დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 36 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 19/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016720 |
|
„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
მუხლი 1 |
„ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 07/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016444) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ლ“, „ი.თ“, „ნ.ა“, „ნ.გ“, „ნ.დ“, „ნ.ე“ და „ნ.ვ“ ქვეპუნქტების და 119-ე მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:“. 2. დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესების“ (დანართი №1): ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო;“; ბ) 22-ე მუხლის პირველი პუნქტის: ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შესაბამისი საწარმოს/მოპასუხის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობა;“; ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ბაზრის შემზღუდველი სავარაუდო ქმედების განხორციელების შესახებ გონივრული ეჭვის არარსებობა.“; გ) 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიისთვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილეთა ერთობლივი (ჯამური) წლიური შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე ან/და ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე მხარის ტერიტორიაზე აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილეთაგან მინიმუმ ორის (თითოეულის) წლიური შემოსავალი აღემატება 5 მილიონ ლარს.“. 3. დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ანგარიშგების წესების“ (დანართი №2): ა) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო 1. ამ წესების მიზანია ენერგეტიკული საწარმოების, წყალმომარაგების ლიცენზიატებისა და პირველადი წყალმოსარგებლეების საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან ანგარიშგების ერთიანი პირობების, პროცედურისა და ფორმების დადგენა. აგრეთვე, ანგარიშგების მიზნებისთვის ერთიანი ელექტრონული პორტალის შექმნა, რომელიც ენერგეტიკულ საწარმოებს, წყალმომარაგების ლიცენზიატებსა და პირველად წყალმოსარგებლეებს საშუალებას მისცემს ამ წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია კომისიას წარუდგინონ ელექტრონულად. 2. ეს წესები ვრცელდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ენერგეტიკულ საწარმოებსა და წყალმომარაგების ლიცენზიატებზე, აგრეთვე, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირველად წყალმოსარგებლეებზე. 3. ეს წესები განსაზღვრავს: ა) ენერგეტიკული საწარმოების, წყალმომარაგების ლიცენზიატებისა და პირველადი წყალმოსარგებლებიის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ინფორმაციის წარდგენისა და ანგარიშგების წესს, პირობებს და პროცედურებს; ბ) ენერგეტიკული საწარმოების, წყალმომარაგების ლიცენზიატებისა და პირველადი წყალმოსარგებლეების მიერ მონაცემების წარმოება-დამუშავების სტანდარტებს; გ) საწარმოთა ელექტრონული პორტალის შექმნის წესსა და ანგარიშგების ფორმებს; დ) ენერგეტიკული საწარმოების, წყალმომარაგების ლიცენზიატებისა და პირველადი წყალმოსარგებლეების მიერ ანგარიშგებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2. ანგარიშგების ძირითადი პირობები 1. ენერგეტიკული საწარმო, წყალმომარაგების ლიცენზიატი და პირველადი წყალმოსარგებლე ვალდებულია კომისიასთან ანგარიშგება განახორციელოს ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად. ენერგეტიკული საწარმო, წყალმომარაგების ლიცენზიატი და პირველადი წყალმოსარგებლე პასუხისმგებელი არიან ანგარიშგების ფარგლებში წარდგენილი მონაცემების სიზუსტეზე. 2. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე წარდგენილ ნებისმიერ ინფორმაციას ან/და დოკუმენტს აქვს იურიდიული ძალა და კომისია უფლებამოსილია, ამ ინფორმაციაზე ან/და დოკუმენტზე დაყრდნობით ენერგეტიკული საწარმოს, წყალმომარაგების ლიცენზიატის ან/და პირველადი წყალმოსარგებლის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 3. კომისია უფლებამოსილია ანგარიშგების ფარგლებში წარდგენილი მონაცემების გადამოწმების მიზნით ენერგეტიკულ საწარმოს, წყალმომარაგების ლიცენზიატსა და პირველად წყალმოსარგებლეს მოსთხოვოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა. 4. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე ანგარიშგების ფარგლებში წარდგენილი მონაცემები ინახება 5 წლის ვადით. 5. საწარმო ვალდებულოა საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე ანგარიშგების ფარგლებში წარდგენილი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები შეინახოს არანაკლებ 5 წლის ვადით. 6. საწარმო ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების სათანადო ზომები პორტალზე არაუფლებამოსილი პირის წვდომისა და აღნიშნული პირის მიერ პორტალის გამოყენების თავიდან ასარიდებლად. 7. საწარმო ვალდებულია, დასაბუთებული ეჭვის არსებობის ან/და შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას პორტალზე განხორციელებული არაავტორიზირებული წვდომის შესახებ.“; ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ანგარიშგება – საწარმოს მიერ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, აგრეთვე, პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობისა და ამ საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ მონაცემების კომისიისთვის წარდგენა;“; ბ.ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საწარმო – ყველა სახის ენერგეტიკული საწარმო, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზიატი და პირველადი წყალმოსარგებლე, რომლის საქმიანობაც რეგულირდება კანონით ან/და „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და ექვემდებარება კომისიის მარეგულირებელ კომპეტენციას; ე) საწარმოთა ელექტრონული პორტალი – კომისიაში არსებული ელექტრონული პლატფორმა, სადაც ამ წესების შესაბამისად ხდება საწარმოების რეგისტრაცია და ანგარიშგება, აგრეთვე კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მონაცემების წარდგენა;“; გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ახორციელებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში ერთზე მეტ საქმიანობას, ან/და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობასთან ერთად ეწევა პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობასაც, ვალდებულია ანგარიშგება განახორციელოს თითოეული საქმიანობისთვის ცალ-ცალკე.“; დ) მე-5 მუხლის: დ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საწარმოს რეგისტრაცია, ანგარიშგება, კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მონაცემების კომისიისთვის წარდგენა, აგრეთვე, საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კომისიის საწარმოსთან კომუნიკაცია ხორციელდება ელექტრონული ფორმით, საწარმოთა ელექტრონული პორტალის გამოყენებით. 2. საწარმოთა ელექტრონული პორტალის შექმნას, განვითარებას და მართვას უზრუნველყოფს კომისია.“; დ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. კომისიის მიერ საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე საწარმოს რეგისტრაცია გულისხმობს საწარმოს და კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნული საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციას.“; დ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საწარმოთა ელექტრონული პორტალის გამოყენება ხდება შემდეგი სტატუსის მქონე მომხმარებლის ანგარიშით: ა) ხელმძღვანელი – კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე არეგისტრირებს საწარმოს სხვა წარმომადგენლებს, პასუხისმგებელია მონაცემების სიზუსტის დადასტურებაზე და კომისიასთან ანგარიშგების განხორციელებაზე, აგრეთვე, კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მონაცემების წარდგენაზე; ბ) თანამშრომელი – საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე ხელმძღვანელის მიერ რეგისტრირებული საწარმოს წარმომადგენელი, რომელიც საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე მოქმედებს მხოლოდ ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძოდ, ავსებს შესაბამისი ანგარიშგების ფორმას და უტვირთავს ხელმძღვანელს კომისიაში გადმოსაგზავნად.“; დ.დ) 52 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 და 54 პუნქტები: „53. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული ხელმძღვანელის ცვლილების შემთხვევაში, საწარმო ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას. 54. ხელმძღვანელი და თანამშრომელი ვალდებული არიან, შესაბამისი მომხმარებლის ანგარიშთან დაკავშირებული ცვლილება დაუყოვნებლივ ასახონ საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე.“; დ.ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საწარმოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია, საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე თანამშრომლის სტატუსით დაარეგისტრიროს საწარმოს ერთზე მეტი წარმომადგენელი.“; დ.ვ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე თანამშრომლის სტატუსით რეგისტრირებული საწარმოს წარმომადგენლის სტატუსის ცვლილებასა და აღნიშნული წარმომადგენლის საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე დაშვების კონტროლზე პასუხისმგებელია ხელმძღვანელი.“; დ.ზ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. მონაცემების ავტომატურად შევსების შემთხვევაში, მონაცემების გადმოგზავნა უზრუნველყოფილი უნდა იყოს კომისიის მიერ მიწოდებული კავშირის კონფიდენციალური პარამეტრების გამოყენებით.“; დ.თ) მე-10-მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე შესაძლებელი უნდა იყოს ანგარიშგების ფორმების შესაბამისი ველების შევსება და დროებით შენახვა. 11. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობის, აგრეთვე, პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობის შესახებ ანგარიშგების ფორმებს ენიჭებათ შემდეგი სტატუსები: ა) მიმდინარე – ანგარიშგების ფორმა, რომლის კომისიაში წარდგენის ვალდებულება გააჩნია საწარმოს მიმდინარე საანგარიშო პერიოდში; ბ) ვადაგადაცილებული – ანგარიშგების ფორმა, რომლის მონაცემთა ველების სრულად შევსება და კომისიაში გაგზავნა არ განხორციელდა ამ წესებით განსაზღვრულ ვადაში; გ) გასასწორებელი – გაგზავნილი ანგარიშგების ფორმა, რომელიც საწარმოს დაუბრუნდა უკან მონაცემების დასაზუსტებლად; დ) დასრულებული – ანგარიშგების ფორმა, რომელიც კომისიაში წარდგენილია ხელმძღვანელის მიერ. ასეთ შემთხვევაში, საწარმოს მიერ შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად. 12. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე მომხმარებელთა ანგარიშების მართვის, ანგარიშგების ფორმების შევსების და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მონაცემების წარდგენის პროცედურა, შესაბამის განმარტებებთან ერთად, მოცემულია კომისიის მიერ შემუშავებულ ინსტრუქციაში, რომელიც გამოქვეყნებულია საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე.“; ე) მე-7 მუხლის: ე.ა) მე-3 პუნქტის: ე.ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საბალანსო ელექტროენერგიის ოდენობის ყიდვა/გაყიდვის შესახებ;“; ე.ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) დღით ადრე და დღიურ ბაზარზე გაყიდული ელექტროენერგიის შესახებ.“; ე.ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის: ვ.ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთებული მომხმარებლების გეგმური და ფაქტობრივი საათობრივი მოხმარება, მომხმარებლებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;“; ვ.ბ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) დღით ადრე და დღიურ ბაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობის შესახებ.“; ზ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის: ზ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) მომხმარებელთა რაოდენობა, მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით;“; ზ.ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) დღით ადრე და დღიურ ბაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობის შესახებ.“; თ) 141 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. სისტემის კომერციული ოპერატორის (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის) საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ფინანსური ანგარიშგება, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად; ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.“; ი) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის: ი.ა) „ბ.ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ო) საკონტროლო საზომი პუნქტების რაოდენობა;“; ი.ბ) „ბ.ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ წარმოებულ სისტემით მოსარგებლეთა რეესტრს, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: გ.ა) სისტემით მოსარგებლის დასახელება; გ.ბ) საიდენტიფიკაციო კოდი; გ.გ) რეგისტრაციის თარიღი; გ.დ) რეგისტრაციის ნომერი; გ.ე) მისამართი (ფაქტობრივი); გ.ვ) კატეგორია; გ.ზ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, ნომერი, მოქმედების ვადა; გ.თ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა; გ.ი) რეგისტრაციის გაუქმების თარიღი.“; კ) V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წყალმომარაგების სექტორისა და პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობის ანგარიშგების ფორმები“.“; ლ) მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 მუხლი: „მუხლი 20. პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობის ანგარიშგების ფორმები 1. პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) წყალაღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია: ა.ა) სერვისცენტრი, სისტემის დასახელება და ტიპი; ა.ბ) კვების წყარო და წყალაღების ადგილი; ა.გ) წყალუზრუნველყოფილი ფართობი; ბ) სატუმბ სადგურებთან დაკავშირებული ინფორმაცია: ბ.ა) სატუმბი სადგურისა და სისტემის დასახელება; ბ.ბ) სატუმბი სადგურის ტექნიკური მახასიათებლები (წარმადობა, აწევის სიმაღლე და დანადგარის სიმძლავრე); გ) წყალსაცავებთან დაკავშირებული ინფორმაცია: გ.ა) სისტემისა და წყალსაცავის დასახელება; გ.ბ) წყალსაცავის ტექნიკური მახასიათებლები. 2. პირველადი წყალმოსარგებლის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) წყალაღება სისტემის დასახელების მიხედვით; ბ) მორწყული ფართობი, მიწოდებული წყლის მოცულობა, ჯამური მორწყვის რაოდენობა, დარიცხული თანხის ოდენობა და მომხმარებელთა რაოდენობა, მომხმარებლების ადგილმდებარეობის, კატეგორიის და ტიპის, სერვისცენტრის და სისტემის დასახელების მიხედვით. 3. პირველადი წყალმოსარგებლის კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) მაგისტრალური არხებთან დაკავშირებული ინფორმაცია: ა.ა) სისტემისა და არხის დასახელება; ა.ბ) არხის ტიპი და ტექნიკური მახასიათებლები; ბ) გამანაწილებელ არხებთან დაკავშირებული ინფორმაცია: ბ.ა) მაგისტრალური და გამანაწილებელი არხების დასახელება; ბ.ბ) გამანაწილებელი არხის კატეგორია; ბ.გ) არხის ტიპი და ტექნიკური მახასიათებლები; გ) ელ.ენერგიის რაოდენობა და ღირებულება სისტემებისა და სატუმბი სადგურების მიხედვით; დ) წყალსაცავში დაგროვებული ფაქტობრივი წყლის სასარგებლო მოცულობა საანგარიშო კვარტლის პირველი დღის მონაცემით, წყალსაცავში წყლის შემოდინების და წყალსაცავიდან წყლის სისტემაში გადინების მოცულობები სისტემის და წყალსაცავის დასახელების მიხედვით; ე) თანამშრომლებთან დაკავშირებული ინფორმაცია: ე.ა) კატეგორია და სტრუქტურული ერთეულის დასახელება; ე.ბ) რაოდენობა და სახელფასო ფონდი. 4. პირველადი წყალმოსარგებლის წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს: ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად; ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე. 5. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება საანგარიშო წლის მეოთხე კვარტლის შესაბამისი კვარტალური ანგარიშგებისას.“; მ) V თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VI თავი: „თავი VI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 21. წლიური ფინანსური ანგარიშგება და აუდიტის დასკვნა 1. წლიური ანგარიშგების ფარგლებში ფინანსური ანგარიშგების და აღნიშნულ ანგარიშგებაზე აუდიტის დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრებათ მხოლოდ ლიცენზიატებს, ასევე საწარმოებს, რომელთაც კომისიის მიერ უდგინდებათ ტარიფი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საწარმოები ფინანსურ ანგარიშგებას და აღნიშნულ ანგარიშგებაზე აუდიტის დასკვნას კომისიას წარუდგენენ მათ მიერ ფაქტობრივად განხორციელებულ ყველა საქმიანობაზე, მიუხედავად იმისა, ამ კონკრეტულ საქმიანობასთან დაკავშირებით ფლობენ თუ არა ლიცენზიას ან/და უდგინდებათ თუ არა ტარიფი. მუხლი 22. გარდამავალი დებულებები 1. ამ წესების მოთხოვნები ასევე ვრცელდება საწარმოზე, რომელიც, კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, საქმიანობას ახორციელებს კანონის ამოქმედებამდე მიღებული ავტორიზაციით და ეკისრება ვალდებულება, კანონით დადგენილი წესით, გაიაროს ხელახალი ავტორიზაცია – შესაბამისი ავტორიზაციის განხორციელებამდე. 2. საბითუმო მიმწოდებლებმა, ექსპორტიორებმა და იმპორტიორებმა, უზრუნველყონ ანგარიშგების წესებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, ანგარიშგების წესების მე-11 მუხლით განსაზღვრული ანგარიშგების კომისიაში წარმოდგენა, ორგანიზებული ბაზრების ამოქმედების ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრულ თარიღამდე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან და დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 21-ე მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები