ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ი.დ) ტრანსპორტირებული გაზის ოდენობა (ხელშეკრულებით, ფაქტობრივი); კ) დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესის მოთხოვნათა შესაბამისად (ყველა საჭირო დამასაბუთებელი/დამადასტურებელი დოკუმენტაციით); ლ) განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესის მოთხოვნათა შესაბამისად (ყველა საჭირ დამასაბუთებელი/დამადასტურებელი დოკუმენტაციით): ლ.ა) ქსელური ინვესტიციები; ლ.ბ) გადამცემ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთებები; ლ.გ) გადამცემ ქსელთან მიერთების სიმძლავრის გაზრდის შესახებ ინფორმაცია; მ) ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზისა და შესაბამისი შემოსავლის (დღგ-ის გარეშე, ლარი) საპროგნოზო ოდენობა და გადაცემის საქმიანობიდან მიღებული სხვა შემოსავლის მომდევნო წლის პროგნოზი (დღგ-ის გარეშე, ლარი). 3. ბუნებრივი გაზის გადაცემის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად; ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. 4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“-„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ საანგარიშო წლის მეოთხე კვარტლის შესაბამისი კვარტალური ანგარიშგებისას, ხოლო „მ“ პუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ მეორე კვარტლის ანგარიშგებისას. მუხლი 18. ბუნებრივი გაზის განაწილება 1. ბუნებრივი გაზის განაწილების სისტემის ოპერატორის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ქსელში მიღებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მიღების წერტილების მიხედვით; ბ) განაწილებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მიმწოდებლებისა და მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით; გ) გადადინებული ბუნებრივი გაზის ოდენობა მოსაზღვრე განაწილების სისტემის ოპერატორების მიხედვით; დ) ბუნებრივი გაზის დანაკარგების ოდენობა; ე) განაწილებული ბუნებრივი გაზის და შესაბამისი აქტიური მომხმარებლების რაოდენობა რეგიონების, დასახლებებისა და მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით; ვ) არააქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით. 2. ბუნებრივი გაზის განაწილების სისტემის ოპერატორის კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს: ა) განაწილებული ბუნებრივი გაზის და შესაბამისი მომხმარებლების რაოდენობა მიერთების სიმძლავრეების მიხედვით; ბ) ახალი მომხმარებლების რაოდენობა მომხმარებელთა კატეგორიებისა და მიერთების სიმძლავრეების მიხედვით; გ) სხვა განაწილების სისტემის ოპერატორის შერწყმის/მისი აქტივების შეძენის შედეგად გაზრდილი მომხმარებლების რაოდენობა მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით; დ) გამანაწილებელი ქსელის სიგრძე: დ.ა) მილსადენის წნევების საფეხურების მიხედვით; დ.ბ) მილსადენის მიწის მიმართ განლაგების მიხედვით; დ.გ) მილსადენის მასალის მიხედვით; ე) გაზის მარეგულირებელი პუნქტების/დანადგარების რაოდენობა; ვ) მესამე პირების რაოდენობა, რომელთა ქსელსაც იყენებს განაწილების სისტემის ოპერატორი და უწევს ექსპლუატაციას; ზ) მომხმარებელთან დამონტაჟებული აღრიცხვის კვანძების რაოდენობა: ზ.ა) წნევის და ტემპერატურის ელექტრონული კორექციით; ზ.ბ) ტემპერატურის მექანიკური კორექციით; ზ.გ) კორექციის გარეშე; თ) უბედური შემთხვევების რაოდენობა, მათ შორის ლეტალური შედეგით დასრულებული შემთხვევების რაოდენობა, მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით; ი) უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ პირთა რაოდენობა; კ) განაწილებული ბუნებრივი გაზისა და შემოსავლის (დღგ-ის გარეშე, ლარი) საპროგნოზო ოდენობა მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით, ქსელთან მიერთებისა და სიმძლავრის გაზრდის საქმიანობებიდან მისაღები შემოსავლისა (დღგ-ის გარეშე, ლარი) და ასევე განაწილების საქმიანობიდან მიღებული სხვა შემოსავალის მომდევნო წლის პროგნოზი (დღგ-ის გარეშე, ლარი). 3. ბუნებრივი გაზის განაწილების სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს: ა) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელსა და მარეგულირებელ პუნქტებში/დანადგარებში განხორციელებული ცვლილებები: ა.ა) ახალი აქტივები; ა.ბ) ექსპლუატაციიდან გასული აქტივები; ა.გ) შეკეთებული აქტივები; ა.დ) უმოქმედო აქტივები; ბ) შემოწმებული ქსელის სიგრძე; გ) დარღვევების/გაჟონვების რაოდენობა; დ) ავარიების რაოდენობა; ე) შემოწმებული მრიცხველების რაოდენობები; ვ) შეცვლილი მრიცხველების რაოდენობები; ზ) მომხმარებელზე მრიცხველის საფასურის დარიცხვის შემთხვევების რაოდენობა; თ) ბუნებრივი გაზის დატაცების ფაქტებისა და შესაბამისად დარიცხული თანხის ოდენობები; ი) დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესის მოთხოვნათა შესაბამისად (ყველა საჭირო დამასაბუთებელი/დამადასტურებელი დოკუმენტაციით); კ) განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესის მოთხოვნათა შესაბამისად (ყველა საჭირო დამასაბუთებელი/დამადასტურებელი დოკუმენტაციით): კ.ა) ქსელური ინვესტიცები; კ.ბ) გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთებები; კ.გ) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სიმძლავრის გაზრდის შესახებ ინფორმაცია. 4. ბუნებრივი გაზის განაწილების სისტემის ოპერატორის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად; ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. 5. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ მეორე და მეოთხე კვარტლის ანგარიშგებისას ექვსი თვის ჯამურ მონაცემებზე დაყრდნობით, ხოლო „კ“ პუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ მეორე კვარტლის ანგარიშგებისას.
თავი V წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის ანგარიშგების ფორმები მუხლი 19. წყალმომარაგების საქმიანობის ანგარიშგების ფორმები 1. წყალმომარაგების საქმიანობის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) სასმელი წყლის მოპოვებასთან დაკავშირებული ინფორმაცია: ა.ა) სათავე ნაგებობები, მათი ტიპი და ტექნიკური მახასიათებლები; ა.ბ) შესყიდული და მოპოვებული წყლის მოცულობები; ა.გ) მოხმარებული ელექტროენერგიისა და წყლის რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის ოდენობა; ბ) მომხმარებელთან დაკავშირებული ინფორმაცია: ბ.ა) მომხმარებლების რაოდენობა; ბ.ბ) მოხმარებული წყლის მოცულობა მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით; ბ.გ) საწარმოს მიერ მომხმარებლებზე დარიცხული და ამოღებული თანხის ოდენობა; გ) უმრიცხველო მომხმარებლების გამრიცხველიანებასა და არსებული მრიცხველების ახლით შეცვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია: გ.ა) მრიცხველის მოწყობის მიზანი; გ.ბ) მომხმარებლის კატეგორია; გ.გ) მრიცხველის დიამეტრი; გ.დ) მისაღები და ფაქტობრივად მიღებული თანხა, ფაქტობრივად გაწეული დანახარჯები; დ) მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტა/აღდგენასთან დაკავშირებული ინფორმაცია: დ.ა) მომხმარებლის კატეგორია; დ.ბ) ობიექტის ტიპი; დ.გ) შეწყვეტილი მომსახურების სახე (სასმელი წყალი/ელექტროენერგია; დ.დ) დარიცხული შეწყვეტა/აღდგენის საფასური; დ.ე) რეგულირებული საქმიანობიდან დარიცხული სხვა შემოსავლები. 2. წყალმომარაგების საქმიანობის კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს: ა) შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებული ინფორმაცია; ბ) სასმელი წყლის გამწმენდ ნაგებობებთან დაკავშირებული ინფორმაცია: ბ.ა) ნაგებობის ტიპი/სახეობა; ბ.ბ) მდებარეობა; ბ.გ) ტექნიკური მახასიათებლები; ბ.დ) წყლის მოცულობები; ბ.ე) მოხმარებული რეაგენტები; ბ.ვ) მოხმარებული ელექტროენერგია; გ) საქლორატოროებთან დაკავშირებული ინფორმაცია: გ.ა) ნაგებობის ტიპი/სახეობა; გ.ბ) მდებარეობა; გ.გ) წყლის მოცულობა; გ.დ) მოხმარებული რეაგენტები; დ) რეზერვუარებთან დაკავშირებული ინფორმაცია: დ.ა) წყლის მოცულობები; დ.ბ) სველი პერიმეტრის ფართი; ე) სასმელი წყლის განაწილების ქსელთან დაკავშირებული ინფორმაცია: ე.ა) წყლის მოცულობა; ე.ბ) ჭების რაოდენობა; ე.გ) დაზიანებების რაოდენობა; ე.დ) დაზიანებების აღდგენასთან დაკავშირებული დანახარჯები; ე.ე) მილსადენის სიგრძე; ე.ვ) საშუალო დაწნევა; ე.ზ) განშტოებების რაოდენობა და სიგრძე; ვ) სასმელი წყლის მაგისტრალურ ქსელთან დაკავშირებული ინფორმაცია: ვ.ა) წყლის მოცულობები; ვ.ბ) ჭების რაოდენობა; ვ.გ) დაზიანებების რაოდენობა; ვ.დ) დაზიანებების აღდგენასთან დაკავშირებული დანახარჯები; ვ.ე) მილსადენის სიგრძე; ვ.ვ) საშუალო დაწნევა; ვ.ზ) განშტოებების რაოდენობა და სიგრძე; ზ) საბალანსო მრიცხველებთან დაკავშირებული ინფორმაცია: ზ.ა) მრიცხველების მდებარეობა და მახასიათებლები; ზ.ბ) საბალანსო მრიცხველების ქვეშ არსებული მომხმარებლები; თ) სახანძრო ჰიდრანტებთან დაკავშირებული ინფორმაცია: თ.ა) ჰიდრანტების რაოდენობა; თ.ბ) წყლის მოცულობები; თ.გ) ხანძარქრობის ჯამური დრო; ი) სასმელი წყლის სატუმბ სადგურებთან დაკავშირებული ინფორმაცია: ი.ა) კატეგორია; ი.ბ) რაოდენობა; ი.გ) ტექნიკური მახასიათებლები; ი.დ) გადატუმბული წყლის მოცულობა; ი.ე) ნამუშევარი დრო (საათი); ი.ვ) დაზიანებების რაოდენობა; ი.ზ) მოხმარებული ელექტროენერგია; კ) წყალმომარაგების სისტემასთან ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (0-დან-100-მდე მეტრი და 100-დან-200-მდე მეტრის რადიუსების მიხედვით; კ.ა) მოთხოვნილი მომსახურება (სასმელი წყალი/წყალარინება) და დიამეტრი; კ.ბ) მისაღები შემოსავალი და მომხმარებლისთვის გადახდილი კომპენსაცია; კ.გ) გაწეული ფაქტობრივი დანახარჯი; კ.დ) შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; ლ) სიმძლავრის გაზრდასთან დაკავშირებული ინფორმაცია (0-დან-100-მდე მეტრი და 100-დან-200-მდე მეტრის რადიუსების მიხედვით): ლ.ა) მოთხოვნილი მომსახურება (სასმელი წყალი/წყალარინება) და დიამეტრი; ლ.ბ) მისაღები შემოსავალი და მომხმარებლისთვის გადახდილი კომპენსაცია; ლ.გ) გაწეული ფაქტობრივი დანახარჯი; ლ.დ) შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; მ) წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების ტექნიკურ პირობასთან დაკავშირებული ინფორმაცია: მ.ა) განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია; მ.ბ) მოთხოვნილი მომსახურება (სასმელი წყალი/წყალარინება); მ.გ) დოკუმენტაცია შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით; ნ) მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობასთან, აღრიცხვის კვანძის მოწყობასა და შეჭრის საფასურთან დაკავშირებული ინფორმაცია: ნ.ა) მოთხოვნილი მილის დიამეტრი; ნ.ბ) მოწყობილი მრიცხველის დიამეტრი და რაოდენობა; ნ.გ) საწარმოს მიერ მისაღები და ფაქტობრივად მიღებული შემოსავლები; ნ.დ) ფაქტობრივად გაწეული დანახარჯები; ო) დასრულებულ ინვესტიციებთან დაკავშირებული ინფორმაცია: ო.ა) დასრულებული საინვესტიციო პროექტის კოდი; ო.ბ) საკვანძო მაჩვენებლის დასახელება; ო.გ) საინვესტიციო პროექტის შემსრულებელი და ზედამხედველი; ო.დ) საინვესტიციო პროექტის ღირებულება; ო.ე) საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; პ) დაგეგმილ ინვესტიციებთან დაკავშირებული ინფორმაცია: პ.ა) დაგეგმილი საინვესტიციო პროექტის კოდი; პ.ბ) საკვანძო მაჩვენებლის დასახელება; პ.გ) საინვესტიციო პროექტის შემსრულებელი; პ.დ) საინვესტიციო პროექტის ღირებულება; პ.ე) საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; ჟ) წყალარინების გამწმენდ ნაგებობებთან დაკავშირებული ინფორმაცია: ჟ.ა) ნაგებობის ტიპი/სახეობა; ჟ.ბ) მდებარეობა; ჟ.გ) ტექნიკური მახასიათებლები; ჟ.დ) წყლის მოცულობები; ჟ.ე) მოხმარებული რეაგენტები; ჟ.ვ) მოხმარებული ელექტროენერგია; რ) წყალარინების სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაცია: რ.ა) ჭების რაოდენობა; რ.ბ) დაზიანებების რაოდენობა; რ.გ) დაზიანებების აღდგენასთან დაკავშირებული დანახარჯები; რ.დ) ქსელი სიგრძე; რ.ე) განშტოებების რაოდენობა; ს) წყალარინების სატუმბ სადგურებთან დაკავშირებული ინფორმაცია: ს.ა) ტექნიკური მახასიათებლები; ს.ბ) გადატუმბული სითხის მოცულობა; ს.გ) ნამუშევარი დრო (საათი); ს.დ) მოხმარებული ელექტროენერგია; 3. წყალმომარაგების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) კომერციული საქმიანობის ანგარიშგების ფორმა - მესამე პირების მიერ გაწეული გატარების მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია; ბ) მომსახურების ხარისხის წლიური ანგარიშგების ფორმა - საწარმოში შესულ ზარებთან დაკავშირებული ინფორმაცია; გ) წლიური ტექნიკური ანგარიშგების ფორმა: გ.ა) სასმელი წყლისა და წყალარინების ხარისხთან დაკავშირებული ინფორმაცია; გ.ბ) მომსახურე პერსონალთან დაკავშირებული ინფორმაცია; გ.გ) წყალმომარაგების სისტემაზე განხორციელებულ ინსპექტირებებთან დაკავშირებულ ინფორმაცია; დ) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად; ე) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. მუხლი 20. გარდამავალი დებულებები ამ წესების მოთხოვნები ასევე ვრცელდება საწარმოზე, რომელიც, კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, საქმიანობას ახორციელებს კანონის ამოქმედებამდე მიღებული ავტორიზაციით და ეკისრება ვალდებულება, კანონით დადგენილი წესით, გაიაროს ხელახალი ავტორიზაცია – შესაბამისი ავტორიზაციის განხორციელებამდე.
|
დოკუმენტის კომენტარები