„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 21/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016661
59
21/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
300280000.16.009.016661
„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №59

2023 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 და მე-20 მუხლების, აგრეთვე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში   (სსმ, ვებგვერდი, 07/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016444) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ანგარიშგების წესების“ (დანართი №2):
  1. მე-3 მუხლის:

ა)  „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ა) 00:00 საათიდან 24:00 საათამდე – ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე – ნებისმიერი პირი, მათ შორის, ენერგეტიკული საწარმო ან საბოლოო მომხმარებელი, რომელიც დებს გარიგებებს, მათ შორის, ათავსებს განაცხადებს ან/და სატენდერო წინადადებებს ერთ ან მეტ საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობის მიზნით;“;

გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი.“.

  1. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება - საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე საწარმოს/საქმიანობის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში;

ბ) ყოველდღიური ანგარიშგება – საანგარიშო დღის დამთავრებიდან 24 საათის განმავლობაში;“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. დასაშვებია ანგარიშგების ფარგლებში წარმოდგენილი მონაცემები დაზუსტების მიზნით დაუბრუნდეს საწარმოს შესაბამისი მითითებებით. საწარმო ვალდებულია, განსაზღვრულ ვადაში დააზუსტოს და განაახლოს შესაბამისი მონაცემები.“;

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საწარმო უფლებამოსილია, კომისიისთვის ანგარიშგების ფარგლებში წარდგენილ მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მონაცემების კორექტირება განახორციელოს შესაბამისი ანგარიშგების წარდგენის ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს.“;

ე) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. საწარმო ვალდებულია, კომისიისთვის ანგარიშგების ფარგლებში წარდგენილ მონაცემებში უზუსტობის ანგარიშგების წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ აღმოჩენის შემთხვევაში, კორექტირება მოითხოვოს უზუსტობის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში.“;

ვ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ მუხლის 111 პუნქტით გათვალისწინებული კორექტირების მოთხოვნის შემთხვევაში, საწარმო ვალდებულია, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, კომისიას წარუდგინოს დასაბუთებული წერილობითი განმარტება კორექტირების საჭიროების გამომწვევი მიზეზების თაობაზე.“.

  1. მე-5 მუხლის:

ა)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საწარმოს საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე არეგისტრირებს კომისია, საქმიანობის დაწყების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ან ლიცენზიის გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) 51 და 52 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5​​1. თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ დაცული მონაცემების თანახმად, საწარმოს ჰყავს რამდენიმე ხელმძღვანელი, საწარმოთა ელექტრონულ პორტალთან მიმართებით პასუხისმგებელ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირად მიიჩნევა სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის (ელექტრონული მისამართის) მართვაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირი, თუ საწარმოს სადამფუძნებლო შეთანხმებით, საწარმოთა ელექტრონულ პორტალთან მიმართებით პასუხისმგებელი ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ცალკე არ არის განსაზღვრული.

52. ხელმძღვანელის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების რამდენიმე მინდობილი პირისთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოთა ელექტრონულ პორტალთან მიმართებით უფლებამოსილ მინდობილ პირად მიიჩნევა, პირი, რომელსაც გადაეცა სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის (ელექტრონული მისამართის) მართვასთან დაკავშირებული უფლებამოსილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რომელიმე მინდობილ პირს კონკრეტულად აქვს გადაცემული საწარმოთა ელექტრონულ პორტალთან დაკავშირებული უფლებამოსილება.“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები საწარმოს ეგზავნება კომისიაში კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენილ განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.“;

ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული საწარმოს მიერ კომისიისთვის საქმიანობის დაწყების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენის შემთხვევაში, კომისია შესაბამის ცვლილებას საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე ახორციელებს ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში.“;

ვ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული საწარმოს მიერ კომისიისთვის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენის შემთხვევაში, კომისია შესაბამის ცვლილებას საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე ახორციელებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ საწარმოს შესაბამის საქმიანობასთან დაკავშირებით შესრულებული აქვს კომისიის წინაშე არსებული ყველა ვალდებულება.“;

ზ) მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დასრულებული – ანგარიშგების ფორმა, რომელიც კომისიაში წარდგენილია ხელმძღვანელის მიერ. ასეთ შემთხვევაში, საწარმოს მიერ შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად.“.

  1. მე-6 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის:

ა.ბ) „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) კილოვატსაათი – წერტილის შემდეგ ერთ ნიშანზე დამრგვალებული;

ა.ბ) მეგავატსაათი – წერტილის შემდეგ ოთხ ნიშანზე დამრგვალებული.“;

ა.გ) „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის:

ბ.ა) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) მეგავატი – წერტილის შემდეგ ორ ნიშანზე დამრგვალებული.“;

ბ.ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „დ“ ქვეპუნქტის:

გ.ა) „დ.ა“ - „დ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) თეთრი - წერტილის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული;

დ.ბ) ლარი - წერტილის შემდეგ ერთ ნიშანზე დამრგვალებული;

დ.გ) ათასი ლარი – წერტილის შემდეგ სამ ნიშანზე დამრგვალებული.“;

გ.ბ) „დ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

  1. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის:

ა.ბ) „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.თ) ექსპლუატაციაში გაშვების წელი;“;

ა.გ) „ა.ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ნ) წლიური საპროექტო გამომუშავება.“;

ა.დ) „ა.ო“-„ა.ფ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროსადგურის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს მონაცემებს:

ა) ელექტროენერგიის გაყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების ან/და მასში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, მათ შორის, ხელშეკრულების ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღს, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროს, ელექტროენერგიის სახელშეკრულებო მოცულობის განსაზღვრის წესს, სახელშეკრულებო გადახრის კოეფიციენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ელექტროენერგიის ოდენობასა და ფასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე შესაბამისი ხელშეკრულების/ცვლილების ასლს;

ბ) ელექტროენერგიის შესყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების ან/და მასში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, მათ შორის, ხელშეკრულების ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღს, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროს, ელექტროენერგიის სახელშეკრულებო მოცულობის განსაზღვრის წესს, სახელშეკრულებო გადახრის კოეფიციენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ელექტროენერგიის ოდენობასა და ფასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე შესაბამისი ხელშეკრულების/ცვლილების ასლს;

გ) ელექტროსადგურის სალტიდან გაცემა და სალტეზე მიღება, შესაბამისი ძაბვის საფეხურებისა და ქსელის მფლობელების მიხედვით;

დ) ელექტროენერგიის დანახარჯი, მათ შორის, საკუთარი მოხმარება შესაბამისი ძაბვის საფეხურების მითითებით და სასადგურე დანაკარგი;

ე) თითოეული ხელშეკრულების მიხედვით, ფაქტობრივად შესყიდული/გაყიდული ელექტროენერგიის ოდენობისა და ჯამური ღირებულების მითითებით;

ვ) საბალანსო ელექტროენერგიის ოდენობის ყიდვა/გაყიდვის შესახებ.“;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

  1. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) მეზობელი ქვეყნის დასახელება;

ა.ბ) ტრანსსასაზღვრო ხაზის დასახელება;“;

ა.ბ) „ბ“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთებული თითოეული ელექტროსადგური, მფლობელი საწარმოს დასახელებისა და დადგმული სიმძლავრის მიხედვით;

გ) ელექტროენერგიის გადაცემა–დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე თითოეული მრავალწლიანი ხელშეკრულება ან/და მასში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ხელშეკრულების ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღის, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაწილებული ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობის რაოდენობისა და მისი გამოყენების პერიოდების მითითებით;

დ) ელექტროგადამცემი ხაზების, ტრანსფორმატორების და ამომრთველების  შესახებ ძირითადი მახასიათებლები.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის ყოველდღიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ელექტროსადგურების საათობრივი გამომუშავება და სალტიდან გაცემა, გენერატორების/ბლოკების მიხედვით;

ბ) საწარმოების საათობრივი მოხმარება;

გ) წყლის დონეები, დაღვრა და შემოდინება, მარეგულირებელი სადგურების მიხედვით;

დ) ტემპერატურა და ტენიანობა შესაბამისი ობიექტების მიხედვით;

ე) ელექტროენერგიის ჯამური საათობრივი გამომუშავება ენერგორესურსების მიხედვით;

3. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) გამომუშვებული და სალტეზე გაცემული ელექტროენერგიის საათობრივი რაოდენობა ელექტროსადგურებისა და მფლობელი საწარმოების მიხედვით;

ბ) ელექტროენერგიის საათობრივი მოხმარება საწარმოების მიხედვით;

გ) ექსპორტირებული და იმპორტირებული ელექტროენერგიის საათობრივი რაოდენობა მეზობელი ქვეყნების, შესაბამისი ტრანსსასაზღვრო ხაზებისა და ექსპორტიორი და იმპორტიორი საწარმოების მითითებით;

დ) ტრანზიტის მიზნით საქართველოში შემოსული და გასული ელექტროენერგიის საათობრივი რაოდენობა მეზობელი ქვეყნებისა და შესაბამისი ტრანსსასაზღვრო ხაზების მიხედვით;

ე) ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ორმხრივი ხელშეკრულების რეესტრი;

ვ) ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების ან/და მასში განხორციელებული ცვლილებების ასლები;

ზ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში მიღებული ელექტროენერგიის ოდენობა, ელექტროსადგურების, ქსელის მფლობელებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;

თ) ელექტროენერგიის გადამცემი ქსელიდან გაცემული და გატარებული ელექტროენერგიის ოდენობა, ქსელის მფლობელების, ძაბვის საფეხურების,  მომხმარებელთა კატეგორიებისა და შესაბამისი საწარმოების მიხედვით;

ი) ელექტროენერგიის დანაკარგები (ტექნიკური და კომერციული და საკუთარი მოხმარება ქვესადგურებში) ძაბვის საფეხურების მიხედვით;

კ) თითოეული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს დაგეგმილი და ფაქტობრივი მზადყოფნის დღეების ოდენობა;

ლ) ელექტრომომარაგების წყვეტები ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შესაბამისი ელემენტის, ძაბვის საფეხურის, წყვეტის ტიპის, დასაწყისისა და დასასრულის თარიღისა და დროის და მიუწოდებელი ელექტროენერგიის მითითებით;

მ) ყოველდღური მაქსიმალური და მინიმალური დატვირთვა, მოხმარება და სიხშირე ძაბვის საფეხურების, გეოგრაფიული ტერიტორიებისა და გადამცემი ქსელის ელემენტების მიხედვით;

ნ) ყოველდღური მაქსიმალური და მინიმალური ძაბვა 500 და 220 კვ ძაბვის საფეხურებზე;

ო) ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ხაზების გამტარუნარიანობები, NTC, ATC, ALC, NAC-ის, იმპორტის და ექსპორტის მიმართულებების მიხედვით;

პ) ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ხაზების გამტარუნარიანობების განაწილება და ფაქტობრივი გამოყენება;

ჟ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთებული მომხმარებლების გეგმური და ფაქტობრივი საათობრივი მოხმარება, მომხმარებლებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით.“;

გ) მე-4 პუნქტის:

გ.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ელექტროსადგურების, მომხმარებლების და მეზობელი ქვეყნების შესაბამისი ქსელის დასრულებული ახალი მიერთებები;

გ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ელექტროსადგურების, მომხმარებლების და მეზობელი ქვეყნების შესაბამისი ქსელის დასრულებული სიმძლავრის გაზრდის მონაცემები.“;

გ.ბ) „დ“ – „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

  1. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული თითოეული ელექტროსადგური, მფლობელი საწარმოს დასახელებისა და (მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გარდა), დადგმული სიმძლავრის მიხედვით;

ბ) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები, მიერთების თარიღის, მიერთების ტიპის (ჯგუფური/ინდივიდუალური), გეოგრაფიული მდებარეობის, მომხმარებლის, მიმწოდებლის, სარგებლობის ფორმის, ენერგორესურსისა და მისაერთებელი და დადგმული სიმძლავრების მიხედვით.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიღებული ელექტროენერგიის ოდენობა, ელექტროსადგურების, მათ შორის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების, სისტემის ოპერატორების, მესამე პირების ქსელისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;

ბ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელიდან გაცემული და გატარებული ელექტროენერგიის ოდენობა, სისტემის ოპერატორების, მესამე პირების ქსელისა და ძაბვის საფეხურების,  მომხმარებელთა კატეგორიებისა და შესაბამისი მიმწოდებლების მიხედვით;“;

ბ.ბ) „დ“-„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ელექტროენერგიის დანახარჯები (ფაქტობრივი, ტექნიკური, კომერციული და საკუთარი მოხმარება ქვესადგურებში) ძაბვის საფეხურების მიხედვით;

ე) ელექტროენერგიის მოხმარება და აბონენტების რაოდენობა, მომხმარებელთა კატეგორიების, ტერიტორიული ერთეულების, მუნიციპალიტეტებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;

ვ) არასაყოფაცხოვრებო აბონენტების რაოდენობა და მოხმარება ტერიტორიული ერთეულების,  ეკონომიკური საქმიანობებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;“;

ბ.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შესახებ:

თ.ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებიდან გამანაწილებელ ქსელში მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა;

თ.ბ) ნეტო-აღრიცხვაში ჩართული აბონენტებისთვის გაქვითული ელექტროენერგიის რაოდენობა;

თ.გ) მომდევნო თვის ქვითარში კრედიტად ასახული ელექტროენერგიის რაოდენობა;      

თ.დ) მიკროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა;“;

ბ.დ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) მომხარებელთა რაოდენობა, მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით.“;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) იჯარით გაცემული და აღებული გამანაწილებელი ქსელის ელემენტების შესახებ მონაცემები.“;

გ.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

  1. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის მიმწოდებლის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს მონაცემებს:

ა) ელექტროენერგიის შესყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების ან/და მასში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, მათ შორის, ხელშეკრულების ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღს, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროს, ელექტროენერგიის სახელშეკრულებო მოცულობის განსაზღვრის წესს, სახელშეკრულებო გადახრის კოეფიციენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ელექტროენერგიის ოდენობასა და ფასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე შესაბამისი ხელშეკრულების/ცვლილების ასლს;

ბ) თითოეული ხელშეკრულების მიხედვით, ფაქტობრივად  შესყიდული ელექტროენერგიის ოდენობისა და ჯამური ღირებულების მითითებით;

გ) საბალანსო ელექტროენერგიის ოდენობის ყიდვის შესახებ;

დ) ელექტროენერგიის მოხმარება და მომხმარებლების რაოდენობა, მომხმარებელთა კატეგორიების, ტერიტორიული ერთეულების, მუნიციპალიტეტებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;

ე) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება, ტერიტორიული ერთეულების,  ეკონომიკური საქმიანობებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;

ვ) ახალი მომხმარებლების რაოდენობა მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით, მათ შორის, მიმწოდებლის შეცვლის შედეგად დამატებული მომხმარებლების  რაოდენობა; მომხმარებლების რაოდენობა, რომლებმაც შეწყვიტეს ხელშეკრულება, მათ შორის, რომლებიც გადავიდნენ სხვა მიმწოდებელთან;

ზ) დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევების რაოდენობას, დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევების მიხედვით, მიმდინარე და საანგარიშგებო პერიოდის მდგომარეობით;

თ) საბოლოო მომხმარებლების რაოდენობა, მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა, მიწოდებული ელექტროენერგიის მთლიანი  ღირებულება (დღგ-ის გარეშე) დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით, მათ შორის, მხოლოდ ელექტროენერგიის ღირებულება (დღგ-ის გარეშე), მომხმარებელთა კატეგორიებისა და მოხმარების ზღვრების მიხედვით;

ი) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მომხმარებელთა რაოდენობასა და მომხმარებლების მოხმარების შესახებ მონაცემები.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება (6 თვის ჯამური მონაცემები) საანგარიშო წლის მე-6 და მე-12 თვის ყოველთვიური ანგარიშგების განხორციელებისას.“.

  1. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიით ვაჭრობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს მონაცემებს:

ა) ელექტროენერგიის გაყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების ან/და მასში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, მათ შორის, ხელშეკრულების ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღს, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროს, ელექტროენერგიის სახელშეკრულებო მოცულობის განსაზღვრის წესს, სახელშეკრულებო გადახრის კოეფიციენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ელექტროენერგიის ოდენობასა და ფასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე შესაბამისი ხელშეკრულების/ცვლილების ასლს;

ბ) ელექტროენერგიის შესყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების ან/და მასში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, მათ შორის, ხელშეკრულების ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღს, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროს, ელექტროენერგიის სახელშეკრულებო მოცულობის განსაზღვრის წესს, სახელშეკრულებო გადახრის კოეფიციენტსა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ელექტროენერგიის ოდენობასა და ფასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე შესაბამისი ხელშეკრულების/ცვლილების ასლს;

გ) თითოეული ხელშეკრულების მიხედვით, ფაქტობრივად  შესყიდული/გაყიდული ელექტროენერგიის ოდენობისა და ჯამური ღირებულების მითითებით;

დ) საბალანსო ელექტროენერგიის ოდენობის ყიდვის შესახებ;

ე) ელექტროგადამცემი ხაზის მოპოვებული გამტარუნარიანობა, შესაბამისი ხაზის, აუქციონისა და ღირებულების მიხედვით, ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შემთხვევაში.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს:

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

  1. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

„მუხლი 141. სისტემის კომერციული ოპერატორი (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი)

1.   სისტემის კომერციული ოპერატორის (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის) საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) საწარმოების შესახებ საბითუმო ბაზარზე რეგისტრაციის განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაცია:

ა.ა) საწარმოს დასახელება;

ა.ბ) საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.გ) საბითუმო ბაზარზე რეგისტრაციის თარიღი;

ა.დ) საქმიანობა;

ა.ე) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელექტონული ფოსტა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ა.ვ) ელექტროენერგიის წარმოების შემთხვევაში სადგურის დასახელება.

ბ) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების, განახლებადი ენერგიის ან/და მხარდაჭერის სხვა სქემის მონაწილე სადგურის შესახებ ინფორმაცია:

ბ.ა) საწარმოს დასახელება;

ბ.ბ) სადგურის დასახელება;

ბ.გ) მხარდაჭრის სქემის პერიოდის დაწყების თარიღი;

ბ.დ) მხარდაჭრის სქემის პერიოდის დასრულების თარიღი;

ბ.ე) სავალდებულო შესყიდვის პერიოდი (თვეები);

ბ.ვ) ფასი.

2.   სისტემის კომერციული ოპერატორის (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის) ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს მონაცემებს:

ა) სისტემის კომერციული ოპერატორის (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის) მიერ შესყიდული და გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ოდენობა, კვალიფიციური საწარმოების, ფასის და ღირებულების მიხედვით;

ბ) სისტემის კომერციული ოპერატორის (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის) მიერ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დარიცხვა საწარმოების მიხედვით;

გ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროების ფაქტობრივი მზადყოფნის დღეების ოდენობა შესაბამისი წყაროების მიხედვით;

დ) საწარმოების მიერ თითოეული პირდაპირი ხელშეკრულებით ფაქტობრივად შესყიდული ან/და გაყიდული ელექტროენერგიის ოდენობა შესაბამისი საწარმოების დასახელების და საქმიანობის (მწარმოებლის შემთხვევაში შესაბამისი სადგურის/სადგურების დასახელების მითითებით) მიხედვით;

ე) სისტემის კომერციული ოპერატორის (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის) მიერ იმპორტირებული და ექსპორტირებული ელექტროენერგიის ოდენობა შესაბამისი მხარის, საექსპორტო/საიმპორტო ქვეყნის და სახელშეკრულებო ფასის მითითებით.“.

  1. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
  1. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევების რაოდენობა და თანხა, დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევების მიხედვით, მიმდინარე და საანგარიშგებო პერიოდის მდგომარეობით.“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება (6 თვის ჯამური მონაცემები) საანგარიშო წლის მე-6 და მე-12 თვის ყოველთვიური ანგარიშგებისას.“.

 

  1. მე-17 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის:

ა.ა) „კ“ ქვეპუნქტის „კ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ.დ) ტრანსპორტირებული გაზის ოდენობა (ხელშეკრულებით, ფაქტობრივი).“;

ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ე“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება საანგარიშო წლის მეორე და მეოთხე კვარტლის შესაბამისი კვარტალური ანგარიშგებისას.“.

 

  1. მე-18 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ი“-„ლ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მეორე და მეოთხე კვარტლების ანგარიშგებისას.“.

 

  1. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბითუმო მიმწოდებლებმა, ექსპორტიორებმა და იმპორტიორებმა, უზრუნველყონ ანგარიშგების წესებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, ანგარიშგების წესების მე-11 მუხლით განსაზღვრული ანგარიშგების კომისიაში წარმოდგენა, ორგანიზებული ბაზრების ამოქმედების ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრულ თარიღამდე.“.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

 


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი