აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი 84-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 04/04/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
84-უ.ს.რ.ს.
04/04/2019
ვებგვერდი, 10/04/2019
010240080.51.056.016040
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/04/2019 - 12/12/2019)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

თავი I

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო  (შემდგომ − უმაღლესი საბჭო) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. უმაღლესი საჭოს რეგლამენტი (შემდგომ − რეგლამენტი) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას და მუშაობის წესს.

მუხლი 2. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პრინციპები
1. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) ხალხის ინტერესების უზენაესობა;

) მრავალპარტიულობა;

) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;

დ) საკითხთა თავისუფალი და კოლეგიური განხილვა და გადაწყვეტა;

) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის განუხრელი დაცვა;

) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების და ნორმების დაცვა და პატივისცემა;

) საჯაროობა;

თ) გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა.

2. უმაღლესი საბჭო მუშაობს ქართულ ენაზე.

3. უმაღლესი საბჭოს საქმინობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის მიზნით:

) უმაღლესი საბჭოს პლენარული/რიგგარეშე და ბიუროს სხდომების/სესიების შესახებ ინფორმაცია, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, სხდომის ჩატარების გადაწყვეტილების მიღებისთანავე უნდა განთავსდეს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, ასევე უნდა მიეთითოს სხდომის ჩატარების ადგილი, თარიღი და დრო;

) დაუშვებელია, უმაღლესი საბჭოს შენობაში, უმაღლესი საბჭოს პლენარულ, ბიუროს და კომიტეტების სხდომებზე მედიის წარმომადგენლების დაშვების შეზღუდვა, გარდა სხდომების ამ რეგლამენტით ადგენილი წესით დახურვისა.


მუხლი 3. უმაღლესი საბჭოს ადგილსამყოფელი
1. უმაღლესი საბჭოს ადგილსამყოფელია ქობულეთის მუნიციპალიტეტი – დაბა ჩაქვი. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინადადებით, უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს პლენარული (რიგგარეშე) სხდომის (სესიის) გამართვა შესაძლებელია ამ პუნქტში აღნიშნული ადგილსამყოფლის გარეთ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტში.

2. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, რეგლამენტით დადგენილი წესით უმაღლესი საბჭო ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის ხელმისაწვდომობის მიზნით, უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს ადმინისტრაციული შენობის შესაბამისი საჭიროებებით აღჭურვას.

4. უმაღლესი საბჭოს წევრებისა და თანამდებობის პირების კაბინეტებში, პლენარულ სხდომათა დარბაზში, ბიუროს სხდომათა ოთახში საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და დაცვით, მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და საქართველოს სახელმწიფო გერბი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი.


მუხლი 4. უმაღლესი საბჭოს მედალი
1. უმაღლესი საბჭოს მედალი გადაეცემა საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს, უმაღლესი საბჭოს, როგორც ინსტიტუციის განვითარებაში შეტანილი  განსაკუთრებული წვლილისათვის.

2. უმაღლესი საბჭოს მედლით ასევე ჯილდოვდება უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელი უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირების უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ბიუროსთან შეთანხმებით.

4. უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოების წესს და უმაღლესი საბჭოს მედლის აღწერილობას ბრძანებით ადგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.


მუხლი 5. ვადების ათვლის წესი
1. ვადები, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს კალენდარულ დღეებს.
2. ვადები, რომლებიც ამ რეგლამენტით დღეებით არის განსაზღვრული გულისხმობს სამუშაო დღეებს, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადებისა და კანონითა და ამ რეგლამენტით პირდაპირ გათვალისწინებული კალენდარული დღეებისა.
3. სესიებს შორის პერიოდში რეგლამენტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხვევისა. უმაღლესი საბჭოს ბიურო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სესიებს შორის პერიოდში ვადების დინების გაგრძელებისა და საკითხის განხილვის თაობაზე.

თავი II

მუხლი 6. უმაღლესი საჭოს წევრის მანდატი
1. უმაღლესი საბჭოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩეველთა და მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის განაწესებითა და დავალებებით.

2. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრს.

3. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია. 

4. თავისუფალი მანდატი უმაღლესი საბჭოს წევრს არ ათავისუფლებს რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა პასუხისმგებლობისაგან.
5. უმაღლესი საბჭოს წევრს აქვს წევრის მოწმობა და სამკერდე ნიშანი, რომელთა ნიმუშებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.


მუხლი 7. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა
1. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს უმაღლესი საბჭო. უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

2. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:

ა) უმაღლეს საბჭოს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;

ბ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;

გ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს;

დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;

ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ ცნო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

ვ) გარდაიცვალა;

ზ) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას;

თ) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღის ვადაში ამზადებს შესაბამის დასკვნას. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.

4. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია, უფლებამოსილების ცნობიდან 7 დღის ვადაში შეწყვიტოს უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური/საქმიანობა და უფლებამოსილების ცნობის დღიდან 10 დღის ვადაში უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წარუდგინოს შეუთავსებელი სამსახურის/საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება რეგლამენტით დადგენილი წესით.

5. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს სათანადო წერილობით მასალას, იღებს მისგან ახსნა-განმარტებას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. თუ დადასტურდა უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, დასკვნა გადაეცემა უმაღლესი საბჭოს ბიუროს, რომელსაც უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს საკითხი უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

6. უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი საბჭოს წევრის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე განწესების შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს იმავე დადგენილებით შეუწყდება მას  ვადამდე უფლებამოსილება.

7. უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი საბჭოს წევრის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცების შემთხვევაში (თუ მთავრობის წევრად წარდგენილია უმაღლესი საბჭოს წევრი), უმაღლესი საბჭოს წევრის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევისას ან დამტკიცებისას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

8. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი მორიგი სესიის განმავლობაში, არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.

9. თუ უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას.

10. უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალებისას მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან. უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი გამოითხოვს ცნობას უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალების შესახებ და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

11. თუ უმაღლესი საბჭოს წევრმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო და მოთავსებულ იქნა შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს აღნიშნულის დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

12. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა რეგლამენტის 72-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.  უმაღლესი საბჭოს ბიუროს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. უმაღლესი საბჭო ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია.


მუხლი 8. უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის სხვა საქმიანობასთან შეთავსება
1. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არ აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.

2. სამეწარმეო საქმიანობასთან უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.

3. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არ აქვს:

ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად;

ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელის, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან/და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.

4. უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას. უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას, თუ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება გულისხმობს სამეცნიერო, სასწავლო, სახელოვნებო დაწესებულებებში თანამდებობის პირის მიერ საკადრო, დისციპლინურ და სხვა საკითხებზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას.

5. უმაღლესი საბჭოს წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას, ეკავოს ნებისმიერი თანამდებობა პარტიულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.
6. უმაღლესი საბჭოს წევრის სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურისადმი დამოკიდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 9. უმაღლესი საბჭოს წევრის ზოგადი უფლება-მოვალეობები
1. უმაღლესი საბჭოს წევრი არის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი სუბიექტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს:

ა) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, კომიტეტში (კომიტეტის სამუშაო ჯგუფში), ფრაქციაში ან დროებით კომისიაში, რეგლამენტით განსაზღვრულ საბჭოში,  რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა ჯგუფებში;

ბ) ამომრჩევლებთან შეხვედრებით, მათი მიღებით, მათ მიერ დასმულ საკითხებზე რეაგირებით;

გ) სახელმწიფო, ავტონომიურ, მუნიციპალურ და სხვა ორგანოებთან და დაწესებულებებთან კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობით.

2. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს:

ა) რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩიოს ან არჩეულ ან წარდგენილ იქნეს უმაღლესი საბჭოს თანამდებობებზე, უმაღლესი საბჭოს კომიტეტის, დროებითი კომისიის შემადგენლობაში, გაერთიანდეს ფრაქციაში, გადადგეს თანამდებობიდან ან გავიდეს ამ ორგანოებიდან/ გაერთიანებებიდან;

ბ) ისარგებლოს ყველა იმ ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

გ) კონტროლის განხორციელებისას:

გ.ა) კითხვით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მიიღოს და შეაფასოს პასუხი;

გ.ბ) შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა; შეხვდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრულ და სხვა თანამდებობის პირებს;

გ.გ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;

დ) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, რეგლამენტით დადგენილი წესით:

დ.ა) დასვას საკითხი განსახილველად; მის მიერ დასმულ საკითხზე ან შეკითხვაზე მომხსენებლის ან სხდომის თავმჯდომარის მიერ პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში გამოხატოს საკუთარი აზრი და დააზუსტოს შეკითხვა;

დ.ბ) წარადგინოს შენიშვნები და წინადადებები უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;

დ.გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელს, თანამომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მიიღოს და შეაფასოს პასუხები;

დ.დ) გააცნოს უმაღლეს საბჭოს მოქალაქეთა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე წერილები და მიმართვები;

დ.ე) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული შენიშვნები და წინადადებები უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე. გამოსვლის ტექსტი, წერილობით ჩამოყალიბებული შენიშვნები და წინადადებები უნდა დაერთოს სხდომის ოქმს;

დ.ვ) გამოთქვას აზრი უმაღლესი საბჭოს მიერ შესაქმნელი ორგანოების, მათი პერსონალური შემადგენლობისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს, ამტკიცებს და რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა უმაღლესი საბჭო;

ე) განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი;

ვ) გაეცნოს უმაღლესი საბჭოს სხდომის (სესიის), ბიუროს, დროებითი კომისიის აუდიოჩანაწერს, ასევე კომიტეტის სხდომის აუდიოჩანაწერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

3. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობა;

ბ) დაესწროს უმაღლესი საბჭოს პლენარულ, კომიტეტის, ფრაქციის, დროებითი კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში;

გ) რეგლამენტით დადგენილი წესით უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;

დ) რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე;

ე) ხელი შეუწყოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, მათ შორის, რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს უმაღლეს საბჭოს, მის თავმჯდომარეს ან შესაბამის კომიტეტს;

ვ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;

ზ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს და არ გაამჟღავნოს სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში მიღებული ან შექმნილი ინფორმაცია;

თ) დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ქცევის სტანდარტები და უმაღლესი საბჭოს წევრისთვის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი ეთიკის ნორმები.

4. უმაღლესი საბჭოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა დაწესებულების თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს უმაღლესი საბჭოს წევრი მისი მოთხოვნით.

5. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საკითხს განსახილველად სვამს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე.
6. უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, ითვლება უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრად.


მუხლი 10. უმაღლესი საბჭოს თანამდებობები უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის
1. უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირები არიან:

ა) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) კომიტეტის თავმჯდომარე;

დ) ფრაქციის თავმჯდომარე;

ე) დროებითი კომისიის თავმჯდომარე;

ვ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

ზ) ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.

2. უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ 1 თანამდებობაზე, გარდა ფრაქციასა და დროებით კომისიაში დაკავებული თანამდებობებისა. შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევა იწვევს მიმდინარე თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.


მუხლი 11. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება
1. უმაღლესი საბჭოს წევრის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

2. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით:

ა) აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის იგი და მიეცემა განაცდური თანამდებობრივი სარგო;

ბ) უმაღლესი საბჭოს წევრს, თუ გასულია იმ უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება უმაღლესი საბჭოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი განაცდური თანამდებობრივი სარგო.
3. თუ უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, რომელიც შემდგომ გამამართლებელი განაჩენით იქნა შეცვლილი, პირს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ არ არის გასული შესაბამისი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა და ამასთანავე, არ არის ცნობილი მისი ადგილმონაცვლე უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ჩაეთვლება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა კომპენსაცია აღნიშნული ვადის შესაბამისად.


1. უმაღლესი საბჭოს წევრი წელიწადში სარგებლობს 30 კალენდარული დღის ოდენობის შვებულებით, რომელიც, სურვილისამებრ, მიეცემა სესიებს შორის პერიოდში, მთლიანად ან 2 ნაწილად.

2. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უმაღლესი საბჭოს წევრის სამსახურებრივი საჭიროებისათვის გადაადგილებას უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭო.
3. უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა.


მუხლი 13. უმაღლესი საბჭოს წევრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
უზრუნველყოფილია უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების პირობები. თუ არსებობს საკმარისი მონაცემები უმაღლესი საბჭოს წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსალოდნელი ხელყოფის შესახებ, უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ან სხვა შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ მის უსაფრთხოებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 14. უმაღლესი საბჭოს წევრის გასამრჯელო
1. უმაღლესი საბჭოს წევრისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირის თანამდებობრივ სარგოს უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით დადგენილი შესაბამისი ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფარგლებში განსაზღვრული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ აისახება უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხაში.
2. უმაღლესი საბჭოს წევრს მიეცემა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ფულადი ანაზღაურება, რომლის ოდენობასაც უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.

მუხლი 15. დახმარება უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალებისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას
1. უმაღლესი საბჭოს წევრის თავდასხმის შედეგად გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

2. უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.


მუხლი 16. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის წარმომადგენელი
1. მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზების, შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიზნით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრებს (შემდგომში – უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრი) უფლება აქვთ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები.

2. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის ღონისძიებებისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის წარმომადგენლებთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით.


მუხლი 17. უმაღლესი საბჭოს ორგანოების საქმიანობაში უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრთა მონაწილეობის წესი
1. უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის უმაღლესი საბჭოს შენობაში შესვლა მომდევნო ერთი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების პერიოდში ხდება დაუბრკოლებლად.
2. უმაღლესმა საბჭომ, მისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა, შესაძლებელია, კანონშემოქმედებაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიზნით, უზრუნველყონ უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების მონაწილეობა უმაღლესი საბჭოს ორგანოების საქმიანობაში.

თავი III

მუხლი 18. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი
1. უმაღლესი საბჭო პირველსავე სესიაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს წევრთაგან ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ფრაქციას და უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში (შემდგომ – უმაღლესი საბჭოს წევრთა სამკაციანი ჯგუფი). 

3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატების დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით. კანდიდატთა დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ აღნიშნულ თანამდებობაზე.

4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა ნებისმიერ დროს, მათ შორის, ყოველი კენჭისყრის წინ.

5. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატს სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთი. ამ მუხლით დადგენილი პროცედურის მიმდინარეობისას სხდომაზე დაუშვებელია კამათის გამართვა.

6. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

7. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრა იმართება ბიულეტენებით.

8. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

9. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

10. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას.
11. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.


მუხლი 19. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები
1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე:    

ა) წარმოადგენს უმაღლეს საბჭოს სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში;

ბ) უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

გ) უძღვება უმაღლესი საბჭოს მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს უმაღლესი საბჭოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობას;

დ) თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომებს, იწვევს და თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში ამ უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის მოადგილეს;     

ე) ბრძანებით განსაზღვრავს თავისი მოადგილის საქმიანობის სფეროებს, აძლევს მას ცალკეულ დავალებებს;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხელმოსაწერად უგზავნის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ კანონებს, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონისა;

ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს;

თ) ხელს აწერს და აქვეყნებს რეგლამენტს, ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ სხვა აქტებს;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს;

კ) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში სვამს დროებითი კომისიის შექმნის საკითხს;

ლ) რეგლამენტით დადგენილი წესით იწვევს რიგგარეშე სესიას ან რიგგარეშე სხდომას;

მ) უმაღლეს საბჭოს ასარჩევად წარუდგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას;

ნ) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან საქართველოს პარლამენტში შექმნილ ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში ნიშნავს უმაღლესი საბჭოს სამ წევრს;

ო) განკარგულებით აცხადებს ღია კონკურსს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის – მრჩევლის ვაკანსიაზე;

პ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, განკარგულებით ქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის – მრჩევლის კანდიდატთა შესარჩევ საკონკურსო კომისიას;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების, უმაღლესი საბჭოს დელეგაციებისა და სხვა დასაქმებულთა მივლინებაში წარგზავნის საკითხებს;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს უმაღლესი საბჭოსა და ცალკეული უმაღლესი საბჭოს წევრების უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვის უზრუნველსაყოფად;

ს) საერთო ხელმძღვანელობას უწევს უმაღლესი საბჭოს აპარატისა და სხვა დამხმარე სტრუქტურების საქმიანობას;     

ტ) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურას. ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხას. კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის, აპარატის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და სხვა დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ოდენობებს. ადგენს სახელფასო დანამატის, ფულადი ჯილდოს ოდენობას;

უ) რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, აპარატის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში შემავალი პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;

ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;

ქ) უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ღ) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს;

ყ) უმაღლესი საბჭოს სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში;

შ) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე იწვევს თანამდებობის პირებს, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე დასწრების სურვილის მქონე საზოგადოების წარმომადგენლებს;

ჩ) ამტკიცებს უმაღლეს საბჭოში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს;

ც) რეგლამენტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას პირის უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოების შესახებ;

ძ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 20. ხაზინადართა საბჭო – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სათათბირო ორგანო
1. უმაღლეს საბჭოში საფინანსო საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისთვის შექმნილი ხაზინადართა საბჭოს მეშვეობით.

2. ხაზინადართა საბჭო არის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სათათბირო ორგანო. ხაზინადართა საბჭოში წევრთა რაოდენობას და საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ხაზინადართა საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.  
3. ხაზინადართა საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ხაზინადართა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.


მუხლი 21. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართოს უმაღლეს საბჭოს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე წერილობით მიმართვის/საჯაროდ განცხადების მომენტიდან.

3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს უმაღლესმა საბჭომ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი უმაღლესი საბჭოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.

4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნა წერილობით უნდა იყოს მოტივირებული.

5. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 7 დღის ვადაში ამოწმებს უმაღლესი საბჭოს წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას პლენარულ სხდომაზე წარუდგენს უმაღლეს საბჭოს.

6. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს განხილვის გარეშე,  საკითხის დასმიდან 15 დღის ვადაში.

7. თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 1 თვეზე ნაკლები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი მომდევნო სესიაზე განიხილება.

8. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიასა და რიგგარეშე სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ჩატარება დაუშვებელია.

9. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა და მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

10. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და მისი იმავე სესიაზე განხილვა დაუშვებელია.
11. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭო, 10 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს უმაღლესი საბჭოს ახალ თავმჯდომარეს, ხოლო თუ საკითხის განხილვის პერიოდში უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომები არ მიმდინარეობს ან თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 10 დღეზე ნაკლები, საკითხი რიგგარეშე სხდომაზე ან რიგგარეშე სესიაზე განიხილება.


მუხლი 22. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის ან კანონმდებლობით  გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას იგი ბრძანებით ავალებს თავის მოადგილეს.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს  წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს უმაღლესი საბჭოს კომიტეტის უხუცესი თავმჯდომარე.


მუხლი 23. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი
1. უმაღლესი საბჭო რეგლამენტით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს წევრთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატის დასახელების უფლება აქვთ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა სამკაციან ჯგუფს.

3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელსაც საკითხი რეგლამენტით დადგენილი წესით შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

5. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას კენჭისყრა იმართება ბიულეტენებით.

6. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

7. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

8. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას.
9. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა.


მუხლი 24. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, რეგლამენტის 21-ე მუხლით დადგენილი წესით გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე შეიძლება გადააყენოს უმაღლესმა საბჭომ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხი უმაღლესი საბჭოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს სესიაზე საკითხის დაწყებიდან 15 დღის ვადაში. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.
3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გადადგომის, უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უმაღლესი საბჭო, როგორც წესი, არაუგვიანეს 15 დღისა ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ახალ მოადგილეს.


თავი IV
უმაღლესი საბჭოს ბიურო

მუხლი 25. უმაღლესი საბჭოს ბიუროს უფლებამოსილებები
1. უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზებისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით დადგენილი შემადგენლობით  იქმნება უმაღლესი საბჭოს ბიურო.

2. უმაღლესი საბჭოს ბიურო რეგლამენტით დადგენილი წესით:

ა) შეიმუშავებს და უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს. უზრუნველყოფს კანონის, დადგენილების, რეზოლუციის, მიმართვის, უმაღლესი საბჭოს მიერ მისაღები სხვა აქტის პროექტის, აგრეთვე კომიტეტის, დროებითი კომისიის დასკვნების საფუძველზე საკითხის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველი კანონპროექტების შესახებ დასკვნებს, კომიტეტებისა და დროებითი კომისიების დასკვნებს, რეზოლუციებისა და მიმართვების პროექტებს;

გ) განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის დაჩქარებული ან/და გამარტივებული წესით განხილვის შესახებ;

დ) განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებისა და სხვა თანამდებობის პირთა თანამდებობაზე განწესების თაობაზე შესაბამისი კომიტეტების დასკვნებს;

ე) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილ კომიტეტებში, დროებით კომისიებში და ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;

ვ) ამტკიცებს კომიტეტების, დროებითი კომისიების, კომიტეტებთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების დებულებებს;

ზ) რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების რეგისტრაციის საკითხებს;

თ) იღებს გადაწყვეტილებას პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ;

ი) უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოში წარგზავნილი უმაღლესი საბჭოს დელეგაციებისა და უმაღლესი საბჭოს წევრების ანგარიშების მოსმენას უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე;

კ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებებს;

ლ) ამტკიცებს ბიუროს მუშაობის რეგლამენტს;

მ) ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებას;

ნ) რეგლამენტით დადგენილი წესით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული თანხის ოდენობას;

ო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით უმაღლესი საბჭოსათვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში განიხილავს და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერას და ცვლილებები შეაქვს მასში. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერაში ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია უმაღლეს საბჭოში დასაქმებული პირის დროებითი შრომისუუნარობის გამო გასაცემი თანხის გადატანასთან, ხორციელდება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნულ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს ბიურო ცნობად იღებს უახლოეს სხდომაზე, ხოლო ცვლილება აისახება უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერაში; 

პ) იღებს გადაწყვეტილებებს უმაღლესი საბჭოს და მისი მუშაობის ცალკეულ ორგანიზაციულ საკითხებზე;

ჟ) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ლოგოს და მისი გამოყენების წესს;

რ) ეთიკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ეთიკის საბჭოს დებულებას;

ს) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრებისა და უმაღლესი საბჭოს დელეგაციების საზღვარგარეთ მივლინებაში წარგზავნის წესს;
ტ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 26. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა
1. ბიუროს სხდომას იწვევს და უძღვება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ბიუროს სხდომას წარმართავს უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე.

2. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომები სასესიო პერიოდში იმართება, როგორც წესი, ყოველ სამშაბათს, 12 საათზე, ხოლო სესიებს შორის პერიოდში – საჭიროებისამებრ. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომის გამართვის შესახებ ინფორმაცია და სხდომის დღის წესრიგი  უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომამდე უნდა განთავსდეს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა თავისი ინიციატივით ან კომიტეტის, ფრაქციის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

4. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უმაღლესი საბჭოს ბიუროს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იგი გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) განსაზღვრული კვორუმის ნახევრისა.

5. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. ბიუროს სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს ბიუროს წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობა. ბიუროს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე.

6. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრის დასწრება სავალდებულოა. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

7. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს უმაღლესი საბჭოს წევრი,  უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.
8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს შეუძლია უმაღლესი საბჭოს ბიუროს წინაშე დასვას საკითხი და სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა მის განხილვაში.


მუხლი 27. უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილება
1. უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეცნობება უმაღლეს საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

2. უმაღლეს საბჭოს შეუძლია გააუქმოს ან შეცვალოს უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
3. უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილება ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომის ოქმის ამონაწერი დანიშნულებისამებრ იგზავნება.


თავი V
უმაღლესი საბჭოს კომიტეტები

მუხლი 28. კომიტეტების საქმიანობის საფუძვლები
1. საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულების ხელშეწყობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების (ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის შესაბამისად უმაღლეს საბჭოს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის უმაღლესი საბჭოს წინაშე სხვა სახით ანგარიშვალდებულებას უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი) საქმიანობის კონტროლს უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს კომიტეტების მეშვეობით. კომიტეტი უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და მუდმივი სუბიექტია.

2. უმაღლესი საბჭოს კომიტეტებია:

ა) აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა;

ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა;

გ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა;

დ) საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა;

ე) საფინანსო-­საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა;

ვ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.

3. უმაღლესი საბჭო ახალი კომიტეტის შექმნის ან/და არსებულის გაუქმების/დასახელების ცვლილების საკითხს წყვეტს ამ მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილების შეტანის გზით, რეგლამენტის მიღებისათვის დადგენილი წესით. 

4. კომიტეტების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

5. კომიტეტების უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით.


მუხლი 29. კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა
1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და  უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. კომიტეტებში წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე − უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია და დადგენილებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭო.

2. კომიტეტის შემადგენლობაშია უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 5 წევრი. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის მინიმალური რაოდენობის სამი მეხუთედი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე.

3. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომიტეტის შემადგენლობაში, ამასთან, არ შეიძლება იყოს გაწევრიანებული 2-ზე მეტ კომიტეტში. უმაღლესი საბჭოს წევრის მეორე კომიტეტში გაწევრების საკითხს წყვეტს მისი ფრაქცია, ხოლო უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შემთხვევაში - უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს (ბიუროს) მიერ კომიტეტში ფრაქციისათვის კომიტეტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომიტეტის წევრებს.

5. კომიტეტში წევრის  წარდგენის შესახებ ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს (დროებით სამანდატო კომისიას) და უმაღლესი საბჭოს ბიუროს. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი (დროებითი სამანდატო კომისია) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომიტეტში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი კომიტეტში დანიშნულად ითვლება უმაღლესი საბჭოს ბიუროს (დროებითი სამანდატო კომისიის) მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან.

6. უმაღლესი საბჭოს იმ წევრის კომიტეტში გაწევრება, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, ხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით, უმაღლესი საბჭოს წევრის პირადი განცხადების საფუძველზე.

7. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს კომიტეტის შემადგენლობაში.

8. თუ ფრაქციებში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომიტეტში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.


მუხლი 30. კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. კომიტეტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან. ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ფრაქციის თავმჯდომარეს, ბიუროს და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

2. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება:

ა) მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;

ბ) მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;

გ) კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან;

დ) რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.


მუხლი 31. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის წესი
1. კომიტეტის თავმჯდომარეს კომიტეტის წევრთაგან ირჩევს უმაღლესი საბჭო, რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა სამკაციან ჯგუფს, კომიტეტის წევრთა მინიმალური რაოდენობის სამი მეხუთედის წარდგენიდან, კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, ასევე მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან  7 დღის ვადაში.

3. თუ უფლებამოსილი სუბიექტები ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენენ კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას კომიტეტის წევრთაგან წარადგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

4. კომიტეტის თავმჯდომარე აირჩევა ფარული კენჭისყრით.

5. კანდიდატთა დასახელების შემდეგ უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას.

6. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

7. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

8. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ არჩევნების პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

9. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.

10. კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა.


მუხლი 32. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი
1. კომიტეტი თავის წევრთაგან, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, რის შესახებაც აცნობებს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

2. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს ან კომიტეტის წევრს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ წარდგენილი უნდა იქნეს კომიტეტის წევრი, რომელიც არ არის არჩეული შესაბამისი მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სიით ან ამავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით მაჟორიტარ უმაღლესი საბჭოს წევრად. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ შეიძლება წარდგენილ იქნეს კომიტეტის ნებისმიერი წევრი, თუ კომიტეტი სრულად დაკომპლექტებულია ერთი ფრაქციის წარმომადგენლებით ან ამ პუნქტით განსაზღვრული კომიტეტის წევრი უარს აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ წარდგენაზე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობაზე).  

 3. თუ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება  მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.

4. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.

5. თუ პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2  საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს.

6. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო.

7. თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებული გამოვლინდება პირველი ტურის შედეგების მიხედვით. თუ ამ წესით გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

8. ხელახალი არჩევნების გამართვისას შესაბამის სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.


მუხლი 33. კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს უმაღლესმა საბჭომ, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამას სათანადო წერილობითი დასაბუთებით მოითხოვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბიურო, უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი.

2. გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში − უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს. კომიტეტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას გადადგომის შესახებ უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს.  გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება  შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც განცხადებას გააცნობს  კომიტეტს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის დღიდან. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას გადადგომის შესახებ უმაღლესი საბჭოს კომიტეტი ცნობად იღებს, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

5. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია ფრაქციის კვოტით და შეუწყდება შესაბამისი ფრაქციის წევრის სტატუსი, მას შეუწყდება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებაც.


მუხლი 34. კომიტეტის დებულება
1. კომიტეტი პირველ საორგანიზაციო სხდომაზე შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას.

2. კომიტეტის დებულებით განისაზღვრება კომიტეტის საქმიანობის  მიმართულებები და უფლებამოსილებები, აგრეთვე კომიტეტის მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.

3. პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს.


მუხლი 35. კომიტეტის სხდომა
1. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს, არანაკლებ 1 სხდომისა (სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს სხდომა). კომიტეტის სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომას იწვევს თავისი ინიციატივით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით, ან უმაღლესი საბჭოს ბიუროს დავალებით.

2. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის მუშაობაში ან უმაღლესი საბჭოს წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია წერილობით აცნობებს შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არაუმეტეს სამჯერ. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.

4. ყოველი სესიის ბოლოს საჭიროების შემთხვევაში  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების საკითხს და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

5. კომიტეტის წევრს კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება, თუ სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სხდომამდე წერილობით ინფორმირებული იქნება კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა.  კომიტეტის წევრს სხდომა ასევე, არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება, თუ კომიტეტის სხდომა მოწვეული იქნა ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით. კომიტეტის წევრის კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

6. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი კომიტეტის წევრებს ეცნობება და ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე სხდომამდე, როგორც წესი არაუგვიანეს 1 დღისა.

7. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით. კომიტეტის დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების ან/და დღის წესრიგში ახალი საკითხის დამატების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

8. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი მართავს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის სხდომის დახურვა დაუშვებელია კანონპროექტის განხილვისას. კომიტეტის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. კომიტეტის სხდომაზე შეიძლება მიწვეულ იქნენ საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეთ სიტყვით გამოსვლის უფლება.

10. კომიტეტის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.

11. კომიტეტის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით ჩაერთოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს შესაბამის კომიტეტს, უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე შეტყობინების გაგზავნის გზით სხდომამდე 1 დღით ადრე მაინც. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს დაინტერესებული პირის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, მისთვის სასურველი კომუნიკაციის საშუალება, რომლითაც ჩაერთვება სხდომაზე და ტელეფონის ნომერი. შესაბამისი კომიტეტის აპარატი დაინტერესებულ პირს აცნობებს სხდომაზე ჩართვის დროს და უზრუნველყოფს კომიტეტის საჭირო ტექნიკურ აღჭურვას.

12. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა.


მუხლი 36. კომიტეტების ერთობლივი სხდომა
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოთხოვნით, უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს არაუმეტეს 2 კომიტეტის ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

მუხლი 37. კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილებები
1. კომიტეტის თავმჯდომარე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად.

2. კომიტეტის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს;

ბ) წარმოადგენს კომიტეტს უმაღლეს საბჭოში, მის გარეთ და შესაბამის  ურთიერთობებში;

გ) ხელს აწერს კომიტეტის  აქტებს და კომიტეტის სხდომის ოქმებს;

დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;

ე) საშემოდგომო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს კომიტეტის საქმიანობის წერილობით ანგარიშს;

ვ) გამოსცემს განკარგულებას შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე;

ზ) ახორციელებს რეგლამენტით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და კომიტეტის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას;

ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

4. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.


მუხლი 38. კომიტეტის უფლებამოსილებები
1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს, განიხილავს და უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისათვის ამზადებს საკანონმდებლო აქტების, უმაღლესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;

ბ) მონაწილეობს უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებსა და კანონპროექტის თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს;

გ) განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონისა და მასში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტებს და შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს;

დ) აკონტროლებს საკანონმდებლო აქტების, უმაღლესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს უმაღლეს საბჭოს;

ე) ახორციელებს კონტროლს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობაზე და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს უმაღლეს საბჭოს;

ვ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;

ზ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;

თ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველ ყველა საკითხს განიხილავს შესაბამისი კომიტეტი, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

3. კომიტეტი საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის საფუძველზე, მისი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს უმაღლეს საბჭოს.

4. კომიტეტის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება კომიტეტის დებულებით.


მუხლი 39. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი
1. კომიტეტი აკონტროლებს მის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში, უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით, შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ასევე ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად.

2. უმაღლესი საბჭოს ბიურო უფლებამოსილია, უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს იმ ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა მოისმინოს უმაღლესმა საბჭომ. აღნიშნულ ინფორმაციას უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ის კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო შესაბამისი ნორმატიული აქტის მომზადებისთვის. საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენისთვის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობის შესახებ მოსმენის შემდეგ უმაღლესი საბჭო საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს:

ა) უმაღლესი საბჭოს შეფასება ნორმატიული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით;

ბ) ნორმატიულ აქტში სათანადო ცვლილების შეტანის დავალება შესაბამისი კომიტეტისათვის;

გ)  აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის დასმის საკითხი.


მუხლი 40. კანონქვემდებარე აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება
1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამოწმებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მინისტრის ნორმატიული აქტების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათი შესრულების მდგომარეობას, შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც უგზავნის შესაბამის უწყებას.

2. კომიტეტი, მის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში, ამოწმებს უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დავალების ან რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომიტეტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს:

ა) შესაბამისი კომიტეტის შეფასება კანონქვემდებარე აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით;

ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის დასმის საკითხი.


მუხლი 41. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი (მთავრობის წევრი, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ან თანამდებობის პირი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ან საკანონმდებლო აქტის თანახმად, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის სხვა სახის ანგარიშვალდებულებას უმაღლესი საბჭოს წინაშე უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი), უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ფრაქციას კომიტეტზე სავალდებულო წესით მოწვევის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს კომიტეტში წევრი.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის  წერილობითი მოთხოვნით, რომელიც  უნდა შეიცავდეს კომიტეტის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხ(ებ)ის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას.

4. კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს უგზავნის კომიტეტის თავმჯდომარე. მოწვევის შესახებ მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს კომიტეტის სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. კომიტეტი მოწვეულ პირს უსმენს  ამ ვადის გასვლიდან პირველივე კომიტეტის სხდომაზე. ამ წესის შეცვლა შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში.

5. ამ მუხლის  მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხ(ებ)ის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ პირს უფლება აქვს არ ისაუბროს იმ საკითხების გარშემო, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი.

6. სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვეულ პირს სიტყვით გამოსვლისთვის ეძლევა 20 წუთი, რომელიც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის მოხსენების დასრულების შემდეგ, არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას.  თავდაპირველად შეკითხვას სვამს მოწვევის ინიციატორი. შეკითხვების დრო სამართლიანად უნდა განაწილდეს კომიტეტის წევრებს შორის. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი, კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით დასწრებიდან მომდევნო ორი თვის ვადაში, ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას კომიტეტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით.


მუხლი 42. ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია, კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.

მუხლი 43. კომიტეტის აქტები
1. კომიტეტის აქტებია: დასკვნა,  რეკომენდაცია, გადაწყვეტილება.

2. კომიტეტი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, ასევე, კანონპროექტის განხილვის შემდგომ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.

3. კომიტეტი, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, ასევე,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონების დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს  რეკომენდაციებს. კომიტეტის რეკომენდაცია შესაძლებელია წარედგინოს უმაღლეს საბჭოს ან რეაგირებისათვის ქვემდებარეობით გადაიგზავნოს. მისი განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები არაუგვიანეს 1 თვისა ან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში ეცნობება კომიტეტს.


მუხლი 44. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში
1. კომიტეტების  თავმჯდომარეები საშემოდგომო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 კვირისა, უმაღლეს საბჭოს წარუდგენენ წერილობით ანგარიშებს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

2. ანგარიში წარედგინება უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს, რომელიც უგზავნის ანგარიშს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს,  უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, აგრეთვე ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

3. ანგარიშის განხილვის საკითხი უმაღლესი საბჭოს ბიუროს შეაქვს საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

4. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში, გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 30 წუთამდე.

5. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, ანგარიშის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მომხსენებელს. კითხვა-პასუხი და უმაღლესი საბჭოს წევრთა გამოსვლები მიმდინარეობს რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.

6. უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს კომიტეტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს.


მუხლი 45. კომიტეტის სამუშაო ჯგუფი
კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფებს. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

მუხლი 46. კომიტეტის აპარატი
1. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება უმაღლესი საბჭოს კომიტეტის აპარატი, რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ უმაღლესი საბჭოს აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.

2. კომიტეტის აპარატი:

ა) მონაწილეობს კანონპროექტების, უმაღლესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;

ბ) ასრულებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;

გ) ასრულებს კანონმდებლობით, კომიტეტის, უმაღლესი საბჭოს აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

3. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში არიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები.

4. კომიტეტის აპარატის უფროსი:

ა)  კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად ახორციელებს კომიტეტის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას, კომიტეტის აპარატის მუშაკთა შორის ანაწილებს ფუნქციებსა და დავალებებს, პასუხისმგებელია კომიტეტის აპარატისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებაზე, კოორდინაციას უწევს კომიტეტის აპარატსა და უმაღლესი საბჭოს აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ურთიერთობებს;

ბ) ორგანიზებას უწევს კომიტეტის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;

გ) უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატის მუშაკთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას;

დ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის დავალებებს.

5. კომიტეტის აპარატის სპეციალისტები:

ა) მუშაობენ კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ დარგობრივ მიმართულებათა საკითხებზე; მონაწილეობენ კანონპროექტების, უმაღლესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნებისა და მოხსენებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;

ბ) აღნუსხავენ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს;

გ) ასრულებენ კომიტეტის, კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტის წევრთა და კომიტეტის აპარატის უფროსის დავალებებს.


მუხლი 47. საკონსულტაციო საბჭო
1.  კომიტეტთან, კომიტეტის დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისადმი მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის  მიზნით, შესაბამისი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადით კომიტეტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისგან. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომიტეტის გადაწყვეტილებით. საკონსულტაციო საბჭოს წევრობა არ არის ანაზღაურებადი.

2. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საჭიროებისამებრ იწვევს შესაბამისი კომიტეტი.


თავი VI
უმაღლესი საბჭოს ფრაქცია

მუხლი 48. უმაღლესი საბჭოს ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი
1. ფრაქცია არის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პოლიტიკური სუბიექტი, რომელშიც უმაღლესი საბჭოს წევრები ერთიანდებიან საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ფრაქციის შექმნის, საქმიანობის წესი და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით.

2. ფრაქციის პირადი, პროფესიული, ადგილობრივი, რეგიონული ან რელიგიური ნიშნით შექმნა აკრძალულია.


მუხლი 49. ფრაქციის შექმნა
1. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება არ აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია, ამასთან, უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს გაერთიანდეს მხოლოდ იმ ფრაქციაში, რომელიც შექმნილია მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის წევრთა გაერთიანებით.

2. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრს.

3. ფრაქციის შექმნის მსურველი უმაღლესი საბჭოს წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას.

4. ფრაქციის წესდებით წესრიგდება ფრაქციის შიდაორგანიზაციული საკითხები.

5. ფრაქციის წესდებით უნდა განისაზღვროს ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოების შექმნისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და მათი კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, მისი სტრუქტურა, აგრეთვე წესდების გადასინჯვის პროცედურა.

6. ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოების (სტრუქტურის) ცვლილების, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ასევე, თანამდებობის პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომისა და ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ნებისმიერი  შესწორების შეტანის შესახებ, შესაბამისი ფაქტის დადგომიდან 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება უმაღლესი საბჭოს ბიუროს და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

7. ფრაქციის თანამდებობის პირები არიან ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. მათი უფლებამოსილება და არჩევის, გადაყენებისა და გადადგომის წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

8. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.

9. ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა. რეგისტრაციამდე ახალშექმნილი ფრაქცია ახორციელებს რეგლამენტის 50-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.


მუხლი 50. ფრაქციის რეგისტრაცია
1. ფრაქციას რეგლამენტით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები წარმოეშობა რეგისტრაციის მომენტიდან.

2. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს.

3. ფრაქციის თავმჯდომარე ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი შეკრებისთანავე  ფრაქციის რეგისტრაციისათვის უმაღლესი საბჭოს დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია. თუ უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია უმაღლესი საბჭოს პირველივე პლენარულ სხდომაზე არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება დროებითი სამანდატო კომისიისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე.

4. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ უმაღლესი საბჭოს ბიურო უახლოეს სხდომაზე არ მიიღებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება უმაღლესი საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და გამოქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

5. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-2 და  49-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია პლენარულ სხდომაზე, დადგენილებით ფრაქცია მიიჩნიოს რეგისტრირებულად.


მუხლი 51. უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა
1. უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, გარდა კონსტიტუციით და რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა.

2. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს უმაღლესი საბჭოს ორგანოში ან უმაღლესი საბჭოს თანამდებობაზე საქმიანობას რეგლამენტით დადგენილი წესით ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გარიცხვის ან გასვლის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შემთხვევაში. ფრაქციას უფლება აქვს წარადგინოს ახალი კანდიდატურა.

3. ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში, თუ ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.

4. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.

5. თუ ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია თვითონ განსაზღვროს უმაღლესი საბჭოს ამა თუ იმ ორგანოდან თავისი წევრების გამოწვევის საკითხი. ფრაქციის მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი ფრაქციის წევრის გამოწვევის საკითხს წყვეტს ეს ორგანო.


მუხლი 52. ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში
1. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებაც წერილობით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს და ამ მიმართვიდან 3 დღის ვადაში ატყობინებს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს და უმაღლესი საბჭოს აპარატს.

2. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების ან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს და უმაღლესი საბჭოს აპარატს.

3. თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ან ფრაქციის წევრის, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 3-ზე ნაკლები უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებებს. ფრაქციის გაუქმების შესახებ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი აცნობებს უმაღლეს საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

4. ამ მუხლში აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.


მუხლი 53. ფრაქციის თავისუფალი ტრიბუნა
1. ფრაქციას, უფლება აქვს, ერთი სესიის განმავლობაში ორჯერ ისარგებლოს 30-წუთიანი გამოსვლით. აღნიშნული საკითხის დასმა ფრაქციას შეუძლია საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ, გარდა კენჭისყრის პროცედურისა. უმაღლესი საბჭო ვალდებულია დაუყოვნებლივ მოუსმინოს მას.

2. უმაღლესი საბჭოს აპარატი ვალდებულია ფრაქციის მოთხოვნით უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის გაავრცელოს ფრაქციის ოფიციალური მიმართვა.


მუხლი 54. ფრაქციის დაფინანსება
1. ფრაქციის ხარჯები ფინანსდება უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან. ფრაქციისათვის უმაღლესი საბჭოს შენობაში გამოყოფილი სამუშაო ფართობი და ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად.

2. ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი განისაზღვრება ფრაქციის წარმომადგენლობის პროპორციულად. ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.


მუხლი 55. ინტერფრაქციული ჯგუფი
1. უმაღლეს საბჭოში კანონპროექტის ან სხვა საკითხის მომზადებისას ან განხილვისას წარმოშობილი აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრისა და ცალკეულ დებულებათა დაკონკრეტება-შეჯერების მიზნით ფრაქციებთან კონსულტაციის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი.

2. ინტერფრაქციული ჯგუფი უფლებამოსილია კანონპროექტის ან სხვა საკითხის თაობაზე საკუთარი მოსაზრებით ან წინადადებით მიმართოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს ბიუროს.


თავი VII

მუხლი 56. დროებითი კომისიის საქმიანობის საფუძვლები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას უმაღლეს საბჭოში იქმნება დროებითი კომისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით. დროებითი კომისია უმაღლესი საბჭოს საქმიანობის დროებითი სუბიექტია.

2. დროებითი კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა ინტერესებს;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.

3. დროებითი კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად და უქმდება რეგლამენტით დადგენილი წესით, საკითხის შესწავლისთანავე.

4. დროებითი კომისია ანგარიშვალდებულია უმაღლესი საბჭოს წინაშე.

5. დროებითი კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.


მუხლი 57. დროებითი კომისიის შექმნა
1. დროებითი კომისიის შექმნის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის ინიცირების უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა 3 კაციან ჯგუფს. დადგენილების პროექტი უნდა შეიცავდეს კომისიის შექმნის საჭიროების შესახებ სათანადო დასაბუთებას. დადგენილების პროექტი გადაეცემა უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. უმაღლესი საბჭო, დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს დროებითი კომისიის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე და კომისიის უფლებამოსილების ვადა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობას და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელსაც უმაღლესი საბჭოს ბიურო ამტკიცებს უახლოეს სხდომაზე.

3. დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ უმაღლესი საბჭოს წევრთა და უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, ამასთან, დროებით კომისიაში  ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.

4. ფრაქციები და უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი კვოტების დაცვით, უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ კვოტების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში თავიანთი გადაწყვეტილებით წარადგენენ კომისიის წევრებს, რის შესახებაც აცნობებენ უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

5. დროებითი კომისიის წევრების წარდგენის შესახებ ინფორმაციის უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 3 დღისა იმართება დროებითი კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა.

6. დროებითი კომისია პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს, შეიმუშავებს დროებითი კომისიის დებულებას.


მუხლი 58. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები
1. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები არიან კომისიის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე.

2. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ სამართლიანად და მიუკერძოებლად.

3. დროებითი კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას;

ბ) წარმოადგენს კომისიას უმაღლეს საბჭოში და მის გარეთ;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა საქმიანობას;

ე) ხელს აწერს კომისიის აქტებს და მისი სხდომების ოქმებს;

ვ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე დავალებით;

ბ) კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.

გ) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების გამართვას;

დ) განაგებს კომისიის საქმისწარმოებას, ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს;

ე) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 59. დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა
1. დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის წევრთაგან, კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით  ირჩევს კომისია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

3. თუ არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ამ ორ კანდიდატს შორის იმართება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც  არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო მეტი ხმა. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

4. დროებით კომისიას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, კომისიის არანაკლებ 2 წევრის ინიციატივით, უფლება აქვს ნებისმიერ დროს თანამდებობიდან გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ცნობად იღებს დროებითი კომისია.


მუხლი 60. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს, პირადი განცხადებით გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.

2. დროებითმა კომისიამ შეიძლება თავისი შემადგენლობიდან გარიცხოს წევრი, თუ იგი არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, არ ესწრებოდა მის სხდომებს, გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, აგრეთვე კომისიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების არანაკლებ ორი მესამედით, რის შესახებაც აცნობებს უმაღლეს საბჭოს.

3. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის სხვა საფუძვლები განისაზღვრება რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით.

4. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ფრაქციას უფლება აქვს წარადგინოს ახალი წევრის კანდიდატურა.


მუხლი 61. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა
1. დროებითი კომისია შეიძლება შეიქმნას არაუმეტეს 3 თვის ვადით. კომისიის უფლებამოსილების ვადა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. კომისიის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

2. თუ დროებითმა კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა გადაწყვეტილების პროექტი განსახილველ საკითხზე, უმაღლესი საბჭო უახლოეს პლენარულ სხდომაზე ისმენს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომლის საფუძველზეც სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ;

ბ) კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

3. შესაბამისი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე თუ დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები დროებითი კომისიის შექმნა დაუშვებელია. უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე ყველა დროებით კომისიას უწყდება უფლებამოსილება. კომისია ვალდებულია აღნიშნულ დრომდე წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. თუ დროებითმა კომისიამ ამ ვადამდე ვერ მოამზადა დასკვნა განსახილველ საკითხზე, კომისიის მიერ მოპოვებული მასალა, შესაბამისი ანგარიშით, გადაეცემა ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოს, რომელიც რეგლამენტის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საკითხის შემდგომი შესწავლისა და განხილვის შესახებ.

4.  დროებითი კომისიის საქმიანობის დასრულების შემდეგ მის საქმიანობასთან დაკავშირებული მასალები კანონით დადგენილი წესით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატს.


მუხლი 62. დროებითი კომისიის უფლებამოსილება
1. დროებითი კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებისთვის.

2. დროებით კომისიას უფლება აქვს, შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით ამა თუ იმ გარემოების გამო მოიწვიოს და წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას შესაბამის პირს, გარდა კანონითა და რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. თუ პირმა არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, მოწვეული უნდა იქნეს თარჯიმანი. სმენისა და მეტყველების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემთხვევაში მოწვეული უნდა იქნეს ის პირი, რომელმაც იცის მისი სალაპარაკო ნიშნები.

4. მოწვეულ პირს ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა დროებითი კომისიის სხდომაზე. გამონაკლის შემთხვევაში კომისიას შეუძლია ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დაავალოს კომისიის არანაკლებ 2 წევრს, რომელთაგან ერთი მაინც არ უნდა იყოს არა ოპოზიციის წარმომადგენელი. 

5. დროებით კომისიას კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის წევრებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით


მუხლი 63. დროებითი კომისიის სხდომა
1. დროებითი კომისიის სხდომების გამართვის ადგილს და პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა.

2. დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის უმრავლესობა. დროებითი კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათავლისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა, ხოლო თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება.

3. დროებითი კომისიის სხდომის თარიღი და დღის წესრიგი კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობება. აღნიშნული ინფორმაცია სხდომის თარიღის დანიშვნისთანავე განთავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

4. დროებითი კომისიის საჯარო სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ  უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები და მოწვეული პირები.

5. დროებითი კომისიის წევრის წინადადებით კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ. სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს დროებითი კომისიის თავმჯდომარე.


მუხლი 64. დროებითი კომისიის სხდომის ოქმი
1. დროებითი კომისიის მუშაობა სრულად და ზუსტად აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომლის შედგენისთვისაც პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

2. დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს, გაეცნოს კომისიის სხდომის ოქმს და გამოთქვას შენიშვნები.

3. თუ დროებითი კომისია თავის მუშაობაში იყენებს დოკუმენტებს, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, იგი ვალდებულია დაიცვას ასეთი დოკუმენტების შენახვისა და სარგებლობისათვის კანონით დადგენილი წესები.


მუხლი 65. დროებითი კომისიის აქტები და მათი განხილვის წესი
1. დროებით კომისიას უფლება აქვს, განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო, კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის ან მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.

2. დროებითი კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს შემდეგ აქტებს: დასკვნა, რეკომენდაცია, გადაწყვეტილება. დროებითი კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია მიიღება მხოლოდ საკითხის განხილვის შემაჯამებელ ეტაპზე, ხოლო გადაწყვეტილება – ამ რეგლამენტის 62-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

3. დროებითი კომისია განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილებას განიხილავს საჯაროდ, გარდა გადაწყვეტილებაში არსებული იმ საკითხებისა, რომელთა საჯაროობა შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით.

4. დროებითი კომისიის მიერ მიღებული დასკვნა/რეკომენდაცია უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს. უმაღლესი საბჭოს ბიურო ვალდებულია საკითხი შეიტანოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. დროებით კომისიას უფლება აქვს თავისი აქტები რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოში, დაწესებულებაში ან უწყებაში გადაგზავნოს.

5 კომისიის გადაწყვეტილების ქვემდებარეობით გადაგზავნის შემთხვევაში, საკითხის განხილვის შედეგებისა და გატარებულ ღონისძიებათა შესახებ დროებით კომისიას უნდა ეცნობოს არაუგვიანეს 1 თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში.

6. დროებითი კომისიის პოზიციას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარე ან მომხსენებელი, რომელსაც კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.

7. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა, რომელზედაც განიხილება დროებითი კომისიის გადაწყვეტილება, შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, კომისიის გადაწყვეტილების განსახილველად შეიძლება გაიმართოს დახურული სხდომა.

8. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დროებითი კომისიის გადაწყვეტილების განხილვა იწყება კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული მომხსენებლის გამოსვლით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთით).

9. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, განსახილველ საკითხზე შეკითხვებით მიმართონ მას. კითხვა-პასუხი და უმაღლესი საბჭოს წევრთა გამოსვლები მიმდინარეობს რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.

10. კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას დროებითი კომისიის გადაწყვეტილების თაობაზე.


მუხლი 66. დროებითი კომისიის დაფინანსება
დროებითი კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები ანაზღაურდება უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან. კომისიის ხარჯების ოდენობას განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

თავი VIII
უმაღლესი საბჭოს სათათბირო ორგანო

მუხლი 67. უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო
1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შექმნილია უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – გენდერული თანასწორობის საბჭო). გენდერული თანასწორობის საბჭოს სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან ურთიერთობა განისაზღვრება რეგლამენტითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭო.

2. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობას უმაღლესი საბჭოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.   

3. გენდერული თანასწორობის საბჭო უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი. შემუშავებული სამოქმედო გეგმა უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ინიციატივის წესით;

ბ) განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები კანონმდებლობაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;

გ) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საბჭოსთან ერთად დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები;

დ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;

ე) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;

ზ) განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

4. გენდერული თანასწორობის საბჭო, წელიწადში ერთხელ, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ. გენდერული თანასწორობის საბჭო უფლებამოსილია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს უმაღლესი საბჭო სხვადასხვა სახის ურთიერთობებში.

5. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილ სამოქმედო გეგმას უმაღლესი საბჭოს ამტკიცებს დადგენილებით.


თავი IX

მუხლი 68. უმაღლესი საბჭოს მორიგი და რიგგარეშე სესიები
1. უმაღლესი საბჭო იკრიბება მორიგ ან რიგგარეშე სესიაზე.

2. მორიგ სესიაზე უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იკრიბება  წელიწადში ორჯერ, საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე.

3. საგაზაფხულო სესია იხსნება მარტის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის მესამე ხუთშაბათს, ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე ხუთშაბათს.  

4. სესიის გახსნისას და დახურვისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

5. უმაღლესი საბჭოს მორიგი სესია გახსნილად და დახურულად ცხადდება შესაბამისად უმაღლესი საბჭოს ბიუროს ან პლენარულ სხდომაზე.

6. უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სესიაზე იკრიბება მხოლოდ მორიგ სესიებს შორის პერიოდში, ხოლო რიგგარეშე სხდომაზე/სხდომებზე − მორიგი სესიის მიმდინარეობისას.

7. უმაღლესი საბჭოს მორიგი სესია ოფიციალურად მოწვევას არ საჭიროებს. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია და სხდომა მოიწვევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

8. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მთავრობის თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, სესიებს შორის პერიოდში იწვევს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომას.

9. მთავრობის თავმჯდომარე ან უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედი წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადასცემს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ერთვის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა, ხოლო რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას – რიგგარეშე სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა.

10. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში უმაღლესი საბჭო იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს სხდომას/სესიას წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

11. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიას ან რიგგარეშე სხდომას მოიწვევს მთავრობის თავმჯდომარის მოთხოვნაში განსაზღვრულ ვადაში, რაც უმაღლესი საბჭოს წევრებს პირადად უნდა ეცნობოთ.

12. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ მოთხოვნილ საკითხთა ნუსხით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

13. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიასა და რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2-მე-5   პუნქტების მოთხოვნები.

14. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სესიის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 დღისა. უმაღლეს საბჭოს შეუძლია მორიგი სესიის დღის წესრიგში შეიტანოს ის საკითხი (საკითხები), რომლის (რომელთა) განხილვაც ვერ დაასრულა რიგგარეშე სესიაზე.


მუხლი 69. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომა
1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში/უმაღლეს საბჭოში საპატიო სტუმრის ჩამოსვლასთან, მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან ან ქვეყანაში/ავტონომიურ რესპუბლიკაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომა.

2. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომა ეძღვნება კონკრეტულ მნიშვნელოვან თარიღს/ფაქტს. მას აქვს სიმბოლური დატვირთვა და საზეიმო/საიუბილეო სხდომის მიმდინარეობაზე არ ვრცელდება ამ რეგლამენტით დადგენილი ზოგადი ნორმები, გარდა სხდომის თავმჯდომარისთვის სხდომის წარმართვისათვის მინიჭებული უფლებამოსილებებისა. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომა იმართება მხოლოდ კონკრეტულ თარიღთან/ფაქტთან დაკავშირებით და შემდეგ იხურება.

3. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომას, როგორც წესი, წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს საზეიმო/საიუბილეო სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის მოადგილეს.

4. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალური სტუმრები.

5. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე იღებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.

6. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომაზე გამოსვლის უფლებით, გარდა უმაღლესი საბჭოს წევრებისა, სარგებლობენ სხვა პირებიც, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.


მუხლი 70. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზი
1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზში (შემდგომში – სხდომათა დარბაზი) სხდომის პრეზიდიუმში ადგილს იკავებს სხდომის  თავმჯდომარე.

2. სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისთვის.

3. სხდომის პრეზიდიუმთან განთავსებულია ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.

4. სხდომათა დარბაზში უმაღლესი საბჭოს წევრი იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს.

5. სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებისათვის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების წარმომადგენლებისათვის, უმაღლესი საბჭოს აპარატის პასუხისმგებელი პირებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე სხდომაზე განსაზღვრული წესით დასწრების მსურველი მოქალაქეებისათვის.

6. სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული.

7. უმაღლესი საბჭოს მუშაობის გაცნობის მიზნით, განსაზღვრული დროით სხდომათა დარბაზში შეიძლება მიიწვიონ საზოგადოების წარმომადგენლები.

8. უმაღლესი საბჭოს შენობაში შეიძლება ჩატარდეს ცალკეული ღონისძიებები, მათ შორის ექსკურსიები და დაჯილდოების პროცედურები.


მუხლი 71. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი შეკრება
1. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა და მას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ახალარჩეული უმაღლესი საბჭო პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (შემდგომ – უსკო) მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს უმაღლესი საბჭოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას უმაღლესი საბჭოს წევრები სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ.

3. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას ხსნის უსკოს თავმჯდომარე, რომელიც სიტყვას აძლევს უმაღლესი საბჭოს უხუცეს წევრს. უმაღლესი საბჭოს უხუცესი წევრი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას.

4. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სახელმწიფოსა და საზოგადოების წარმომადგენლები.


მუხლი 72. უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია
1. პირველ სხდომაზე, უმაღლეს საბჭოში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, ახალარჩეული უმაღლესი საბჭო, უსკოს თავმჯდომარის წარდგინებით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, უმაღლესი საბჭოს წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, აირჩევა:

ა) უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 3 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას წყვეტს ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე;

ბ) უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია 5 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს.

2. უმაღლესი საბჭოს დროებით სამანდატო კომისიას უფლებამოსილება უწყდება საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დაკომპლექტებისთანავე.

3. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე, უსკოს თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს აცნობებს არჩევნების შედეგებს და უმაღლესი საბჭოს დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ).

4. უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის მესამე პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს უმაღლეს საბჭოს, რომელიც დადგენილებით ცნობს უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილებას დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

5. უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის კანონიერება:

ა) გასაჩივრებულია სასამართლოში;

ბ) საეჭვოდ მიიჩნია უმაღლესი საბჭოს დროებითმა სამანდატო კომისიამ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის დასკვნის, ხოლო საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის შექმნის შემდეგ – ამ კომიტეტის დასკვნის საფუძველზე უმაღლესი საბჭო განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ არ დადგინდება ამ პირის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელის შემშლელი გარემოება;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს შეისწავლის უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია ან საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას. აღნიშნულ დასკვნას უმაღლესი საბჭო განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

7. უმაღლესი საბჭო სრულ უფლებამოსილებას იძენს უმაღლესი საბჭოს წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. უმაღლესი საბჭოს წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

8. თუ უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო უმაღლესმა საბჭომ, უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა წყდება. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს მომდევნო სხდომას იწვევს უსკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება უმაღლესი საბჭოს წინაშე უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

9. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი შეკრებისთანავე უმაღლესი საბჭოს წევრები დროებით სამანდატო კომისიას წარუდგენენ სათანადო განცხადებასა და დოკუმენტაციას ფრაქციების შექმნის თაობაზე.

10. უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას აწვდის ინფორმაციას ფრაქციების შექმნის შესახებ, თუ დროებითმა სამანდატო კომისიამ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო.

11. ფრაქციების შექმნისთანავე უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია შეიმუშავებს კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და გადასცემს ფრაქციებს/უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს. უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია უმაღლესი საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. ამ კვოტების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებით.


მუხლი 73. პირველ სხდომაზე საკითხების განხილვის თანამიმდევრობა
1. ახალარჩეული უმაღლესი საბჭო პირველ სხდომაზე საკითხებს განიხილავს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს;

ბ) რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს კომიტეტების თავმჯდომარეებს.

2. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგლამენტით დადგენილი წესით გრძელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე.


მუხლი 74. მორიგი სესიის პლენარული სხდომა
1. უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომა იმართება, როგორც წესი, სასესიო პერიოდის ყოველი თვის მესამე ხუთშაბათს. დანარჩენი დრო ეთმობა ამომრჩევლებთან შეხვედრებს და კომიტეტების მუშაობას.

2. უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომა იმართება, როგორც წესი, 12 საათიდან 19 საათამდე. 15 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენების, პოლიტიკური დებატების, ინტერპელაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების დროს შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე.

 3. უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული/რიგგარეშე სხდომა/სესია, როგორც წესი, არ იმართება კანონით გათვალისწინებულ დასვენების (უქმე) დღეებში. პლენარული სხდომის კვირაში, ხუთშაბათის გარდა სხვა დღეს და კანონით გათვალისწინებულ დასვენების (უქმე) დღეებში უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.

4. საჭიროების შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, ცვლილება შეაქვს თავისი მუშაობის განრიგში.

5. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომები არ იმართება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა მორიგი სესიის პლენარული სხდომის დღეს, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომას იწვევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე. სხვა შემთხვევაში პლენარული სხდომა მოიწვევა და იმართება რიგგარეშე სხდომისათვის რეგლამენტის 68-ე მუხლით დადგენილი წესით.

6. ახალი უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღის შემდეგ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს  მორიგი სესიები, როგორც წესი, არ იმართება, ხოლო რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა იმართება აუცილებლობის შემთხვევაში.


მუხლი 75. პლენარული სხდომის დღის წესრიგი
1. უმაღლესი საბჭოს ბიურო განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს.

2. უმაღლესი საბჭოს ბიურო უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს საკითხი, თუ არ არის დარღვეული  რეგლამენტით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვის ვადები და წესი.

 3. ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრს, უფლება აქვს, პლენარული სხდომის დღის პირველ ნახევარში, რეგლამენტით დადგენილი წესით მოითხოვოს მის მიერ ინიციირებული კანონის ან უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის ან უმაღლესი საბჭოს სხვა აქტის განსახილველად განსაზღვრული დროის გამოყოფა. უმაღლესი საბჭოს ბიურო ვალდებულია საკითხი რეგლამენტით დადგენილი წესით შეიტანოს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში. ამ პუნქტში მითითებული საკითხი განიხილება შესაბამისი საკითხის განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

4. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც უმაღლესი საბჭო ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით/ხელის აწევით. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საკითხების თანამიმდევრობის შეცვლა, საკითხის რიგგარეშე განხილვა, ერთმანეთთან დაკავშირებულ ან ერთგვაროვან საკითხებზე საერთო კამათის გამართვა.

5. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარის ინიციატივით შეიძლება უმაღლესმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება დამტკიცებული დღის წესრიგის ფარგლებში საკითხების თანამიმდევრობის შეცვლის ან საკითხის რიგგარეშე განხილვის შესახებ.

6. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და უმაღლესი საბჭოს წევრს ეძლევა თითოეულს 3-წუთიანი სიტყვა. დროის გაგრძელების საკითხი არ განიხილება.

7. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საჭოს წევრი, ფრაქცია, მოითხოვს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების დღის წესრიგში საკითხის შეტანას ან დღის წესრიგიდან საკითხის ამოღებას, უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე განმარტავს დღის წესრიგში საკითხის შეუტანლობის ან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

8. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი კანონპროექტები და მიმართვები მისი მოთხოვნის საფუძველზე რიგგარეშე განიხილება.


მუხლი 76. პლენარული სხდომის თავმჯდომარე
1. უმაღლესი საბჭოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის მოადგილეს. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არ წარმართავს სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დაევალება უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარეს. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია სამართლიანად და მიუკერძოებლად წარმართოს სხდომა.

2. სხდომის თავმჯდომარე:

ა) აუწყებს უმაღლეს საბჭოს სხდომის გახსნასა და დამთავრებას;

ბ) უძღვება საკითხების განხილვას;

გ) უზრუნველყოფს რეგლამენტის დაცვას;

დ) სიტყვას აძლევს გამომსვლელს რეგლამენტით დადგენილი წესით;

ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ საოქმო გადაწყვეტილებებს;

ზ) რეგლამენტის 152-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვას ართმევს გამომსვლელს, გაფრთხილებას აძლევს, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს უმაღლესი საბჭოს წევრს, მოწვეულ პირს ან/და სხდომაზე დამსწრე სხვა პირს;

თ) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყვეტს სხდომას, ცალკეულ შემთხვევებში აცხადებს შესვენებას;

ი) კანონპროექტის (სხვა საკითხების) განხილვისას საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრაზე აყენებს განხილვის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის საკითხს;

კ) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლისას ან საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით აწყობს სარეიტინგო გამოკითხვას და ავტორებს სთავაზობს ნაკლებად რეალური წინადადებების მოხსნას;

ლ) ახორციელებს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საკითხთა განხილვაში. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილების გადაცემის შემდეგ თავისი მოვალეობის შესრულებას უბრუნდება გამოსვლის დამთავრებისთანავე.

4. სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, კომენტარი გაუკეთოს უმაღლესი საბჭოს წევრის გამოსვლას ან სიტყვა შეაწყვეტინოს მას ამ მიზნით, შეაფასოს უმაღლესი საბჭოს წევრის გამოსვლა, უპასუხოს შეკითხვას, თუ შეკითხვა უშუალოდ მას არ დაუსვეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უმაღლესი საბჭოს წევრი არღვევს რეგლამენტის მოთხოვნებს.


მუხლი 77. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია. სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი
1. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

2. სხდომის გახსნის წინ, ასევე, კენჭისყრის წინ ტარდება უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაცია.

3. უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ადასტურებს უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი, რომელიც არის პასუხისმგებელი მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტისათვის.

4. თუ უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის შედეგი და უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის ინფორმაცია ეჭვს იწვევს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა სამკაციან ჯგუფს უფლება აქვთ, მოითხოვონ რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრირებულ პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

5. თუ უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის გახსნისას ჩატარებული რეგისტრაციის შედეგების მიხედვით სხდომათა დარბაზში არ იმყოფება უმაღლესი საბჭოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის განმავლობაში ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა უმაღლესი საბჭოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. განსაკუთრებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.

6. უმაღლესი საბჭოს სხდომის გახსნისას და კენჭისყრის წინ უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის შემდეგ უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი აღრიცხავს უმაღლესი საბჭოს წევრთა დასწრებას. ფრაქციათა თავმჯდომარეები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები, რეგისტრაციამდე უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, მის მიერ სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე სხდომამდე თვითონ აცნობებს წერილობით უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს.

7. თუ დადგენილ ვადაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები არ მიაწვდიან უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს  ინფორმაციას, უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება.

8. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ იგი, პლენარული სხდომის დღის განმავლობაში გაივლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ რეგისტრაციას მაინც. 

9. უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი). ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

10. უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ მიზეზების თაობაზე სხდომამდე  ინფორმირებული უნდა იქნეს ფრაქციის თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე). ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა.

11. უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით აგრეთვე, გაცდენილად არ ეთვლება უმაღლეს საბჭოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო, უმაღლესი საბჭოს წევრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინასწარი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.


მუხლი 78. პლენარული სხდომა. პლენარული სხდომის ოქმი
1. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომები, გარდა დახურული სხდომისა, საჯაროდ მიმდინარეობს, ასევე შესაძლებელია საჯარო სხდომის პირდაპირი ტელერადიოტრანსლაცია. საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ დადგენილი წესით აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს.

2. უმაღლესი საბჭოს საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ვიდეოტრანსლაციით.

3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, პლენარულ სხდომაზე მოიწვიოს ხელისუფლების ორგანოებისა და საზოგადოების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები.

4. ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებს, კომიტეტსა და ფრაქციას შეუძლიათ დასვან უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების საკითხი. გადაწყვეტილება სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ განიხილება და მიიღება დახურული წესით. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

5. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე.

6. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე დამსწრეთ ჩაქუჩის ორი დარტყმით აცნობებს სხდომის დაწყებას, ხოლო სამი დარტყმით – სხდომის დამთავრებას. ყოველი სხვა პროცედურის დაწყება და დამთავრება ჩაქუჩის ერთი დარტყმით აღინიშნება. სხდომის თავმჯდომარეს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვაში ეხმარებიან უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

7. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დგება სხდომის ოქმი. უმაღლესი საბჭოს დახურული სხდომის ოქმის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებს, მთავრობის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ასევე იმ ორგანოთა წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნული სხდომის მუშაობაში.


მუხლი 79. პოლიტიკური დებატები
1. ფრაქციას უფლება აქვს მოითხოვოს პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნა. პოლიტიკური დებატების დღე, როგორც წესი, მორიგი სესიის განმავლობაში ინიშნება ორჯერ. პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.

2. პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის ფრაქციასა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) ეძლევა თითოეულს 30 წუთი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს – 20 წუთი, უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – 10 წუთი. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. გამომსვლელთა თანმიმდევრობას განსაზღვრავს ბიურო.

3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, პოლიტიკური დებატების ბოლოს ისარგებლოს ამ რეგლამენტით მისთვის გათვალისწინებული დროის ლიმიტით და განხილული საკითხი დააყენოს კენჭისყრაზე.


მუხლი 80. პოლიტიკური განცხადებები
1. უმაღლესი საბჭოს სხდომის (სესიის) დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს წევრებს, ამ თავით დადგენილი წესით, ეთმობათ 30 წუთი განცხადებებისათვის. აღნიშნული დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელების რაოდენობის შესაბამისად, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთისა. უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. გამოყოფილი დროის გაზრდა დასაშვებია სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, არაუმეტეს 2 წუთისა.

2. უმაღლესი საბჭოს წევრები დღის წესრიგის დამტკიცებამდე განცხადებებისათვის პირადად ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელსაც ადგენს სხდომის თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს წევრს ასევე უფლება აქვს პირადად ჩაეწეროს განმცხადებელთა სიაში განცხადებების მიმდინარეობისას. განმცხადებელთა თანმიმდევრობა განისაზღვრება გამომსვლელთა სიაში ჩაწერის მიხედვით. განმცხადებელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე. ამასთანავე, უმაღლესი საბჭოს წევრი გამომსვლელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს განცხადებით გამოსვლის უფლება. უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში, უფლება არა აქვს მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო დაუთმოს უმაღლესი საბჭოს სხვა წევრს.

3. თუ დღის წესრიგის დამტკიცების დროისათვის სხდომის თავმჯდომარეს განცხადებისათვის არ მიმართავს უმაღლესი საბჭოს არც ერთი წევრი,  უმაღლესი საბჭოს წევრთა განცხადებების პროცედურა არ იმართება, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე აუწყებს სხდომას.


მუხლი 81. ხმის მიცემა
1. კენჭისყრა ყველა განხილულ საკითხზე, პერსონალურ, საკადრო და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ტარდება საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ. პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს მხოლოდ განსაკუთრებულ საკითხებთან დაკავშირებით გააკეთოს განცხადება, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.

2. კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ ტარდება უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაცია. კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს დამსწრეთა უმრავლესობა გამოიანგარიშება უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა საერთო რაოდენობიდან, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს და კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. თუ პლენარულ სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გადადებული კენჭისყრის გამართვის დროს.

3. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, მას პირველ რიგში ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული  შემადგენლობის ერთი მესამედისა.

4. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ დასაშვებია მხოლოდ ერთხელ 1-წუთიანი გამოსვლა კენჭისყრის პროცედურულ საკითხებზე.

5. ფრაქციის/ფრაქციების მოთხოვნით, კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ შეიძლება გამოცხადდეს შესვენება მხოლოდ ერთხელ არაუმეტეს 10 წუთით.

6. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება დაუშვებელია.

7. უმაღლესი საბჭოს წევრი ხმას პირადად აძლევს. ხმის მიცემის უფლების სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია.

8. თუ უმაღლესი საბჭოს წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მას უფლება არა აქვს ამ საკითხზე ხმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მისცეს.


მუხლი 82. კენჭისყრის ფორმა
1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა, სიის ამოკითხვა­სახელობითი კენჭისყრა) ან ფარული (ბიულეტენებით კენჭისყრა რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში).

2. კენჭისყრა ყოველთვის ღიაა, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. უმაღლესი საბჭოს წევრი კენჭისყრის დროს თავის ნებას გამოხატავს, როგორც მომხრე ან წინააღმდეგი.

4. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას ხმის დამთვლელი კომისია ან უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ადგენს კენჭისყრის ადგილს, ბიულეტენის ფორმას და მისი შევსების წესს.


მუხლი 83. უმაღლესი საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების შესწორების დაუშვებლობა
დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის ან დადგენილების პროექტის, სხვა სამართლებრივი აქტის, ოქმის, უმაღლესი საბჭოს სხვა დოკუმენტის გადაკეთება ან გასწორება საბოლოო კენჭისყრის შემდეგ. ამ ქმედების განხორციელება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

თავი X

მუხლი 84. საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა
1. საკანონმდებლო პროცესი იწყება საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადებით და უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენით, მათ შორის ოფიციალური ელექტრონული რესურსების გამოყენებით.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს წევრს, კომიტეტს, ფრაქციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არანაკლებ 2000 ამომრჩეველს.

3. მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა უფლებამოსილი, უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონისა და მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის პროექტები.

4. მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრი, კომიტეტი, ფრაქცია არის უფლებამოსილი, უმაღლეს საბჭოს წარუდგინონ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი.

5. კანონპროექტი, რომლის ავტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, არ შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს უმაღლესი საბჭოს წევრმა.


მუხლი 85. კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
1. უმაღლეს საბჭოში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი განხილვისას გადის შემდეგ პროცედურებს:

ა) კანონპროექტი რეგისტრაციისათვის გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს. კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს მის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ;

ბ) უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი კანონპროექტს გადასცემს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს რეგლამენტის 86-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მოსამზადებლად. ამის შემდეგ კანონპროექტს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დასკვნასთან ერთად საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი გადასცემს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას, თუ იგი წარდგენილია ბიუროს სხდომის წინა კვირის პარასკევამდე;

გ) უმაღლესი საბჭოს ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, კანონპროექტს გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს;

დ) წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს ბიუროს პირველი მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;

ე) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს პირველი მოსმენისას გათვალისწინებული შენიშვნების ასახვისათვის და უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის მოსამზადებლად;

ვ) პირველი მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად, ქვეპუნქტების, პუნქტების, მუხლების ან/და თავების მიხედვით;

ზ) წამყვანი კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებითა და ალტერნატიული წინადადებებით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;

თ) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს მესამე მოსმენისათვის მოსამზადებლად;

ი) მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი უმაღლესი საბჭოს მიერ მეორე მოსმენით განხილვისას გათვალისწინებულ შენიშვნებს ასახავს კანონპროექტში და გადასცემს მას უმაღლესი საბჭოს ბიუროს მესამე მოსმენით განხილვისათვის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;

კ) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი დგება კენჭისყრაზე საბოლოო რედაქციით მისაღებად;

ლ) მესამე მოსმენით მიღების შემდეგ კანონი ხელმოსაწერად გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.

2. კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე  პირველი მოსმენით მიღებამდე.

3. უმაღლესი საბჭოს ორი ან მეტი წევრის მიერ კანონპროექტის ინიცირების შემთხვევაში, კანონპროექტი უმაღლესი საბჭოდან გათხოვილად ჩაითვლება, კანონპროექტის ინიციატორი უმაღლესი საბჭოს ყველა წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

4. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ და განხილვის პროცესში მყოფ კანონპროექტებზე, იმ შემთხვევაში თუ ისინი პირველი მოსმენით არის მიღებული, მომხსენებელს დანიშნავს წამყვანი კომიტეტი. ამის შესახებ წამყვანი კომიტეტი აცნობებს უმაღლესი საბჭოს ბიუროს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონპროექტები, რომლებიც პირველი მოსმენით არ არის მიღებული, გათხოვნილად ითვლება.

5. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონპროექტი – მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით ან მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.

6. კომიტეტი ვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც იგი მოითხოვს, განიხილოს უახლოეს სხდომაზე.


მუხლი 86. კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის
1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული და უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი კანონპროექტი მატერიალური დოკუმენტის სახით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისაწარმოების დეპარტამენტს, რომელიც აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს მას.

2. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მისი უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტში რეგისტრაციის თარიღი.

3. უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისაწარმოების დეპარტამენტის მიერ  რეგლამენტის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უმაღლესი საბჭოს ბიუროსთვის გადაცემულ კანონპროექტს უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვისა და საორგანიზაციო და საქმისაწარმოების დეპარტამენტების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც მითითებულია:

ა) კანონპროექტის დასახელება;

ბ) კანონპროექტის ინიციატორი;

გ) კანონპროექტის ავტორი;

დ) კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის თარიღი;

ე) წამყვანი კომიტეტი;

ვ) კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი;

ზ) სხვა კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს;

თ) კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი.

4. უმაღლესი საბჭოს ბიურო იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე.

5. უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ამოწმებს წარდგენილი კანონპროექტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“-„ე“ ქვეპუნქტებთან და მე-2-მე-3 პუნქტებთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ზემოაღნიშნული პუნქტების მოთხოვნებს, უმაღლესი საბჭოს ბიურო უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოტივირებული დასკვნის საფუძველზე კანონპროექტი ხარვეზის გამოსასწორებლად დაუბრუნოს მის ინიციატორს.

6. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მოითხოვს კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას, კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში განხილვის ვადებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს ბიურო და გადასცემს მას შესაბამის კომიტეტებს.

7. უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, და განთავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.


მუხლი 87. უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დასკვნა
1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე და უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დასკვნა.

2. უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ა) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას;

ბ) საჭიროა თუ არა ახალი კანონის მიღება;

გ) ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი ნორმატიული აქტების ნუსხა, იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების ნუსხა, რომლებშიც ცვლილების შეტანა აუცილებელია.

3. საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის ინფორმაცია მოიცავს ამ რეგლამენტით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ საპროცედურო მოთხოვნებთან კანონპროექტის მომზადებისა და განხილვის მსვლელობის  შესაბამისობის საკითხებს.


მუხლი 88. წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი კანონპროექტების განხილვის წესი
1. ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს კომიტეტები, უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომიდან არაუგვიანეს 6 თვისა ადგენენ წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილ იმ კანონპროექტთა ნუსხას (წამყვანი კომიტეტების მიხედვით), რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელება მიზანშეწონილად მიაჩნიათ, და მას განსახილველად წარუდგენენ უმაღლესი საბჭოს ბიუროს. ბიურო ამ საკითხს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას.

2. უმაღლესი საბჭო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე.

3. კანონპროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინიციატორად ჩაითვლება შესაბამისი წამყვანი კომიტეტი. საჭიროების შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ბიურო უფლებამოსილია თვითონ განსაზღვროს წამყვანი კომიტეტი.

4. ის კანონპროექტები, რომლებზედაც უმაღლესი საბჭო არ მიიღებს გადაწყვეტილებას მათი განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე, უმაღლესი საბჭოდან გათხოვილად ჩაითვლება.


მუხლი 89. საკანონმდებლო წინადადება
1. საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

2. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს და სხვა იურიდიულ პირებს.

3. საკანონმდებლო წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს კანონპროექტის ან/და მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით. საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას. საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების მიზეზი და არსი, აგრეთვე ავტორის ხელმოწერა, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

4. საკანონმდებლო წინადადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას. უმაღლესი საბჭოს ბიურო საკანონმდებლო წინადადებას გადასცემს წამყვან კომიტეტს (საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე სხვა კომიტეტს, ხოლო სურვილის შემთხვევაში – ფრაქციას), რომელიც მას განიხილავს მისთვის გადაცემიდან 30 დღეში. თუ საკანონმდებლო წინადადების აღნიშნულ ვადაში განხილვა ვერ მოხერხდა, მისი განხილვის ვადა შეიძლება წამყვანი კომიტეტის მოთხოვნით გააგრძელოს უმაღლესი საბჭოს ბიურომ არაუმეტეს 30 დღით. თუ საკანონმდებლო წინადადება სხვა კომიტეტს გადაეცა, იგი საკანონმდებლო წინადადების გადაცემიდან არაუგვიანეს 20 დღისა წამყვან კომიტეტს წარუდგენს საკანონმდებლო წინადადების თაობაზე დასკვნას.

5. კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადების განხილვისას მოწვეულ უნდა იქნეს მისი ავტორი. საკანონმდებლო წინადადების ავტორის კომიტეტის სხდომაზე გამოუცხადებლობა არ აფერხებს კომიტეტის მიერ საკანონმდებლო წინადადების განხილვას. კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადებას განსახილველად წარადგენს სხდომის თავმჯდომარე.

6. საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად. კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე თავის გადაწყვეტილებას აცნობებს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას.

7. საკანონმდებლო წინადადების განხილვისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ იანგარიშება რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდი და უმაღლესი საბჭოს მორიგ სესიებს შორის პერიოდი.

8. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კომიტეტი უმაღლესი საბჭოს ბიუროსთან შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და რეგლამენტით დადგენილი წესით გადასცემს ბიუროს.

9. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

10. საკანონმდებლო წინადადების ავტორს უფლება აქვს, გამოითხოვოს იგი საკომიტეტო განხილვამდე.

11. საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი.


მუხლი 90. კანონპროექტის მომხსენებელი და თანამომხსენებელი
1. კომიტეტის სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს განსახილველად წარადგენს ინიციატორი უმაღლესი საბჭოს წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – მთავრობის თავმჯდომარე, ან მის მიერ უფლებამოსილი წარმომადგენელი, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – შესაბამისად ფრაქციის ან კომიტეტის თავმჯდომარე ან/და ფრაქციის ან კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, ხოლო ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – ამ კანონპროექტზე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრი.

2. პლენარულ სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე, მის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის თავმჯდომარის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები, ან შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი არ იქნება დანიშნული. ფრაქციის,  კომიტეტის, უმაღლესი საბჭოს წევრის, მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პირი, ხოლო ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელი.

3. მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს უმაღლესი საბჭოს წევრი.

4. უმაღლესი საბჭოს წევრის, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად მთავრობის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოვიდეს მის მიერ დანიშნული წარმომადგენელი.

5. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის (ან სხვა აქტის პროექტის) განხილვის დაწყებისას სხდომათა დარბაზში მომხსენებლის არყოფნის შემთხვევაში კანონპროექტის განხილვა გადაიდება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე, ხოლო ამ შემთხვევაშიც მომხსენებლის გამოუცხადებლობისას კანონპროექტი (ან სხვა აქტის პროექტი) იხსნება ამ პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან და გადადის მომდევნო პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თანამომხსენებლის არყოფნა არ აბრკოლებს კანონპროექტის განხილვას.

6. მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შენიშვნები განიხილება მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლის მოხსენებისა და კითხვა-პასუხის ეტაპების გამოტოვებით.


მუხლი 91. კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
1. უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, კომიტეტები, ფრაქციები, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე. თუ აღნიშნული სუბიექტები მითითებულ ვადაში არ წარმოადგენენ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე, კანონპროექტი მათ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.    

2. წამყვანი კომიტეტი უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს  14 დღისა იწვევს კომიტეტის სხდომას. წამყვანი კომიტეტის სხდომა მოწვეული უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ განსაზღვრული ის სუბიექტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე.

3. უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვამდე დაფიქსირებული მოსაზრება/შენიშვნა წარედგინება წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვისას გააცნობს მას კომიტეტის წევრებს. თუ კომიტეტი ამ მოსაზრებას/შენიშვნას გაიზიარებს, იგი აისახება კომიტეტის დასკვნაში.

4. კომიტეტის სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად ითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი, ან კენჭისყრის შედეგად გაიზიარებს კომიტეტი. იმისათვის, რომ შენიშვნა დადგეს კენჭისყრაზე, ის უნდა იყოს წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადების სახით ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

5. კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად კანონპროექტი შეიძლება ცნობილ იქნეს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. კომიტეტის მიერ კანონპროექტის არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად ცნობა არ აბრკოლებს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის დაწყებას. თუ ინიციატორი კომიტეტში კანონპროექტის I მოსმენით განხილვისთვის რეგლამენტით დადგენილ ვადებში არასაპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყოფს ინიციატივაზე მოხსენების კომიტეტის წინაშე წარდგენას, კანონპროექტი გათხოვილად ჩაითვლება. საპატიო მიზეზად ითვლება რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები.

6. წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანა დაუშვებელია, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან უმაღლესი საბჭოს ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.

7. თუ ამ მუხლით დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ ახერხებს კომიტეტის სხდომის გამართვას და დასკვნის წარდგენას, უმაღლესი საბჭოს ბიურო უფლებამოსილია კომიტეტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე განსაზღვროს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. თუ წამყვანი კომიტეტი ამ ვადაშიც არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია კვლავ მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან უმაღლესი საბჭოს ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს ბიურო ვალდებულია კანონპროექტი შეიტანოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ კანონპროექტის ინიციატორი შესაბამისი სესიის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს ბიუროს წინაშე არ დასვამს მისი შემდგომი განხილვის საკითხს, იგი უმაღლესი საბჭოდან გათხოვილად ითვლება, რის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი აწვდის უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

9. წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება აისახება კომიტეტის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე.

10. წამყვანი კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ.

11. უმაღლესი საბჭოს ბიუროსათვის წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომიტეტის დასკვნა, ასევე სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და სხვა უფლებამოსილი სუბიექტების დასკვნები და მათი შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი (შემდგომში – შენიშვნების ფურცელი).


მუხლი 92. ალტერნატიული კანონპროექტი
1. უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან კანონპროექტის პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვამდე, რეგლამენტით განსაზღვრული საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტმა შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი. ალტერნატიული კანონპროექტი წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს ძირითადი კანონპროექტის განმხილველ წამყვან კომიტეტს. ალტერნატიული კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განიხილება ძირითად კანონპროექტთან ერთად.

2. ალტერნატიული კანონპროექტი არსებითად უნდა განსხვავდებოდეს ძირითადი კანონპროექტისაგან.

3. წამყვანი კომიტეტი, ალტერნატიული კანონპროექტის ინიციატორის თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას პირველი მოსმენისათვის შეჯერებული ვარიანტის წარდგენის თაობაზე. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, პირველი მოსმენისათვის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას წარედგინება ძირითადი და ალტერნატიული კანონპროექტები. უმაღლესი საბჭო დადგენილებით წყვეტს ერთ-ერთი მათგანის საფუძვლად მიღების ან უარყოფის საკითხს.


მუხლი 93. ალტერნატიული წინადადება
1. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე შეიძლება წარდგენილ იქნეს ალტერნატიული წინადადება. ალტერნატიული წინადადების წარდგენის უფლება აქვთ კომიტეტს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრს.

2. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადება, წერილობითი ფორმით, წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის წინა დღის 18:00 საათამდე, ხოლო კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვისას ალტერნატიული წინადადება, წერილობითი ფორმით, წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით განხილვის წინა დღის 18:00 საათამდე. ალტერნატიული წინადადება წარედგინება წამყვან კომიტეტს და უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს.

3. კანონპროექტის თაობაზე ალტერნატიული წინადადება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი. თუ მომხსენებელი არ ეთანხმება ალტერნატიული წინადადების მიღებას, წამყვანი კომიტეტი ან უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა კენჭისყრით წყვეტს კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების მიღების ან უარყოფის საკითხს.

4. ალტერნატიული წინადადების, რომელსაც არ ეთანხმება ინიციატორი, უმაღლესი საბჭოს მიერ გათვალისწინების შემთხვევაში, ინიციატორს უფლება აქვს უარი თქვას კანონპროექტზე. ამ შემთხვევაში, კანონპროექტის ინიციატორი ხდება ალტერნატიული წინადადების ავტორის მიერ განსაზღვრული, საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე პირი, ამ პირის თანხმობის შემთხვევაში.


მუხლი 94. კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის წესი
1. უმაღლესი საბჭო წამყვანი კომიტეტის სხდომის შემდეგ კანონპროექტს განიხილავს სამი მოსმენით, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. კანონპროექტის პირველი მოსმენისას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები.

3. კანონპროექტის მეორე მოსმენისას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე იგი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების, მუხლების ან/და თავების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენისას მისი განხილვის ფორმის (ქვეპუნქტების, პუნქტების, მუხლების ან/და თავების მიხედვით განხილვის) შესახებ გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე იღებს სხდომის თავმჯდომარე.

4. კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.


მუხლი 95. კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა
1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება მისი პირველი მოსმენით განხილვით, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა იწყება კანონპროექტის ინიციატორის ან მის მიერ დანიშნული წარმომადგენლის გამოსვლით.

3. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 30 წუთამდე).

4. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას მომხსენებელი სხვა საკითხებთან ერთად სხდომას შეახსენებს, თუ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე გამოთქმული რომელი შენიშვნა/ალტერნატიული წინადადება (ავტორის დასახელებით) იქნა გათვალისწინებული, რომელი − არა და რატომ.

5. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არაუმეტეს 1 წუთით. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ.

6. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.

7. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს.

8. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი, თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი, და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლა – 5 წუთს.

9. წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრები, რომელთა სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების გამოსვლების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე.

10. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმთან განთავსებული ტრიბუნიდან, ხოლო უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრები ადგილიდან.

11. გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.

12. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად ითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი ან კენჭისყრის შედეგად გაიზიარებს უმაღლესი საბჭო. იმისათვის, რომ შენიშვნა დადგეს კენჭისყრაზე, ის უნდა იყოს წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადების სახით.

13. კანონპროექტის პირველი მოსმენის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭო კენჭისყრით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) კანონპროექტის (ალტერნატიული კანონპროექტებიდან ერთ-ერთის საფუძვლად) პირველი მოსმენით მიღების შესახებ;

ბ) ალტერნატიული წინადადებების გათვალისწინებით ახალი კანონპროექტის შემუშავების შესახებ.

14. კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის ხმათა საჭირო რაოდენობას, უარყოფილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის უარყოფის შესახებ.


მუხლი 96. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა
1. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ იგი მასზე გამოთქმული და გათვალისწინებული შენიშვნების პროექტში ასახვისა და მეორე მოსმენით განხილვისათვის მომზადების მიზნით გადაეცემა წამყვან კომიტეტს, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებიდან 10 დღის ვადაში განიხილავს მას. წამყვანი კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების, მუხლების ან/და თავების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. საჭიროების შემთხვევაში კენჭი ეყრება ალტერნატიულ წინადადებებს. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ მოახერხებს კანონპროექტის განხილვას, იგი შეიძლება გაგრძელდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით.

2. უმაღლესი საბჭოს მიერ პირველი მოსმენით განხილვისას გათვალისწინებული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებიდან 14 დღის ვადაში წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ.

3. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისათვის მეორე მოსმენით წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი, წამყვანი კომიტეტის დასკვნა, ასევე რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადებები. 

4. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა იწყება მომხსენებლის გამოსვლით, რომელიც კანონპროექტს სხდომას გააცნობს რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად (შესაბამის ქვეპუნქტთან, პუნქტთან, მუხლთან ან/და თავთან დაკავშირებით), შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არაუმეტეს 1 წუთით. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ.

5. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.

6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

7. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის უმაღლესი საბჭოს ის წევრი, კომიტეტის, ფრაქციის წარმომადგენელი, რომლის ალტერნატიული წინადადებაც გამოტანილ იქნა უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. ალტერნატიული წინადადების ავტორის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. უმაღლესი საბჭოს წევრს შეუძლია ალტერნატიული წინადადების ავტორს 1-წუთიან რეჟიმში დაუსვას შეკითხვა მხოლოდ ერთხელ. ფრაქციას უფლება აქვს, ერთხელ ისარგებლოს 1-წუთიანი გამოსვლით პროცედურულ საკითხზე. 

8. ამ მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პირების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი, თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი, და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლა – 5 წუთს.

9. წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრები, რომელთა სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების გამოსვლების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე.

10. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმთან განთავსებული ტრიბუნიდან, ხოლო უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრები ადგილიდან.

11. გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.

12. დასაშვებია კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება ცალკეული მუხლების გამოკლებით. ისინი შეიძლება შემოტანილ იქნეს მესამე მოსმენისას.

13. მეორე მოსმენისას კანონპროექტს მთლიანად ეყრება კენჭი. ალტერნატიულ წინადადებას პირველ რიგში ეყრება კენჭი. თუ საკითხის განხილვისას ალტერნატიული წინადადების ავტორი დარბაზში არ იმყოფება ან თუ იგი ალტერნატიული წინადადების განხილვაზე უარს აცხადებს, ალტერნატიული წინადადება უარყოფილად ითვლება და მას კენჭი არ ეყრება.

14. კანონპროექტის მეორე მოსმენის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭო კენჭისყრით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შესახებ;

ბ) დამატებითი დამუშავებისათვის კანონპროექტის წამყვან კომიტეტში დაბრუნების შესახებ.

15. კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.

16. თუ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში 1 თვის განმავლობაში ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, იგი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც განმეორებით ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას.


მუხლი 97. საკანონმდებლო პაკეტის პირველი და მეორე მოსმენით განხილვის თავისებურება
1. საკანონმდებლო პაკეტის პირველი და მეორე მოსმენებით განხილვისას პაკეტში შემავალ თითოეულ კანონპროექტზე ცალკე იმართება რეგლამენტის 95-ე მუხლის მე-2–მე-7 პუნქტებითა და 96-ე მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები.

2. საკანონმდებლო პაკეტში შემავალ ყველა კანონპროექტზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ ერთიანად იმართება რეგლამენტის 95-ე მუხლის მე-8–მე-9 და მე-11 პუნქტებითა და 96-ე მუხლის მე-8–მე-9 და     მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული გამოსვლები.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესები ასევე მოქმედებს საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული ან/და გამარტივებული წესით განხილვის დროსაც.


მუხლი 98. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა
1. კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი 5 დღის ვადაში განიხილავს მას პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად. კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ კანონპროექტი რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. 

2. მესამე მოსმენისათვის უმაღლესი საბჭოს წევრებს ეგზავნება კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი, რომელშიც ასახულია კანონპროექტის მეორე მოსმენისას გამოთქმული და გათვალისწინებული შენიშვნები. 

3. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისათვის მესამე მოსმენით წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომიტეტის მიერ მომზადებული, მეორე მოსმენით კენჭისყრის შედეგად გათვალისწინებული შენიშვნების ფურცელი, ასევე წამყვანი კომიტეტის დასკვნა.

4. მესამე მოსმენისას კანონპროექტს წარადგენს მომხსენებელი, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით შეიძლება მისცენ რედაქციული შენიშვნები. რედაქციული შენიშვნებისათვის თითოეული გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამასთანავე, პირი ერთსა და იმავე საკითხზე შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.

5. გამოსვლების დასრულების შემდეგ რედაქციულ შენიშვნებზე პასუხისათვის სიტყვით გამოდის მომხსენებელი. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.  მომხსენებლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე კანონპროექტის განხილვას დასრულებულად მიიჩნევს და აყენებს მას კენჭისყრაზე, თუ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

6. მეორე მოსმენისას დამატებითი განხილვისათვის გადადებული მუხლები კენჭისყრაზე ცალკე დგება. შეიძლება კანონპროექტის მიღება ამ მუხლების გარეშეც, თუ ისინი არ არის კანონპროექტის პრინციპული დებულებები.

7. მესამე მოსმენისას კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტს მთლიანად ეყრება კენჭი.

8. კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის ხმათა საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება. ასეთ შემთხვევაში ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიუღებლობის შესახებ. ჩავარდნილ კანონპროექტზე ვრცელდება რეგლამენტის 96-ე მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი წესი.

9. მეორე და მესამე მოსმენებისას უარყოფილ კანონპროექტს უმაღლესი საბჭო განიხილავს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წესით მისი წარდგენის შემთხვევაში.


მუხლი 99. კანონპროექტის განხილვის წინა მოსმენაზე დაბრუნება
პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას, აუცილებლობის შემთხვევაში, მომხსენებლის ან თანამომხსენებლის მოტივირებული წინადადების საფუძველზე უმაღლესმა საბჭომ შეიძლება დადგენილებით მიიღოს გადაწყვეტილება მესამე მოსმენიდან კანონპროექტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის ან მეორე მოსმენიდან პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ.

მუხლი 100. კანონის დაჩქარებული წესით მიღება
1. უმაღლესმა საბჭომ კანონპროექტი შეიძლება განიხილოს და მიიღოს დაჩქარებული წესით.

2. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს სამივე მოსმენით მის განხილვასა და მიღებას უმაღლესი საბჭოს სხდომის 1 დღის განმავლობაში.

3. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს ბიურო კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე. თუ ბიურო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე, აღნიშნულ საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს სხდომა.

4. უმაღლესი საბჭოს ბიუროს ან უმაღლესი საბჭოს სხდომის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ რეგლამენტით გათვალიწინებული სუბიექტები უმაღლესი საბჭოს ბიუროს ან უმაღლესი საბჭოს სხდომის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით.

5. დაუშვებელია დაჩქარებული წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი კანონის განხილვა და მიღება.

6. კანონპროექტი, რომლის თაობაზედაც მიღებულია დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები. დაჩქარებული წესით კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვა და კენჭისყრა ხდება კანონპროექტის განხილვისა და კენჭისყრისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

7. დაჩქარებული წესით კანონპროექტის მიღებისას კენჭისყრა ტარდება მისი შესაბამისი მოსმენით განხილვის დამთავრების შემდეგ, იმავე დღეს.


მუხლი 101. კანონის გამარტივებული წესით მიღება
1. კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, აგრეთვე კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება და მიიღება გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით, რეგლამენტის 95-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. დაუშვებელია გამარტივებული წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება.

3. კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბიურო კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე. კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი გამარტივებული წესით განიხილება ბიუროს გადაწყვეტილების გარეშე.

4. უმაღლესი საბჭოს ბიუროს ან უმაღლესი საბჭოს სხდომის მიერ კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ რეგლამენტით გათვალიწინებული სუბიექტები უმაღლესი საბჭოს ბიუროს ან უმაღლესი საბჭოს სხდომის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით.

5. კანონპროექტს, რომლის თაობაზედაც მიღებულია გამარტივებული წესით განხილვის გადაწყვეტილება, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები.


მუხლი 102. უმაღლესი საბჭოს რიგი გადაწყვეტილებების მიღება
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია და კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

2. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

3. კანონი, უმაღლესი საბჭოს დადგენილება, უმაღლესი საბჭოს რეზოლუცია, მიმართვა და განცხადება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენარულ სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის, კანონის, უმაღლესი საბჭოს სხვა გადაწყვეტილების მიღების თარიღად ითვლება უმაღლესი საბჭოს მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.


მუხლი 103. მიღებული კანონის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისათვის გადაცემა, კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება
1. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონი 5 დღის ვადაში, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირისა და უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვისა და საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტების უფროსების (მათი არყოფნის შემთხვევაში – მათი მოვალეობის შემსრულებლების) მიერ ვიზირებისა და სხდომის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ხელს აწერს და აქვეყნებს 10 დღის ვადაში ან შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს.


მუხლი 104. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული. მოტივირებული შენიშვნებით მთავრობის თავმჯდომარის მიერ დაბრუნებულ კანონპროექტს უმაღლესი საბჭო განიხილავს 15 დღის ვადაში.  

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით, რეგლამენტის 95-ე მუხლით დადგენილი წესით. პირველ რიგში კენჭი ეყრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს, ხოლო  შემდეგ – კანონის პირვანდელ რედაქციას.

3. თუ უმაღლესი საბჭო მიიღებს მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს, კანონი 5 დღის ვადაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს და  აქვეყნებს 5 დღის ვადაში.

4. თუ უმაღლესი საბჭო არ მიიღებს მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.  უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.

5. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-19 მუხლით დადგენილ ვადებში არ მოაწერა ხელი კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა იგი უმაღლეს საბჭოს ან არ გამოაქვეყნა კანონი, მას ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

6. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კანონპროექტი კენჭისყრისას ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას, იგი უარყოფილად ითვლება. უმაღლეს საბჭოს შეუძლია მომდევნო მორიგ სესიაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან კონსულტაციის შემდეგ დაუბრუნდეს მის განხილვას.

7. თუ მთავრობის თავმჯდომარე კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს, მაგრამ გასულია ამ უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა, შენიშვნებს განიხილავს ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო.

8. თუ მთავრობის თავმჯდომარე კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს, მაგრამ გამოცხადებულია უმაღლესი საბჭოს არდადეგები ან არდადეგებამდე დარჩენილია 15 დღეზე ნაკლები, შენიშვნების განსახილველად დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სესია.


მუხლი 105. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების რეგისტრაცია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტებს რეგისტრაციაში ატარებს უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი და გადასცემს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას.

მუხლი 106. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტებს წარუდგენს კანონმდებლობით დადგენილი მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების წესის შესაბამისად.

მუხლი 107. უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები
უმაღლესი საბჭოს ბიურო უმაღლესი საბჭოს წევთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ წარდგენილ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტებს ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით გადასცემს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც 1 კვირის ვადაში ამოწმებს მას და შედეგებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

მუხლი 108. ამომრჩეველთა მიერ ინიციირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები
1. ამომრჩეველთა ინიციატივით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების  წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს ამომრჩეველთა ინიციატივით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების წარდგენის უფლებამოსილების განხორციელებამდე და მის შემდეგ.

2. საინიციატივო ჯგუფი უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიმართავს განცხადებით რეგისტრაციაში გატარების თაობაზე. განცხადებას უნდა ერთოდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები და საინიციატივო ჯგუფის წევრთა მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ამ მასალებს უმაღლესი საბჭოს ბიურო 3 დღის ვადაში გადასცემს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

3. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადებით მიმართვიდან 7 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა.

4. რეგისტრაციაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს მიმართოს უმაღლეს საბჭოს, რომელიც უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს საინიციატივო ჯგუფის მიმართვას და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

5. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადება გამოითხოვოს სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე.

6. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება.

7. ხელმოწერების შესაგროვებლად უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არაუმეტეს 50 ამომრჩევლისა. ხელმოწერების სისწორისათვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, პირად ნომერს, მისამართს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს, ამ მონაცემებს ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი. მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

8. შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს, რომელიც 3 დღეში გადასცემს მათ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

9. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 20 დღის ვადაში შერჩევითი პრინციპით ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, ბიურო უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენაზე.

10. ბათილად მიიჩნევა ყველა ხელმოწერა, რომელიც:

ა) შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ ფორმას ან/და, რომელიც ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული და დამოწმებული;

ბ) არ შეიცავს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მონაცემებს.

11. ხელმოწერების გაყალბებისათვის პასუხს აგებს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

12. თუ შემოწმების შედეგად ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 20 000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა ინიციატივით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ან/და კონსტიტუციური კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.

13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების წარდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში მიმართოს სასამართლოს.

14. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და 20 000 ამომრჩევლის მიერ წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტები წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს, რომელსაც, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, საკითხი შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით, ხოლო ხელმოწერების ფურცლები გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს.


მუხლი 109. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა
1. უმაღლესი საბჭო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების  გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.

2. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს უმაღლესი საბჭო.

3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 3 კვირის ვადაში განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტებთან  დაკავშირებულ მასალებს.

4. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვის მიზნით, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით, მართავს შეხვედრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ყველა მუნიციპალიტეტში.

5. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა შეხვედრების ჩატარების გრაფიკი ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. შეხვედრების ჩატარების გრაფიკში განხორციელებული ცვლილებები დამატებით ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, შესაბამისი შეხვედრის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა.

6.  საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრაზე მოქალაქეთა მოსაზრებების დაფიქსირება ხდება ზეპირად ან/და წერილობით. მოქალაქეთა ზეპირი მოსაზრებები აისახება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ ოქმში, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვისას წერილობით ან/და ელექტრონულად წარდგენილი მოსაზრებები დაერთვის შემაჯამებელ ოქმს.

7. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელი ოქმი  საყოველთაო- სახალხო განხილვის  დასრულებიდან 10 დღის ვადაში ქვეყნდება უმაღლესი საჭოს ვებგვერდზე.


მუხლი 110. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვა და მიღება, საქართველოს პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა
1. უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან 3 კვირის შემდეგ. ბიუროს მიერ განსაზღვრული კომიტეტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტებს განიხილავენ ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადებში.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვა იწყება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი წევრის მოხსენებით, რომელიც პლენარულ სხდომას გააცნობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების  საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს. ამის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტებს პლენარულ სხდომას წარუდგენს საინიციატივო ჯგუფის მიერ დანიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრი.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტებს უმაღლესი საბჭო განიხილავს და იღებს სამი მოსმენით კანონპროექტის განხილვისა და მიღებისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

4. დაუშვებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული კანონპროექტის ან ალტერნატიული წინადადების წარდგენა.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის დამტკიცების მიზნით, უმაღლესი საბჭო საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს. საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან ერთად საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება უმაღლესი საბჭოს მიერ ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია ან/და კონსტიტუციური კანონი.

6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვა ხდება კონსტიტუციური კანონის სახით უმაღლესი საბჭოს მიერ.

7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მიღებისა და ძალაში შესვლის პროცედურები განისაზღვრება ამ თავის შესაბამისად.


მუხლი 111. ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება
1. არანაკლებ 2 000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს ამომრჩეველთა ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლებამოსილების განხორციელებამდე და მის შემდეგ.

2. საინიციატივო ჯგუფი უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიმართავს განცხადებით რეგისტრაციაში გატარების თაობაზე. განცხადებას უნდა ერთოდეს კანონპროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ამ მასალებს უმაღლესი საბჭოს ბიურო 3 დღის ვადაში გადასცემს  უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

3. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების გადაცემიდან 5 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა.

4. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და კანონპროექტი საინიციატივო ჯგუფისათვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსდება.

5. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება.

6. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება ხელმოწერების ფურცლების შევსებით.

7. ხელმოწერების შეგროვება ხდება რეგლამენტის 108-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.

8. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 45 დღის ვადაში უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს არანაკლებ 2 000 ამომრჩევლის მიერ შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს.

9. უმაღლესი საბჭოს ბიურო შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს მიღებიდან 2 დღის ვადაში გადასცემს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად.

10. უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 2 კვირის ვადაში შერჩევითი პრინციპის საფუძველზე ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 2 000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე უმაღლესი საბჭოს ბიურო უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფს კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენაზე. შესაბამისად, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.

11. ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც:

ა) შესრულებულია ფურცელზე, რომელიც არ არის დადგენილი ფორმის ან/და რომელიც რეგლამენტის 108-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული;

ბ) ხელმოწერების ფურცელი არ შეიცავს რეგლამენტის  108-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს;

გ) შესრულებულია მოტყუებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას ამომრჩეველი წერილობით დაადასტურებს.

12. კანონპროექტის წარდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, 5 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს.

13. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და წარმოდგენილი კანონპროექტი წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს, ხოლო ამომრჩეველთა ხელმოწერების ფურცლები გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს.

14. უმაღლესი საბჭო არანაკლებ 2 000 ამომრჩევლის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტის განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.


მუხლი 112. უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ან/და საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენა
1. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ან/და საქართველოს კანონის პროექტი (შემდგომ - კანონპროექტი).

2. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტი მზადდება და საქართველოს პარლამენტს წარედგინება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით კანონპროექტის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

4. უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვისათვის დანიშნული მომხსენებლის/მომხსენებლების  ვინაობა.

5. საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით წარსადგენი კანონპროექტი უმაღლეს საბჭოში განიხილება კანონპროექტის განხილვისათვის, ხოლო უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე -  კანონპროექტის პირველი მოსმენისათვის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.

6. უმაღლესი საბჭოს დადგენილება საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით კანონპროექტის წარდგენის თაობაზე (კანონპროექტთან და სხვა მასალებთან ერთად), საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.


მუხლი 113. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო
საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო პაროცესების კოორდინაციის მიზნით საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლობისაგან საქართველოს პარლამენტში შექმნილ ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს, რომელთაგან ერთი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა.

თავი XI
უმაღლესი საბჭოს დადგენილება

1. უმაღლესი საბჭოს ყველა გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით.

2. უმაღლესი საბჭოს დადგენილება შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ნორმატიული ხასიათის.

3. უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რომლებიც მოწესრიგებული არ არის რეგლამენტით ან სხვა ნორმატიული აქტით, უმაღლესი საბჭო წყვეტს დადგენილებით.


მუხლი 115. უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღების წესი
1. უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი უმაღლეს საბჭოს წარედგინება და განიხილება კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენისა და კომიტეტში განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება ერთი მოსმენით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. უმაღლესი საბჭოს ნორმატიული ხასიათის დადგენილების პროექტი, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განხილულ იქნეს 2 მოსმენით. პირველი მოსმენით დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭო კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი პროექტის მიღების ან უარყოფის შესახებ.

4. დადგენილების პროექტთან დაკავშირებული წინადადება უნდა წარედგინოს წამყვან კომიტეტს. თუ წამყვანი კომიტეტი უარყოფს დადგენილების პროექტთან დაკავშირებულ წინადადებას, უმაღლესი საბჭო მას, ინიციატორის მოთხოვნით, განიხილავს პროექტთან ერთად. ახალი წინადადების დაყენება და განხილვა შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს თანხმობით.

5. მეორე მოსმენით დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭო კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი პროექტის მთლიანად მიღების ან უარყოფის შესახებ.

6. უმაღლესი საბჭოს რეზოლუცია, განცხადება და მიმართვა განიხილება და მიიღება დადგენილების განხილვისა და მიღებისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

7. უმაღლესი საბჭოს თანხმობა, როგორც წესი, მიიღება დადგენილებით.

8. დადგენილების მიღების თარიღად ითვლება უმაღლესი საბჭოს მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომიტეტებში განხილვის პროცედურებს არ საჭიროებს უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება საკადრო, პერსონალურ და პროცედურულ საკითხებს, ასევე ისეთ საკითხებს, რომლითაც ხდება უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულად გაფორმება.


მუხლი 116. უმაღლესი საბჭოს დადგენილების გამოქვეყნება და ძალაში შესვლა
1. უმაღლესი საბჭოს დადგენილება, გარდა ნორმატიული ხასიათის დადგენილებისა, ძალაში შედის მიღებისთანავე, თუ ამ დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. უმაღლესი საბჭოს ნორმატიული ხასიათის დადგენილება ოფიციალურად ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ ამ დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

2. უმაღლესი საბჭოს დადგენილება განთავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.


თავი XII
უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო უფლებამოსილებები

მუხლი 117. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის  ძირითადი უფლებამოსილება
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის (შემდგომში – რესპუბლიკური ბიუჯეტი) კანონის პროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად.

2. უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში, რესპუბლიკური ბიუჯეტის მიღებისა და მასში ცვლილების შეტანის პროცესს ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი.


მუხლი 118. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვა
1. უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ყოველი წლის 15 ივნისამდე წარუდგენს მას ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

2. აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  სამინისტროების  ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვასა და შეთანხმებას ორგანიზებას უწევს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი.

3. უმაღლესი საბჭოს კომიტეტები  და ფრაქციები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ და   მიიღონ   საჭირო   ინფორმაცია   აჭარის   ავტონომიური   რესპუბლიკის   მთავრობიდან, სამინისტროებიდან,      სხვა      უწყებებიდან,      აღმასრულებელი      ხელისუფლების      სხვა დაწესებულებებიდან.

4. უმაღლესი საბჭოს კომიტეტები, როგორც წესი, მათ გამგებლობას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით განიხილავენ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც არაუგვიანეს 25 ივნისისა წარედგინება უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს, რომელიც მათ თავის დასკვნასთან და წინადადებებთან (შენიშვნებთან) ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის გადაგზავნის მიზნით გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნულ მასალებს არაუგვიანეს 30 ივნისისა უგზავნის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.


მუხლი 119. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არაუგვიანეს 1 ნოემბრისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტს (შემდგომში – პრიორიტეტების დოკუმენტი).

2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით, მოხსენება მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და პრიორიტეტების დოკუმენტი უმაღლეს საბჭოში წარდგენისთანავე საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით უნდა განთავსდეს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

3. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის თანდართული მასალები (გარდა წლიური რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტისა, ასევე რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამებისა) მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ მტკიცდება უმაღლესი საბჭოს მიერ.


მუხლი 120. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება
1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა უმაღლესი საბჭოს ბიურო განიხილავს და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ განრიგს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის კომიტეტებში და ფრაქციებში  განხილვის შესახებ.

2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენება და პრიორიტეტების დოკუმენტი, ასევე მათი განხილვის განრიგი უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ დამტკიცებიდან მომდევნო დღეს უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. მთავრობას ეგზავნება მხოლოდ განხილვის განრიგი.

3. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 3 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასკვნას რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, ასევე თავის მოხსენებას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განხილვის განრიგის შესაბამისად რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებას და პრიორიტეტების დოკუმენტს განიხილავენ კომიტეტები და ფრაქციები. ისინი ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ეგზავნება საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტების მიერ, რეგლამენტის 36-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, შესაძლებელია ერთობლივი სხდომის ჩატარება.  

5. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის დადგენილი წესით განხილვას ორგანიზებას უწევს  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს საჭიროებისამებრ წარუდგენს ინფორმაციას განხილვის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

6. დარგობრივ კომიტეტებში განხილვების დროს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებასა და პრიორიტეტების დოკუმენტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე. 

7. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 20 ნოემბრისა. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი წარმოდგენილი დასკვნების შესაბამის შენიშვნებსა და წინადადებებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ასევე წარუდგენს  კრებსითი სახით. 

8. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ შენიშვნებსა და წინადადებებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა უგზავნის მთავრობის თავმჯდომარეს. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის პრიორიტეტების დოკუმენტზე დასაგეგმის შემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა.

9. მთავრობის თავმჯდომარე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს არაუგვიანეს 5 დეკემბრისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი შენიშვნებისა და წინადადებების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.

10. მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარმოდგენილი რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა ვადაში ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

11. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი არაუგვიანეს 10 დეკემბრისა განიხილავს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს და კომიტეტის დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.


მუხლი 121. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა
1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება ამ თავით დადგენილი წესით, ერთი მოსმენით.

2. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს და მოხსენებას მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარადგენს (წარადგენენ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრი (წევრები) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიღებული დავალებით.

3. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასკვნას უმაღლეს საბჭოს წარუდგენს პლენარულ სხდომამდე ორი დღით ადრე.

4. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენისას მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის წევრის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, რომლის გაგრძელება შესაძლებელია მომხსენებლის მოთხოვნით.

5. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვებით მიმართონ მას, ასევე დააზუსტონ შეკითხვა რეგლამენტით დადგენილი წესით.

6. მომხსენებელთან შეკითხვების დასრულების შემდეგ სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს გამოდიან თანამომხსენებლები:

ა) საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი;

ბ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე.

7. თითოეული თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულებისთანავე უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვებით მიმართონ მას, ასევე დააზუსტონ შეკითხვა რეგლამენტით დადგენილი წესით.

8. მომხსენებელი და თანამომხსენებლი დასმულ შეკითხვებს პასუხობს ერთიანად შეკითხვების დასრულების შემდეგ.

9. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ გამოდიან კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები, ასევე უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრები. კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენელს უფლება აქვს გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, თითოეულს არაუმეტეს 10 წუთისა. დამოუკიდებელი უმაღლესი საბჭოს წევრის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენელი გამოდის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმთან განთავსებული ტრიბუნიდან, ხოლო უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი – ადგილიდან.

10. გამოსვლების დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს აყენებს კენჭისყრაზე.


მუხლი 122. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება
1. უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონს. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს კენჭი ეყრება არაუგვიანეს დეკემბრის მესამე ხუთშაბათისა.  

2. მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილების შეტანა. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მომხსენებელს და იგი დაეთანხმება ასეთი ცვლილების განხორციელებას.

3. თუ მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონს, ხარჯები დაიფარება წინა წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. თუ უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს არაუგვიანეს დეკემბრის მესამე ხუთშაბათისა, შესაძლებელია რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი მიუღებლობიდან 1 მარტამდე პერიოდში.


მუხლი 123. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში
1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვა ხდება რეგლამენტის 120-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან მიღებისთანავე ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. ამ კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა უმაღლესი საბჭოს ბიურო განიხილავს და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის კომიტეტებში და ფრაქციებში  განხილვის გრაფიკს.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის თაობაზე დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, კანონპროექტს განიხილავენ უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და ფრაქციები და თავიანთ დასკვნებს უგზავნიან უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ წარმოდგენილ დასკვნებს თავის დასკვნასთან ერთად და შენიშვნების ფურცელს, კომიტეტის სხდომიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა უგზავნის უმაღლესი საბჭოს ბიუროს. შენიშვნების ფურცელში ასახული უნდა იყოს თუ რომელი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინება  მომხსენებლის მიერ შესაძლებელია, რეგლამენტის 122-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.


მუხლი 124. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე
1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს უმაღლესი საბჭო პლენარულ სხდომაზე განიხილავს რეგლამენტის 121-ე მუხლით (გარდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან დაკავშირებული დებულებებისა) დადგენილი წესით საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ უმაღლესი საბჭოს ბიუროსათვის დასკვნების მიწოდებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

2. გამოსვლების დასრულების შემდეგ, მომხსენებელს უფლება აქვს გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით არაუმეტეს 15 წუთისა, რომლის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი დააყენოს კენჭისყრაზე თუ სხდომის მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება.

3. უმაღლესი საბჭო რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონს  იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით.

4. თუ უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონს, შესაძლებელია აღნიშნული კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი.


თავი XIII

მუხლი 125. უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციები
1. უმაღლეს საბჭოს აქვს ოფიციალური ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნების რეგიონების წარმომადგენელობით ორგანოებთან. აღნიშნულ ურთიერთობებში უმაღლესი საბჭოს უმაღლესი წარმომადგენელია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

2. საზღვარგარეთის ქვეყნებში უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ დელეგაციებს, როგორც წესი, ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – მისი მოადგილე ან უმაღლესი საბჭოს წევრი.

3. უმაღლესი საბჭოს წევრები საზღვარგარეთ სამსახურებრივი ვიზიტის შესახებ, ხოლო უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი უმაღლესი საბჭოს  დელეგაციის საზღვარგარეთ ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშს, ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 20 დღისა წარუდგენენ უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს სახელით საზღვარგარეთის ქვეყნების რეგიონების წარმომადგენლობით ორგანოებთან დადოს შეთანხმებები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული უფლებამოსილება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციის სხვა წევრს.


თავი XIV
უმაღლესი საბჭოს მიერ კონტროლის განხორციელება

მუხლი 126. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა
1. უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.

2. კითხვა უნდა იყოს წერილობითი. კითხვის შინაარსი  უნდა  შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს.

3. კითხვა ბარდება უმაღლესი საბჭოს აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და დაუყოვნებლივ აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. კითხვას უმაღლესი საბჭოს აპარატი ადრესატს გადასცემს არაუგვიანეს 1 დღისა.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანამდებობის პირი, ორგანო და ამ ორგანოს ხელმძღვანელი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. შესაბამის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით.  უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან მთავრობის შესაბამისი წევრი.

5. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს კითხვა.

6. კითხვაზე პასუხი უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ გადაეცემა კითხვის ავტორს და ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა. კითხვაზე პასუხისთვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში, მისი გამოქვეყნებისას, აღინიშნება ასეთი გადაცილების თაობაზე.


მუხლი 127. ინტერპელაცია
1. უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს (შემდგომში – ადრესატები).

2. შეკითხვა უნდა იყოს წერილობითი, მისი შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს.

3. შეკითხვის ტექსტი ბარდება უმაღლესი საბჭოს აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და გადასცემს ადრესატს არაუგვიანეს 1 დღისა.

4. უმაღლესი საბჭოს ფრაქციის, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციანი ჯგუფის მიერ ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვის ადრესატი ვალდებულია პირადად უპასუხოს დასმულ შეკითხვას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას. პასუხს ხელს აწერს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან მთავრობის შესაბამისი წევრი.

5. ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი უმაღლეს საბჭოში წარსდგება, როგორც წესი, ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში პლენარული სხდომის დღეს და უპასუხებს იმ შეკითხვებს, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.

6. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს შეკითხვა. ამ შემთხვევაში ადრესატი უმაღლესი საბჭოს წინაშე აღარ წარსდგება.

7. ინტერპელაციის წესით დასმულ ყველა შეკითხვას უნდა უპასუხონ ადრესატებმა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ დღეს. შეკითხვების რაოდენობის გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭოს ბიურო პროპორციულად ამცირებს ამ მუხლის მე-8-მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ დროებს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შეკითხვაზე ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა პროცედურის გავლა.

8. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 10 წუთი, ხოლო შემდეგ, შეკითხვის ადრესატს – 20 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 10 წუთით.

9. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, დამაზუსტებელი კითხვით ადრესატს მიმართოს ერთხელ, არაუმეტეს 3 წუთით. პასუხის დაზუსტებისათვის ადრესატს განესაზღვრება 10 წუთი. 

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ იმართება დებატები შემდეგი წესით: თითოეულ ფრაქციას და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ეძლევა თითოეულს არაუმეტეს 15 წუთი. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები, რიგითობის მიხედვით, რომელსაც განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე ფრაქციების მიმართვის საფუძველზე. შემდეგ გამოდიან უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს ფრაქციიდან გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.  დებატების შემდეგ შეკითხვის ადრესატს ეძლევა 20 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.

11. დებატებისა და ადრესატის დასკვნითი გამოსვლის დასრულების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება.


მუხლი 128. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ. ანგარიში უმაღლეს საბჭოში წარმოდგენისთანავე უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს. ანგარიში ასევე ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

2. მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენის ზუსტ დროს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს ბიურო მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

3. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მთავრობის საქმიანობის შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის წარმოდგენის დასრულების შემდეგ, მისი განხილვა გრძელდება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად. განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია, რეკომენდაცია ან სხვა დადგენილება.


მუხლი 129. თანამდებობის პირების  პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
1. უმაღლესი საბჭო, კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის გადაწყვეტილებით პლენარულ სხდომაზე იწვევს მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს. ისინი ვალდებული არიან გამოცხადდნენ პლენარულ სხდომაზე, ამ მუხლით დადგენილი წესით პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირი უმაღლესი საბჭოს წინაშე წარსდგება, როგორც წესი, სასესიო პერიოდის ყოველი თვის პლენარული სხდომის დღეს და ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ საკითხთან დაკავშირებით, თანამდებობის პირს სიტყვით გამოსვლისთვის ეძლევა 30 წუთი.

4. თანამდებობის პირის მოხსენების დასრულების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას და მოისმინონ პასუხები. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 წუთით, დაზუსტების უფლების გარეშე. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს შეკითხვით გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.

5. თანამდებობის პირის სიტყვით გამოსვლისა და კითხვა-პასუხის შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები რეგლამენტით დადგენილი წესით, რის შემდეგაც თანამდებობის პირს ეძლევა 15 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.

6. თანამდებობის პირის მოსმენის შემდეგ უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს   დადგენილება.


მუხლი 130. მინისტრის საათი
1. მინისტრის საათი გულისხმობს, წელიწადში არანაკლებ ერთხელ, მთავრობის ცალკეული წევრის, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე შესაბამისი სამინისტროს საქმიანობის შესახებ მოხსენებით  გამოსვლას. მოხსენება, ასევე,  უნდა შეეხოს იმ საკითხებს, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით მინისტრის წინაშე იქნება დასმული.

2. მთავრობის ცალკეული წევრის მოხსენების უმაღლეს საბჭოში წარდგენის განრიგს, მთავრობის წევრებთან შეთანხმებით და კომიტეტებისა და ფრაქციების ინიციატივების გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ადგენს უმაღლესი საბჭოს ბიურო. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია განრიგში ცვლილების შეტანა ნებისმიერ დროს, ისე, რომ დაცული იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადა. განრიგი უნდა შედგეს ისე, რომ  საგაზაფხულო სესიის თითო მორიგ პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი იყოს არანაკლებ ერთი მინისტრის მოხსენება მაინც, გარდა მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის დღისა.

3. მთავრობის შესაბამის წევრს უმაღლეს საბჭოში წარდგენამდე არაუგვიანეს 10 დღისა ეგზავნება კომიტეტებისა და ფრაქციების მიერ შედგენილი საკითხები, რომლის გარშემოც უნდა წარიმართოს მინისტრის საათი. მინისტრი უფლებამოსილია არ ისაუბროს ამ ვადის დაგვიანებით მიწოდებულ საკითხებზე.

4. მინისტრის საათი იწყება მთავრობის წევრის სიტყვით გამოსვლით, რისთვისაც ეძლევა 45 წუთი.

5. მთავრობის ცალკეული წევრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ 1 საათის განმავლობაში მიმართონ მას დამაზუსტებელი კითხვით ერთხელ, არაუმეტეს 2 წუთით. რის შემდეგაც მთავრობის წევრი 30 წუთის განმავლობაში კითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.

6. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები.


მუხლი 131. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს მოთხოვნისთანავე მოუსმენს უმაღლესი საბჭო.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირი ვალდებულია უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვამდე არაუგვიანეს 3 დღისა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები, რომლებზედაც მას სურს უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მიმართვის დაუყოვნებლივ გაგზავნას ფრაქციებისათვის, ასევე უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატებისათვის. 

3. ამ მუხლით გათვალისწინებული  თანამდებობის პირის მიმართვისას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. იგი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გააგრძელოს სხდომის თავმჯდომარემ 10 წუთით.

4. თანამდებობის პირის მიმართვის დასრულების შემდეგ, თანამდებობის პირის გამოსვლა განიხილება რეგლამენტით დადგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესის შესაბამისად.


მუხლი 132. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცება
1. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე წარადგენს სამოქმედო გეგმას.

2. უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და ფრაქციები, უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადებში განიხილავენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

3. უმაღლესი საბჭოს ბიუროს, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხი შეაქვს პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

4. უმაღლესი საბჭო, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

6. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის წარდგენა ემთხვევა უმაღლესი საბჭოს არდადეგებს ან იმ პერიოდს, როდესაც პლენარული სხდომები არ იმართება, რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვევა რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა.

7. თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის იგივე ან სხვა შემადგენლობას, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში. აღნიშნულ შემთხვევაში მთავრობის დამტკიცების პროცედურები მიმდინარეობს ამ მუხლის შესაბამისად.

8. თუ უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით დაითხოვს უმაღლეს საბჭოს და დანიშნავს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს.


მუხლი 133. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება
1. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით დადგენილი წესით უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

2. მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.

3. უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე წარედგინება ბიუროს. ბიურო უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიერ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნის თაობაზე ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით აღნიშნულ მოთხოვნას გადასცემს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც 5 დღის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას წარუდგენს ბიუროს. დადებითი დასკვნის შემთხვევაში ბიუროს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე შეაქვს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებასთან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადები ემთხვევა უმაღლესი საბჭოს არდადეგებს ან აღნიშნულ პერიოდში არ ესწრება პლენარული სხდომა, დადგენილი წესით მოიწვევა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა.

4. უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 21 დღისა უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობას უცხადებს მთავრობას.

5. თუ უმაღლესი საბჭო უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.


მუხლი 134. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა
1. უმაღლესი საბჭო საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მეშვეობით ახორციელებს საერთო, თანამიმდევრულ კონტროლს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებაზე. სხვა კომიტეტები ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებენ მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით.

2. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის მიღებიდან 2 დღის ვადაში, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვის გრაფიკის პროექტის შედგენას, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.

3. საბიუჯეტო წლის განმავლობაში რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიმოხილვას, ყოველკვარტალურად განიხილავს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი, დარგობრივი კომიტეტები – მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით, ხოლო სურვილის შემთხვევაში სხვა კომიტეტებიც. ისინი უფლებამოსილი არიან, რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოითხოვონ და მიიღონ შესაბამისი უწყებებიდან. საკომიტეტო განხილვებს ორგანიზებას უწევს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი. განხილვის შედეგები,  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს, რომელიც ცნობად იღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას. უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა შეიძლება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის საგანიც გახდეს.


მუხლი 135. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
1. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

2. მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში წარდგენილი რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვას ორგანიზებას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი.

3. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან 2 დღის ვადაში, უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ გადაეცემა უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ანგარიში განთავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

4. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიღებიდან ორი დღის ვადაში, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის გრაფიკის პროექტის შედგენას, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.

5. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, საჭიროების შემთხვევაში, წარუდგენს ინფორმაციას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის უმაღლეს საბჭოში  განხილვის მიმდინარეობის შესახებ.

6. კომიტეტები განიხილავენ რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, თავიანთ დასკვნებს უგზავნიან საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნასთან ერთად  წარუდგენს მათ უმაღლესი საბჭოს ბიუროს.  

7. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე.

8. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის შემდეგ, არაუგვიანეს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით.

9. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება მიმდინარეობს ამ რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით, ერთი მოსმენით.

10. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მტკიცდება იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად და სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტში შემოსავლებისა და ხარჯების მოცულობებს, ხარჯების კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს შეუძლია არ დაამტკიცოს ანგარიში.

11. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გააკონტროლოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით.


მუხლი 136. უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა
1. უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილ ანგარიშს, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უმაღლესი საბჭო განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. ანგარიშს უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას.

3. უმაღლესი საბჭოს ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს და ანგარიშის უმაღლეს საბჭოში განხილვის ვადებს. ამის შემდეგ ანგარიში განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს და ფრაქციებს.

4. კომიტეტები და ფრაქციები უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს ანგარიშის თაობაზე.

5. წამყვანი კომიტეტი უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში კომიტეტის სხდომაზე განიხილავს ანგარიშს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

6. ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა, თუ შესაბამისი კანონით გათვალისწინებულია ანგარიშის წარმდგენი ორგანოს დაკომპლექტებაში უმაღლესი საბჭოს მონაწილეობა.

7. თუ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული არ არის ანგარიშის წარმდგენი ორგანოს დაკომპლექტებაში უმაღლესი საბჭოს მონაწილეობა, წარმოდგენილი ანგარიში უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან უმაღლესი საჭოს ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.

8. ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის სავალდებულოობის საკითხი აღინიშნება წამყვანი კომიტეტის დასკვნაში.

9. ანგარიში უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესით.

10. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად, როგორც წესი, გამოდის წამყვანი კომიტეტის მიერ დანიშნული მომხსენებელი.

11. ანგარიშის განხილვის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს წარმოდგენილ ანგარიშს ან უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება.

12. კანონით და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი  ორგანოს/თანამდებობის პირის მოხსენება, მიმოხილვა ან ინფორმაცია განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.


მუხლი 137. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადება და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში.

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის საკითხის დასმის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი. უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში დაუშვებელია უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 1 წლის განმავლობაში.

3. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის დასმის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს იმ შემთხვევაში, თუ მრჩეველთა საბჭოს წევრი დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ნორმებს, ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს მრჩეველთა საბჭოს წევრის უფლებამოსილებას ან 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან ვერ განახორციელებს მრჩეველთა საბჭოს წევრის უფლებამოსილებას.

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 356 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი საბჭო იღებს ცნობად.

5. უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, რომელიც მიიღება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, მრჩეველთა საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

6. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ ეს ვადა დაემთხვა სესიებს შორის პერიოდს – მომდევნო სესიის დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, უმაღლესი საბჭო პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის მრჩეველთა საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

7. ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე მრჩეველთა საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა დაუშვებელია.


თავი XV
განსაკუთრებული პროცედურები

მუხლი 138. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის ფორმირება
1. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას და მთავრობისათვის წარდგენას  უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს, არაუგვიანეს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი მტკიცდება უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, დადგენილებით. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტში უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი მორიგი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოსათვის მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების შესაბამისად.

3. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას, საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი ფორმირდება კომიტეტების, ფრაქციების, ხაზინადართა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს აპარატის წინადადებების საფუძველზე და ეგზავნება საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს.   

4. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტს, უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის სახით, თავის დასკვნასთან ერთად არაუგვიანეს 1 ივნისისა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი განსახილველად გადასცემს უმაღლესი საბჭოს ბიუროს, რომელსაც დადგენილების პროექტი განსახილველად შეაქვს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში.

5. რესპუბლიკურ ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით – დადგენილებით.

6. უმაღლესი საბჭოსათვის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირების თაობაზე შესაბამის წინადადებებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების პროექტის მომზადებისა და უმაღლესი საბჭოს ბიუროსათვის წარდგენის მიზნით უგზავნის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი გადაეცემა უმაღლესი საბჭოს ბიუროს, რომელსაც დადგენილების პროექტი შეაქვს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში.

7. უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს უმაღლესი საბჭოსათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი გადანაწილების პროცენტული ოდენობის მიხედვით – უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით.

8. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინების საფუძველზე იღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.


მუხლი 139. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა
1. უმაღლეს საბჭოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით უფლება აქვს კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის თაობაზე საკითხის დასმის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს კომიტეტს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა სამკაციან ჯგუფს. სავალდებულოა, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულმა სუბიექტებმა საკითხის დასმასთან ერთად უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი კონსტიტუციური სარჩელი და უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის თაობაზე საკითხი უმაღლეს საბჭოში განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური სარჩელით მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებით.


მუხლი 140. დაინტერესებული პირების წერილები და ამომრჩეველთან ურთიერთობა
1. უმაღლესი საბჭოს წევრი ამომრჩევლებთან შეხვედრების შედეგად მიღებულ ინფორმაციას აწვდის შესაბამის კომიტეტს (კომიტეტებს).

2. კომიტეტი მიღებულ ინფორმაციას 3 თვეში ერთხელ აანალიზებს და რეაგირების შედეგებს აცნობებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.

3. უმაღლესი საბჭოს წევრები, კომიტეტი, უმაღლესი საბჭოს სხვა სუბიექტები ვალდებული არიან განიხილონ დაინტერესებული პირების წერილები და განცხადებები და პასუხი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აცნობონ ავტორს 1 თვის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. დაინტერესებულ პირთა წერილობით კომუნიკაციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების ინსტრუქცია მტკიცდება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინსტრუქციასთან წერილობითი კომუნიკაციების შესაბამისობას ამოწმებს და შესაბამის რეაგირებას ახდენს უმაღლესი საბჭოს აპარატი.


თავი XVI

მუხლი 141. იმ თანამდებობის პირთა არჩევისა და დანიშვნაზე თანხმობის მიცემის ძირითადი წესები, რომლებზედაც უმაღლესი საბჭოს მიერ არ ცხადდება კონკურსი
1. უმაღლესი საბჭო ირჩევს, დანიშვნაზე თანხმობას აძლევს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს.

2. უმაღლეს საბჭოს:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეობის 1 კანდიდატს და უსკოს 5 წევრის კანდიდატურას ისე, რომ უსკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურა იქნეს წარდგენილი;

ბ) გენერალური აუდიტორი წარუდგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კანდიდატურას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების თანამდებობებზე განწესების ვადები და წესი განისაზღვრება საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით.

4.  უმაღლესი საბჭო:

ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უსკოს თავმჯდომარეს/წევრს. იმ შემთხვევაში, თუ უსკოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენამდე;

ბ) პლენარულ სხდომაზე დამსწრე უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედით თანხმობას აძლევს გენერალურ აუდიტორს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დანიშვნაზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული პირების არჩევა/დანიშვნაზე თანხმობის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით.

6. უმაღლესი საბჭო ამ მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირების თაობაზე გადაწყვეტილებას, როგორც წესი, იღებს 2 კვირის ვადაში, შესაბამისი კანდიდატურის წარმოდგენიდან, თუ კანონმდებლობით უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი არ არის სხვა ვადები.


მუხლი 142. რეგლამენტის 141-ე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირების განწესების პროცედურა
1. უმაღლესი საბჭოს ბიურო განსაზღვრავს რეგლამენტის 141-ე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირების არჩევის, დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხის განმსაზღვრელ კომიტეტს/კომიტეტებს.

2. ამ მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრული კომიტეტი ადგენს წარმოდგენილი კანდიდატების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამ მიზნით, კანდიდატები ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ კომიტეტის სხდომაზე და კომიტეტს მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია, სრულყოფილად, ასევე წარადგინონ სამოქმედო გეგმა. თავის მხრივ, კომიტეტი უფლებამოსილია მოიძიოს/გადაამოწმოს თანამდებობის პირების შესაბამის კანდიდატებზე საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, მათი ბიოგრაფიული ცნობების, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაცია. 

3. კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ უმაღლესი საბჭოს შესაბამისი კომიტეტი, როგორც წესი, სხდომაზე უსმენს თითოეულ კანდიდატს.

4. კომიტეტის სხდომაზე კანდიდატების მოსმენების შემდეგ კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას, რომელიც მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.  კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას რეგლამენტის 141-ე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის კანდიდატურის მიმართ. კომიტეტის დასკვნა წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

5. უმაღლესი საბჭოს შესაბამისი კომიტეტის წარდგინების საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით უმაღლესი საბჭო პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესის შესაბამისად იხილავს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, როგორც წესი ასევე უსმენს რეგლამენტის 141-ე მუხლით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ თანამდებობაზე დასახელებულ თითოეულ კანდიდატს.

6. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს აცნობს კანდიდატთა სიას. პლენარულ სხდომაზე უსკოს წევრობის თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი.


მუხლი 143. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის არჩევის წესი
1. მრჩევლის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.

2. მრჩევლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 50 კალენდარული დღისა ან მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოსცემს კონკურსის გამოცხადების შესახებ განკარგულებას.  

3. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მრჩევლის კანდიდატურა კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ ამ ვადაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტი კანდიდატურა არ იქნა წარდგენილი, კანდიდატურების წარდგენის ვადა 15 კალენდარული დღით გრძელდება, რის თაობაზეც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საჯაროდ განაცხადებს.

4. მრჩეველთა კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, განკარგულებით ქმნის 5 წევრისაგან შემდგარ საკონკურსო კომისიას. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. იმავე ვადაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე აქვეყნებს მრჩევლობის კანდიდატთა სიას.

5. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომლითაც განისაზღვრება მრჩეველთა კანდიდატურებისა და მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფციების შეფასების კრიტერიუმები. დებულებას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.

6. საკონკურსო კომისია მრჩევლობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატების სიის გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საკონკურსო კომისიის დებულებით. მეორე ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან უმაღლესი საბჭოსათვის მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფციების განხილვისა და გასაუბრების შედეგად. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ საკონკურსო კომისია უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.

7. კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფცია, რომლის საჯაროობა უნდა უზრუნველყოს საკონკურსო კომისიამ, ასევე მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატებში, რომლებიც გაიმართება უმაღლესი საბჭოს მიერ მრჩეველთა არჩევამდე.

8. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან სამს უმაღლესი საბჭოს ფრაქციები, მათში შემავალ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, ხოლო ორს – უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ასარჩევად. ფრაქციების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ ფრაქციების თავმჯდომარეები, ხოლო უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ უმაღლესი საბჭოს  ის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე. უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე შეუძლია ხელის მოწერა.   

9. მრჩევლის 5 კანდიდატურის წარდგენის უფლება პროპორციულად ნაწილდება უმაღლესი საბჭოს ფრაქციებს შორის, ფრაქციებში შემავალ წევრთა რაოდენობის მიხედვით. თავდაპირველად კანდიდატურას წარადგენს ის ფრაქცია, რომელსაც ყველაზე მეტი წევრი ჰყავს, შემდეგ კი კანდიდატურებს წარადგენენ სხვა ფრაქციები მათში შემავალ წევრთა რაოდენობის მიხედვით, ნაკლებიდან მეტისკენ.

10. უმაღლესი საბჭო კანდიდატურების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის  მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს ფრაქციებისა და დანარჩენი წევრების კვოტებით, თავდაპირველად აირჩევა კანდიდატი იმ დეპუტატების კვოტით, რომლებიც არ შედიან ფრაქციებში.

11. თუ მრჩევლობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, უმაღლესი საბჭოს ფრაქციები და უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი 10 კალენდარული დღის ვადაში უმაღლეს საბჭოს წარუდგენენ ახალ კანდიდატურებს.

12. მრჩევლის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე თითოეულ სუბიექტს შეუძლია უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შესაძლებელია ორჯერ.

13. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით.

14. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და მრჩეველთა საბჭო ვერ დაკომპლექტდა 5 წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისათვის იმართება ხელახალი კონკურსი.


მუხლი 144. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ(ებ)ის საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენა
1. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია კანდიდატთა შერჩევის შემდეგ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის არანაკლებ 3 კანდიდატს.

2. საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედით, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ(ებ)ის საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენის შესახებ. გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.


მუხლი 145. საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის არჩევის წესი
1. უმაღლესი საბჭო, თავისი შემადგენლობიდან, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა, ფარული კენჭისყრით ირჩევს საჯარო სამსახურის საბჭოს 1 წევრს.

2. საჯარო სამსახურის საბჭოს წევრობის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს.

3. კანდიდატის დასახელების შესახებ განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით.

4. კანდიდატის დასახელების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას. კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ყოველგვარი ახსნა-­განმარტების გარეშე. თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

5. თუ არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

6. თუ არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ არჩევნების პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

7. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს, საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება, მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

8. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი შეიძლება გამოწვეულ იქნეს საჯარო სამსახურის საბჭოდან, თუ ამას სათანადო წერილობითი დადასტურებით მოითხოვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციანი ჯგუფი.

9. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი, საჯარო სამსახურის საბჭოდან გამოწვეულად ჩაითვლება თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა. გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით. 

10. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა­განმარტების გარეშე განაცხადოს მისთვის საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც შესაბამისი განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს, რომელიც მას გააცნობს უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან. უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით.

11. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭო ირჩევს ამ მუხლით დადგენილი წესით უახლოეს სხდომაზე.


თავი XVII
უმაღლესი საბჭოს აპარატი და დაცვა

მუხლი 146. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილება
1. უმაღლესი საბჭოს აპარატი ახორციელებს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის  სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ანალიტიკურ, დოკუმენტურ, საინფორმაციო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

2. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილებებს განეკუთვნება აგრეთვე უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის მართვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკურ, შრომით, სამართლებრივ და სხვა ურთიერთობებში უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობა, მისი უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება. 

3. უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით და უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით.

4. უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.


მუხლი 147. უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა
1. უმაღლესი საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.

2. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი არ შეიძლება იყოს უმაღლესი საბჭოს წევრი.

3. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადას. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის დანიშვნის შესახებ შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის უფლებამოსილების ვადად შესაძლებელია მითითებული იყოს კონკრეტული ვადა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

4. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა;

ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) მის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ე) სახელმწიფო ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა;

ვ) პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა მის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე ასეთი შემოწმებისთვის თავის არიდება;

ზ) გარდაცვალება;

თ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ან უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის ინიციატივა.

5. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ან უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის ინიციატივით უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტამდე 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს შესაბამისად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ან უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს. თუ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ინიციატორია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

6. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჰყავდეს 1 მოადგილე. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობის დაშვების საკითხს წყვეტს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

7. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილეს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადას. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის დანიშვნის შესახებ შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის უფლებამოსილების ვადად შესაძლებელია მითითებული იყოს კონკრეტული ვადა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

8. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა;

ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება;

გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) მის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ე) სახელმწიფო ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა;

ვ) პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა მის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე ასეთი შემოწმებისთვის თავის არიდება;

ზ) გარდაცვალება;

თ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ან უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის ინიციატივა.

9. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ან უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის ინიციატივით აპარატის უფროსის მოადგილისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტამდე 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს შესაბამისად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ან უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილეს. თუ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ინიციატორია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

10. აპარატის უფროსის მოადგილის ფუნქციებს ბრძანების საფუძველზე განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.


მუხლი 148. უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა
1. უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული საკოორდინაციო ერთეულების სახით შედიან დეპარტამენტები, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების აპარატები და ბუღალტერია.

2. უმაღლესი საბჭოს სუბიექტებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით უმაღლეს საბჭოში საქმიანობას ახორციელებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნო, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის სამდივნო, ფრაქციების აპარატები.


მუხლი 149. დებულებები და წესები
1. უმაღლესი საბჭოს აპარატის, დეპარტამენტებისა და ბუღალტერიის დებულებებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 

2. უმაღლესი საბჭოს კომიტეტის აპარატის დებულებას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მიერ შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

3. უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

4. უმაღლესი საბჭოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

5. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული საჯარო მოსამსახურეებისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.

6. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკის და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.

7. უმაღლესი საბჭოს ფრაქციების აპარატების თანამშრომლებთან შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარის ან ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის წარდგინებით დებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.

8. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოში დასაქმებულ პირებთან, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეების თანაშემწეებთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

9. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

10. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.

11. უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაშვებია პრაქტიკისა და სტაჟირების გავლა. უმაღლესი საბჭოს აპარატში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის წესს ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.


მუხლი 150. უმაღლესი საბჭოს დაცვა
1. უმაღლესი საბჭოს დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

2. უმაღლესი საბჭოს აპარატი სახელმწიფო დაცვის სამსახურთან ერთად შეიმუშავებს უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

3. უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში დაუშვებელია, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღების ტარება. ამ წესიდან გამონაკლისი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით.

4. იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომლებსაც აქვთ უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალური საშვის გარეშე გადაადგილების უფლება განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით.

5. უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა ასევე შესაძლებელია დაევალოს უმაღლესი საბჭოს აპარატის მანდატურს. მანდატურის პოზიციის შემოღებისა და რაოდენობის საკითხს წყვეტს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო უფლებამოსილებები განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით.


თავი XVIII

პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევისთვის. უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმები


მუხლი 151. სანქციები რეგლამენტის დარღვევისათვის
რეგლამენტის დარღვევისათვის უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ დაწესებულია ზემოქმედების შემდეგი ფორმები:

ა) სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა;

ბ) გაფრთხილება;   

გ) კომიტეტის სხდომის ან სხდომათა დარბაზის დატოვებინება;

დ) ხელფასის დაკავება.


მუხლი 152. უმაღლესი საბჭოს წევრისთვის სანქციების შეფარდება
1. კომიტეტის ან პლენარული სხდომის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს წევრს სიტყვას ჩამოართმევს, თუ იგი:

ა) სიტყვით სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოდის;

ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ საკითხზე;

გ) სიტყვა პროცედურულ საკითხებზე მიეცა და თავის გამოსვლაში სხვა საკითხებს შეეხო;

დ) აჭარბებს რეგლამენტით დადგენილ დროს ან იმ დროს, რომელიც მას გაუგრძელეს.

2. გაფრთხილება გამოიყენება უმაღლესი საბჭოს იმ წევრის მიმართ, რომელიც:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვის ჩამორთმევის შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას;

ბ) პლენარულ სხდომაზე სიტყვით უმიკროფონოდ გამოდის;

გ) სჩადის მოქმედებას, რომელიც იწვევს რეგლამენტით დადგენილი წესით წარმართული სხდომის შეფერხებას.

3. კომიტეტის ან პლენარული სხდომის დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენება უმაღლესი საბჭოს იმ წევრის მიმართ, რომელიც:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების შემდეგ აგრძელებს იმავე ქმედებას;

ბ) კომიტეტის სხდომაზე ან პლენარულ სხდომათა დარბაზში გამოცხადდა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით;

გ) სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისაკენ მოუწოდებს უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებს.

4. უმაღლესი საბჭოს წევრი, რომლის მიმართაც კომიტეტის სხდომის ან პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენეს, ვალდებულია დატოვოს სხდომათა დარბაზი.   

5. უმაღლესი საბჭოს წევრს, რომლის მიმართაც კომიტეტის სხდომის ან უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენეს, დაექვითება ყოველთვიური ხელფასის 5%. აღნიშნული ფაქტი ფორმდება შესაბამისი სხდომის საოქმო ჩანაწერით, რომელიც შესაბამისი სხდომის თავმჯდომარის მიერ ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატს ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.

6. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი, გარდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა, არ არის არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებას და მას არ ეძლევა კანონით განსაზღვრული ხელფასი. აღნიშნული ინფორმაცია აღირიცხება საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ და ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.

7. თუ 2 კომიტეტში გაწევრიანებული უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტების სხდომებს, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრიანებული უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ერთხელ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას  შესაბამისად, დაექვითება ყოველი მომდევნო არასაპატიო მიზეზით გაცდენილი კომიტეტის სხდომის დღის ხელფასი. უმაღლესი საბჭოს წევრის კომიტეტის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება კომიტეტის სხდომის ოქმში, რის შემდეგაც კომიტეტის სხდომის ოქმის ამონაწერი სხდომის თავმჯდომარის მიერ ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატს ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხის დასაკავებლად.

8. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პლენარულ სხდომას, მას დაექვითება პლენარული სხდომის დღის ხელფასი. უმაღლესი საბჭოს წევრის პლენარულ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის ფაქტი უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ ფორმდება საოქმო ჩანაწერით. მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი საოქმო ჩანაწერის საფუძველზე ადგენს პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სიას და უგზავნის აპარატს ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხის დასაკავებლად.

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს წევრისათვის დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა კალენდარული თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის ხელფასის 50%-ს.

10. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება უმაღლესი საბჭოს წევრზე რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის პერიოდში.

11. კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიმიტეტის სხდომების გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სიას, თითოეული მათგანის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით. კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სია პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატს.

12. ყოველი სესიის ბოლოს უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი ადგენს არასაპატიო მიზეზით უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სიას, ფრაქციების მითითებით, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით. პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სია პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატს.

13. უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ უმაღლესი საბჭოს პლენარული ან/და კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი უნდა დადასტურდეს:

ა) ავადმყოფობის შემთხვევაში – საავადმყოფო ფურცლით, რომელიც უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს, ხოლო კომიტეტის სხდომის გაცდენის შემთხვევაში, შესაბამის კომიტეტს წარედგინება საავადმყოფო ფურცლის დახურვიდან 1 კვირის ვადაში;

ბ) ოჯახის წევრის დაბადება/გარდაცვალება – შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მოწმობით, რომელიც უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს, ხოლო კომიტეტის სხდომის გაცდენის შემთხვევაში, შესაბამის კომიტეტს წარედგინება შესაბამისი მოწმობის გაცემიდან 1 კვირის ვადაში;

გ) სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნის შემთხვევაში – უმაღლესი საბჭოს წევრის მივლინების შესახებ უფლებამოსილი პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს, შესაბამისი კომიტეტის აპარატს გადაეცემა აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა.


უმაღლესი საბჭოს წევრს, რომლის მიმართაც გამოიყენეს რეგლამენტის 152-ე მუხლის მე-5-მე−8 პუნქტებით დაწესებული ზემოქმედების რომელიმე ფორმა, უფლება აქვს, წერილობით შეიტანოს დასაბუთებული პროტესტი. პროტესტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

მუხლი 154. რეგლამენტის დარღვევები და სანქციები სხვა თანამდებობის პირის მიმართ
1. რეგლამენტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრება უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირებს, რომლებსაც ევალებათ უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა.

2. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი დარღვევებისათვის:

ა) მოწვეულია საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება;

ბ) არღვევს უმაღლესი 126-ე და 127-ე მუხლებით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ საბჭოს წევრის კითხვაზე/შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ პროცედურას;

გ) უმაღლეს საბჭოს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას;  

დ) არ ასრულებს უმაღლესი საბჭოს დადგენილებებსა და რეკომენდაციებს;

ე) დაბრკოლებებს უქმნის უმაღლესი საბჭოს წევრს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებათა განხორციელებაში.

3. კომიტეტის ან/და პლენარულ სხდომაზე მოწვეული პირი ვალდებულია სხდომის დროს წესრიგი დაიცვას. მას ეკრძალება მოქმედება, რომელიც ხელს უშლის უმაღლეს საბჭოს ან უმაღლესი საბჭოს წევრს ფუნქციების შესრულებაში. კენჭისყრისას მან თავი უნდა შეიკავოს შედეგისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისაგან. წესრიგის დამრღვევ სტუმრებს სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს სხდომათა დარბაზი.

4. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ ასეთ შემთხვევას და საკითხს სათანადო რეაგირებისათვის გადასცემს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უმაღლესი საბჭო შესაბამისი თანამდებობის პირის (გარდა მთავრობის წევრისა) ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ.


მუხლი 155. ეთიკის საბჭო და უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმები
1. უმაღლესი საბჭოს წევრის ქცევის ეთიკური სტანდარტები განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით.

2. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია ხელი შეუწყოს უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დაცვას.

3. უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილების ვადით, უფლებამოსილების ცნობიდან 2 თვის ვადაში დადგენილებით ქმნის ეთიკის საბჭოს. ამ დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა. ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. ამასთანავე, ეთიკის საბჭოში უმაღლესი საბჭოს იმ ფრაქციის წევრთა რაოდენობა, რომელსაც ჰყავს ყველაზე მეტი წევრი არ უნდა აჭარბებდეს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს.

4. ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო. ფრაქციის მიერ ეთიკის საბჭოს წევრად წარდგენილი პირი, წელიწადში ერთხელ ექვემდებარება როტაციას. ამ ვადის გასვლისთანავე შესაბამისი ფრაქცია ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით წარადგინოს ახალი წევრი.

5. შესაბამისი ფრაქციები პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესაბამისად ეთიკის საბჭოს წევრებად დასახელებულ პირებს ამ  კვოტების დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში წარუდგენენ უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

6. უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს ეთიკის საბჭოს შემადგენლობას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

7. ეთიკის საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება და ორგანიზაციული საკითხები წესრიგდება უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილებითა და ეთიკის საბჭოს დებულებით.

8. ეთიკის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს უმაღლესი საბჭოს აპარატი.


თავი XIX

მუხლი 156. გარდამავალი დებულებები
1. უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნებში არჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.

2. რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედებამდე, უმაღლესი საბჭოს წევრის და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხით და დგინდება არაუმეტეს უმაღლესი საბჭოს წევრისა და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისთვის 2017 წელს გაცემული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების მიხედვით.

3. რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის ამოქმედებამდე უმაღლესი საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის წარდგენა და არჩევა ხდება 2005 წლის 24 მარტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. რეგლამენტის ამოქმედებისთანავე უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებას იძენს ამ  რეგლამენტის ამოქმედების დროისათვის მოქმედი უმაღლესი საბჭოს ფრაქციის მდივანი.

5. რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-6 პუნქტის ამოქმედებამდე უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობის დაშვებისა და რაოდენობის საკითხი განისაზღვრება 2005 წლის 24 მარტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად.

6. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე, გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ამ რეგლამენტის ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად.


მუხლი 157. დასკვნითი დებულებები
1. რეგლამენტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) 2005 წლის 24 მარტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005);

ბ) 2004 წლის 14 სექტემბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ (საკანონმდებლო მაცნე, N15, 17.09.2004);

გ) 2017 წლის 23 ივნისის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს №50 დადგენილება – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესხებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www. matsne.gov.ge), 26.06.2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010320000.31.056.016053);

დ) 2007 წლის 19 დეკემბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს №280 დადგენილება – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს - ხაზინადართა საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ (გაზეთი „აჭარა“ №170, 20.12.2007);

ე) 2016 წლის 28 ნოემბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს №4 დადგენილება – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის განსაზღვრისა და უმაღლესი საბჭოს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www. matsne.gov.ge), 09.12.2016);

ვ) 2016 წლის 28 ნოემბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს №5 დადგენილება – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობის არჩევის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www. matsne.gov.ge), 09.12.2016);

ზ) 2017 წლის 26 იანვრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  №22 დადგენილება – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge) 26.04.2013, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010190040.31.056.016047). 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ რეგლამენტთან მათ შესაბამისობამდე ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ ძალადაკარგულად გამოცხადებამდე.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ ამ რეგლამენტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცებამდე ძალაშია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულება და სტრუქტურა და მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები.

4. უმაღლესი საბჭოს ბიურომ, ამ რეგლამენტის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიხედვით დაამტკიცოს უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში წევრთა რაოდენობა და კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებამდე ძალაშია ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საბჭოს დადგენილება.

5. უმაღლესი საბჭოს ბიურო, ამ რეგლამენტის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში ცნობად იღებს უმაღლესი საბჭოს კომიტეტების იმ შემადგენლობას, რომელიც დამტკიცებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადგენილებით. უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ ცნობად მიღებული უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება, უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომის მომდევნო დღეს ეგზავნება უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს. უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობის ცნობად მიღებამდე ძალაშია ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საბჭოს დადგენილება.  

6. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა, მე-14 მუხლისა, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტებისა, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 78-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 147-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 155-ე მუხლისა, ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

7. ამ რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

8. ამ რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი, ამოქმედდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ამოქმედებისთანავე, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტი და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი – „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემდეგ.

9. ამ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი, 78-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 155-ე მუხლი, ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

10. ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 147-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე.



აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე

 

ჩაქვი,

4 აპრილი 2019 წ.

N84-უ.ს.რ.ს.

14. 20/06/2024 - ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი - 93-IIს - ვებგვერდი, 21/06/2024 13. 21/12/2023 - ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი - 85-Iს - ვებგვერდი, 25/12/2023 12. 05/09/2023 - ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი - 80-Iს - ვებგვერდი, 08/09/2023 11. 18/05/2023 - ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი - 70-IIს - ვებგვერდი, 22/05/2023 10. 18/05/2023 - ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი - 72-IIს - ვებგვერდი, 22/05/2023 9. 18/05/2023 - ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი - 73-IIს - ვებგვერდი, 22/05/2023 8. 15/12/2022 - ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი - 67-Iს - ვებგვერდი, 19/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 27/06/2022 - ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი - 58-რს - ვებგვერდი, 29/06/2022 6. 16/12/2021 - ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი - 49-Iს - ვებგვერდი, 20/12/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 20/05/2021 - ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი - 28-IIს - ვებგვერდი, 25/05/2021 4. 25/12/2020 - ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი - 17-რს - ვებგვერდი, 25/12/2020 3. 30/04/2020 - ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი - 113-უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 04/05/2020 2. 30/04/2020 - ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი - 112-უ.ს.გ.ს. - ვებგვერდი, 04/05/2020 1. 12/12/2019 - ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი - 102-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 16/12/2019