„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 20/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016535
18
20/04/2022
ვებგვერდი, 27/04/2022
300280000.16.009.016535
„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №18

2022 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ლ“, „ი.თ“, „ნ.ა“, „ნ.გ“, „ნ.დ“, „ნ.ე“ და „ნ.ვ“ და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში   (სსმ, ვებგვერდი, 07/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016444) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესების“ (დანართი №1):

ა) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოთხოვნის/განცხადების დასაშვებობის დადგენის მიზნით, შესაძლოა, მოთხოვნილ იქნეს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულებების წარდგენა და ამისათვის განისაზღვროს გონივრული ვადა, რაც ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის შეჩერების საფუძველია.“;

ბ) 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეორე კატეგორია – ჯარიმისგან 20%-დან 50%-მდე ოდენობით გათავისუფლება;“;

გ) 39-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის მონაწილეობით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც რეგისტრირებულია კონცენტრაციის განხორციელების წელს, მხედველობაში მიიღება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის მომენტისთვის არსებული ბრუნვა.“.

დ) 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება

კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება წყალმომარაგების სექტორში განხორციელებული კონცენტრაციის მონაწილე ის წყალმომარაგების ლიცენზიატი, რომელიც თვითონ ან თავისი საქმიანობით პირდაპირ ან არაპირდაპირ არ არის დაკავშირებული ენერგეტიკული ბაზრის მონაწილესთან/ენერგეტიკულ საქმიანობასთან.“;

ე) 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. შიდა ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე.“;

) 58-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე, რომელიც დებს ან სურს, რომ დადოს გარიგება ვაჭრობის შესახებ განაცხადის ან/და სატენდერო წინადადების განთავსებით საქართველოში საბითუმო ენერგოპროდუქტებით ვაჭრობის მიზნით, ვალდებულია დარეგისტრირდეს კომისიაში. კომისიაში რეგისტრაციამდე ბაზრის მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ენერგეტიკულ სექტორში მოქმედ ლიცენზიატებს და საბოლოო მომხმარებლებს წარმოეშობათ ვაჭრობის შესახებ გარიგების დადებამდე ან განაცხადის ან/და სატენდერო წინადადების განთავსებამდე, ხოლო სხვა სახის ავტორიზაციის მქონე საწარმოებს – შეტყობინების წადგენისთანავე.“;

ზ) 61-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ თავის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით კომისიაში განცხადების წარდგენის უფლება აქვს საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეს და ტრანზაქციებთან პროფესიულად დაკავშირებულ პირს.“.

თ)  №1.2, №1.3, №1.5, №1.6 და №1.8 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ანგარიშგების წესების“ (დანართი№2):

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ანგარიშგება – საწარმოს მიერ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობისა და ამ საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ მონაცემების კომისიისთვის წარდგენა;

ბ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

გ) კანონი – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) საწარმო – ყველა სახის ენერგეტიკული საწარმო, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზიატი, რომლის საქმიანობაც რეგულირდება კანონის მიხედვით და ექვემდებარება კომისიის მარეგულირებელ კომპეტენციას;

ე) საწარმოთა ელექტრონული პორტალი – კომისიაში არსებული ელექტრონული პლატფორმა, სადაც ამ წესების შესაბამისად ხდება საწარმოების რეგისტრაცია და ანგარიშგება, აგრეთვე კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენა;

ვ) საანგარიშო დღე – პერიოდი დღის:

ვ.ა) 00:00 საათიდან 24:00 საათამდე – ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის. ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი ბაზრის ოპერატორებისთვის საანგარიშო დღე განისაზღვრება ცენტრალური ევროპის დროით;

ვ.ბ) 11:00 საათიდან მომდევნო დღის 11:00 საათამდე – ბუნებრივი გაზის სექტორში;

ზ) საანგარიშო თვე – პერიოდი თვის პირველი საანგარიშო დღიდან ბოლო საანგარიშო დღის ჩათვლით;

თ) საანგარიშო კვარტალი – სამი საანგარიშო თვე;

ი) საანგარიშო წელი – პერიოდი წლის პირველი საანგარიშო დღიდან ბოლო საანგარიშო დღის ჩათვლით;

კ) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე – ნებისმიერი პირი, მათ შორის, ენერგეტიკული საწარმო ან საბოლოო მომხმარებელი, რომელიც დებს გარიგებებს, მათ შორის, ათავსებს განაცხადებს ან/და სატენდერო წინადადებებს ერთ ან მეტ საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობის მიზნით.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ყოველთვიური ანგარიშგება – საანგარიშო თვის დამთავრებიდან მომდევნო კალენდარული თვის განმავლობაში;

დ) კვარტალური ანგარიშგება – საანგარიშო კვარტალის დამთავრებიდან მომდევნო კალენდარული თვის განმავლობაში;“;

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისთვის საჭიროა საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ინფორმაცია საწარმოს შესახებ:

ა.ა) საწარმოს დასახელება;

ა.ბ) სამართლებრივი ფორმა;

ა.გ) საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი;

ა.დ) საწარმოს რეგისტრაციის თარიღი;

ა.ე) საქმიანობის სახე/სახეები;

ბ) ინფორმაცია საწარმოს ხელმძღვანელის შესახებ:

ბ.ა) სახელი, გვარი;

ბ.ბ) პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი;

ბ.გ) ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ.დ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

ბ.ე) პოზიცია.“;

გ.ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თანამშრომელი – საწარმოს წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია შეავსოს ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული მონაცემები საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე;“;

გ.გ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის და ანგარიშგების ფორმების შევსების პროცედურა, შესაბამის განმარტებებთან ერთად, მოცემულია კომისიის მიერ შემუშავებულ ინსტრუქციაში, რომელიც ქვეყნდება საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე.“;

დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. მონაცემების წარმოება-დამუშავების სტანდარტები

ანგარიშგების განხორციელებისას საწარმო ვალდებულია მონაცემები აწარმოოს/დაამუშაოს შემდეგი სიზუსტით:

ა) ელექტროენერგია:

ა.ა) კილოვატსაათი – მთელ რიცხვებში;

ა.ბ) მეგავატსაათი – წერტილის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული;

ა.გ) გიგავატსაათი – წერტილის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული;

ა.დ) ტერავატსაათი – წერტილის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული.

ბ)  სიმძლავრე:

ბ.ა) კილოვატი – წერტილის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული;

ბ.ბ) მეგავატი – წერტილის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული;

ბ.გ) გიგავატი – წერტილის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული.

გ) ბუნებრივი გაზი:

გ.ა) კუბ.მ – მთელ რიცხვებში;

გ.ბ) ათასი კუბ.მ – წერტილის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული;

გ.გ) მლნ. კუბ.მ – წერტილის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული.

დ) ფულადი ერთეულები:

დ.ა) თეთრი – წერტილის შემდეგ ოთხ ნიშანზე დამრგვალებული;

დ.ბ) ლარი – მთელ რიცხვებში;

დ.გ) ათასი ლარი – წერტილის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული;

დ.დ) მილიონი ლარი - მძიმის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული.

ე) დრო:

ე.ა) წამი – მთელ რიცხვებში;

ე.ბ) წუთი – წერტილის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული;

ე.გ) საათი – წერტილის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული.

ვ) წონა:

ვ.ა) გრამი – მთელ რიცხვებში;

ვ.ბ) კილოგრამი – წერტილის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული;

ვ.გ) ტონა – წერტილის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული.

ზ) სიგრძე/მანძილი:

ზ.ა) მეტრი – მთელ რიცხვებში;

ზ.ბ) კილომეტრი – წერტილის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული.

თ) სხვადასხვა:

თ.ა) პროცენტი – წერტილის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული;

თ.ბ) რაოდენობა/ერთეული – მთელ რიცხვებში;

თ.გ) ტემპერატურა (ცელსიუსი) – მთელ რიცხვებში.“;

ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ელექტროენერგიის წარმოება

1. ელექტროენერგიის მწარმოებლები ვალდებული არიან ანგარიშგება განახორციელონ თითოეული ელექტროსადგურისთვის ცალ-ცალკე.

2. ელექტროსადგურის საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ელექტროსადგურის ძირითადი პარამეტრები:

ა.ა) ელექტროსადგურის ტიპი, პირველადი ენერგორესურსის მიხედვით;

ა.ბ) პირველადი ენერგორესურსის დასახელება;

ა.გ) მდინარის დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ა.დ) მდინარის ზედატანში არსებული სხვა სადგურის დასახელება, რომლის წყლის რესურსზეც დამოკიდებულია ეს სადგური  (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ა.ე) ირიგაციის ქსელზე დაერთება  (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ა.ვ) დადგმული სიმძლავრე;

ა.ზ) აგრეგატების/ბლოკების რაოდენობა;

ა.თ) ექსპლუატაციაში გაშვების თარიღი;

ა.ი) სადგურის განთავსების ადგილი;

ა.კ) სადგურის განთავსების საკადასტრო კოდები;

ა.ლ) ცალხაზოვანი სქემა მოწყობილობა-დანადგარების სპეციფიკაციით, დანართის სახით;

ა.მ) სიტუაციური სქემა, დანართის სახით;

ა.ნ) წლიური საპროექტო გამომუშავება;

ა.ო) მშენებლობის საპროექტო ხანგრძლივობა;

ა.პ) მშენებლობის ფაქტობრივი ხანგრძლივობა;

ა.ჟ) ინვესტიციის რაოდენობა;

ა.რ) ინვესტიცია, დაფინანსების წყაროს მიხედვით;

ა.ს) საკუთარი წილი ინვესტიციაში;

ა.ტ) სესხის წილი ინვესტიციაში;

ა.უ) 1 მგვტ დადგმული სიმძლავრის საპროექტო ღირებულება;

ა.ფ) 1 მგვტ.სთ-ის საპროექტო ღირებულება;

ბ) ძალოვანი აქტივების (ტურბინა, გენერატორი) ძირითადი პარამეტრები;

გ) ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მათი პარამეტრები, ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში;

დ) თბოტექნიკური ნაგებობები და მათი პარამეტრები, თბოელექტროსადგურის შემთხვევაში;

ე) ქარის ელექტროსადგურის ნაგებობები და მათი პარამეტრები;

ვ) მიერთების წერტილები მიერთების ადგილისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;

ზ) აღრიცხვის კვანძები მიერთების ადგილის, ძაბვის საფეხურებისა და ინფორმაციის გადაცემის ფორმის მიხედვით;

თ) საქსელო აქტივების ძირითადი პარამეტრები.

3.  ელექტროსადგურის ყოველდღიური ანგარიშგება მოიცავს მონაცემებს:

ა) ელექტროენერგიის გაყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ, მათ შორის, ხელშეკრულების ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღს, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროს, სახელშეკრულებო გადახრის კოეფიციენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ელექტროენერგიის ოდენობასა და ფასს;

ბ) ელექტროენერგიის შესყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ, მათ შორის, ხელშეკრულების ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღს, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროს, სახელშეკრულებო გადახრის კოეფიციენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ელექტროენერგიის ოდენობასა და ფასს;

გ) წინა საანგარიშო პერიოდებში გაფორმებული ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის ორმხრივი ხელშეკრულებების ცვლილებებს.

4.  ელექტროსადგურის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ელექტროსადგურის სალტეზე გაცემა და მიღება, შესაბამისი ძაბვის საფეხურებისა და ქსელის მფლობელების მიხედვით;

ბ) ელექტროენერგიის დანახარჯი, მათ შორის, საკუთარი მოხმარება და სასადგურე დანაკარგი, შესაბამისი ძაბვის საფეხურების მითითებით;

გ) ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის შესახებ მონაცემები, მათ შორის, მეორე მხარის მიერ შესყიდული/გაყიდული რაოდენობა და საშუალო ფასი;

დ) ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში:

დ.ა) წყლის ბუნებრივი მოდინება;

დ.ბ) წყლის ჭარბი რესურსი;

დ.გ) წყლის ფაქტობრივი ეკოლოგიური გაშვება;

დ.დ) სისტემის ოპერატორის მოთხოვნით, ავარიის შედეგად ან ეკოლოგიური გაშვებისას დაღვრილი წყლის ხარჯი;

დ.ე) წყლის ხარჯი ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის;

დ.ვ) დადგმული სიმძლავრის გამოყენების ეფექტიანობა;

ე) თბოელექტროსადგურის შემთხვევაში:

ე.ა) ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის გამოყენებული საწვავი რესურსის რაოდენობა;

ე.ბ) საწვავი რესურსის საშუალო თბოუნარიანობა;

ე.გ) ტექნიკური წყლის ხარჯი;

ე.დ) დადგმული სიმძლავრის გამოყენების ეფექტიანობა;

ვ) ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში:

ვ.ა) ქარის საშუალო სიჩქარე;

ვ.ბ) ქარის მინიმალური სიჩქარე;

ვ.გ) ენერგიის სიმჭიდროვე;

ვ.დ) დადგმული სიმძლავრის გამოყენების ეფექტიანობა;

ზ) ენერგეტიკული მოწყობილობების გეგმური და არაგეგმური რემონტები;

ზ.ა) აგრეგატის/ბლოკის დასახელება;

ზ.ბ) რემონტის დროს გაჩერებული სიმძლავრე (მგვტ);

ზ.გ) რემონტის დაწყების თარიღი;

ზ.დ) რემონტის დამთავრების თარიღი;

ზ.ე) გამომუშავების დანაკარგები რემონტის დროს (მგვტ.სთ);

თ) გასაყიდი ელექტროენერგიის საპროგნოზო ოდენობა და ფასი დღგ-ის გარეშე მომდევნო საანგარიშო წლისთვის.

5. ელექტროსადგურის წლიური ანგარიშგება მოიცავს:

ა) ფინანსურ ანგარიშგებას, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;

ბ) აუდიტის დასკვნას, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება საანგარიშო წლის მე-6 თვის ყოველთვიური ანგარიშგებისას.

7. ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომლის მფლობელობაში არსებული ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 15 მეგავატს არ აღემატება, წლიური ანგარიშგების განხორციელებისას გათავისუფლებულია აუდიტის დასკვნის წარმოდგენის ვალდებულებისგან.“;

ვ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამომუშავებული და სალტეზე გაცემული ელექტროენერგიის საათობრივი ოდენობა ელექტროსადგურების მიხედვით;“;

ზ) მე-9 მუხლის:

ზ.ა) მე-2 პუნქტის:

ზ.ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელიდან გაცემული და გატარებული ელექტროენერგიის ოდენობა, ქსელის მფლობელების, ძაბვის საფეხურების,  მომხმარებელთა კატეგორიებისა და შესაბამისი მიმწოდებლების მიხედვით;“;

ზ.ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ელექტროენერგიის მოხმარება და მომხმარებლების რაოდენობა, მომხმარებელთა კატეგორიების, ტერიტორიული ერთეულების, მუნიციპალიტეტებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით.“;

ზ.ა.გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“–„თ“ ქვეპუნქტები:

„ვ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მოხმარება ტერიტორიული ერთეულებისა და ეკონომიკური საქმიანობების მიხედვით;

ზ) მიმწოდებელთან გადართულ ახალ მომხმარებელთა რაოდენობა და მიმწოდებლიდან გადართულ მომხმარებელთა რაოდენობა მომხმარებელთა კატეგორიებისა და მიმწოდებლების მიხედვით;

თ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების  მფლობელ მომხმარებელთა რაოდენობასა და ასეთი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემებს;“;

ზ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  ამ მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება საანგარიშო წლის მეექვსე თვის ყოველთვიური ანგარიშგების განხორციელებისას.“;

თ) მე-10 მუხლის:

თ.ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის მიმწოდებლის ყოველდღიური ანგარიშგება მოიცავს  მონაცემებს:

ა) ელექტროენერგიის შესყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ, მათ შორის, ხელშეკრულების ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღს, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროს, სახელშეკრულებო გადახრის კოეფიციენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ელექტროენერგიის ოდენობასა და ფასს;

ბ) წინა საანგარიშო პერიოდში გაფორმებული ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის ორმხრივ ხელშეკრულებებში ცვლილებების შესახებ.

2. ელექტროენერგიის მიმწოდებლის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ელექტროენერგიის მოხმარება და მომხმარებლების რაოდენობა, მომხმარებელთა კატეგორიების, ტერიტორიული ერთეულების, მუნიციპალიტეტებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;

ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება, ტერიტორიული ერთეულების,  ეკონომიკური საქმიანობებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;

გ) ახალი მომხმარებლების რაოდენობა მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით, მათ შორის, მიმწოდებლის შეცვლის შედეგად დამატებული მომხმარებლების  რაოდენობა; მომხმარებლების რაოდენობა, რომლებმაც შეწყვიტეს ხელშეკრულება, მათ შორის, რომლებიც გადავიდნენ სხვა მიმწოდებელთან;

დ)  დეპოზიტების მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია;

ე) საბოლოო მომხმარებლების რაოდენობა, მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა, მიწოდებული ელექტროენერგიის მთლიანი  ღირებულება (დღგ-ის გარეშე) დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით, მათ შორის, მხოლოდ ელექტროენერგიის ღირებულება (დღგ-ის გარეშე), მომხმარებელთა კატეგორიებისა და მოხმარების ზღვრების მიხედვით;

ვ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების  მომხმარებელთა რაოდენობასა და მომხმარებლების მოხმარების შესახებ მონაცემები;

ზ) მისაწოდებელი ელექტროენერგიისა და შესაბამისი შემოსავლის (დღგ-ის გარეშე, ლარი) საპროგნოზო ოდენობა და მიწოდების საქმიანობიდან მიღებული სხვა შემოსავლის მომდევნო წლის პროგნოზი (დღგ-ის გარეშე, ლარი).“;

თ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება (6 თვის ჯამური მონაცემები) საანგარიშო წლის მე-6 და მე-12 თვის ყოველთვიური ანგარიშგების განხორციელებისას, ხოლო, „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება საანგარიშო წლის მე-6 თვის ყოველთვიური ანგარიშგების განხორციელებისას.“;

ი) მე-11 მუხლის:

ი.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიით ვაჭრობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშგება მოიცავს მონაცემებს:

ა) ელექტროენერგიის გაყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ, მათ შორის, ხელშეკრულების ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღს, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროს, სახელშეკრულებო გადახრის კოეფიციენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ელექტროენერგიის ოდენობასა და ფასს;

ბ) ელექტროენერგიის შესყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ, მათ შორის, ხელშეკრულების ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღს, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროს, სახელშეკრულებო გადახრის კოეფიციენტსა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ელექტროენერგიის ოდენობასა და ფასს;

გ) წინა საანგარიშო პერიოდში გაფორმებული ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის ორმხრივ ხელშეკრულებებში ცვლილებების შესახებ.

2. ელექტროენერგიით ვაჭრობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია, ვაჭრობის მეორე მხარის, შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობისა და საშუალო ფასის მითითებით;

ბ) ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია,  ვაჭრობის მეორე მხარის, შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობისა და საშუალო ფასის მითითებით;

გ) ელექტროგადამცემი ხაზის მოპოვებული გამტარუნარიანობა, შესაბამისი ხაზის, აუქციონისა და ღირებულების მიხედვით, ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შემთხვევაში;

დ) მომდევნო საანგარიშო თვის შესასყიდი და გასაყიდი ელექტროენერგიის საპროგნოზო ოდენობა და ფასი, შესაბამისი საწარმოებისა და მომხმარებლების მიხედვით;

ე) ელექტროენერგიით ვაჭრობისა და შემოსავლის (დღგ-ის გარეშე, ლარი) საპროგნოზო ოდენობა მომდევნო საანგარიშო წლისთვის;

ვ) საბოლოო მომხმარებლების რაოდენობა, მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა, მიწოდებული ელექტროენერგიის მთლიანი ღირებულება  ღირებულება (დღგ-ის გარეშე) დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით, მათ შორის, მხოლოდ ელექტროენერგიის ღირებულება (დღგ-ის გარეშე), მოხმარების ზღვრების მიხედვით.“;

ი.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება საანგარიშო წლის მე-6 თვის ყოველთვიური ანგარიშგებისას, ხოლო, „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება  (6 თვის ჯამური მონაცემები) საანგარიშო წლის მე-6 და მე-12 თვის ყოველთვიური ანგარიშგებისას.“;

კ) მე-12 მუხლის:

კ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება მოიცავს ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე რეგისტრირებული მონაწილეების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, მონაწილის საქმიანობის, შესაბამისი პორტფელებისა და მონაწილის წარმომადგენლების შესახებ მონაცემებს.“;

კ.ბ) მე-2 პუნქტის:

კ.ბ.ა) „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მონაწილეების მიერ განთავსებული განაცხადები, პორტფელების მიხედვით;

ბ) დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგად დადგენილი საბაზრო ფასი და პორტფელების მიხედვით ნავაჭრი ელექტროენერგიის ოდენობა, ფიზიკური მიწოდების თითოეული საათისთვის;

გ) დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შედეგად დაწყვილებული განაცხადების შესაბამისი ფასი და ელექტროენერგიის ოდენობა,  პორტფელების, განაცხადების თანხვედრისა და ფიზიკური მიწოდების პერიოდის მითითებით;“;

კ.ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეების მიერ ელექტროენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებული შიდა ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულების ფარგლებში გამოქვეყნებული შეტყობინებები.“;

ლ) მე-13 მუხლის:

ლ.ა) მე-2 პუნქტის:

ლ.ა.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ წარდგენილი თითოეული შიდაზონალური ნომინაცია თითოეული ანგარიშსწორების პერიოდისთვის,  შესაბამისი ტრანზაქციების გათვალისწინებით;

ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ წარდგენილი ტრანსსასაზღვრო ნომინაციები თითოეული ანგარიშსწორების პერიოდისთვის, შესაბამისი ტრანზაქციების გათვალისწინებით;“;

ლ.ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სიხშირის შენარჩუნების რეზერვის, სიხშირის ავტომატური აღდგენისა და სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერები.“;

ლ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება შესაბამისი ტენდერის დღის დამთავრებიდან მომდევნო ყოველდღიური ანგარიშგების განხორციელებისას.“.

მ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ნ) მე-15 მუხლის:

ნ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესყიდული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ), სახელშეკრულებო ფასი (აშშ დოლარი/1000 კუბ.მ), მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით (ლარი/ კუბ.მ) და ბუნებრივი გაზის წმინდა ღირებულება დღგ-ის გარეშე (ლარი/კუბ.მ) შესყიდვის წყაროებისა და ხელშეკრულებების მიხედვით;“;

ნ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბუნებრივი გაზით ვაჭრობის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს:

ა) ფინანსურ ანგარიშგებას, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;

ბ) აუდიტის დასკვნას, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.“;

ნ.გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება საანგარიშო წლის მე-6 თვის ყოველთვიური ანგარიშგებისას.“.

ო) მე-16 მუხლის:

ო.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არააქტიურ და აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა, მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა და მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე), დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით (ლარი/კუბ.მ), სისტემის ოპერატორებისა და მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით;“;

ო.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება (6 თვის ჯამური მონაცემები) საანგარიშო წლის მე-6 და მე-12 თვის ყოველთვიური ანგარიშგებისას, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება საანგარიშო წლის მე-6 თვის ყოველთვიური ანგარიშგებისას.“.

პ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. ბუნებრივი გაზის გადაცემა

1. ბუნებრივი გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება მოიცავს:

ა) მეზობელი გადამცემი სისტემებიდან ბუნებრივი გაზის მიღების/მიწოდების პუნქტების შესახებ ინფორმაციას:

ა.ა) მაქსიმალური დასაშვები საათური დატვირთვა (მლნ. მ³/სთ.);

ა.ბ) მაქსიმალური დასაშვები დღიური დატვირთვა (მლნ. მ³/დღე);

ა.გ) მაქსიმალური დასაშვები მუშა წნევა (ბარი).

ბ) ქსელის შემადგენელი თითოეული მილსადენის ფაქტობრივ მონაცემებს:

ბ.ა) გაზსადენის დასახელება;

ბ.ბ) მილსადენის ფაქტობრივი სიგრძე, აშენების პერიოდის მიხედვით;

ბ.გ) მიერთებული სადგურების და აღრიცხვის წერტილების რაოდენობა;

ბ.დ) სადგურებში აღრიცხვის წერტილების რაოდენობა;

ბ.ე) მაქსიმალური დასაშვები წნევა;

ბ.ვ) მაქსიმალური დასაშვები საათური დატვირთვა (მილ. მ³/სთ.);

ბ.ზ) მაქსიმალური დასაშვები დღიური დატვირთვა (მილ. მ³/დღე);

ბ.თ) ჩამკეტი არმატურის რაოდენობა;

ბ.ი) კონდენსატშემკრებების რაოდენობა;

ბ.კ) სადიაგნოსტიკო მოწყობილობის გამშვებ/მიმღები სადგურების რაოდენობა;

ბ.ლ) კათოდური სადგურების რაოდენობა;

ბ.მ) იზოლირებული მონაკვეთის სიგრძე;

ბ.ნ) ელექტროქიმიურად დაცული მონაკვეთის სიგრძე;

ბ.ო) საკონტროლო საზომი პუნქტების რაოდენობა.

2. ბუნებრივი გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) სისტემაში მიღებული ბუნებრივი გაზის ოდენობა, მიღების პუნქტების, მიმწოდებლებისა და ტრეიდერების მიხედვით;

ბ) ტრანსსასაზღვრო მიწოდების პუნქტებში მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობა, მიწოდების პუნქტების, მიმწოდებლებისა და ტრეიდერების მიხედვით;

გ) ქსელიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობა, განაწილების სისტემის ოპერატორებისა და მიმწოდებლების მიხედვით;

დ) საბოლოო მომხმარებლების რაოდენობა და მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა, მიმწოდებლების მიხედვით;

ე) საბოლოო მომხმარებლების რაოდენობა და მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა, ტერიტორიული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით;

ვ) მიღებული ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მონაცემები, მიღების წერტილების მიხედვით;

ზ) მილსადენში არსებული ბუნებრივი გაზის ოდენობა, მიმწოდებლების მიხედვით;

თ) გადაცემის სისტემის ოპერატორის საკუთარი მოხმარების და დანაკარგების ოდენობა.

3. ბუნებრივი გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორის კვარტალური ანგარიშგება მოიცავს:

ა) ქსელის შემადგენელი თითოეული მილსადენის ფაქტობრივ მონაცემებს:

ა.ა) მილსადენის ფაქტობრივი სიგრძე;

ა.ბ) მაქსიმალური ფაქტობრივი მუშა წნევა;

ა.გ) მაქსიმალური ფაქტობრივი საათური დატვირთვა;

ა.დ) მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში დაფიქსირებული ავარიების რაოდენობა;

ა.ე) მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში დაფიქსირებული გაჟონვების რაოდენობა;

ა.ვ) ავარიების და გაჟონვების შედეგად გაფრქვეული გაზის რაოდენობა;

ბ) მეზობელი გადაცემის სისტემებიდან ბუნებრივი გაზის მიღების/მიწოდების პუნქტების შესახებ ფაქტობრივ ინფორმაციას:

ბ.ა) პიკური ფაქტობრივი საათური დატვირთვა;

ბ.ბ) პიკური ფაქტობრივი დღიური დატვირთვა;

ბ.გ) საშუალო ფაქტობრივი საათური დატვირთვა;

ბ.დ) პიკური საშუალო თვიური დატვირთვა;

ბ.ე) საშუალო ფაქტობრივი მუშა წნევა;

გ)  დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაციას, კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესის მოთხოვნათა შესაბამისად (ყველა საჭირო დამასაბუთებელი/დამადასტურებელი დოკუმენტაციით);

დ) განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაციას, კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესის მოთხოვნათა შესაბამისად (ყველა საჭირო დამასაბუთებელი/დამადასტურებელი დოკუმენტაციით):

დ.ა) ქსელური ინვესტიციები;

დ.ბ) გადამცემ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთებები;

დ.გ) გადამცემ ქსელთან მიერთების სიმძლავრის გაზრდის შესახებ ინფორმაცია;

ე) მომსახურე პერსონალის შესახებ რაოდენობრივ ინფორმაციას:

ე.ა) ადმინისტრაცია;

ე.ბ) ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციის მიხედვით (უმაღლესი, პროფესიული, სერტიფიცირებული);

ე.გ) საანგარიშო წლის განმავლობაში გადამზადებული სპეციალისტების რაოდენობა;

ე.დ) საანგარიშო წლის განმავლობაში აყვანილი ახალი პერსონალის რაოდენობა;

ე.ე) საანგარიშო წლის განმავლობაში თანამდებობიდან გათავისუფლებული პერსონალის რაოდენობა;

ე.ვ) კადრების დენადობა (%).

ვ)  საანგარიშო წლის განმავლობაში გადამცემ ქსელთან მიერთების განაცხადების შესახებ რაოდენობრივ ინფორმაციას (მიღებული, განხილვის პროცესში, დამტკიცებული განაცხადი, რომლის საფუძველზეც გადამცემ ქსელთან მიერთების ხელშეკრულება გაფორმდა);

ზ)  საანგარიშო წლისთვის გადამცემი სისტემის შესახებ ინფორმაციას:

ზ.ა) შემოწმებული სისტემის სიგრძე, მიღებისა და მიწოდების პუნქტების რაოდენობა;

ზ.ბ) ავარიების და გაჟონვების რაოდენობა, მათ შორის აღმოფხვრილი ავარიებისა და გაჟონვების რაოდენობა;

ზ.გ) ავარიების აღმოფხვრის საშუალო დრო;

თ) საანგარიშო წლისთვის ოდორიზაციის კვანძების მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას;

თ.ა) ოდორიზაციის კვანძების რაოდენობა;

თ.ბ) არაოდორიზებული გაზის მიწოდების შემთხვევების რაოდენობა;

თ.გ) არაოდორიზებული გაზის მიწოდების ჯამური ხანგრძლივობა;

თ.დ) მიწოდებული არაოდორიზებული გაზის ჯამური ოდენობა;

ი) საანგარიშო წლისთვის გადაცემის სისტემის მომსახურებასთან დაკავშირებული წყვეტების შესახებ ინფორმაციას:

ი.ა) წყვეტების/შეზღუდვების რაოდენობა;

ი.ბ) წყვეტის საშუალო ხანგრძლივობა ერთ მიწოდების პუნქტზე (სისტემის ოპერატორი, საბოლოო მომხმარებელი);

ი.გ) წყვეტების საშუალო სიხშირე ერთ მიწოდების პუნქტზე (სისტემის ოპერატორი, საბოლოო მომხმარებელი);

ი.დ) იმ მიწოდების პუნქტების რაოდენობა, რომელთაც გეგმური სამუშაოების ვადების თაობაზე ეცნობათ კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების შესაბამისად (სისტემის ოპერატორი, საბოლოო მომხმარებელი);

ი.ე) იმ მიწოდების პუნქტების რაოდენობა, რომელთაც გეგმური სამუშაოების ვადების თაობაზე არ ეცნობათ კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადების შესაბამისად (სისტემის ოპერატორი, საბოლოო მომხმარებელი);

ი.ვ) მიმწოდებლის მოთხოვნის შედეგად გათიშული მიწოდების პუნქტების რაოდენობა (სისტემის ოპერატორი, საბოლოო მომხმარებელი);

კ)  საანგარიშო წლისთვის გადაცემის მომსახურებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციას:

კ.ა) მომსახურების მიმღების დასახელება;

კ.ბ) ხელშეკრულების თარიღი და ნომერი;       

კ.გ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

კ.დ) ტრანსპორტირებული გაზის ოდენობა (ხელშეკრულებით, ფაქტობრივი);

ლ) ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზისა და შესაბამისი შემოსავლის (დღგ-ის გარეშე, ლარი) საპროგნოზო ოდენობას და გადაცემის საქმიანობიდან მიღებული სხვა შემოსავლის მომდევნო წლის პროგნოზს (დღგ-ის გარეშე, ლარი).

4. ბუნებრივი გაზის გადაცემის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს:

ა) ფინანსურ ანგარიშგებას, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;

ბ) აუდიტის დასკვნას, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.

5. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ე“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება საანგარიშო წლის მეორე და მეოთხე კვარტლის შესაბამისი კვარტალური ანგარიშგებისას, ხოლო, „ლ“ პუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მეორე კვარტლის ანგარიშგებისას.“.

ჟ) მე-18 მუხლის:

ჟ.ა) პირველი პუნქტის:

ჟ.ა.ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განაწილებული ბუნებრივი გაზის და შესაბამისი აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, ტერიტორიული ერთეულების, მუნიციპალიტეტების, დასახლებების ტიპისა და მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით;

ვ) არააქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა, მომხმარებელთა კატეგორიების,  ტერიტორიული ერთეულების, მუნიციპალიტეტების და დასახლებების ტიპის მიხედვით.“;

ჟ.ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“-„ი“ ქვეპუნქტები:

„ზ) მიმწოდებელთან გადართულ ახალ მომხმარებელთა რაოდენობა, მიმწოდებლიდან გადართულ მომხმარებელთა რაოდენობა, მომხმარებელთა კატეგორიებისა და მიმწოდებლების მიხედვით;

თ) უბედური შემთხვევების რაოდენობა, მათ შორის, ლეტალური შედეგით დასრულებული შემთხვევების რაოდენობა, მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით;

ი) უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ პირთა რაოდენობა.“;

ჟ.ბ) მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს:

ა) განაწილებული ბუნებრივი გაზის და შესაბამისი მომხმარებლების რაოდენობა, მიერთების სიმძლავრეების მიხედვით;

ბ) ახალი მომხმარებლების რაოდენობა, მომხმარებელთა კატეგორიებისა და მიერთების სიმძლავრეების მიხედვით;

გ) სხვა განაწილების სისტემის ოპერატორის შერწყმის/მისი აქტივების შეძენის შედეგად გაზრდილი მომხმარებლების რაოდენობა, მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით;

დ) საცალო მომხმარებელთან არსებული გაზის მოწყობილობების და შიდა ქსელის შემოწმებები:

დ.ა) გეგმური და არაგეგმური შემოწმებების რაოდენობა;

დ.ბ) გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა;

დ.გ) გამოვლენილი დარღვევების შედეგად, დანადგარის/მიერთების გათიშვის/დალუქვის რაოდენობა;

დ.დ) ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა დარღვევების გამო;

დ.ე) გადამოწმებული და აღმოფხვრილი დარღვევები;

დ.ვ) გამოვლენილი უკანონო მოხმარების შემთხვევების რაოდენობა და 5 ყველაზე გავრცელებული სახის დარღვევა;

ე)  ახალი მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ხარჯები, შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობით და მის გარეშე; 

ვ) დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია, კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესის მოთხოვნათა შესაბამისად (ყველა საჭირო დამასაბუთებელი/დამადასტურებელი დოკუმენტაციით);

ზ) განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია, კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესის მოთხოვნათა შესაბამისად (ყველა საჭირო დამასაბუთებელი/დამადასტურებელი დოკუმენტაციით):

ზ.ა) ქსელური ინვესტიციები;

ზ.ბ) გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთებები;

ზ.გ) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სიმძლავრის გაზრდის შესახებ ინფორმაცია.

თ) განაწილებული ბუნებრივი გაზისა და შემოსავლის (დღგ-ის გარეშე, ლარი) საპროგნოზო ოდენობა, მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით, ქსელთან მიერთებისა და სიმძლავრის გაზრდის საქმიანობებიდან მისაღები შემოსავლისა (დღგ-ის გარეშე, ლარი) და, ასევე, განაწილების საქმიანობიდან მიღებული სხვა შემოსავალის მომდევნო წლის პროგნოზი (დღგ-ის გარეშე, ლარი).

ი) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელსა და მარეგულირებელ პუნქტებში/დანადგარებში განხორციელებულ ცვლილებები, სერვისცენტრების მიხედვით:

ი.ა) გამანაწილებელი ქსელის სიგრძე გაზსადენის მუშაობის ხანგრძლივობის მიხედვით (კმ);

ი.ბ) საავარიო ბრიგადების რაოდენობა;

ი.გ) სულ დაფიქსირებული ავარიების რაოდენობა;

ი.დ) ქსელის მომსახურე პერსონალის რაოდენობა (გარდა საავარიო ბრიგადისა);

ი.ე) მრიცხველების წამკითხველების რაოდენობა;

ი.ვ) მაქსიმალური საოპერაციო წნევა;

ი.ზ) 10 წელზე ნაკლები და 10 წელზე მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობის მრიცხველების ჯამური რაოდენობა, წნევის და ტემპერატურის ელექტრონული კორექციით, მათ შორის, მრიცხველები მონაცემთა გადაცემის ფუნქციით, ტემპერატურის მექანიკური კორექციით, და კორექციის გარეშე.

კ) გამანაწილებელი ქსელის შესახებ მონაცემები,

კ.ა) მილსადენის წნევის საფეხურების მიხედვით;

კ.ბ) მილსადენის მიწის მიმართ განლაგების მიხედვით;

კ.გ) მილსადენის მასალის მიხედვით;

კ.დ) გაზის მარეგულირებელი პუნქტების/დანადგარების რაოდენობა;

კ.ე) მესამე პირების რაოდენობა, რომელთა ქსელსაც იყენებს განაწილების სისტემის ოპერატორი და უწევს ექსპლუატაციას;

კ.ვ) მომხმარებელთან დამონტაჟებული აღრიცხვის კვანძების რაოდენობა:

კ.ვ.ა) წნევის და ტემპერატურის ელექტრონული კორექციით;

კ.ვ.ბ) ტემპერატურის მექანიკური კორექციით;

კ.ვ.გ კორექციის გარეშე;

ლ) გამანაწილებელი ქსელი მონიტორინგის შესახებ მონაცემები:

ლ.ა) შემოწმებული ქსელის სიგრძე;

ლ.ბ) დარღვევების/გაჟონვების რაოდენობა;

ლ.გ) ავარიების რაოდენობა;

ლ.დ) შემოწმებული მრიცხველების რაოდენობა;

ლ.ე) შეცვლილი მრიცხველების რაოდენობა;

ლ.ვ) მომხმარებელზე მრიცხველის საფასურის დარიცხვის შემთხვევების რაოდენობა;

ლ.ზ) ბუნებრივი გაზის დატაცების ფაქტებისა და შესაბამისად დარიცხული თანხის ოდენობები.“;

ჟ.გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ჟ.დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  ამ მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მეორე კვარტლის ანგარიშგებისას, ხოლო „ი“-„ლ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მეორე და მეოთხე კვარტლების ანგარიშგებისას.“.

რ) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20. გარდამავალი დებულებები

1. ამ წესების მოთხოვნები ასევე ვრცელდება საწარმოზე, რომელიც, კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, საქმიანობას ახორციელებს კანონის ამოქმედებამდე მიღებული ავტორიზაციით და ეკისრება ვალდებულება, კანონით დადგენილი წესით, გაიაროს ხელახალი ავტორიზაცია – შესაბამისი ავტორიზაციის განხორციელებამდე.

2. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედმა რეგულირებულმა საწარმოებმა 2021 საანგარიშო წლის წლიური ანგარიშგების განხორციელება უზრუნველყონ 2022 წლის პირველ მაისამდე ელექტრონულად, აუდიტის დასკვნის, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფორმით ფინანსური, კომერციული, მომსახურების ხარისხის და ტექნიკური ანგარიშგების კომისიაში წარმოდგენით.

3. საბითუმო მიმწოდებლებმა, ექსპორტიორებმა და იმპორტიორებმა, უზრუნველყონ ანგარიშგების წესებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, ანგარიშგების წესების მე-11 მუხლით განსაზღვრული ანგარიშგების კომისიაში წარმოდგენა, 2022 წლის პირველ სექტემბრამდე.

4. ელექტროენერგიის მწარმოებლები, რომელთა მფლობელობაში არსებული ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 15 მეგავატს, 2021 საანგარიშო წლის წლიური ანგარიშგების განხორციელებისას გათავისუფლებული არიან აუდიტის დასკვნის წარმოდგენის ვალდებულებისგან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე