„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 22/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016691
7
22/05/2024
ვებგვერდი, 29/05/2024
300280000.16.009.016691
„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №7

2024 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის, აგრეთვე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში   (სსმ, ვებგვერდი, 07/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016444) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესების“ (დანართი №1):

ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეს წესები ვრცელდება ენერგეტიკულ საწარმოებსა და საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეებზე, აგრეთვე, კონცენტრაციაში მონაწილე ფიზიკურ პირებზე.“.

ბ) მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ენერგეტიკულ ბაზარზე საქმიანობის ძირითადი პირობები“.

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) სააგენტო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტო;“.

დ) მე-6 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ამ წესების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატს ან საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის სხვა მონაწილეს, აგრეთვე, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს დააკისროს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.“.

ე) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„21. განმცხადებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულებების განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, ბაზრის კვლევის დაწყების შესახებ მოთხოვნა/განცხადება დარჩება განუხილველი.“.

ვ) 22-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ვ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იმავე დავის საგანზე სამართალწარმოების მიმდინარეობა ან იმავე დავის საგანზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების ან სხვა გადაწყვეტილების არსებობა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;“;

ვ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) შესაბამისი საწარმოს/მოპასუხის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობა.“.

ზ) 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციფიკის ცოდნის ან/და საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საჭიროების გათვალისწინებით, შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პროცესში მონაწილეობა მიიღონ სამართალდამცავი ორგანოების ან/და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა.“.

თ) 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება არ ვრცელდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების ინიციატორზე, აგრეთვე იმ საწარმოებზე, რომელებმაც სხვა საწარმოებს აღნიშნულ შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულეს.“.

ი) 39-ე მუხლის:

ი.ა) პირველი  მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიისთვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილეთა ერთობლივი (ჯამური) წლიური შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე ან/და ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ტერიტორიაზე აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილეთაგან მინიმუმ ორის (თითოეულის) წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.

2. ერთობლივი შემოსავალი გულისხმობს შეტყობინების წინა ფინანსური წლის განმავლობაში კონცენტრაციის მონაწილეთა ჯამურ  წლიურ ერთობლივ შემოსავალს.

3. იმ პირის მონაწილეობით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც რეგისტრირებულია კონცენტრაციის განხორციელების წელს, მხედველობაში მიიღება მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის მომენტისთვის არსებული მისი ერთობლივი წლიური შემოსავალი.

4. თუ კონცენტრაცია ეხება ერთი ან რამდენიმე საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატის ნაწილის ან ნაწილების შეძენას, მიუხედავად იმისა ისინი დამოუკიდებელი ერთეულები არიან თუ არა, კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი შემოსავლის გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ საწარმოთა/წყალმომარაგების ლიცენზიატთა კონცენტრაციას დაქვემდებარებული ნაწილის/ნაწილების შესაბამისი შემოსავალი, შესაბამისი ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიურ საფუძვლებზე დაყრდნობით.“;

ი.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი შემოსავლის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება შემდეგ პირთა ერთობლივი შემოსავალი:

ა) კონცენტრაციაში მონაწილეები;

ბ) კონცენტრაციაში მონაწილეთა  მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლირებადი ან კონცენტრაციაში მონაწილეების პირდაპირ ან არაპირდაპირ მაკონტროლებელი საწარმოები/წყალმომარაგების ლიცენზიატები;

გ) სხვა საწარმოები/წყალმომარაგების ლიცენზიატები, რომელთაც აკონტროლებს საწარმო/წყალმომარაგების ლიცენზიატი, რომელიც ახორციელებს კონტროლს კონცენტრაციის მონაწილე საწარმოზე/წყალმომარაგების ლიცენზიატზე;

დ) საწარმოები/წყალმომარაგების ლიცენზიატები, რომლებიც იმყოფებიან კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი კონტროლის ქვეშ.“.

კ) მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის მოპოვება ხდება ერთზე მეტი ტრანზაქციის საშუალებით უწყვეტი ორი კალენდარული წლის განმავლობაში, კონტროლის მომპოვებელ პირს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობა ბოლო ტრანზაქციის განხორციელებამდე. ამასთან, ასეთ შემთხვევაში კონცენტრაციად განიხილება ამ ტრანზაქციების ერთობლიობა და ის განხორციელებულად ითვლება ბოლო ტრანზაქციის შესრულებით.“.

ლ) 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება

კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონცენტრაციების მონაწილეთა გარდა, თავისუფლდება წყალმომარაგების სექტორში განხორციელებული კონცენტრაციის ის მონაწილე, რომელიც თვითონ ან თავისი საქმიანობით პირდაპირ ან არაპირდაპირ არ არის დაკავშირებული ენერგეტიკული ბაზრის მონაწილესთან/ენერგეტიკულ საქმიანობასთან.“.

მ) 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეძენით, ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით კონტროლის მოპოვების შემთხვევაში - შემძენ ან/და კონტროლის მომპოვებელ პირს;“.

ნ) 44-ე მუხლის:

ნ.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისია შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს მის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. კომისია აღნიშნულ ვადაში ასევე ამოწმებს, თუ რამდენად ექცევა წარდგენილი შეტყობინების განხილვა კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში.

3. თუ შეტყობინება წარმოდგენილი არ არის ამ წესებითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესაბამისად, კომისია შეტყობინების წარმდგენს განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არანაკლებ 5 სამუშაო დღის ოდენობის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად და შეტყობინების წარმდგენს განუმარტავს ხარვეზის შინაარსს.“;

ნ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შეტყობინების განხილვის ვადის ათვლა იწყება კომისიაში სრულყოფილი შეტყობინების წარდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან.“.

ო) 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 45. კონცენტრაციაში მონაწილის  და დაინტერესებული მხარის უფლებები და ვალდებულებები

1. კონცენტრაციაში მონაწილეს უფლება აქვს:

ა) ჰყავდეს ადვოკატი ან/და წარმომადგენელი შეტყობინების განხილვის პროცესში;

ბ) კომისიას წარუდგინოს პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში;

გ) გაეცნოს საქმის მასალებს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით;

დ) მიმართოს კომისიას ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას წარდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ;

ვ) კომისიას შესთავაზოს დაგეგმილი ტრანზაქციის ცვლილება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით;

ზ) შეტყობინების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე იყოს მოსმენილი კომისიის მხრიდან;

თ) გაეცნოს კომისიის დასაბუთებული უარყოფითი გადაწყვეტილების პროექტს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

2. კონცენტრაციაში მონაწილე ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა კომისიის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში და გამოცხადდეს ზეპირ ახსნა-განმარტებაზე.

პ) 46-ე მუხლის:

პ.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების შესწავლის დაწყების შესახებ და დაინტერესებულ პირს აძლევს საკუთარი მოსაზრებების კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენის შესაძლებლობას. აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებისას დაცული უნდა იყოს კონცენტრაციის მონაწილეთა  შესახებ მონაცემების კონფიდენციალურობა. ამასთანავე, ეს ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს მონაწილეთა ვინაობის/დასახელების, კონცენტრაციის საგნისა და ეკონომიკის სფეროს/ბაზრის თაობაზე, რომელსაც ეხება დაგეგმილი კონცენტრაცია.

3. კომისია უფლებამოსილია შეტყობინების განხილვის პროცესში გაეცნოს დაინტერესებული პირების, კონცენტრაციაში მონაწილეთა და დარგის ექსპერტების პოზიციებს, დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით.“;

პ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომისიას უფლება აქვს, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარმდგენს  მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა და განუსაზღვროს შესაბამისი  ვადა, რაც ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების შეჩერების საფუძველია.“;

პ.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. იმ კონცენტრაციის რეგისტრაციისათვის, რომლის მონაწილეთაც, ამ წესების შესაბამისად, ეკისრებათ შეტყობინების ვალდებულება, აუცილებელია დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენციული ეფექტის თაობაზე კომისიის დადებითი გადაწყვეტილება. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.“;

პ.დ) მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ კონცენტრაცია იწვევს დომინანტური მდგომარეობის წარმოქმნას ან გაძლიერებას, ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონცენტრაციაში მონაწილე დაასაბუთებს საწინააღმდეგოს.

13. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონცენტრაციაში მონაწილე  კომისიას დაუსაბუთებს, რომ დომინანტური მდგომარეობის წარმოქმნის ან გაძლიერების მიუხედავად, დაგეგმილი კონცენტრაცია არ შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და მოჰყვება მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტები, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.“;

ჟ) 48-ე მუხლის:

ჟ.ა) პირველიმე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ამ წესების 46-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ რომელიმე ეტაპზე  კომისიას გაუჩნდა გონივრული ეჭვი, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია, შესაძლოა, არ იყოს თავსებადი კონკურენტულ გარემოსთან და შედეგად, მოსალოდნელია ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვა, ამის შესახებ წერილობით აცნობებს კონცენტრაციაში მონაწილეებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კონცენტრაციაში მონაწილეებს ეცნობებათ ყველა ის გარემოება, რაც აჩენს ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვის გონივრულ ეჭვს. კონცენტრაციაში მონაწილეს ასევე განემარტება მისი უფლება-მოვალეობების შესახებ, მათ შორის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული ან/და ქცევით ხასიათის ღონისძიების სახით ტრანზაქციის ცვლილების შეთავაზების უფლების შესახებ. ამასთან, კონცენტრაციაში მონაწილეს  განესაზღვრება ვადა მოსაზრების და დამატებითი ინფორმაციის წარსადგენად, რაც ამ წესების 46-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.

3. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კონცენტრაციაში მონაწილის მიერ შესაძლოა კომისიისთვის შეთავაზებულ იქნეს ტრანზაქციის ცვლილება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით:

ა) სტრუქტურული ხასიათის ღონისძიება წარმოადგენს კონცენტრაციაში მონაწილის  მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რომლის განხორციელების შედეგად, იცვლება ბაზრის სტრუქტურა და ამ ბაზარზე შესაბამისი საწარმოს მდგომარეობა. სტრუქტურული ხასიათის ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს აქტივების ან წილის/აქციების გაყიდვის გზით, ასევე, სხვა იმგვარი საშუალებით, რომელიც გავლენას ახდენს ბაზრის სტრუქტურაზე.

ბ) ქცევითი ხასიათის ღონისძიება წარმოადგენს კონცენტრაციაში მონაწილის  მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც გულისხმობს მათ მიერ კონკრეტული ქმედების განხორციელებას ან კონკრეტული ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავებას, ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის შენარჩუნების მიზნით.

4. კომისია კონცენტრაციის მონაწილის  მიერ წარმოდგენილი სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების განხილვისას, სხვა საკითხებთან ერთად, აანალიზებს, თუ რამდენად არის შეთავაზებული ღონისძიებები პროპორციული და საკმარისი იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვა კონცენტრაციის განხორციელების შედეგად. გარდა ამისა, კომისია აანალიზებს, თუ რამდენად განხორციელებადია შემოთავაზებული ღონისძიებები.

5. კომისია უფლებამოსილია, სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ან საკუთარი ინიციატივით, ზეპირი ახსნა-განმარტების მისაღებად მოიწვიოს კონცენტრაციაში მონაწილეები.“;

ჟ.ბ) მე-7მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ კომისია მიიჩნევს, რომ კონცენტრაციის მონაწილის მიერ შემოთავაზებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების მიუხედავად, დაგეგმილი კონცენტრაცია შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას ენერგეტიკულ ბაზარზე, იღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის დაუშვებლობის შესახებ.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კონცენტრაციის მონაწილის მიერ განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიების თაობაზე, შესაბამისი ვადის მითითებით.

9. კომისია უფლებამოსილია, კონცენტრაციის მონაწილეს მოსთხოვოს ინფორმაციის მიწოდება განხორციელებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების თაობაზე, გარკვეული პერიოდულობით.“;

რ) 49-ე მუხლის:

რ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურენციის შემზღუდავი კონცენტრაცია, რომელსაც შესაბამის ვადაში არ მოყვა ამ წესების 48-ე მუხლით გათვალისწინებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიება, აგრეთვე კომისიისთვის კონცენტრაციის შეტყობინების წარუდგენლობა, კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელება ან/და შეტყობინების განხილვის ვადის ამოწურვამდე ან კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე კონცენტრაციის განხორციელება გამოიწვევს კონცენტრაციის მონაწილის დაჯარიმებას „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

რ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად ან/და ამ წესების 46-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე  კონცენტრაციის განხორციელებისას, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისას, რასაც მოყვა უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება, კომისია, ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, მიმართავს კონცენტრაციაში მონაწილეს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების მოთხოვნით შერწყმის გაუქმების ან შეძენილი წილების ან აქტივების გასხვისების გზით.“;

რ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისია უფლებამოსილია კონცენტრაციის მონაწილეს მოსთხოვოს ნებისმიერი სხვა ზომის მიღება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება კონცენტრაციაში მონაწილის  მიერ კონცენტრაციის გაუქმება ან კონცენტრაციის განხორციელებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა.“.

ს) დანართი №1.3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ანგარიშგების წესების“ (დანართი №2):

ა) მე-7 მუხლის:

ა.ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ელექტროსადგურის გამომუშავება, მიღება, გაცემა, სალტეზე გაცემა, ელექტროენერგიის დანახარჯები, მათ შორის, საკუთარი მოხმარება და ფაქტობრივი დანაკარგი;“;

ა.ბ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) 141 მუხლის მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სისტემის კომერციული ოპერატორის (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის) მიერ შესყიდული და გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ოდენობა, კვალიფიციური საწარმოების, ფასის და ღირებულების მიხედვით, აგრეთვე, სისტემის კომერციული ოპერატორის (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის) ნებისმიერი შემოსავალი ან/და ხარჯი, რომელიც მონაწილეობას იღებს საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში, შესაბამისი შინაარსისა და ღირებულების მითითებით;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სისტემის კომერციული ოპერატორის (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის) მიერ იმპორტირებული და ექსპორტირებული ელექტროენერგიის ოდენობა შესაბამისი მხარის, საექსპორტო/საიმპორტო ქვეყნის და სახელშეკრულებო ფასის მითითებით;“;

ბ.გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ქვეპუნქტი:

„ვ) ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულებების რეესტრი.“.

გ) მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ი“-„ლ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მეოთხე კვარტალის ანგარიშგებისას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე