დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 21 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 30/03/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016623 |
|
„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
მუხლი 1 |
„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 07/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016444) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესების“ (დანართი №1): ა) 23-ე მუხლის: ა.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. განმცხადებლის და შესაბამისი საწარმოს/მოპასუხის უფლებები“; ა.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განმცხადებელს უფლება აქვს, ბაზრის კვლევის ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ არაუგვიანეს კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის მისთვის გაგზავნისა, უარი თქვას განცხადებაზე, რაც ბაზრის კვლევის შეწყვეტის საფუძველია, გარდა ამ წესების მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ) 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონცენტრაციების მონაწილეთა გარდა, თავისუფლდება წყალმომარაგების სექტორში განხორციელებული კონცენტრაციის მონაწილე ის წყალმომარაგების ლიცენზიატი, რომელიც თვითონ ან თავისი საქმიანობით პირდაპირ ან არაპირდაპირ არ არის დაკავშირებული ენერგეტიკული ბაზრის მონაწილესთან/ენერგეტიკულ საქმიანობასთან.“. 2. დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ანგარიშგების წესების“ (დანართი№2): ა) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51-52 პუნქტები: „51. თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ დაცული მონაცემების თანახმად, საწარმოს ჰყავს რამდენიმე ხელმძღვანელი, საწარმო ვალდებულია, სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვროს საწარმოთა ელექტრონულ პორტალთან მიმართებით პასუხისმგებელი ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი მხოლოდ ერთი პირი. 52. ხელმძღვანელის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების რამდენიმე მინდობილი პირისთვის გადაცემის შემთხვევაში აუცილებელია, განისაზღვროს საწარმოთა ელექტრონულ პორტალთან მიმართებით უფლებამოსილი მხოლოდ ერთი მინდობილი პირი.“; ბ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) არააქტიურ და აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა, მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა (კუბ.მ), მთლიანი ღირებულება დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით, დღგ-ის გარეშე (ლარი/კუბ.მ) და ბუნებრივი გაზის წმინდა ღირებულება დღგ-ის გარეშე (ლარი/კუბ.მ), სისტემის ოპერატორებისა და მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით;“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები