„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 24/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016454
17
24/06/2021
ვებგვერდი, 29/06/2021
300280000.16.009.016454
„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №17

2021 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი.თ“ და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში   (სსმ, ვებგვერდი, 07/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016444) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესების“ (დანართი №1):

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბირჟის ოპერატორი – კომისიის მიერ ლიცენზირებული საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერირებას;“.

ბ) 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთობლივი წლიური ბრუნვა გულისხმობს კონცენტრაციის მონაწილეთა მიერ კანონით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალს, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მონაცემებით.“.

გ) 46-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. იმ კონცენტრაციის რეგისტრაციისათვის, რომელთაც ამ წესების შესაბამისად ეკისრებათ შეტყობინების ვალდებულება, აუცილებელია დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენციული ეფექტის თაობაზე კომისიის დადებითი გადაწყვეტილება. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულირებული საწარმოების შერწყმის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.“.

დ) 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 54. შიდა ინფორმაციის გამოქვეყნების ადგილი და ენა

1. საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეების მიერ ელექტროენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებული შიდა ინფორმაციის გასაჯაროება ხდება ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბირჟის ოპერატორის ვებგვერდის გარდა, შიდა ინფორმაცია შესაძლოა დამატებით ასევე გასაჯაროვდეს საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის შესაბამისი მონაწილის ან სხვა საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდზე.“.

ე) მე-60 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კანონმდებლობის შესაბამისად აწვდის მას ნებისმიერ ინფორმაციას საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე სავარაუდო დარღვევის შესახებ;“.

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ანგარიშგების წესების“ (დანართი№2):

ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ენერგეტიკული საწარმოებისა და წყალმომარაგების ლიცენზიატების მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ინფორმაციის წარდგენისა და ანგარიშგების წესს, პირობებს და პროცედურებს;“.

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ანგარიშგების ძირითადი პირობები

1. ენერგეტიკული საწარმო და წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიასთან ანგარიშგება განახორციელოს ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად. საწარმო პასუხისმგებელია ანგარიშგების ფარგლებში წარდგენილი მონაცემების სიზუსტეზე.

2. კომისია უფლებამოსილია ანგარიშგების ფარგლებში წარდგენილი მონაცემების გადამოწმების მიზნით ენერგეტიკულ საწარმოსა და წყალმომარაგების ლიცენზიატს მოსთხოვოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

3. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე ანგარიშგების ფარგლებში წარდგენილი ყველა მონაცემი და შესაბამისი დოკუმენტაცია საწარმომ უნდა შეინახოს არანაკლებ 5 წლის ვადით.“.

გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ანგარიშგება – საწარმოს მიერ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობისა და ამ საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ მონაცემების კომისიისთვის წარდგენა;“;

გ.ბ) „ზ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ა) 00:00 საათიდან 24:00 საათამდე - ელექტოენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის. ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი ბაზრის ოპერატორებისთვის საანგარიშო დღე განისაზღვრება ცენტრალური ევროპის დროით;“.

დ) თავი II-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ანგარიშგების  პროცედურა“.

ე) მე-4 მუხლის მე-9-მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების განხორციელების ბოლო ვადა ემთხვევა კანონმდებლობით განსაზღვრულ დასვენების ან/და უქმე დღეს, ანგარიშგების განხორციელების ბოლო ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

10. დასაშვებია ანგარიშგების ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაცია დაზუსტების მიზნით დაუბრუნდეს საწარმოს შესაბამისი მითითებებით. საწარმო ვალდებულია, განსაზღვრულ ვადაში დააზუსტოს შესაბამისი მონაცემები და განაახლოს ანგარიშგების ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაცია.

11. საწარმო ვალდებულია, კომისიისთვის წარდგენილ გასული საანგარიშო დღის/თვის/კვარტლის/წლის მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, კომისიისთვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმის კორექტირება განახორციელოს უზუსტობის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საწარმო ვალდებულია, შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, კომისიას წარუდგინოს დასაბუთებული წერილობითი განმარტება კორექტირების საჭიროების გამომწვევი მიზეზების თაობაზე.

13. საწარმოს მიერ ანგარიშგების ამ წესებით განსაზღვრულ ვადაში განუხორციელებლობა ან/და არასწორად ან არასრულყოფილად განხორციელება მიიჩნევა ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობად.“.

ვ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საწარმოები ვალდებული არიან, საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირდნენ საქმიანობის დაწყების შესახებ ინფორმაციის კომისიაში კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“.

ზ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტროენერგიის მწარმოებლები ვალდებული არიან ანგარიშგება განახორციელონ თითოეული ელექტროსადგურისათვის ცალ-ცალკე.“.

3. დადგენილების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დანართი №2-ით დამტკიცებული „ანგარიშგების წესები“ ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე